ზუგდიდში სამოქალაქო მოძრაობა "სამეგრელოს ხმამ" ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საპროტესტო მსვლელობა მოაწყო. პარალელურად კი პატრიარქის ინიციატივა - საქართველოში 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდეს, საზეიმოდ აღნიშნეს. მსვლელობის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც "უზნეობის, გარყვნილების და უმსგავსოების" პროპაგანდას და დაკანონებას ემსახურება, საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ქართულ ღირებულებებს, ეროვნულ თვითშეგნებას და რწმენას.
"ნუ წავალთ ღვთის კანონის წინააღმდეგ", "ოცნება და ნაცები ერთად გვიკანონებს უკუღმართობას", "დაიცავი საქართველოს მომავალი. არა გარყვნილებას", - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით აღლუმის მონაწილეებმა ანტიდისკრიმინაციული კანონი დაგმეს და თანამოქალაქეებს ერთად დგომისკენ მოუწოდეს.