მურატ ილდირიმი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს - თქვენი გულისთვის ჩამოვედი (+8 ფოტო)

მურატ ილდირიმი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს - თქვენი გულისთვის ჩამოვედი (+8 ფოტო)

თქვენი გულისთვის ჩამოვედი - ასე მიმართა ცნობილმა თურქმა მსახიობმა, მურატ ილდირიმმა იაშვილის კლინიკაში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებს. იუნესკო-ს კეთილი ნების ელჩი კლინიკაში მივიდა და ბავშვები მოინახულა.

როგორც კლინიკის დატოვების შემდეგ მურატ ილდირიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, კარგი იქნებოდა, თუ ბავშვები უფრო კარგ საავადმყოფოში იმკურნალებენ.

მისი თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ბავშვებს დაეხმაროს.

"თუმცა, მხოლოდ მე ვერ დავეხმარები. ამაში უნდა ჩაერიოს ბიზნესსექტორი და სახელმწიფო", - განაცხადა მსახიობმა.

"დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" წევრმა, ეკა მიშველიძემ კი განაცხადა, რომ მურატ ილდირიმი თავის ქვეყანაშიც ეხმარება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს და არც კი დაფიქრებულა, ისე ჩამოვიდა თბილისში.

"ეს იქნება ჩვენი ერთობლივი პროექტების დასაწყისი და მასთან ერთობლივი პროექტები გაგრძელდება", -განაცხადა მიშველაძემ.

თურქი მსახიობი თბილისში "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" მოწვევით ჩამოვიდა. ის საქართველოდან 29 აპრილს გაემგზავრება.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია