საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
20 ვირ-პინგვინა საქართველოში "უვიზოდ" ჩამოვა
20 ვირ-პინგვინა საქართველოში "უვიზოდ" ჩამოვა

სამ­ხრეთ აფ­რი­კულ პინგვი­ნებს თბი­ლის­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­ი­სის ბო­ლოს ჩა­მო­იყ­ვა­ნენ.

ამის შე­სა­ხებ ბპნ-თან სა­უბ­რი­სას, თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტორ­მა, ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო შე­თხვე­ვა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს ზო­ო­პარკში მა­ნამ­დე პინგვი­ნი არას­დროს ჰყო­ლი­ათ.

20 პინგვინს ინ­გლი­სი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნენ. გუ­რი­ე­ლი­ძის გან­მარ­ტე­ბით, "თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­მოს­ვლის პროგ­რა­მის" ფარ­გლებ­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი პინგვი­ნე­ბი ინ­გლი­სურ­მა ზო­ო­პარ­კმა სრუ­ლი­ად უან­გა­როდ გად­მოგ­ვცა.

თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტო­რი ვა­რა­უ­დობს, რომ პინგვი­ნე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა ზო­ო­პარ­კის­თვის კო­მე­რი­ცი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით საკ­მა­ოდ მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა. "მას შემ­დეგ, რაც ეს ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, ყო­ველ­დღე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მი­რე­კავს და მე­კი­თხე­ბა, რო­დის შეძ­ლე­ბენ ზო­ო­პარკში პინგვი­ნე­ბის ნახ­ვას. რად­გან ასე­თი ინ­ტე­რე­სია, ვფიქ­რობ, პინგვი­ნე­ბის სა­ნა­ხა­ვად ზო­ო­პარკში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მოვა, რაც ზო­ო­პარ­კის მო­გე­ბას გაზ­რდის", - გა­ნა­ცხა­და გუ­რი­ე­ლი­ძემ.

ჩვენს შე­კი­თხვა­ზე, გა­მო­იწ­ვევს თუ არა პინგვი­ნა­რი­უ­მის გახ­სნა, ზო­ო­პარ­კის ბი­ლე­თის ფა­სის ზრდას, გუ­რი­ე­ლი­ძემ გვი­პა­სუ­ხა, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ბი­ლე­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა იგი­ვე დარ­ჩე­ბა.

რამ­დე­ნად ხარ­ჯი­ა­ნი იქ­ნე­ბა 20 პინგვი­ნის მოვ­ლა, გუ­რი­ე­ლი­ძის თქმით, ხარ­ჯე­ბი დათ­ვლი­ლია და წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პინგვი­ნე­ბის შე­ნახ­ვა იმა­ზე ძვი­რი არ დაჯ­დე­ბა, რაც სხვა ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლა­ზე იხარ­ჯე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

20 ვირ-პინგვინა საქართველოში "უვიზოდ" ჩამოვა

20 ვირ-პინგვინა საქართველოში "უვიზოდ" ჩამოვა

სამხრეთ აფრიკულ პინგვინებს თბილისში, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს ჩამოიყვანენ.

ამის შესახებ ბპნ-თან საუბრისას, თბილისის ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს არის უპრეცედენტო შეთხვევა, რადგან საქართველოს ზოოპარკში მანამდე პინგვინი არასდროს ჰყოლიათ.

20 პინგვინს ინგლისიდან ჩამოიყვანენ. გურიელიძის განმარტებით, "თავისუფალი მიმოსვლის პროგრამის" ფარგლებში, აღნიშნული პინგვინები ინგლისურმა ზოოპარკმა სრულიად უანგაროდ გადმოგვცა.

თბილისის ზოოპარკის დირექტორი ვარაუდობს, რომ პინგვინების ჩამოყვანა ზოოპარკისთვის კომერიციული თვალსაზრისით საკმაოდ მომგებიანი იქნება. "მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, ყოველდღე უამრავი ადამიანი მირეკავს და მეკითხება, როდის შეძლებენ ზოოპარკში პინგვინების ნახვას. რადგან ასეთი ინტერესია, ვფიქრობ, პინგვინების სანახავად ზოოპარკში ბევრი ადამიანი მოვა, რაც ზოოპარკის მოგებას გაზრდის", - განაცხადა გურიელიძემ.

ჩვენს შეკითხვაზე, გამოიწვევს თუ არა პინგვინარიუმის გახსნა, ზოოპარკის ბილეთის ფასის ზრდას, გურიელიძემ გვიპასუხა, რომ ჯერჯერობით ბილეთის ღირებულება იგივე დარჩება.

რამდენად ხარჯიანი იქნება 20 პინგვინის მოვლა, გურიელიძის თქმით, ხარჯები დათვლილია და წლის განმავლობაში პინგვინების შენახვა იმაზე ძვირი არ დაჯდება, რაც სხვა ცხოველების მოვლაზე იხარჯება.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"