რატომ მოსდით კონფლიქტი რძალ-დედამთილს?

რატომ მოსდით კონფლიქტი რძალ-დედამთილს?

რატომ მოიაზრებიან რძალ-დედამთილი ერთმანეთის მტრებად, ან კონკურენტებად, ამოუხსნელი ფენომენია. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს ერთგვარი ქალური მეტოქეობა და შვილის "დაკარგვის" შიშია.

როგორც ფსიქოლოგი ტერი აპტერი წერს, ის გაოგნებული დარჩა, როდესაც 49 პაციენტიდან ყველა ერთხმად აცხადებდა, რომ ქმარი ყოველთვის დედის მხარეს იჭერდა და მისი თანდასწრებით საკუთარ ცოლს სრულიად უმიზეზოდ აკნინებდა. კაცებს ამ დროს ცოლები უფრო ძლიერები ეჩვენებათ და ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს დედები იჩაგრებიან.

გთავაზობთ 4 ყველაზე გავრცელებულ პრობლემას, რომელიც ერთი შეხედვით, სრულიად უმნიშვნელოა, მაგრამ რძალ-დედამთილს შორის კონფლიქტის გაღვივების გარანტია.

1. სახლის დეკორაცია: როგორი თანამედროვე ხედვაც არ უნდა გქონდეთ, იმავე სტილს მარტივად ვერ შეეგუებით, რომელიც 20 წლის, ან თუნდაც 30 წლის რძლისთვისაა მისაღები. მამაკაცები გაოცებას ვერ მალავენ, როდესაც იგებენ, რომ მათთვის საყვარელი ორი ქალი შესაძლოა, ლარნაკის ფერის გამო ჩხუბობდეს.

2. შვილიშვილებისთვის სახელების შერჩევა: 9 თვე ბავშვი რძალმა მუცლით უნდა ატაროს, შემდეგ სამშობიარო ტკივილები განიცადოს... თუ თავის დროზე ვაჟის სახელი თავად შეარჩიეთ, თქვენს რძალს რატომ არ აძლევთ ამის საშუალებას?

3. წონაში მომატება: განსაკუთრებით მძაფრად ამ დროს ახალგაზრდები რეაგირებენ და არაა სასურველი, რძალს დიეტა შეახსენოთ, ან სპორტდარბაზის მისამართი მიუთითოთ.

4. რჩევები შვილიშვილების აღზრდის შესახებ: რასაკვირველია, აქ თქვენი რძლის ხასიათის მიხედვით იმოქმედეთ; არსებობენ ქალები, რომლებიც ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი რჩევა-დარიგება იღონ ყურად. და არსებობენ ქალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ისედაც ყველაფერი იციან. ორივე შემთხვევაში, უმჯობესია გარკვეული დისტანცია დაიცვათ და რძალს ისეთი მომაბეზრებელი ფრაზები არ უთხრათ, როგორიცაა "ბავშვებს დაძინების წინ შოკოლადი არ აჭამო", ან "ეს სათამაშო რატომ უყიდე".

მომზადებულია huffingtonpost.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს