ვერძი
ენერგული ხართ და მუშაობისას თქვენს საუკეთესო შესაძლებლობებს წარმოაჩენთ; კოლეგებისა და უფროსის პატივისცემას დაიმსახურებთ. სასიყვარულო ამბებში ცოტათი მოიკოჭლებთ. პარტნიორმა შეიძლება მოულოდნელად დაძაბოს ურთიერთობა.
კურო
ახალი საქმეების დაწყება და მათი დასრულება არ გაგიჭირდებათ. მთავარია, არ იზარმაცოთ. მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. შინ სიმშვიდე და კომფორტი გელით, სადაც სამსახურის საქმეებით გადაღლილი ძალებს აღიდგენთ.
ტყუპი
ნაკლებად იაქტიურეთ; მოერიდეთ სარისკო ქმედებებს. ნუ იქნებით გარშემო მყოფების მიმართ პრეტენზიული, კრიტიკული. განსაკუთრებით გაფრთხილდით პარტნიორულ ურთიერთობებში. მოერიდეთ კამათს.
კირჩხიბი
კარგი დღეა კოლეგებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. მეტი ყურადღება მიაქციეთ უცხოელ კოლეგებსა და პარტნიორებს. მათი დახმარებით საკუთარი საქმეების უკეთ შესრულებას შეძლებთ.
ლომი
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფებთა რჩევებსა და შენიშვნებს და საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან, შვილებთან ერთად.
ქალწული
შეიძლება ხმამაღლა ითქვას, რომ ცხოვრების შავი ზოლი თქვენთვის დასრულდა და დღეიდან თეთრ ზოლზე მოგიწევთ სიარული. კარგი პერიოდია ახალი იდეების დასაგეგმავად, პარტნიორებთან განსახილველად. მთავარია, მიზანმიმართულად და აქტიურად ჩაერთოთ საქმეებში.
იხილეთ სტატიის გაგრძელება