პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუხიშვილების მასტერკლასი - TL-ს ჯუთა და ჯაჯოს დიდი კინტაური "ცეკვავენ ვარსკვლავებში"
სუხიშვილების მასტერკლასი - TL-ს ჯუთა და ჯაჯოს დიდი კინტაური "ცეკვავენ ვარსკვლავებში"

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" დღეს მა­ყუ­რე­ბელს ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბის ტურს სთა­ვა­ზობს... კონ­კურ­სან­ტებ­თან სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი მუ­შა­ო­ბენ. რო­გორც პრო­დი­უ­სე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, დიდი ენერ­გია და­ხარ­ჯეს მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში. ასე რომ, წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა არა­ერ­თი ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა...

გია ჯა­ჯა­ნი­ძე კინ­ტა­ურს და­უვ­ლის და ამ­ბობს, რომ ცეკ­ვა-ცეკ­ვით უნდა და­ტო­ვოს პრო­ექ­ტი. სი­ურპრი­ზე­ბი იქ­ნე­ბა, ჟი­უ­რი შოკ­ში უნდა ჩა­ვაგ­დო, წა­მე­ბუ­ლი და ამა­ვე დროს, ბედ­ნი­ე­რი გახ­ლდით მთე­ლი პრო­ექ­ტის გან­მავ­ლო­ბა­შიო.

რაც შე­ე­ხე­ბა მის კონ­კუ­რენტს, მუ­სი­კოს ლე­ვან ჩი­ჩუ­ას, იმა­ვე "TL"-ს, ის ჯუ­თას ცეკ­ვავს. მას ცირ­კში, შუა რე­პე­ტი­ცი­ა­ზე შე­ვეხ­მი­ა­ნეთ.

- რო­გორ ემ­ზა­დე­ბი ქარ­თუ­ლი ტუ­რის­თვის. აით­ვი­სე უკვე ჯუთა?

- ჯერ იმას ვი­ტყვი, რომ ძა­ლი­ან მომ­წონს ეს პრო­ექ­ტი და ქარ­თუ­ლი ტუ­რიც ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პირ­ვე­ლად ვას­რუ­ლებ ქარ­თულ ცეკ­ვას. მოკ­ლედ, სჯობს გვი­ან, ვიდ­რე არ­სდროს. ენერ­გი­უ­ლი ნო­მე­რია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკვე ფე­ხებს ვე­ღარ ვგრძნობ.

- და­ი­ღა­ლე?

- ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე და ფე­ხე­ბი მაგ­რად მტკი­ვა. მინ­და, რომ ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­როს, რომ შუა ცეკ­ვა­ში ფე­ხებ­მა არ მიმ­ტყუ­ნოს, არ გა­მე­თი­შოს და სად­მე არ გავ­გორ­დე...

- ისე, ამ რთუ­ლი ცეკ­ვის­თვის რა­ტომ გაგ­წი­რეს?

- ჯუთა ჩემ­მა მე­წყვი­ლემ, მზია ორ­ვე­ლაშ­ვილ­მა შე­არ­ჩია, მე აჭა­რულს ვა­პი­რებ­დი.

- უა­რის თქმა შე­გეძ­ლო?

- კი, მაგ­რამ რად­გან გა­დავ­წყვი­ტეთ, უარი აღარ მით­ქვამს, ასე­თი რამ არ შე­მიძ­ლია.

- მზია ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, ლე­ვან­მა რომ გა­ი­მარ­ჯვო­სო...

- მარ­თლა მაგ­რად მუ­შა­ობს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დის. მშვე­ნი­ე­რად ვე­წყო­ბით ერ­თმა­ნეთს. რა­ტომ­ღაც ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ ადრე ვცეკ­ვავ­დი, არა­და, ცეკ­ვა­ზე ნამ­დვი­ლად არ მივ­ლია. ადრე მა­ესტრო მო­რის­თან მხო­ლოდ ერთი კვი­რა ვი­ა­რე.

- რას იტყვი, მო­ი­გებ პრო­ექტს?

- ვნა­ხოთ, ყვე­ლა­ფერ წინ არის...

ლალი ფა­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სუხიშვილების მასტერკლასი - TL-ს ჯუთა და ჯაჯოს დიდი კინტაური "ცეკვავენ ვარსკვლავებში"

სუხიშვილების მასტერკლასი - TL-ს ჯუთა და ჯაჯოს დიდი კინტაური "ცეკვავენ ვარსკვლავებში"

"ცეკვავენ ვარსკვლავები" დღეს მაყურებელს ქართული ცეკვების ტურს სთავაზობს... კონკურსანტებთან სუხიშვილების მოცეკვავეები მუშაობენ. როგორც პროდიუსერები ამბობენ, დიდი ენერგია დახარჯეს მონაწილეების მომზადებაში. ასე რომ, წარმოდგენილი იქნება არაერთი ქართული ცეკვა...

გია ჯაჯანიძე კინტაურს დაუვლის და ამბობს, რომ ცეკვა-ცეკვით უნდა დატოვოს პროექტი. სიურპრიზები იქნება, ჟიური შოკში უნდა ჩავაგდო, წამებული და ამავე დროს, ბედნიერი გახლდით მთელი პროექტის განმავლობაშიო.

რაც შეეხება მის კონკურენტს, მუსიკოს ლევან ჩიჩუას, იმავე "TL"-ს, ის ჯუთას ცეკვავს. მას ცირკში, შუა რეპეტიციაზე შევეხმიანეთ.

- როგორ ემზადები ქართული ტურისთვის. აითვისე უკვე ჯუთა?

- ჯერ იმას ვიტყვი, რომ ძალიან მომწონს ეს პროექტი და ქართული ტურიც ძალიან მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ პირველად ვასრულებ ქართულ ცეკვას. მოკლედ, სჯობს გვიან, ვიდრე არსდროს. ენერგიული ნომერია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ფეხებს ვეღარ ვგრძნობ.

- დაიღალე?

- ძალიან დავიღალე და ფეხები მაგრად მტკივა. მინდა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს, რომ შუა ცეკვაში ფეხებმა არ მიმტყუნოს, არ გამეთიშოს და სადმე არ გავგორდე...

- ისე, ამ რთული ცეკვისთვის რატომ გაგწირეს?

- ჯუთა ჩემმა მეწყვილემ, მზია ორველაშვილმა შეარჩია, მე აჭარულს ვაპირებდი.

- უარის თქმა შეგეძლო?

- კი, მაგრამ რადგან გადავწყვიტეთ, უარი აღარ მითქვამს, ასეთი რამ არ შემიძლია.

- მზია ამბობს, რომ ყველაფერს გავაკეთებ, ლევანმა რომ გაიმარჯვოსო...

- მართლა მაგრად მუშაობს, ყველაფერი კარგად მიდის. მშვენიერად ვეწყობით ერთმანეთს. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ადრე ვცეკვავდი, არადა, ცეკვაზე ნამდვილად არ მივლია. ადრე მაესტრო მორისთან მხოლოდ ერთი კვირა ვიარე.

- რას იტყვი, მოიგებ პროექტს?

- ვნახოთ, ყველაფერ წინ არის... 

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება