მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ფიქრობს ზაკ რისი ქართველ გოგონებზე
რას ფიქრობს ზაკ რისი ქართველ გოგონებზე

"ჯი­დი­ე­სის" პრო­ექტ "ერთი ერ­თშის" ჟი­უ­რის წევრ ზაკ რი­სის შე­ფა­სე­ბას ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე მო­უთ­მენ­ლად ელის. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფის შე­ფა­სე­ბა მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ფრანგ ქო­რე­ოგ­რაფს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბულ პე­რი­ოდ­ზე ვე­სა­უბ­რეთ. აღ­მოჩ­ნდა, რომ ზაკს სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან შე­უყ­ვარ­და და პრო­ექ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ თბი­ლისს აუ­ცი­ლებ­ლად ეს­ტუმ­რე­ბა.

- ზაკ, უკვე მე­ო­რე სე­ზო­ნია, "ერთი ერ­თშის" ჟი­უ­რის წევ­რი ხართ. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ალ­ბათ კარ­გად გა­ი­ცა­ნით სა­ქარ­თვე­ლო. რას ფიქ­რობთ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე?

- პირ­ვე­ლად რომ ჩა­მოვ­დი­ო­დი, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. არ ვი­ცო­დი, მა­ყუ­რე­ბე­ლი რო­გორ მი­მი­ღებ­და. ზო­გა­დად, რო­დე­საც ჟი­უ­რის წევ­რი ხარ, შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლი იყ­ვნენ შენ მი­მართ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღი­თი­დღე უფრო მეტ და­დე­ბით კო­მენ­ტარს ვი­ღებ­დი. ქარ­თვე­ლე­ბი ძა­ლი­ან გამ­გე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ, კომ­ფორ­ტი შე­გიქ­მნან და არ გაგ­რძნო­ბი­ნონ, რომ უცხო ქვეყ­ნი­დან ხარ ჩა­მო­სუ­ლი.

- შე­გიძ­ლი­ათ, გუ­ლახ­დი­ლად გვი­თხრათ, პრო­ექ­ტის რო­მე­ლი სე­ზო­ნი უფრო მოგ­წონ­დათ?

- რთუ­ლია თქვა, რო­მე­ლი იყო უკე­თე­სი, მაგ­რამ პრი­ო­რი­ტეტს მი­ვა­ნი­ჭებ მე­ო­რე სე­ზონს. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მე­ო­რე სე­ზონ­ში უფრო კარ­გად მიხ­ვდნენ, რო­გო­რი უნდა იყოს ეს სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ. მე­ო­რე სე­ზონ­ში უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად ვგრძნობ თავს.

- სად ცხოვ­რობთ თბი­ლის­ში?

- ვა­კე­ში, ბა­გებ­ში ვცხოვ­რობ (ქარ­თუ­ლად ამ­ბობს).

- ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს შე­ე­გუ­ეთ?

- ზო­გა­დად, პრე­ტენ­ზი­უ­ლი მჭა­მე­ლი ვარ, სპე­ცი­ფი­კუ­რი საკ­ვე­ბი მიყ­ვარს. სახ­ლში იშ­ვი­ა­თად ვჭამ, რად­გან სულ ვმუ­შა­ობ. თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, გა­მი­ჭირ­და თქვენს სამ­ზა­რე­უ­ლოს­თან შე­გუ­ე­ბა. ახლა ქარ­თვე­ლი მზა­რე­უ­ლი მყავს, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩემ­თვის ამ­ზა­დებს საკ­ვებს და შე­სა­ბა­მი­სად იტა­ლი­ურ, ფრან­გულ და ია­პო­ნურ კერ­ძებს მიმ­ზა­დებს. ახლა უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს, ვიდ­რე თბი­ლის­ში პირ­ვე­ლად ჩა­მოს­ვლი­სას. ხან­და­ხან ჩემი ქარ­თვე­ლი მზა­რე­უ­ლი ხა­ჭა­პურ­საც მი­ცხობს, ცოტ-ცო­ტას ყვე­ლა­ფერს ვჭამ. ქარ­თუ­ლი საჭ­მე­ლე­ბი­დან არ მო­მე­წო­ნა ხინ­კა­ლი, მწვა­დი უგემ­რი­ე­ლე­სია. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ თქვენ­თან ბოსტნე­უ­ლი და ხორ­ცი ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია. საფ­რან­გეთ­ში, პა­რიზ­ში, სა­დაც ვცხოვ­რობ, ხალ­ხს მსგავ­სი კარ­გი პრო­დუქ­ტი არ აქვს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში თბი­ლი­სის გარ­და სხვა ქა­ლა­ქე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა მო­ა­ხერ­ხეთ?

- ძა­ლი­ან მომ­წონს თბი­ლი­სი, რო­დე­საც ქუ­ჩებ­ში და­დი­ხარ, შე­ნო­ბებ­საც კი ეტყო­ბა, რომ ამ ქა­ლაქს დიდი ის­ტო­რია აქვს. სა­მოგ­ზა­უ­როდ ყო­ველ­თვის ისეთ ქვეყ­ნებს ვირ­ჩევ, სა­დაც დიდ ის­ტო­რი­ას და­ვი­ნა­ხავ. სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში ვი­ყა­ვი. არ­ჩევ­ნე­ბის წინ ათი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბე­რას­თან ერ­თად გახ­ლდით ტურ­ნე­ში "სა­ქარ­თვე­ლო ჩვენ ვართ". ამ ტურ­ნეს ქო­რე­ოგ­რა­ფი ვი­ყა­ვი. ბევრ რე­გი­ონ­ში მო­მიხ­და წას­ვლა. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში დას­ვე­ნე­ბა მექ­ნე­ბა და დას­ვე­ნე­ბის დღე­ებს აუ­ცი­ლებ­ლად ბა­თუმ­ში გა­ვა­ტა­რებ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

რას ფიქრობს ზაკ რისი ქართველ გოგონებზე

რას ფიქრობს ზაკ რისი ქართველ გოგონებზე

"ჯიდიესის" პროექტ "ერთი ერთშის" ჟიურის წევრ ზაკ რისის შეფასებას ყველა მონაწილე მოუთმენლად ელის. პროფესიონალი ქორეოგრაფის შეფასება მათთვის მნიშვნელოვანია. ფრანგ ქორეოგრაფს საქართველოში გატარებულ პერიოდზე ვესაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ ზაკს საქართველო ძალიან შეუყვარდა და პროექტის დამთავრების შემდეგ თბილისს აუცილებლად ესტუმრება.

- ზაკ, უკვე მეორე სეზონია, "ერთი ერთშის" ჟიურის წევრი ხართ. ამ დროის განმავლობაში ალბათ კარგად გაიცანით საქართველო. რას ფიქრობთ ჩვენს ქვეყანაზე?

- პირველად რომ ჩამოვდიოდი, ძალიან ვნერვიულობდი. არ ვიცოდი, მაყურებელი როგორ მიმიღებდა. ზოგადად, როდესაც ჟიურის წევრი ხარ, შეიძლება, ძალიან კრიტიკული იყვნენ შენ მიმართ. საბედნიეროდ, დღითიდღე უფრო მეტ დადებით კომენტარს ვიღებდი. ქართველები ძალიან გამგები ადამიანები არიან. ყველანაირად ცდილობენ, კომფორტი შეგიქმნან და არ გაგრძნობინონ, რომ უცხო ქვეყნიდან ხარ ჩამოსული.

- შეგიძლიათ, გულახდილად გვითხრათ, პროექტის რომელი სეზონი უფრო მოგწონდათ?

- რთულია თქვა, რომელი იყო უკეთესი, მაგრამ პრიორიტეტს მივანიჭებ მეორე სეზონს. მონაწილეები მეორე სეზონში უფრო კარგად მიხვდნენ, როგორი უნდა იყოს ეს სატელევიზიო შოუ. მეორე სეზონში უფრო კომფორტულად და თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს.

- სად ცხოვრობთ თბილისში?

- ვაკეში, ბაგებში ვცხოვრობ (ქართულად ამბობს).

- ქართულ სამზარეულოს შეეგუეთ?

- ზოგადად, პრეტენზიული მჭამელი ვარ, სპეციფიკური საკვები მიყვარს. სახლში იშვიათად ვჭამ, რადგან სულ ვმუშაობ. თბილისში რომ ჩამოვედი, გამიჭირდა თქვენს სამზარეულოსთან შეგუება. ახლა ქართველი მზარეული მყავს, რომელიც სპეციალურად ჩემთვის ამზადებს საკვებს და შესაბამისად იტალიურ, ფრანგულ და იაპონურ კერძებს მიმზადებს. ახლა უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, ვიდრე თბილისში პირველად ჩამოსვლისას. ხანდახან ჩემი ქართველი მზარეული ხაჭაპურსაც მიცხობს, ცოტ-ცოტას ყველაფერს ვჭამ. ქართული საჭმელებიდან არ მომეწონა ხინკალი, მწვადი უგემრიელესია. მინდა აღვნიშნო, რომ თქვენთან ბოსტნეული და ხორცი ძალიან გემრიელია. საფრანგეთში, პარიზში, სადაც ვცხოვრობ, ხალხს მსგავსი კარგი პროდუქტი არ აქვს.

- საქართველოში თბილისის გარდა სხვა ქალაქების დათვალიერება მოახერხეთ?

- ძალიან მომწონს თბილისი, როდესაც ქუჩებში დადიხარ, შენობებსაც კი ეტყობა, რომ ამ ქალაქს დიდი ისტორია აქვს. სამოგზაუროდ ყოველთვის ისეთ ქვეყნებს ვირჩევ, სადაც დიდ ისტორიას დავინახავ. საქართველოში რამდენიმე ქალაქში ვიყავი. არჩევნების წინ ათი დღის განმავლობაში ბერასთან ერთად გახლდით ტურნეში "საქართველო ჩვენ ვართ". ამ ტურნეს ქორეოგრაფი ვიყავი. ბევრ რეგიონში მომიხდა წასვლა. უახლოეს მომავალში დასვენება მექნება და დასვენების დღეებს აუცილებლად ბათუმში გავატარებ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება