მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლო დავა კახეთში მატლიანი "მუჟუჟის" გამო
სასამართლო დავა კახეთში მატლიანი "მუჟუჟის" გამო

ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თლა­დღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე მუხ­ლით, წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, მი­ხე­ილ ზარ­დი­აშ­ვი­ლი და პა­ა­ტა რუ­ა­ძე გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ნა­თე­ლა ჯა­ში­აშ­ვილ­მა უდა­ნა­შუ­ა­ლოდ სცნო და სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან ჯა­რი­მის გა­რე­შე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ისი­ნი გუ­შინ სა­ღა­მოს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ გურ­ჯა­ან­ში, ნო­ნეშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე სუ­პერ­მარ­კეტ "ორ ნა­ბიჯ­ზე" მომ­ხდა­რი ინ­ცინ­დენ­ტის დროს და­ა­კა­ვა. მათ მარ­კეტ­ში ნა­ყიდ "მუ­ჟუჟ­ში" მატ­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს და მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე­სა და გამ­ყიდ­ვე­ლებს აღ­ნიშ­ნულ­ზე პა­სუხს სთხოვ­დნენ.

- "სუ­პერ­მარ­კეტ "ორ ნა­ბიჯ­ზე" "მუ­ჟუ­ჟი" შე­ვი­ძი­ნეთ. ჭამა რომ და­ვი­წყეთ, აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ არ ვარ­გო­და. შიგ მატ­ლე­ბი იყო. უკან მი­ვი­ტა­ნეთ. ნა­ხეს და თქვეს ეს ჩვე­ნი არ არი­სო,"-გა­ნა­ცხა­და სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გი­ორ­გი მა­ჭა­რაშ­ვილ­მა. მე­ო­რე და­კა­ვე­ბუ­ლის, პა­ა­ტა რუ­ა­ძის თქმით, მას შემ­დეგ, რაც "მუ­ჟუ­ჟის" ნა­წი­ლი საჩ­ვე­ნებ­ლად მაღ­ზი­ა­ში და­აბ­რუ­ნეს, "გა­და­აგ­დეს, რომ ფაქ­ტი გა­ექ­როთ."

ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მათ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მა, ასი ლა­რის ოდე­ნო­ბით, ან ერთი თვით პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბო­დათ.

და­კა­ვე­ბუ­ლი სა­მი­ვე პი­რი­დან წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი არც ერთი არ არის. მო­სა­მარ­თლე ნა­თე­ლა ჯა­ში­აშ­ვილ­მა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით აღ­ნიშ­ნა: "და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის სკამ­ზე უნდა ის­ხდეთ და არა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის."

სუ­პერ­მარ­კე­ტის მე­პატ­რო­ნე თინა აბე­ლაშ­ვი­ლი კი, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტის შე­მოწ­მე­ბას მო­ი­თხოვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სასამართლო დავა კახეთში მატლიანი "მუჟუჟის" გამო

სასამართლო დავა კახეთში მატლიანი "მუჟუჟის" გამო

ადმინისტრაციულ სამართლადღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული გიორგი მაჭარაშვილი, მიხეილ ზარდიაშვილი და პაატა რუაძე გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილმა უდანაშუალოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან ჯარიმის გარეშე გაათავისუფლა. ისინი გუშინ საღამოს საპატრულო პოლიციამ გურჯაანში, ნონეშვილის გამზირზე მდებარე სუპერმარკეტ "ორ ნაბიჯზე" მომხდარი ინცინდენტის დროს დააკავა. მათ მარკეტში ნაყიდ "მუჟუჟში" მატლები აღმოაჩინეს და მაღაზიის მეპატრონესა და გამყიდველებს აღნიშნულზე პასუხს სთხოვდნენ.

- "სუპერმარკეტ "ორ ნაბიჯზე" "მუჟუჟი" შევიძინეთ. ჭამა რომ დავიწყეთ, აღმოვაჩინეთ, რომ არ ვარგოდა. შიგ მატლები იყო. უკან მივიტანეთ. ნახეს და თქვეს ეს ჩვენი არ არისო,"-განაცხადა სასამართლო სხდომაზე გიორგი მაჭარაშვილმა. მეორე დაკავებულის, პაატა რუაძის თქმით, მას შემდეგ, რაც "მუჟუჟის" ნაწილი საჩვენებლად მაღზიაში დააბრუნეს, "გადააგდეს, რომ ფაქტი გაექროთ."

ბრალის წაყენების შემთხვევაში მათ ადმინისტრაციული ჯარიმა, ასი ლარის ოდენობით, ან ერთი თვით პატიმრობა ემუქრებოდათ.

დაკავებული სამივე პირიდან წარსულში ნასამართლევი არც ერთი არ არის. მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილმა დაკავებულების მისამართით აღნიშნა: "დაზარალებულების სკამზე უნდა ისხდეთ და არა ბრალდებულების."

სუპერმარკეტის მეპატრონე თინა აბელაშვილი კი, აღნიშნული პროდუქტის შემოწმებას მოითხოვს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ