პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერიდეთ შავ "აუდის"! - ინტერვიუ თაღლითთან, რომელიც თბილისელებს ფულს "აწერს"
ერიდეთ შავ "აუდის"! - ინტერვიუ თაღლითთან, რომელიც თბილისელებს ფულს "აწერს"

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ახ­ლო­ბელ­თან მივ­დი­ო­დი. ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტოს მე­ო­თხე მიკ­რო­რა­ი­ონ­ში შავი "აუდი" იდგა, რო­მელ­საც "ავა­რი­უ­ლე­ბი" ჰქონ­და ჩარ­თუ­ლი. მან­ქა­ნის პატ­რონ­მა ხელი და­მიქ­ნია და გა­ჩე­რე­ბა მთხო­ვა. "კა­ცუ­რად, ბენ­ზი­ნი გა­მი­თავ­და და ჯი­ბე­ში კა­პი­კი არ მაქვს. იქ­ნებ 2-3 ლიტ­რი გად­მო­მის­ხა, რომ სახ­ლამ­დე მივ­გორ­დე," - მი­თხრა საკ­მა­ოდ კარ­გად ჩაც­მულ­მა ახალ­გაზ­რდა კაც­მა.

სა­ბარ­გულ­ში შლან­გი არ მქონ­და – ისე, რომც მქო­ნო­და "წუ­წა­ო­ბა" მე­ზა­რე­ბო­და. 5-ლა­რი­ა­ნი მი­ვა­წო­დე ახალ­გაზ­რდას და ვუ­თხა­რი:"სხვა­ნა­ი­რად არ გა­მი­გო, მეჩ­ქა­რე­ბა, თო­რემ მე ჩა­გიყ­ვან­დი ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გუ­რამ­დე. აი, ძმაო, 5 ლარი, ჩადი "კა­ნის­ტრით" სად­გუ­რამ­დე და ჩა­ას­ხი ბენ­ზი­ნი". ჯერ იუ­ა­რა, მერე კი მი­თხრა, რომ სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ ჰქონ­და. ოღონდ ჩემი მო­ბი­ლუ­რის ნო­მე­რი ჩა­ი­წე­რა – ამ 5 ლარს ან­გა­რიშ­ზე და­გი­რი­ცხა­ვო. რო­გორც თქვენ­თვის არ და­უ­რი­ცხავს, ისე არ და­უ­რი­ცხავს ჩემ­თვის.

ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო, ეს ამ­ბა­ვი ჩემს ახ­ლო­ბელს მო­ვუ­ყე­ვი. მან სი­ცი­ლი და­ი­წყო. "ეგ ტიპი აფე­რის­ტია. ძი­რი­თა­დად ნუ­ცუ­ბი­ძის მი­და­მო­ებ­ში "მუ­შა­ობს" ხოლ­მე. რამ­დენ­ჯერ­მე სცე­მეს კი­დეც. იცის მძღო­ლე­ბის სო­ლი­და­რო­ბის ამ­ბა­ვი – 2-3 ლარს არ და­აყ­ვედ­რი­ან. თუ ზო­გი­ერ­თმა მძღოლ­მა პა­ტი­ვი სცა და ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გუ­რამ­დე ჩა­იყ­ვა­ნა, ამ აფე­რისტს ბენ­ზი­ნი ბენ­ზი­ნად რჩე­ბა."

სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და ჩემი "ძვე­ლი ნაც­ნო­ბი" კვლავ და­ვი­ნა­ხე. ამ­ჯე­რა­დაც იგი­ვე სქე­მა იყო – "ავა­რი­უ­ლებ­ჩარ­თუ­ლი" "აუდი" და ნაც­ნო­ბი ტექ­სტი - "ძმაო, ბენ­ზი­ნი გა­მი­თავ­და…" ვუ­თხა­რი, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­ყა­ვი. ჯერ ყვე­ლა­ფე­რი იუ­ა­რა, ჩაჯ­და მან­ქა­ნა­ში და გაქ­ცე­ვა და­ა­პი­რა. თუმ­ცა, მისი შე­ჩე­რე­ბა მო­ვა­ხერ­ხე. და­თოდ გა­მეც­ნო და მი­თხრა, რომ 25 წლის იყო.

"და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წე­ლია ამ საქ­მით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. ძი­რი­თა­დად იქ ვდგა­ვარ, სა­ი­და­ნაც ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი მო­შო­რე­ბი­თაა. გამ­ვლელ მან­ქა­ნას ვა­ჩე­რებ, მძღოლ­თან მივ­დი­ვარ და ვთხოვ, რომ ბენ­ზი­ნი გა­მი­თავ­და და თუ შე­უძ­ლია, 2-3 ლა­რით და­მეხ­მა­როს. ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ მარ­თლა ბენ­ზი­ნი მჭირ­დე­ბა, რად­გან მა­თხოვ­რის შე­ხე­დუ­ლე­ბა არ მაქვს.

- ყვე­ლა გაძ­ლევს ფულს?

- სხვა­თა შო­რის, უმ­რავ­ლე­სო­ბა ფულს მაძ­ლევს, თუ აქვთ, რა თქმა უნდა. 10 ლა­რიც კი მო­უ­ცი­ათ. გო­გო­ებ­თან მის­ვლა მიყ­ვარს, "ნაგ­ლე­ბი" არ არი­ან და ფულ­საც იმე­ტე­ბენ.

- მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა არ გიც­დია?

- კი ვცა­დე და მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ვი­მუ­შა­ვე, დის­ტრი­ბუ­ცი­ა­შიც მი­მუ­შა­ვია, მაგ­რამ ამა­ზე კარ­გად არ­ცერ­თი საქ­მე არ გა­მომ­დის. დღე­ში 20 ლარ­ზე ნაკ­ლე­ბი არ მი­შო­ვია. ხომ იცით, ქარ­თვე­ლებს რო­გორ უყ­ვართ გა­ჭირ­ვე­ბულს რომ ეხ­მა­რე­ბი­ან, ჰოდა მადლს ვა­კე­თე­ბი­ნებ.

- არ გცნო­ბენ ხოლ­მე?

- ზოგ­ჯერ მცნო­ბენ. ერთხელ ერ­თმა მი­თხრა, ჩემ ხარ­ჯზე იყი­დე მან­ქა­ნა, მე­რამ­დე­ნედ უნდა მოგ­ცე ბენ­ზი­ნის ფუ­ლიო.

- შენი ოჯა­ხის წევ­რებ­მა თუ იცი­ან შენი "სამ­სა­ხუ­რის" შე­სა­ხებ?

- არა. დე­და­ჩემს ჰგო­ნია, რომ ისევ მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ვმუ­შა­ობ. ავა­დაა დედა და მუდ­მი­ვად კონ­ტროლს ვერ და­მი­წყებს. ამ საქ­მით იმ­დენს ვშო­უ­ლობ, რომ სახ­ლში არა­ფერს ვაკ­ლებ დე­დას. არც წა­მალს და არც სხვა სა­ჭი­რო ნივ­თებს. სა­მო­მავ­ლოდ, მინ­და რამე ნორ­მა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი ვი­შო­ვო. სამ­წუ­ხა­როდ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა არა მაქვს და ვიცი კარ­გი სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა გა­მი­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ნაც­ნო­ბის დახ­მა­რე­ბით ეგებ ვნა­ხო რამე.

ლადო გო­გო­ლა­ძე, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სარფის საბაჟოდან, სადაც 6 პირი დააკავეს

ერიდეთ შავ "აუდის"! - ინტერვიუ თაღლითთან, რომელიც თბილისელებს ფულს "აწერს"

ერიდეთ შავ "აუდის"! - ინტერვიუ თაღლითთან, რომელიც თბილისელებს ფულს "აწერს"

რამდენიმე თვის წინ ახლობელთან მივდიოდი. ნუცუბიძის პლატოს მეოთხე მიკრორაიონში შავი "აუდი" იდგა, რომელსაც "ავარიულები" ჰქონდა ჩართული. მანქანის პატრონმა ხელი დამიქნია და გაჩერება მთხოვა. "კაცურად, ბენზინი გამითავდა და ჯიბეში კაპიკი არ მაქვს. იქნებ 2-3 ლიტრი გადმომისხა, რომ სახლამდე მივგორდე," - მითხრა საკმაოდ კარგად ჩაცმულმა ახალგაზრდა კაცმა.

საბარგულში შლანგი არ მქონდა – ისე, რომც მქონოდა "წუწაობა" მეზარებოდა. 5-ლარიანი მივაწოდე ახალგაზრდას და ვუთხარი:"სხვანაირად არ გამიგო, მეჩქარება, თორემ მე ჩაგიყვანდი ბენზინგასამართ სადგურამდე. აი, ძმაო, 5 ლარი, ჩადი "კანისტრით" სადგურამდე და ჩაასხი ბენზინი". ჯერ იუარა, მერე კი მითხრა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ოღონდ ჩემი მობილურის ნომერი ჩაიწერა – ამ 5 ლარს ანგარიშზე დაგირიცხავო. როგორც თქვენთვის არ დაურიცხავს, ისე არ დაურიცხავს ჩემთვის.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს ამბავი ჩემს ახლობელს მოვუყევი. მან სიცილი დაიწყო. "ეგ ტიპი აფერისტია. ძირითადად ნუცუბიძის მიდამოებში "მუშაობს" ხოლმე. რამდენჯერმე სცემეს კიდეც. იცის მძღოლების სოლიდარობის ამბავი – 2-3 ლარს არ დააყვედრიან. თუ ზოგიერთმა მძღოლმა პატივი სცა და ბენზინგასამართ სადგურამდე ჩაიყვანა, ამ აფერისტს ბენზინი ბენზინად რჩება."

სულ რამდენიმე დღის წინ, გაგიკვირდებათ და ჩემი "ძველი ნაცნობი" კვლავ დავინახე. ამჯერადაც იგივე სქემა იყო – "ავარიულებჩართული" "აუდი" და ნაცნობი ტექსტი - "ძმაო, ბენზინი გამითავდა…" ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი. ჯერ ყველაფერი იუარა, ჩაჯდა მანქანაში და გაქცევა დააპირა. თუმცა, მისი შეჩერება მოვახერხე. დათოდ გამეცნო და მითხრა, რომ 25 წლის იყო.

"დაახლოებით ერთი წელია ამ საქმით ვარ დაკავებული. ძირითადად იქ ვდგავარ, საიდანაც ბენზინგასამართი სადგური მოშორებითაა. გამვლელ მანქანას ვაჩერებ, მძღოლთან მივდივარ და ვთხოვ, რომ ბენზინი გამითავდა და თუ შეუძლია, 2-3 ლარით დამეხმაროს. ყველას ჰგონია, რომ მართლა ბენზინი მჭირდება, რადგან მათხოვრის შეხედულება არ მაქვს.

- ყველა გაძლევს ფულს?

- სხვათა შორის, უმრავლესობა ფულს მაძლევს, თუ აქვთ, რა თქმა უნდა. 10 ლარიც კი მოუციათ. გოგოებთან მისვლა მიყვარს, "ნაგლები" არ არიან და ფულსაც იმეტებენ.

- მუშაობის დაწყება არ გიცდია?

- კი ვცადე და მშენებლობაზე ვიმუშავე, დისტრიბუციაშიც მიმუშავია, მაგრამ ამაზე კარგად არცერთი საქმე არ გამომდის. დღეში 20 ლარზე ნაკლები არ მიშოვია. ხომ იცით, ქართველებს როგორ უყვართ გაჭირვებულს რომ ეხმარებიან, ჰოდა მადლს ვაკეთებინებ.

- არ გცნობენ ხოლმე?

- ზოგჯერ მცნობენ. ერთხელ ერთმა მითხრა, ჩემ ხარჯზე იყიდე მანქანა, მერამდენედ უნდა მოგცე ბენზინის ფულიო.

- შენი ოჯახის წევრებმა თუ იციან შენი "სამსახურის" შესახებ?

- არა. დედაჩემს ჰგონია, რომ ისევ მშენებლობაზე ვმუშაობ. ავადაა დედა და მუდმივად კონტროლს ვერ დამიწყებს. ამ საქმით იმდენს ვშოულობ, რომ სახლში არაფერს ვაკლებ დედას. არც წამალს და არც სხვა საჭირო ნივთებს. სამომავლოდ, მინდა რამე ნორმალური სამსახური ვიშოვო. სამწუხაროდ უმაღლესი განათლება არა მაქვს და ვიცი კარგი სამსახურის შოვნა გამიჭირდება, მაგრამ ნაცნობის დახმარებით ეგებ ვნახო რამე.

ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ