Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
...ეს "დიდი გეტსბია"- წიგნი, რომელმაც დროს გაუსწრო...
...ეს "დიდი გეტსბია"- წიგნი, რომელმაც დროს გაუსწრო...

ფი­ცჯე­რალ­დი სწო­რედ ზელ­დამ "აი­ძუ­ლა" მწე­რა­ლი გამ­ხდა­რი­ყო და მე­რეც მუდ­მი­ვი გზამ­კვლე­ვი ყო­ფი­ლი­ყო ლი­ტე­რა­ტუ­რის "საქ­მი­ან" ნა­წილ­ში. რო­გორც ბო­რო­ტი ენე­ბი ამ­ბობ­დნენ, ზელ­და არც წე­რა­ში უხეშ ჩა­რე­ვა­ზე ამ­ბობ­და უარს.

რო­დე­საც მკი­თხველ­თა შო­რის გა­მო­კი­თხვა ჩა­ტარ­და ჩვე­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბის პრო­ექ­ტში ("50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ") შე­სა­ტან ნა­წარ­მო­ებ­თა გა­მო­სავ­ლე­ნად, "უც­ნა­უ­რი" ფაქ­ტი გა­მოვ­ლინ­და: ფრენ­სის სკოტ ფი­ცჯე­რალ­დის რო­მა­ნი რომ აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­ვდე­ბო­და ორ­მოც­და­ა­თე­ულ­ში, ნა­თე­ლი იყო, მაგ­რამ ეს რო­მა­ნი "ნა­ზია ღამე" აღ­მოჩ­ნდა და არა "დიდი გეტსბი", რო­მე­ლიც სა­ყო­ველ­თა­ოდ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი ამ მწერ­ლის სა­უ­კე­თე­სო წიგ­ნად. ცხა­დია, ამით სუ­ლაც არ ვაკ­ნი­ნებთ ხსე­ნე­ბუ­ლი რო­მა­ნის ღირ­სე­ბას, მაგ­რამ იმ "უც­ნა­უ­რო­ბას" ლო­გი­კუ­რი ახ­სნა აქვს: "ნა­ზია ღამე" გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ი­ცა ქარ­თუ­ლად და დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა ჩვენ­ში. ამი­ტომ ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ამ წიგნ­თან დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლიც გა­სა­გე­ბი იყო.

ასეა თუ ისე, ის გა­უ­გებ­რო­ბა ახლა გა­მოს­წორ­და. თქვენ ფი­ცჯე­რალ­დის მარ­თლაც შე­დევ­რუ­ლი რო­მა­ნის - "დიდი გეტსბის" წა­კი­თხვა გე­ლით და თუკი "ნა­ზია ღამე" შე­იძ­ლე­ბა სო­ფელ­ში ან აგა­რაკ­ზე, ჰა­მაკ­ში წა­მო­წო­ლილ­მა იკი­თხო, ამ­ჯე­რად უფრო მა­ღალ­მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის მო­ემ­ზა­დეთ - ტექ­სტის­თვის, რო­მელ­მაც ამე­რი­კუ­ლი "და­კარ­გუ­ლი თა­ო­ბის" მწე­რალ­თა შო­რის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ად­გი­ლი და­უმ­კვიდ­რა მის ავ­ტორს.

ისევ "ნა­ზია ღამე" უნდა ვახ­სე­ნო: ეს წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბა რომ იმ რო­მა­ნის­თვის იწე­რე­ბო­დეს, შე­იძ­ლე­ბო­და, არც გვეხ­სე­ნე­ბი­ნა მწერ­ლის ბი­ოგ­რა­ფი­ის მო­მენ­ტე­ბი. "ნა­ზია ღამე" ერ­თა­დერ­თია მის წიგ­ნებს შო­რის, სა­დაც სი­უ­ჟეტ­ში ოს­ტა­ტუ­რად, თით­ქმის ზუს­ტად არის ასა­ხუ­ლი ფი­ცჯე­რალ­დის ბი­ოგ­რა­ფია.

მაგ­რამ ეს "დიდი გეტსბია", რომ­ლის პერ­სო­ნა­ჟე­ბიც "რეს­პექ­ტა­ბე­ლუ­რი" ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და სუ­ლაც არ ჰგვა­ნან ფი­ცჯე­რალდს. ამი­ტომ სა­გან­გე­ბოდ უნდა გა­ვიხ­სე­ნოთ, ვინ და რო­გო­რი იყო ფი­ცჯე­რალ­დი...

რო­დე­საც პა­რიზ­ში ყოფ­ნი­სას ჯე­იმზ ჯო­ის­მა გა­იც­ნო, გე­ნი­ა­ლურ ირ­ლან­დი­ელს უთ­ქვამს: "ეს ახალ­გაზ­რდა გიჟი უნდა იყოს, მე­ში­ნია, რომ თავს დიდ ტკი­ვილს მი­ა­ყე­ნებს..." და ზუს­ტად ამო­იც­ნო - ტკი­ვი­ლიც იყო და სი­გი­ჟე­ე­ბი ხომ იყო და იყო: ის და მისი, მა­სა­ვით "გიჟი" ცოლი, ზელ­და, ხან მა­ნ­ჰე­ტენ­ზე მი­მა­ვა­ლი ტაქ­სის სა­ხუ­რავ­ზე ცეკ­ვავ­დნენ, ხან მე­გობ­რის ქორ­წილ­ში მი­დი­ოდ­ნენ სამ­გლო­ვი­ა­რო ტან­საც­მლი­თა და შა­ვარ­ში­ა­შე­მოვ­ლე­ბუ­ლი გვირ­გვი­ნით, ხა­ნაც სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა­ზე გა­მო­ე­ცხა­დე­ბოდ­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას... შიშ­ვლე­ბი! თუმ­ცა, იყო ნამ­დვი­ლი ბო­ჰე­მუ­რი ცხოვ­რე­ბა. ისე­თი, რომ ერთ ფრანგ პუბ­ლი­ცისტს და­უ­წე­რია: "სა­ნამ ფი­ცჯე­რალ­დი გა­მოჩ­ნდე­ბო­და, ამე­რი­კა­ში ნამ­დვი­ლი ბო­ჰე­მა არც იყო!" სა­ერ­თოდ, თუკი ბი­ოგ­რა­ფი­ა­ზეა სა­უ­ბა­რი, ალ­ბათ, ყვე­ლა ცნო­ბარ­ში ასე უნდა ეწე­როს: "ფრენ­სის და ზელ­და სკოტ ფი­ცჯე­რალ­დე­ბის ბი­ოგ­რა­ფია", რად­გან სწო­რედ ზელ­დამ "აი­ძუ­ლა", მწე­რა­ლი გამ­ხდა­რი­ყო და მე­რეც მუდ­მი­ვი გზამ­კვლე­ვი ყო­ფი­ლი­ყო ლი­ტე­რა­ტუ­რის "საქ­მი­ან" ნა­წილ­ში. ისე, რო­გორც ბო­რო­ტი ენე­ბი ამ­ბობ­დნენ, ზელ­და არც წე­რა­ში უხეშ ჩა­რე­ვა­ზე ამ­ბობ­და უარს. თუმ­ცა, უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ ფი­ცჯე­რალ­დის რო­მა­ნებს სა­ა­მი­სო არა­ფე­რი ეტყო­ბა.

ფი­ცჯე­რალდს ერთხელ უთ­ქვამს, ბო­შებ­თან სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­ცხოვ­რებ­დიო. არ ვიცი, სა­და­ვო სა­კი­თხია, რამ­დე­ნად შე­ე­გუ­ე­ბო­და ფუ­ფუ­ნე­ბას ჩვე­უ­ლი მწე­რა­ლი მომ­თა­ბა­რე და ღა­ტაკ ყო­ფას, მაგ­რამ ის კი სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ზელ­დას­თვის, თა­ვი­სი მე­ექ­ვსე შვი­ლის­თვის, დე­და­მისს სწო­რედ ბოშა გო­გო­ნას სა­ხე­ლი და­ურ­ქმე­ვია და "ბო­შუ­რად­ვე" გა­უზ­რდია - თა­ვი­სუფ­ლად და ლა­ღად. ჰოდა, ეს ლაღი გო­გო­ნა, 17 წლი­სა, სკო­ლის გა­მო­საშ­ვებ სა­ღა­მო­ზე ხვდე­ბა 22 წლის ჯა­რის­კაცს, რო­მე­ლიც ეუბ­ნე­ბა, ჯარ­ში მხო­ლოდ იმი­ტომ წა­ვე­დი, რომ პრინ­სტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გა­მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვიო. პრინ­სტონ­ში კი იმი­ტომ მი­ვი­და, რომ იქა­ურ ფეხ­ბურ­თის გუნდში ეთა­მა­შა. გუნ­დი­დან კი გა­მო­აგ­დეს, რო­გორც უპერ­სპექ­ტი­ვო, სწავ­ლა კი ეზა­რე­ბო­და...

- მე მწე­რა­ლი ვარ! თქვენ კი ძა­ლი­ან კარ­გად ცეკ­ვავთ... ოდეს­მე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ყო­ფილ­ხართ?

- არა, მაგ­რამ ვგრძნობ, რომ წუთი-წუთ­ზე შე­მიყ­ვარ­დე­ბა!.. - და და­ი­წყო ცხოვ­რე­ბა, რო­მელ­ზეც უამ­რა­ვი წიგ­ნის და­წე­რა შე­იძ­ლე­ბა (თუმ­ცა, რაღა შე­იძ­ლე­ბა - და­წე­რი­ლიც არის, გა­მო­ცე­მუ­ლიც, სცე­ნა­ზე დად­გმუ­ლიც და ეკ­რან­ზე გა­მო­სუ­ლიც).

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

...ეს "დიდი გეტსბია"- წიგნი, რომელმაც დროს გაუსწრო...

...ეს "დიდი გეტსბია"- წიგნი, რომელმაც დროს გაუსწრო...

ფიცჯერალდი სწორედ ზელდამ "აიძულა" მწერალი გამხდარიყო და მერეც მუდმივი გზამკვლევი ყოფილიყო ლიტერატურის "საქმიან" ნაწილში. როგორც ბოროტი ენები ამბობდნენ, ზელდა არც წერაში უხეშ ჩარევაზე ამბობდა უარს.

როდესაც მკითხველთა შორის გამოკითხვა ჩატარდა ჩვენი გამომცემლობის პროექტში ("50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ") შესატან ნაწარმოებთა გამოსავლენად, "უცნაური" ფაქტი გამოვლინდა: ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანი რომ აუცილებლად მოხვდებოდა ორმოცდაათეულში, ნათელი იყო, მაგრამ ეს რომანი "ნაზია ღამე" აღმოჩნდა და არა "დიდი გეტსბი", რომელიც საყოველთაოდ არის აღიარებული ამ მწერლის საუკეთესო წიგნად. ცხადია, ამით სულაც არ ვაკნინებთ ხსენებული რომანის ღირსებას, მაგრამ იმ "უცნაურობას" ლოგიკური ახსნა აქვს: "ნაზია ღამე" გასულ საუკუნეში რამდენჯერმე გამოიცა ქართულად და დიდი პოპულარობა მოიპოვა ჩვენში. ამიტომ ქართველი მკითხველი საზოგადოების ამ წიგნთან დაბრუნების სურვილიც გასაგები იყო.

ასეა თუ ისე, ის გაუგებრობა ახლა გამოსწორდა. თქვენ ფიცჯერალდის მართლაც შედევრული რომანის - "დიდი გეტსბის" წაკითხვა გელით და თუკი "ნაზია ღამე" შეიძლება სოფელში ან აგარაკზე, ჰამაკში წამოწოლილმა იკითხო, ამჯერად უფრო მაღალმხატვრული ლიტერატურისთვის მოემზადეთ - ტექსტისთვის, რომელმაც ამერიკული "დაკარგული თაობის" მწერალთა შორის უმნიშვნელოვანესი ადგილი დაუმკვიდრა მის ავტორს.

ისევ "ნაზია ღამე" უნდა ვახსენო: ეს წინასიტყვაობა რომ იმ რომანისთვის იწერებოდეს, შეიძლებოდა, არც გვეხსენებინა მწერლის ბიოგრაფიის მომენტები. "ნაზია ღამე" ერთადერთია მის წიგნებს შორის, სადაც სიუჟეტში ოსტატურად, თითქმის ზუსტად არის ასახული ფიცჯერალდის ბიოგრაფია.

მაგრამ ეს "დიდი გეტსბია", რომლის პერსონაჟებიც "რესპექტაბელური" ადამიანები არიან და სულაც არ ჰგვანან ფიცჯერალდს. ამიტომ საგანგებოდ უნდა გავიხსენოთ, ვინ და როგორი იყო ფიცჯერალდი...

როდესაც პარიზში ყოფნისას ჯეიმზ ჯოისმა გაიცნო, გენიალურ ირლანდიელს უთქვამს: "ეს ახალგაზრდა გიჟი უნდა იყოს, მეშინია, რომ თავს დიდ ტკივილს მიაყენებს..." და ზუსტად ამოიცნო - ტკივილიც იყო და სიგიჟეები ხომ იყო და იყო: ის და მისი, მასავით "გიჟი" ცოლი, ზელდა, ხან მანჰეტენზე მიმავალი ტაქსის სახურავზე ცეკვავდნენ, ხან მეგობრის ქორწილში მიდიოდნენ სამგლოვიარო ტანსაცმლითა და შავარშიაშემოვლებული გვირგვინით, ხანაც სპექტაკლის პრემიერაზე გამოეცხადებოდნენ საზოგადოებას... შიშვლები! თუმცა, იყო ნამდვილი ბოჰემური ცხოვრება. ისეთი, რომ ერთ ფრანგ პუბლიცისტს დაუწერია: "სანამ ფიცჯერალდი გამოჩნდებოდა, ამერიკაში ნამდვილი ბოჰემა არც იყო!" საერთოდ, თუკი ბიოგრაფიაზეა საუბარი, ალბათ, ყველა ცნობარში ასე უნდა ეწეროს: "ფრენსის და ზელდა სკოტ ფიცჯერალდების ბიოგრაფია", რადგან სწორედ ზელდამ "აიძულა", მწერალი გამხდარიყო და მერეც მუდმივი გზამკვლევი ყოფილიყო ლიტერატურის "საქმიან" ნაწილში. ისე, როგორც ბოროტი ენები ამბობდნენ, ზელდა არც წერაში უხეშ ჩარევაზე ამბობდა უარს. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ფიცჯერალდის რომანებს საამისო არაფერი ეტყობა.

ფიცჯერალდს ერთხელ უთქვამს, ბოშებთან სიამოვნებით ვიცხოვრებდიო. არ ვიცი, სადავო საკითხია, რამდენად შეეგუებოდა ფუფუნებას ჩვეული მწერალი მომთაბარე და ღატაკ ყოფას, მაგრამ ის კი საინტერესოა, რომ ზელდასთვის, თავისი მეექვსე შვილისთვის, დედამისს სწორედ ბოშა გოგონას სახელი დაურქმევია და "ბოშურადვე" გაუზრდია - თავისუფლად და ლაღად. ჰოდა, ეს ლაღი გოგონა, 17 წლისა, სკოლის გამოსაშვებ საღამოზე ხვდება 22 წლის ჯარისკაცს, რომელიც ეუბნება, ჯარში მხოლოდ იმიტომ წავედი, რომ პრინსტონის უნივერსიტეტიდან გამოვქცეულიყავიო. პრინსტონში კი იმიტომ მივიდა, რომ იქაურ ფეხბურთის გუნდში ეთამაშა. გუნდიდან კი გამოაგდეს, როგორც უპერსპექტივო, სწავლა კი ეზარებოდა...

- მე მწერალი ვარ! თქვენ კი ძალიან კარგად ცეკვავთ... ოდესმე შეყვარებული ყოფილხართ?

- არა, მაგრამ ვგრძნობ, რომ წუთი-წუთზე შემიყვარდება!.. - და დაიწყო ცხოვრება, რომელზეც უამრავი წიგნის დაწერა შეიძლება (თუმცა, რაღა შეიძლება - დაწერილიც არის, გამოცემულიც, სცენაზე დადგმულიც და ეკრანზე გამოსულიც).

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს