მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საფრთხე გელით დროებითი ტატუსგან
 რა საფრთხე გელით დროებითი ტატუსგან

დრო­ე­ბი­თი ტა­ტუ­ი­რე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი მოს­ვი­რინ­გე­ბის მტკივ­ნე­ულ პრო­ცე­დუ­რას ანაც­ვლებს. თუმ­ცა აშშ-ის სურ­სა­თი­სა და მე­დი­კა­მე­ტე­ბის კონ­ტრო­ლის სამ­სა­ხუ­რი მომ­ხმა­რე­ბელს აფრ­თხი­ლებს, რომ დრო­ე­ბით ტა­ტუს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­ჩე­ნა შე­უძ­ლია.

კონ­ტრო­ლის სამ­სა­ხურ­მა ყვე­ლა მომ­ხმა­რე­ბელს, ვინც დრო­ე­ბით სვი­რინგს ატა­რებს, სთხო­ვა პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ გა­მო­ხა­ტუ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი და­ა­ფიქ­სი­როს, რათა ამ პრო­ცე­დუ­რის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კა დად­გინ­დეს. ამა­ვე სამ­სა­ხუ­რის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ის, კეტ­რინ ჰო­ლინ­ჯე­რის თქმით, სა­ღე­ბა­ვებ­მა, რომ­ლე­ბიც დრო­ე­ბი­თი სვი­რინ­გის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, კონ­ტრო­ლის სამ­სა­ხურ­ში ტეს­ტი­რე­ბა უნდა გა­ი­ა­როს, ზუს­ტად ისე, რო­გორც წამ­ლებ­მა. თუმ­ცა ამ დრომ­დე სა­ღე­ბა­ვე­ბი არც ერთ სო­ლი­დურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას არ შე­უ­მოწ­მე­ბია.

"ტა­ტუს სა­ღე­ბა­ვებს ქრო­ნი­კუ­რი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბის გა­ჩე­ნა შე­უძ­ლია. მათ შო­რის კან­ზე გა­მო­ხა­ტუ­ლი წყლუ­ლე­ბი­თა და გა­მო­ნა­ყა­რით, გა­დაგ­ვა­რე­ბუ­ლი ქსო­ვი­ლე­ბით, შე­უქ­ცე­ვა­დი პა­თო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი­თა და მზი­სად­მი მო­მა­ტე­ბუ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბით" - აცხა­დებს ჰო­ლინ­ჯე­რი.

თა­ვი­სი რის­კე­ბის გა­აჩ­ნია ტრა­დი­ცი­ულ სვი­რინგსაც. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია მე­ლა­ნის და­ბინ­ძუ­რე­ბის საფრ­თხე, რო­მელ­საც ორ­გა­ნიზ­მში სა­ში­ში ინ­ფექ­ცი­ე­ბი შეჰ­ყავს.

ბევრ ადა­მი­ანს თა­ვად ტა­ტუს მე­ლან­ზე აქვს ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია, გან­სა­კუთ­რე­ბით წი­თელ ფერ­ზე.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია americaru.com-ის მი­ხედ­ვით.

რა საფრთხე გელით დროებითი ტატუსგან

 რა საფრთხე გელით დროებითი ტატუსგან

დროებითი ტატუირება ტრადიციული მოსვირინგების მტკივნეულ პროცედურას ანაცვლებს. თუმცა აშშ-ის სურსათისა და მედიკამეტების კონტროლის სამსახური მომხმარებელს აფრთხილებს, რომ დროებით ტატუს სერიოზული პრობლემების გაჩენა შეუძლია.

კონტროლის სამსახურმა ყველა მომხმარებელს, ვინც დროებით სვირინგს ატარებს, სთხოვა პროცედურის შემდეგ გამოხატული რეაქციები დააფიქსიროს, რათა ამ პროცედურის უსაფრთხოების შესახებ ზუსტი სტატისტიკა დადგინდეს. ამავე სამსახურის ეპიდემიოლოგიის, კეტრინ ჰოლინჯერის თქმით, საღებავებმა, რომლებიც დროებითი სვირინგისთვის გამოიყენება, კონტროლის სამსახურში ტესტირება უნდა გაიაროს, ზუსტად ისე, როგორც წამლებმა. თუმცა ამ დრომდე საღებავები არც ერთ სოლიდურ ორგანიზაციას არ შეუმოწმებია.

"ტატუს საღებავებს ქრონიკური ალერგიული რეაქციების გაჩენა შეუძლია. მათ შორის კანზე გამოხატული წყლულებითა და გამონაყარით, გადაგვარებული ქსოვილებით, შეუქცევადი პათოლოგიური პროცესებითა და მზისადმი მომატებული მგრძნობელობით" - აცხადებს ჰოლინჯერი.

თავისი რისკების გააჩნია ტრადიციულ სვირინგსაც. განსაკუთრებით მაღალია მელანის დაბინძურების საფრთხე, რომელსაც ორგანიზმში საშიში ინფექციები შეჰყავს.

ბევრ ადამიანს თავად ტატუს მელანზე აქვს ალერგიული რეაქცია, განსაკუთრებით წითელ ფერზე.

მომზადებულია americaru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს