მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძინამ ეკლესია გამოიყენა და გადააგდო"
"ბიძინამ ეკლესია გამოიყენა და გადააგდო"

გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, ექ­სპერ­ტი გია ნო­დია მი­იჩ­ნევს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ეკ­ლე­სია "არ­ჩევ­ნე­ბის მო­სა­გე­ბად გა­მო­ი­ყე­ნა და გა­და­აგ­დო". ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს.

"მოკ­ლედ, ბი­ძი­ნამ ეკ­ლე­სია გა­მო­ი­ყე­ნა (არ­ჩევ­ნე­ბის მო­სა­გე­ბად) და გა­და­აგ­დო. იმის­და მი­უ­ხე­და­ვად, რა იყო მისი მო­ტი­ვე­ბი, ობი­ექ­ტუ­რი შე­დე­გი პო­ზი­ტი­უ­რია: ეკ­ლე­სი­ას უთხრეს, რომ მის ჭკუ­ა­ზე არ ივ­ლი­ან. გა­მო­ვი­და, რომ მი­შას დროს უკე­თეს პო­ზი­ცი­ა­ში იყო: მი­შას ეში­ნო­და, რომ ეკ­ლე­სია ღიად გა­და­ვი­დო­და ოპო­ზი­ცი­ის მხა­რეს და ყვე­ლა­ნა­ი­რად თაფ­ლავ­და. ეკ­ლე­სია აღ­მოჩ­ნდა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შან­ტა­ჟი შე­ეძ­ლო, და თავ­ში აუ­ვარ­და. ახლა კი წა­გე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და: სა­ბო­ლო­ოდ, და­ეხ­მა­რა ოპო­ზი­ცი­ას, მო­ა­შო­რე­ბი­ნა მიშა, და რა ხე­ი­რი? ახლა ვის­თან აქვს წა­სას­ვლე­ლი? ბურ­ჯა­ნა­ძის და ჯონ­დის ამა­რა დარ­ჩა? შევ­დი­ვარ მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

არა, ალ­ბათ კი­დევ გა­იბ­რძო­ლებს. ახლა გა­მოჩ­ნდე­ბა, რისი შნო აქვს და­მო­უ­კი­დებ­ლად. ან, მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი - გა­და­უგ­დებს ბი­ძი­ნა ერთ-ორ ძვალს და დას­ჯერ­დე­ბი­ან. ლო­გი­კუ­რად, შიგ­ნი­თაც შე­იძ­ლე­ბა გა­უჩ­ნდეთ პრობ­ლე­მე­ბი. უფრო სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და ცხოვ­რე­ბა.

ისე, ში­ხაშ­ვი­ლის­ნა­ი­რი ნა­ცი­ო­ნა­ლი ვირ­თხე­ბის გა­დაგ­დე­ბა­საც აპი­რებს მგო­ნი. თუ იზამს, ესეც კარ­გი იქ­ნე­ბა - ვირ­თხე­ბი ამას ყვე­ლა­ნა­ი­რად იმ­სა­ხუ­რე­ბენ. მაგ­რამ ეს ბი­ძი­ნა კი გა­მო­დის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გა­დამგდე­ბი.

მოკ­ლედ, შეგ­ნე­ბუ­ლად თუ შე­უგ­ნებ­ლად, ბი­ძი­ნამ შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი ას­პა­რე­ზი შე­უქ­მნას "მე­სა­მე ძა­ლას", რო­მე­ლიც ცალ­სა­ხად ეკ­ლე­სი­ა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­ე­ბუ­ლი. რამ­დე­ნად გა­მო­ვა ეს ამ­ბა­ვი, სხვა სა­კი­თხია. შე­იძ­ლე­ბა თან­მიმ­დევ­რუ­ლად ეკ­ლე­სი­უ­რი პარ­ტი­ის ნი­შის და­სა­კა­ვებ­ლად და­ე­რი­ონ ერ­თმა­ნეთს ვი­ღა­ცე­ე­ბი. ამას ვერ ვი­წა­ნას­წარ­მეტვე­ლებთ, ეს სა­ინ­ტე­რე­სოა.

მაგ­რამ ბი­ძი­ნა თუ კარ­გი გა­დამგდე­ბია, ბა­რემ პუ­ტი­ნიც გა­და­აგ­დოს. აი, ეს იქ­ნე­ბა გა­დაგ­დე­ბის უმაღ­ლე­სი პი­ლო­ტა­ჟი. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ თვი­თო­ნაც ამ კა­ტე­გო­რი­ებ­ში ფიქ­რობს", - წერს ნო­დია.

იხი­ლეთ ასე­ვე: პარ­ლა­მენ­ტმა ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნი და­ამ­ტკი­ცა

ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი - არა­ფე­რია ტრა­გი­კუ­ლი იმა­ში, რომ სა­პატ­რი­არ­ქო ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ კა­ნონს მხარს არ უჭერს

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი - ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით ამ­ხე­ლა აჟი­ო­ტა­ჟი ჩემ­თვის პი­რა­დად ამო­უხ­სნე­ლი და გა­უ­გე­ბა­რია

მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი ბა­სილ ან­თა­ძე - ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბით პარ­ლა­მენ­ტი ღმერ­თს წინ აღუდ­გე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები

"ბიძინამ ეკლესია გამოიყენა და გადააგდო"

"ბიძინამ ეკლესია გამოიყენა და გადააგდო"

განათლების ყოფილი მინისტრი, ექსპერტი გია ნოდია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეკლესია "არჩევნების მოსაგებად გამოიყენა და გადააგდო". ამის შესახებ ექსპერტი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"მოკლედ, ბიძინამ ეკლესია გამოიყენა (არჩევნების მოსაგებად) და გადააგდო. იმისდა მიუხედავად, რა იყო მისი მოტივები, ობიექტური შედეგი პოზიტიურია: ეკლესიას უთხრეს, რომ მის ჭკუაზე არ ივლიან. გამოვიდა, რომ მიშას დროს უკეთეს პოზიციაში იყო: მიშას ეშინოდა, რომ ეკლესია ღიად გადავიდოდა ოპოზიციის მხარეს და ყველანაირად თაფლავდა. ეკლესია აღმოჩნდა მდგომარეობაში, როცა ხელისუფლების შანტაჟი შეეძლო, და თავში აუვარდა. ახლა კი წაგებული გამოვიდა: საბოლოოდ, დაეხმარა ოპოზიციას, მოაშორებინა მიშა, და რა ხეირი? ახლა ვისთან აქვს წასასვლელი? ბურჯანაძის და ჯონდის ამარა დარჩა? შევდივარ მის მდგომარეობაში.

არა, ალბათ კიდევ გაიბრძოლებს. ახლა გამოჩნდება, რისი შნო აქვს დამოუკიდებლად. ან, მეორე ვარიანტი - გადაუგდებს ბიძინა ერთ-ორ ძვალს და დასჯერდებიან. ლოგიკურად, შიგნითაც შეიძლება გაუჩნდეთ პრობლემები. უფრო საინტერესო გახდა ცხოვრება.

ისე, შიხაშვილისნაირი ნაციონალი ვირთხების გადაგდებასაც აპირებს მგონი. თუ იზამს, ესეც კარგი იქნება - ვირთხები ამას ყველანაირად იმსახურებენ. მაგრამ ეს ბიძინა კი გამოდის პროფესიონალი გადამგდები.

მოკლედ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ბიძინამ შეიძლება ახალი ასპარეზი შეუქმნას "მესამე ძალას", რომელიც ცალსახად ეკლესიაზე იქნება ორიენტიებული. რამდენად გამოვა ეს ამბავი, სხვა საკითხია. შეიძლება თანმიმდევრულად ეკლესიური პარტიის ნიშის დასაკავებლად დაერიონ ერთმანეთს ვიღაცეები. ამას ვერ ვიწანასწარმეტველებთ, ეს საინტერესოა.

მაგრამ ბიძინა თუ კარგი გადამგდებია, ბარემ პუტინიც გადააგდოს. აი, ეს იქნება გადაგდების უმაღლესი პილოტაჟი. არ გამოვრიცხავ, რომ თვითონაც ამ კატეგორიებში ფიქრობს", - წერს ნოდია.

იხილეთ ასევე: პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი დაამტკიცა

ლევან ბერძენიშვილი - არაფერია ტრაგიკული იმაში, რომ საპატრიარქო ანტიდისკრიმინაციულ კანონს მხარს არ უჭერს

ირაკლი ღარიბაშვილი - ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით ამხელა აჟიოტაჟი ჩემთვის პირადად ამოუხსნელი და გაუგებარია

მღვდელმონაზონი ბასილ ანთაძე - ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღებით პარლამენტი ღმერთს წინ აღუდგება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს