საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
15 დაბრკოლება, რომელიც ბედნიერებას გვაშორებს!..
15 დაბრკოლება, რომელიც ბედნიერებას გვაშორებს!..

თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ცხოვ­რე­ბის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ყო­ველ­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბა რა­ღაც, რაც ამ მიზ­ნის­გან გვა­შო­რებს და ეს "რა­ღაც" თვი­თონ ვართ, უფრო სწო­რად კი, ჩვე­ნი შე­ზღუდ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ლაგ­დე­ბი­ან ჩვენ გარ­შე­მო და ბე­ტო­ნის კე­დე­ლი­ვით გვყო­ფენ ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბის­გან.

შემ­თხვე­ვით თუ სპე­ცი­ა­ლუ­რად, ჩვენ ყო­ველ­დღე ვზღუ­დავთ სა­კუ­თარ თავს რა­ღაც-რა­ღა­ცებ­ში, "ვე­მა­ლე­ბით" ცხოვ­რე­ბას. თუკი ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ეს ზღუ­დე­ე­ბი და­ინ­გრე­ვა, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი გახ­დე­ბა. თუმ­ცა, რო­გორც ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ფსი­ქო­ლო­გი ფერნ ეშლი ვა­რა­უ­დობს, შე­იძ­ლე­ბა, არც და­ვე­ლო­დოთ ამ დღეს და ჩვე­ნი­ვე ძა­ლის­ხმე­ვით და­ვაჩ­ქა­როთ მისი დად­გო­მა.

ფსი­ქო­ლოგ­მა გა­მო­ყო 15 დაბ­რკო­ლე­ბა, რო­მელ­თა გა­და­ლახ­ვის შე­დე­გად შე­საძ­ლოა, შე­ზღუდ­ვა­თა კედ­ლის მიღ­მა გა­ვაღ­წი­ოთ. მთა­ვა­რია გვახ­სოვ­დეს: იგი ჩვენ თვი­თონ ავა­გეთ!

1. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი

არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვინ რას ფიქ­რობს ჩვენ­ზე. თუ თქვენ მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით კმა­ყო­ფი­ლი ხართ, ეს სწო­რი არ­ჩე­ვა­ნია. და­ფიქ­რდით, რამ­დე­ნად მო­ი­გებთ, თუკი თავს და­ა­ნე­ბებთ გა­მუდ­მე­ბით იმა­ზე მკი­თხა­ო­ბას, მო­ე­წო­ნე­ბათ თუ არა სხვებს თქვე­ნი საქ­ცი­ე­ლი. ამას­თან, ბო­ლომ­დე მა­ინც ვერ ამო­იც­ნობთ, რას ფიქ­რო­ბენ ისი­ნი თქვენ­ზე სი­ნამ­დვი­ლე­ში. ასე რომ, ღირს კი ზედ­მე­ტად თა­ვის შე­წუ­ხე­ბა?

რაც შე­ე­ხე­ბა რჩე­ვე­ბის მოს­მე­ნას, კი ბა­ტო­ნო, მაგ­რამ ნუ მის­ცემთ სხვებს უფ­ლე­ბას, თქვენ მა­გივ­რად გა­და­წყვი­ტონ, რო­გორ უნდა იცხოვ­როთ.

2. მრის­ხა­ნე­ბა და წყე­ნა

მრის­ხა­ნე­ბა შიგ­ნი­დან გჭამთ, ასე რომ, ის­წავ­ლეთ მათ­თან შე­რი­გე­ბა, ვინც გა­ცო­ფებთ. ეს არ ნიშ­ნავს, რომ სხვებს თქვე­ნი გა­მო­ყე­ნე­ბის ნება დარ­თოთ. გახ­სოვ­დეთ, რომ ის, ვინც გა­ცო­ფებთ, გა­კონ­ტრო­ლებთ კი­დეც.

ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი ნუგ­ბა­რი კერ­ძი­ვით უსინ­ჯავს გე­მოს თა­ვის წყე­ნას, ამას კი კარ­გი არა­ფე­რი მოჰ­ყვე­ბა. ეს გრძნო­ბე­ბი ზი­ანს აყე­ნებს არა იმას, ვის­ზე­დაც ნა­წყე­ნი ხართ ან ბრა­ზობთ, არა­მედ მხო­ლოდ თქვენ.

3. იდე­ა­ლუ­რი სხე­უ­ლი

რამ­დე­ნად იზი­ა­რებთ სი­ლა­მა­ზის ინ­დუსტრი­ის კარ­ნახს, თქვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბებს? თქვე­ნი სხე­უ­ლი ერთ-ერთი იმ მცი­რე­თა­გა­ნია, რაც ნამ­დვი­ლად თქვენ გე­კუთ­ვნით და სხვამ ვინ უნდა გა­და­წყვი­ტოს, რო­გორ უნდა გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს იგი?

4. იდე­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი

იდე­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი არ არ­სე­ბობს, ამის იმე­დი ნუ გექ­ნე­ბათ. კი­თხვა­ზე - "რა თვი­სე­ბე­ბი უნდა ჰქონ­დეს პარტნი­ორს, რათა ბედ­ნი­ე­რი იყოთ?" - ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ერ­თსა და იმა­ვეს გი­პა­სუ­ხებთ: იგი მთე­ლი გუ­ლით უნდა გიყ­ვარ­დეთ, მის გვერ­დით მშვი­დად და კომ­ფორ­ტუ­ლად უნდა გრძნობ­დეთ თავს და კი­დევ, მან ისე­თი უნდა მი­გი­ღოთ, რო­გო­რიც სი­ნამ­დვი­ლე­ში ბრძან­დე­ბით. თუ პირ­ვე­ლი ორი პო­ზი­ცი­ის მიღ­წე­ვა მო­ხერ­ხდე­ბა, ეს ძალ­ზე კარ­გია: თქვენ სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თეთ. ამ შემ­თხვე­ვა­ში მე­სა­მე პუნ­ქტი ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბით რო­გორ­მე გა­და­წყდე­ბა. ამას­თან, ნურც იმა­ზე მე­ტის მო­ლო­დი­ნი გექ­ნე­ბათ, რისი მო­ცე­მაც მას შე­უძ­ლია.

გახ­სოვ­დეთ, რომ იდე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ, მაგ­რამ არის ქვეყ­ნად ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა, თქვენ­თვის გახ­დეს იდე­ა­ლუ­რი.

5. იდე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა

ისე­ვე, რო­გორც არ არ­სე­ბობს იდე­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი, არ არ­სე­ბობს იდე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბაც. ცხოვ­რე­ბა ის არის, რა­საც მას­ში დებთ. ასე რომ, თუ მზად არა ხართ, ამის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლად იშ­რო­მოთ და შე­სა­ბა­მი­სი ძა­ლის­ხმე­ვა გას­წი­ოთ, მა­შა­სა­და­მე, თქვენ თა­ვად ირ­ჩევთ უიღ­ბლო­ბას.

თა­ვად შე­გიძ­ლი­ათ შექ­მნათ სა­კუ­თა­რი სამ­ყა­რო - უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ყვე­ლა სამ­ყა­როს შო­რის.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

15 დაბრკოლება, რომელიც ბედნიერებას გვაშორებს!..

15 დაბრკოლება, რომელიც ბედნიერებას გვაშორებს!..

თითოეული ჩვენგანის ცხოვრების საბოლოო მიზანი ბედნიერებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის მოიძებნება რაღაც, რაც ამ მიზნისგან გვაშორებს და ეს ''რაღაც'' თვითონ ვართ, უფრო სწორად კი, ჩვენი შეზღუდვები, რომლებიც წლების განმავლობაში ლაგდებიან ჩვენ გარშემო და ბეტონის კედელივით გვყოფენ ბედნიერი ცხოვრებისგან.

შემთხვევით თუ სპეციალურად, ჩვენ ყოველდღე ვზღუდავთ საკუთარ თავს რაღაც-რაღაცებში, ''ვემალებით'' ცხოვრებას. თუკი ერთ მშვენიერ დღეს ეს ზღუდეები დაინგრევა, ჩვენი ცხოვრება გაცილებით უკეთესი გახდება. თუმცა, როგორც ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი ფერნ ეშლი ვარაუდობს, შეიძლება, არც დაველოდოთ ამ დღეს და ჩვენივე ძალისხმევით დავაჩქაროთ მისი დადგომა.

ფსიქოლოგმა გამოყო 15 დაბრკოლება, რომელთა გადალახვის შედეგად შესაძლოა, შეზღუდვათა კედლის მიღმა გავაღწიოთ. მთავარია გვახსოვდეს: იგი ჩვენ თვითონ ავაგეთ!

1. საზოგადოებრივი აზრი

არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას ფიქრობს ჩვენზე. თუ თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით კმაყოფილი ხართ, ეს სწორი არჩევანია. დაფიქრდით, რამდენად მოიგებთ, თუკი თავს დაანებებთ გამუდმებით იმაზე მკითხაობას, მოეწონებათ თუ არა სხვებს თქვენი საქციელი. ამასთან, ბოლომდე მაინც ვერ ამოიცნობთ, რას ფიქრობენ ისინი თქვენზე სინამდვილეში. ასე რომ, ღირს კი ზედმეტად თავის შეწუხება?

რაც შეეხება რჩევების მოსმენას, კი ბატონო, მაგრამ ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, თქვენ მაგივრად გადაწყვიტონ, როგორ უნდა იცხოვროთ.

2. მრისხანება და წყენა

მრისხანება შიგნიდან გჭამთ, ასე რომ, ისწავლეთ მათთან შერიგება, ვინც გაცოფებთ. ეს არ ნიშნავს, რომ სხვებს თქვენი გამოყენების ნება დართოთ. გახსოვდეთ, რომ ის, ვინც გაცოფებთ, გაკონტროლებთ კიდეც.

ზოგიერთი ადამიანი ნუგბარი კერძივით უსინჯავს გემოს თავის წყენას, ამას კი კარგი არაფერი მოჰყვება. ეს გრძნობები ზიანს აყენებს არა იმას, ვისზედაც ნაწყენი ხართ ან ბრაზობთ, არამედ მხოლოდ თქვენ.

3. იდეალური სხეული

რამდენად იზიარებთ სილამაზის ინდუსტრიის კარნახს, თქვენი ახლობლებისა და მეგობრების შეხედულებებს? თქვენი სხეული ერთ-ერთი იმ მცირეთაგანია, რაც ნამდვილად თქვენ გეკუთვნით და სხვამ ვინ უნდა გადაწყვიტოს, როგორ უნდა გამოიყურებოდეს იგი?

4. იდეალური პარტნიორი

იდეალური პარტნიორი არ არსებობს, ამის იმედი ნუ გექნებათ. კითხვაზე - ''რა თვისებები უნდა ჰქონდეს პარტნიორს, რათა ბედნიერი იყოთ?'' - ნებისმიერი ადამიანი ერთსა და იმავეს გიპასუხებთ: იგი მთელი გულით უნდა გიყვარდეთ, მის გვერდით მშვიდად და კომფორტულად უნდა გრძნობდეთ თავს და კიდევ, მან ისეთი უნდა მიგიღოთ, როგორიც სინამდვილეში ბრძანდებით. თუ პირველი ორი პოზიციის მიღწევა მოხერხდება, ეს ძალზე კარგია: თქვენ სწორი არჩევანი გააკეთეთ. ამ შემთხვევაში მესამე პუნქტი ურთიერთშეთანხმებით როგორმე გადაწყდება. ამასთან, ნურც იმაზე მეტის მოლოდინი გექნებათ, რისი მოცემაც მას შეუძლია.

გახსოვდეთ, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ არის ქვეყნად ერთი ადამიანი, რომელიც შეიძლება, თქვენთვის გახდეს იდეალური.

5. იდეალური ცხოვრება

ისევე, როგორც არ არსებობს იდეალური პარტნიორი, არ არსებობს იდეალური ცხოვრებაც. ცხოვრება ის არის, რასაც მასში დებთ. ასე რომ, თუ მზად არა ხართ, ამისთვის სერიოზულად იშრომოთ და შესაბამისი ძალისხმევა გასწიოთ, მაშასადამე, თქვენ თავად ირჩევთ უიღბლობას.

თავად შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი სამყარო - უმშვენიერესი ყველა სამყაროს შორის.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"