მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რესტორან "აფხაზეთში" 7 ადამიანი მოიწამლა
რესტორან "აფხაზეთში" 7 ადამიანი მოიწამლა

სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ რეს­ტო­რან "აფხა­ზე­თი­დან" და­უ­ბეჭ­და­ვი ხორ­ცი ამო­ი­ღო. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­დან აც­ნო­ბეს, სა­ა­გენ­ტოს თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე რეს­ტო­რან "აფხა­ზეთ­ში" დარ­ღვე­ვე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნეს. სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რეს­ტო­რან­ში არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია ზო­გა­დი სა­ნი­ტა­რი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, სამ­ზა­რე­უ­ლოს ფან­ჯრებს არა აქვს დამ­ცა­ვი ბა­დე­ე­ბი; გარ­და ამი­სა, მა­ცი­ვარ­ში ინა­ხე­ბო­და და­უ­ბეჭ­და­ვი ხბოს ხორ­ცი და, შე­სა­ბა­მი­სად, ვერ წარ­მო­ად­გი­ნეს ფორ­მა N2, რის გა­მოც, სურ­სა­თის/ცხო­ვე­ლის საკ­ვე­ბის უვ­ნებ­ლო­ბის, ვე­ტე­რი­ნა­რი­ი­სა და მცე­ნა­რე­თა დაც­ვის კო­დექ­სის 65-ე მუხ­ლის I ნა­წი­ლის თა­ნახ­მად, ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რი და­ჯა­რიმ­და 1000 ლა­რით. ხორ­ცი და­ი­ლუ­ქა და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად გა­ნად­გურ­დე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ რეს­ტო­რან "აფხა­ზეთ­ში" 7 ადა­მი­ა­ნის მო­წამ­ვლის ფაქტს, რის შე­სა­ხე­ბაც სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­დან აც­ნო­ბეს, რეს­ტორ­ნის პერ­სო­ნა­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ას შე­მო­ტა­ნილ ტორ­ტებს და ნამ­ცხვრებს უკავ­ში­რებს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

რესტორან "აფხაზეთში" 7 ადამიანი მოიწამლა

რესტორან "აფხაზეთში" 7 ადამიანი მოიწამლა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რესტორან "აფხაზეთიდან" დაუბეჭდავი ხორცი ამოიღო. როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე რესტორან "აფხაზეთში" დარღვევები გამოავლინეს. სააგენტოს ინფორმაციით, რესტორანში არადამაკმაყოფილებელია ზოგადი სანიტარიული მდგომარეობა, სამზარეულოს ფანჯრებს არა აქვს დამცავი ბადეები; გარდა ამისა, მაცივარში ინახებოდა დაუბეჭდავი ხბოს ხორცი და, შესაბამისად, ვერ წარმოადგინეს ფორმა N2, რის გამოც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარით. ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

"რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ რესტორან "აფხაზეთში" 7 ადამიანის მოწამვლის ფაქტს, რის შესახებაც სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, რესტორნის პერსონალი ინტოქსიკაციას შემოტანილ ტორტებს და ნამცხვრებს უკავშირებს", - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია