Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
''ისე, როგორც ჩემი გმირი იქცევა, არ მიმოქმედია...''
''ისე, როგორც ჩემი გმირი იქცევა, არ მიმოქმედია...''

და­ვით ხა­ხი­ძე მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. მიმ­დი­ნა­რე რე­პერ­ტუ­არ­ში და­კა­ვე­ბუ­ლია სპექ­ტაკ­ლებ­ში: "ირი­ნეს ბედ­ნი­ე­რე­ბა", "სა­თა­გუ­რი", "ზამ­თრის ზღა­პა­რი", "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა", "სამი მუშ­კე­ტე­რი". ამ უკა­ნას­კნე­ლის პრე­მი­ე­რა მცი­რე ხნის წინ გა­ი­მარ­თა და სპექ­ტაკლში ის კარ­დი­ნალ რი­შე­ლი­ეს როლს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს.

პირ­ვე­ლა­დი პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტია, თუმ­ცა შემ­დეგ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ა­ბა­რა, სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე შალ­ვა (მუ­მუ­შა) გა­წე­რე­ლი­ას ჯგუფ­ში სწავ­ლობ­და. ამ­ჟა­მად ის და­კა­ვე­ბუ­ლია "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში", სე­რი­ა­ლის შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში შე­უ­ერ­თდა...

- მამა მსა­ხი­ო­ბი მყავ­და. რუს­თა­ვის თე­ატ­რში მოღ­ვა­წე­ობ­და და ფილ­მებ­შიც იღებ­დნენ. მე ვერ ვი­ტყვი, რომ ბავ­შვო­ბი­დან მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. სწავ­ლა რომ და­ვას­რუ­ლე, ალ­ბათ უფრო მა­შინ მივ­ხვდი, რომ ჩემ­თვის ხე­ლოვ­ნე­ბა უფრო სა­ინ­ტე­რე­სო იყო, ვიდ­რე ეკო­ნო­მის­ტო­ბა. უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე თუ არა, თე­ატ­რა­ლურ­ში ჩა­ვა­ბა­რე. მუ­მუ­შა სა­ო­ცა­რი პე­და­გო­გი იყო. ამ ადა­მი­ანს რომ არ შევ­ხვედ­რო­დი, ამ სფე­რო­ში გა­მი­ჭირ­დე­ბო­და ყოფ­ნა და ცხოვ­რე­ბა. სა­ოც­რად კარ­გად შე­ეძ­ლო გად­მო­ე­ცა სტუ­დენ­ტის­თვის ის, რომ თუ მთე­ლი არ­სე­ბით არ და­კავ­დე­ბი მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ით, არა­ფე­რი გა­მო­გი­ვა. ეს სი­ტყვე­ბი კი ბო­ლომ­დე გრჩე­ბა გო­ნე­ბა­ში და ითა­ვი­სებ.

- მის­გან ქება გახ­სოვთ?

- ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად იცო­და, მაგ­რამ მისი ერთი სი­ტყვა მთელ ცხოვ­რე­ბად ღირ­და. "დღეს შენ კარ­გად იმუ­შა­ვე, მო­მე­წო­ნა" - რომ მე­ტყო­და, ეს სი­ხა­რუ­ლი რამ­დე­ნი­მე თვე მყოფ­ნი­და. სა­ო­ცა­რი კაცი იყო, დღე არ გავა, არ გა­მახ­სენ­დეს. მან დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თა­ვის ყვე­ლა სტუ­დენტზე. მუ­მუ­შამ ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს შე­უც­ვა­ლა ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ.

- მა­მათ­ქვე­ნი მო­ეს­წრო თქვენს სპექ­ტაკ­ლებს?

- დიახ, შალ­ვა გა­წე­რე­ლი­ამ მე­ო­რე კურ­სზე "ალუბ­ლის ბაღი" რომ დად­გა, მა­შინ ნახა ის მა­მამ. ყვე­ლა­ზე მე­ტად ვღე­ლავ­დი, როცა მუ­მუ­შა ჩემს სპექ­ტაკ­ლებს ეს­წრე­ბო­და. ახლა დედა მო­დის ხოლ­მე სპექ­ტაკ­ლებ­ზე, ქება მა­ინ­ცდა­მა­ინც მა­საც არ უყ­ვარს, მაგ­რამ ზუს­ტად იცის მი­ნიშ­ნე­ბის მო­ცე­მა და ჩემი ობი­ექ­ტუ­რი კრი­ტი­კო­სია. მის გარ­და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­თა აზ­რიც ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუნ­დაც ის რე­ჟი­სო­რე­ბი, ვის­თა­ნაც მი­მუ­შა­ვია.

- პირ­ვე­ლა­დი პრო­ფე­სი­ით არა­სო­დეს გი­მუ­შა­ვი­ათ?

- არა­სო­დეს. არც მახ­სოვს, რა ხდე­ბო­და იმ წლებ­ში (იღი­მის). მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბი დამ­რჩა უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან.

- მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რამ­დე რუს­თა­ვის თე­ატ­რი იყო, ხომ?

- დიახ, 1999 წელს და­ვამ­თავ­რე ინ­სტი­ტუ­ტი და იმა­ვე წელს მუ­შა­ო­ბა რუს­თა­ვის თე­ატ­რში და­ვი­წყე. წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარ­ში კი მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში მოვ­ხვდი.

- ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხომ არ გი­ნა­ნი­ათ თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი?

- არა. ალ­ბათ მა­შინ ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი და ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ნაკ­ლე­ბად მა­წუ­ხებ­და. როცა თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე, რუს­თა­ვის თე­ატ­რში ხელ­ფა­სი 40 ლარი მქონ­და, მო­ზარ­დში - 37. თე­ატ­რებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2 წელი ამ ხელ­ფას­ზე ვი­მუ­შა­ვე. 2004 წელს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თბი­ლი­სის თე­ატ­რე­ბი და­ა­ფი­ნან­სა და ნელ-ნელა სი­ტუ­ა­ცია გა­მოს­წორ­და.

- რუს­თა­ვის დრა­მა­ტულ თე­ატ­რში თა­მა­შობ­დით და იქვე იყო თე­ატ­რი "ბრა­ვოც"...

- დიახ და "ბრა­ვო­შიც" ვი­თა­მა­შე სპექ­ტაკლში "ნარ­კო­ლო­გი­კა", რო­მე­ლიც ლაშა ნო­ზა­ძემ დად­გა. ერთი პე­რი­ო­დი ლაშა რუს­თა­ვის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო და მა­შინ დად­გა სპექ­ტაკ­ლე­ბი "გვე­ლის-მჭა­მე­ლი", "ნაფ­ტა­ლი­ნი", "კრი­ტი". ამ­ჟა­მად მხო­ლოდ მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში ვარ. ვი­თა­მა­შე სე­რი­ა­ლებ­შიც: "ყავა და ლუდი", "ცხე­ლი ძაღ­ლი", "დე­ტექ­ტი­ვე­ბი". ახლა "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ვმო­ნა­წი­ლე­ობ. მხატ­ვრუ­ლი ფილ­მე­ბი­დან კი მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვილ­თან მაქვს ნა­მუ­შე­ვა­რი ფილმზე "ნუ­ცას სკო­ლა", სა­დაც ერთ-ერთი მთა­ვა­რი როლი მქონ­და. ბო­ლოს ზაზა ურუ­შა­ძის "მან­და­რი­ნებ­ში" პა­ტა­რა ეპი­ზოდ­ში აფხა­ზის როლ­ში გა­და­მი­ღეს.

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ძა­ლი­ან რე­ი­ტინ­გუ­ლი გა­მოდ­გა. თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟის შე­სა­ხებ ვი­სა­უბ­როთ...

- სე­რი­ალს სექ­ტემ­ბრი­დან შე­ვუ­ერ­თდი. ჩემი გმი­რი არაფ­რით არ არის გა­მორ­ჩე­უ­ლი. უბ­რა­ლოდ, ცდი­ლობს, მე­გო­ბარს და­ეხ­მა­როს და სა­ნამ ის ცი­ხე­შია, მის ცოლ-შვილს მო­უ­ა­როს. მა­ღალ რე­ი­ტინგს რაც შე­ე­ხე­ბა, ეს გა­მო­იწ­ვია სცე­ნარ­მა და რე­ჟი­სუ­რამ. ცოტა "კი­ნოშ­ნი­კუ­რი" სე­რი­ა­ლი გა­მო­ვი­და, ირო­ნი­ით არის მო­ყო­ლი­ლი თბი­ლი­სუ­რი ცხოვ­რე­ბა და ახ­ლო­საა იმ ყვე­ლა­ფერ­თან, რაც ჩვენ გარ­შე­მო ხდე­ბა.

- რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც მა­მა­კა­ცებს ხში­რად გი­წევთ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი მე­გობ­რის გვერ­დში დგო­მა. თქვენ თუ გქო­ნი­ათ მსგავ­სი შემ­თხვე­ვა?

- კი, რო­გორ არ მქო­ნია, მე­გო­ბა­რი და­უ­ჭე­რი­ათ, მაგ­რამ ისე, რო­გორც ჩემი გმი­რი იქ­ცე­ვა, არ მი­მოქ­მე­დია. ანუ "კერ­ძო დე­ტექ­ტი­ვად" არ მი­მუ­შა­ვია და სხვი­სი ცო­ლის­თვის თვალ­ყუ­რი არ მი­დევ­ნე­ბია. მე­გო­ბარს, რო­გორც შე­მეძ­ლო, დავ­ხმა­რე­ბი­ვარ, აქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რია და მსგავს შემ­თხვე­ვებ­ში ყვე­ლა ასე იქ­ცე­ვა.

- და­მი­სა­ხე­ლეთ გა­მორ­ჩე­უ­ლი ავ­ტო­რე­ბი, ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი...

- ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ კალ­დე­რონ დე ლა ბარ­კას. მის ერთ პი­ე­სა­ში "ცხოვ­რე­ბა სიზ­მა­რია" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მაქვს მი­ღე­ბუ­ლი. ასე­ვე, რა თქმა უნდა, შექ­სპირს. თუმ­ცა მე ასე ვი­ტყვი, მსა­ხი­ო­ბის­თვის მთა­ვა­რია რე­ჟი­სო­რი და არა რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი დრა­მა­ტურ­გი. როცა რე­ჟი­სო­რი პი­ე­სის სა­ინ­ტე­რე­სო ვერ­სი­ას გთა­ვა­ზობს, სა­მუ­შაო პრო­ცე­სიც სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბა. მსა­ხი­ო­ბის წარ­მა­ტე­ბა­შიც ლო­მის წილი რე­ჟი­სორს მი­უ­ძღვის. მი­ხა­რია, რომ ქარ­თულ თე­ატ­რა­ლურ სივ­რცე­ში მო­ი­ძებ­ნე­ბა 5-6 ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რი, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან უყ­ვართ და კარ­გად შე­უძ­ლი­ათ აკე­თონ თა­ვი­ან­თი საქ­მე.

იხი­ლეთ სრუ­ლად

''ისე, როგორც ჩემი გმირი იქცევა, არ მიმოქმედია...''

''ისე, როგორც ჩემი გმირი იქცევა, არ მიმოქმედია...''

დავით ხახიძე მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია. მიმდინარე რეპერტუარში დაკავებულია სპექტაკლებში: ''ირინეს ბედნიერება'', ''სათაგური'', ''ზამთრის ზღაპარი'', ''რომეო და ჯულიეტა'', ''სამი მუშკეტერი''. ამ უკანასკნელის პრემიერა მცირე ხნის წინ გაიმართა და სპექტაკლში ის კარდინალ რიშელიეს როლს განასახიერებს.

პირველადი პროფესიით ეკონომისტია, თუმცა შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, სამსახიობო ფაკულტეტზე შალვა (მუმუშა) გაწერელიას ჯგუფში სწავლობდა. ამჟამად ის დაკავებულია ''ჩემი ცოლის დაქალებში'', სერიალის შემოქმედებით ჯგუფს გასული წლის სექტემბერში შეუერთდა...

- მამა მსახიობი მყავდა. რუსთავის თეატრში მოღვაწეობდა და ფილმებშიც იღებდნენ. მე ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი. სკოლა რომ დავამთავრე, უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სწავლა რომ დავასრულე, ალბათ უფრო მაშინ მივხვდი, რომ ჩემთვის ხელოვნება უფრო საინტერესო იყო, ვიდრე ეკონომისტობა. უნივერსიტეტი დავამთავრე თუ არა, თეატრალურში ჩავაბარე. მუმუშა საოცარი პედაგოგი იყო. ამ ადამიანს რომ არ შევხვედროდი, ამ სფეროში გამიჭირდებოდა ყოფნა და ცხოვრება. საოცრად კარგად შეეძლო გადმოეცა სტუდენტისთვის ის, რომ თუ მთელი არსებით არ დაკავდები მსახიობის პროფესიით, არაფერი გამოგივა. ეს სიტყვები კი ბოლომდე გრჩება გონებაში და ითავისებ.

- მისგან ქება გახსოვთ?

- ძალიან იშვიათად იცოდა, მაგრამ მისი ერთი სიტყვა მთელ ცხოვრებად ღირდა. ''დღეს შენ კარგად იმუშავე, მომეწონა'' - რომ მეტყოდა, ეს სიხარული რამდენიმე თვე მყოფნიდა. საოცარი კაცი იყო, დღე არ გავა, არ გამახსენდეს. მან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და დარწმუნებული ვარ, თავის ყველა სტუდენტზე. მუმუშამ ძალიან ბევრ ადამიანს შეუცვალა ცხოვრება უკეთესობისკენ.

- მამათქვენი მოესწრო თქვენს სპექტაკლებს?

- დიახ, შალვა გაწერელიამ მეორე კურსზე ''ალუბლის ბაღი'' რომ დადგა, მაშინ ნახა ის მამამ. ყველაზე მეტად ვღელავდი, როცა მუმუშა ჩემს სპექტაკლებს ესწრებოდა. ახლა დედა მოდის ხოლმე სპექტაკლებზე, ქება მაინცდამაინც მასაც არ უყვარს, მაგრამ ზუსტად იცის მინიშნების მოცემა და ჩემი ობიექტური კრიტიკოსია. მის გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანია, რომელთა აზრიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თუნდაც ის რეჟისორები, ვისთანაც მიმუშავია.

- პირველადი პროფესიით არასოდეს გიმუშავიათ?

- არასოდეს. არც მახსოვს, რა ხდებოდა იმ წლებში (იღიმის). მხოლოდ მეგობრები დამრჩა უნივერსიტეტიდან.

- მოზარდ მაყურებელთა თეატრამდე რუსთავის თეატრი იყო, ხომ?

- დიახ, 1999 წელს დავამთავრე ინსტიტუტი და იმავე წელს მუშაობა რუსთავის თეატრში დავიწყე. წელიწად-ნახევარში კი მოზარდ მაყურებელთა თეატრში მოვხვდი.

- ამ წლების განმავლობაში ხომ არ გინანიათ თქვენი პროფესიული არჩევანი?

- არა. ალბათ მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ფინანსური პრობლემები ნაკლებად მაწუხებდა. როცა თეატრში მუშაობა დავიწყე, რუსთავის თეატრში ხელფასი 40 ლარი მქონდა, მოზარდში - 37. თეატრებში დაახლოებით 2 წელი ამ ხელფასზე ვიმუშავე. 2004 წელს ბიძინა ივანიშვილმა თბილისის თეატრები დააფინანსა და ნელ-ნელა სიტუაცია გამოსწორდა.

- რუსთავის დრამატულ თეატრში თამაშობდით და იქვე იყო თეატრი ''ბრავოც''...

- დიახ და ''ბრავოშიც'' ვითამაშე სპექტაკლში ''ნარკოლოგიკა'', რომელიც ლაშა ნოზაძემ დადგა. ერთი პერიოდი ლაშა რუსთავის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი იყო და მაშინ დადგა სპექტაკლები ''გველის-მჭამელი'', ''ნაფტალინი'', ''კრიტი''. ამჟამად მხოლოდ მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვარ. ვითამაშე სერიალებშიც: ''ყავა და ლუდი'', ''ცხელი ძაღლი'', ''დეტექტივები''. ახლა ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ვმონაწილეობ. მხატვრული ფილმებიდან კი მერაბ კოკოჩაშვილთან მაქვს ნამუშევარი ფილმზე ''ნუცას სკოლა'', სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი მქონდა. ბოლოს ზაზა ურუშაძის ''მანდარინებში'' პატარა ეპიზოდში აფხაზის როლში გადამიღეს.

- ''ჩემი ცოლის დაქალები'' ძალიან რეიტინგული გამოდგა. თქვენი პერსონაჟის შესახებ ვისაუბროთ...

- სერიალს სექტემბრიდან შევუერთდი. ჩემი გმირი არაფრით არ არის გამორჩეული. უბრალოდ, ცდილობს, მეგობარს დაეხმაროს და სანამ ის ციხეშია, მის ცოლ-შვილს მოუაროს. მაღალ რეიტინგს რაც შეეხება, ეს გამოიწვია სცენარმა და რეჟისურამ. ცოტა ''კინოშნიკური'' სერიალი გამოვიდა, ირონიით არის მოყოლილი თბილისური ცხოვრება და ახლოსაა იმ ყველაფერთან, რაც ჩვენ გარშემო ხდება.

- რეალურ ცხოვრებაშიც მამაკაცებს ხშირად გიწევთ დაპატიმრებული მეგობრის გვერდში დგომა. თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

- კი, როგორ არ მქონია, მეგობარი დაუჭერიათ, მაგრამ ისე, როგორც ჩემი გმირი იქცევა, არ მიმოქმედია. ანუ ''კერძო დეტექტივად'' არ მიმუშავია და სხვისი ცოლისთვის თვალყური არ მიდევნებია. მეგობარს, როგორც შემეძლო, დავხმარებივარ, აქ განსაკუთრებული არაფერია და მსგავს შემთხვევებში ყველა ასე იქცევა.

- დამისახელეთ გამორჩეული ავტორები, ნაწარმოებები...

- ძალიან დიდ პატივს ვცემ კალდერონ დე ლა ბარკას. მის ერთ პიესაში ''ცხოვრება სიზმარია'' მონაწილეობა მაქვს მიღებული. ასევე, რა თქმა უნდა, შექსპირს. თუმცა მე ასე ვიტყვი, მსახიობისთვის მთავარია რეჟისორი და არა რომელიმე კონკრეტული დრამატურგი. როცა რეჟისორი პიესის საინტერესო ვერსიას გთავაზობს, სამუშაო პროცესიც საინტერესო ხდება. მსახიობის წარმატებაშიც ლომის წილი რეჟისორს მიუძღვის. მიხარია, რომ ქართულ თეატრალურ სივრცეში მოიძებნება 5-6 ახალგაზრდა რეჟისორი, რომლებსაც ძალიან უყვართ და კარგად შეუძლიათ აკეთონ თავიანთი საქმე.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება