მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და ეკა ერთმანეთზე არ ვეჭვიანობთ!.."
"მე და ეკა ერთმანეთზე არ ვეჭვიანობთ!.."

ექი­მი მიშა ხუ­ჯა­ძე "ორ ვარ­სკვლავ­ში"მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სიმ­ღე­რის სწავ­ლის იმე­დით და­თან­ხმდა. ბავ­შვო­ბა­ში სოლ­ფე­ჯი­ო­სა და სპე­ცი­ა­ლო­ბის ორ­წლი­ან გაკ­ვე­თი­ლებს თუ არ ჩავ­თვლით, ტე­ლე­წამ­ყვან ეკა ხო­ფე­რი­ას ქმარს მუ­სი­კას­თან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი შე­ხე­ბა არას­დროს ჰქო­ნია. ამი­ტომ როცა შე­ი­ტყო, რომ პრო­ფე­სი­ო­ნალ ვო­კა­ლის პე­და­გო­გებ­თან მო­უ­წევ­და მუ­შა­ო­ბა, დიდ­ხანს არ უფიქ­რია.

"ორი ვარ­სკვლა­ვის"მო­ნა­წი­ლე­ებს კრი­ტი­კა ნამ­დვი­ლად არ აკ­ლი­ათ. მიშა ის იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სია, რომ­ლის მი­სა­მარ­თი­თაც ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ის­მის კრი­ტი­კა. სა­მა­გი­ე­როდ, აუტ­სა­ი­დე­რებ­ში უკვე მე­სა­მედ იდგა.

- მიშა, რო­გორ და­თან­ხმდით პრო­ექტ "ორ ვარ­სკვლავ­ში"მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

- ამ პრო­ექ­ტმა თა­ვი­დან­ვე და­მა­ინ­ტე­რე­სა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად მას­წავ­ლიდ­ნენ ახალ სიმ­ღე­რებს. ყო­ველ­თვის მინ­დო­და, ჩემ­თვის ვინ­მეს სიმ­ღე­რა ეს­წავ­ლე­ბი­ნა, ოჯა­ხის წევ­რებს თუ არ ჩავ­თვლით, ასე­თი რამ არას­დროს მომ­ხდა­რა. დედა და მამა მას­წავ­ლიდ­ნენ მხო­ლოდ.

- თქვე­ნი მშობ­ლე­ბი მღე­რი­ან?

- ისე, რო­გორც ყვე­ლა ქარ­თულ ოჯახ­ში.

- პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი შე­ხე­ბა მუ­სი­კას­თან არას­დროს გქო­ნი­ათ?

- ორი წელი დავ­დი­ო­დი გი­ტა­რა­ზე. ამ ინ­სტრუ­მენტზე ვუკ­რავ, მაგ­რამ იქი­დან არა­ფე­რი არ დამ­რჩა, სამ­წუ­ხა­როდ. ღრმა ბავ­შვო­ბა­ში იყო ეს, სოლ­ფე­ჯი­ო­სა და სპე­ცი­ა­ლო­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბი დი­დად არ მი­ზი­დავ­და. მხო­ლოდ ეს იყო ჩემი მუ­სი­კას­თან კონ­ტაქ­ტი, თუმ­ცა მუ­სი­კის სიყ­ვა­რუ­ლი დღემ­დე შე­მომ­რჩა. თით­ქმის ყო­ვე­ლი სუფ­რა მე­გობ­რებ­თან ერ­თად სიმ­ღე­რით მთავ­რდე­ბა და მეც ამ ყვე­ლა­ფერ­ში აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი.

- რო­მე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ჟან­რი მოგ­წონთ?

- ქარ­თუ­ლი ქა­ლა­ქუ­რი და რუ­სუ­ლი "ბლატ­ნოი"სიმ­ღე­რე­ბი. ბოლო ათი წე­ლია, ფრან­გუ­ლი სიმ­ღე­რაც შე­მიყ­ვარ­და, მას მერე, რაც საფ­რან­გეთ­ში მო­მი­წია ცხოვ­რე­ბამ ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

- თქვე­ნი მე­უღ­ლე, ეკა, რო­გორ შეხ­ვდა თქვენს ახალ ამ­პლუ­ას, ჩვენ ვხე­დავთ, რო­გო­რი მონ­დო­მე­ბით გგულ­შე­მატ­კივ­რობთ...

- პირ­ვე­ლად ეკას უთხრეს ამის შე­სა­ხებ. სახ­ლში რომ მო­ვი­და მი­თხრა, წარ­მო­გიდ­გე­ნია, რა შე­მომ­თა­ვა­ზეს და თან ჰგო­ნი­ათ, და­თან­ხმდე­ბიო. თუ სიმ­ღე­რას მას­წავ­ლი­ან, რა­ტო­მაც არა-მეთ­ქი, ვუ­პა­სუ­ხე. ეკას ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ დავ­თან­ხმდე­ბო­დი, მან იცის ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლად ვგრძნობ თავს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, არ მიყ­ვარს მის­ვლა შო­უ­ებ­ში, გა­და­ცე­მებ­ში, თუმ­ცა მი­წევს ეკას, მე­გობ­რე­ბის, ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლის გა­დამ­კი­დე.

- საკ­მა­ოდ მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ფანკლუ­ბი გყავთ ეკას მე­თა­უ­რო­ბით, ეს ეკ­რან­ზეც კარ­გად ჩანს...

- ეს მხო­ლოდ ეკას დამ­სა­ხუ­რე­ბა არ არის. არ­სე­ბობს ჩემი მე­გობ­რე­ბის მთე­ლი ჯგუ­ფი, მათი ცო­ლე­ბის, დე­ბის, რომ­ლე­ბიც მარ­თლაც აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი ამ ყვე­ლა­ფერ­ში. ეს მხო­ლოდ მსი­ა­მოვ­ნებს.

- ფანკლუ­ბე­ბი კარ­გია, მაგ­რამ კრი­ტი­კუ­ლი ჯგუ­ფე­ბი თუ შეგ­ხვედ­რი­ათ?

- არა, ასე­თი არ მახ­სენ­დე­ბა. მე არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ მაქვს მუ­სი­კო­სო­ბა­სა და მომ­ღერ­ლო­ბა­ზე. ძი­რი­თა­დად, ოჯახ­ში მაკ­რი­ტი­კე­ბენ მა­მა­ჩე­მი და ეკა. დე­და­ჩემს ყვე­ლა­ფე­რი მოს­წონს. კი­დევ, პე­და­გო­გე­ბი მაკ­რი­ტი­კე­ბენ ხოლ­მე.

- ძი­რი­თა­დად რა პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვთ პე­და­გო­გებს?

- ჩვენს პე­და­გო­გებს ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბა აქვთ. ძა­ლი­ან ბევ­რს გვა­ვარ­ჯი­შე­ბენ, რო­გორ უნდა ვიმ­ღე­როთ. უკვე გამ­ჯდა­რის შეც­ვლა და ახა­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით წარ­მო­ჩე­ნა ძა­ლი­ან რთუ­ლია. უკვე გამ­ჯდა­რის, და­მახ­სოვ­რე­ბუ­ლის დამ­ტვრე­ვა უფრო რთუ­ლია, ვიდ­რე ახ­ლი­დან სწავ­ლა. ამის გამო რუსა ჩე­მით ხში­რად არის უკ­მა­ყო­ფი­ლო.

- ჟი­უ­რი­ზე მინ­და გკი­თხოთ, ყვე­ლა­ზე დიდი ინ­ტე­რე­სით ვის შე­ფა­სე­ბას ელო­დე­ბით?

- ჟი­უ­რის ყვე­ლა წევ­რი თა­ვი­სე­ბუ­რად პერ­სო­ნაა და თა­ვი­სი ფუნ­ქცია აქვს. ყო­ველ­თვის კარ­გად ვხვდე­ბი თი­თო­ე­უ­ლის შე­ფა­სე­ბას. ერ­თდერ­თი, რა­საც მო­ვი­თხოვ ის არის, რომ მათი შე­ფა­სე­ბა არ უნდა იყოს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ჩემი პარტნი­ო­რის­თვის, იმი­ტომ, რომ ეს მათი კონ­კურ­სი არ არის, ეს ჩვე­ნი, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის კონ­კურ­სია.

- თქვენ­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს?

- არა, რა თქმა უნდა. პი­რა­დულ შე­უ­რა­ცხყო­ფას ყო­ველ­თვის პა­სუხს გავ­ცემ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

"მე და ეკა ერთმანეთზე არ ვეჭვიანობთ!.."

"მე და ეკა ერთმანეთზე არ ვეჭვიანობთ!.."

ექიმი მიშა ხუჯაძე "ორ ვარსკვლავში"მონაწილეობას სიმღერის სწავლის იმედით დათანხმდა. ბავშვობაში სოლფეჯიოსა და სპეციალობის ორწლიან გაკვეთილებს თუ არ ჩავთვლით, ტელეწამყვან ეკა ხოფერიას ქმარს მუსიკასთან პროფესიონალური შეხება არასდროს ჰქონია. ამიტომ როცა შეიტყო, რომ პროფესიონალ ვოკალის პედაგოგებთან მოუწევდა მუშაობა, დიდხანს არ უფიქრია.

"ორი ვარსკვლავის"მონაწილეებს კრიტიკა ნამდვილად არ აკლიათ. მიშა ის იშვიათი გამონაკლისია, რომლის მისამართითაც ყველაზე ნაკლებად ისმის კრიტიკა. სამაგიეროდ, აუტსაიდერებში უკვე მესამედ იდგა.

- მიშა, როგორ დათანხმდით პროექტ "ორ ვარსკვლავში"მონაწილეობას?

- ამ პროექტმა თავიდანვე დამაინტერესა იმ თვალსაზრისით, რომ პროფესიონალურად მასწავლიდნენ ახალ სიმღერებს. ყოველთვის მინდოდა, ჩემთვის ვინმეს სიმღერა ესწავლებინა, ოჯახის წევრებს თუ არ ჩავთვლით, ასეთი რამ არასდროს მომხდარა. დედა და მამა მასწავლიდნენ მხოლოდ.

- თქვენი მშობლები მღერიან?

- ისე, როგორც ყველა ქართულ ოჯახში.

- პროფესიონალური შეხება მუსიკასთან არასდროს გქონიათ?

- ორი წელი დავდიოდი გიტარაზე. ამ ინსტრუმენტზე ვუკრავ, მაგრამ იქიდან არაფერი არ დამრჩა, სამწუხაროდ. ღრმა ბავშვობაში იყო ეს, სოლფეჯიოსა და სპეციალობის გაკვეთილები დიდად არ მიზიდავდა. მხოლოდ ეს იყო ჩემი მუსიკასთან კონტაქტი, თუმცა მუსიკის სიყვარული დღემდე შემომრჩა. თითქმის ყოველი სუფრა მეგობრებთან ერთად სიმღერით მთავრდება და მეც ამ ყველაფერში აქტიურად ვარ ჩართული.

- რომელი მუსიკალური ჟანრი მოგწონთ?

- ქართული ქალაქური და რუსული "ბლატნოი"სიმღერები. ბოლო ათი წელია, ფრანგული სიმღერაც შემიყვარდა, მას მერე, რაც საფრანგეთში მომიწია ცხოვრებამ ოთხი წლის განმავლობაში.

- თქვენი მეუღლე, ეკა, როგორ შეხვდა თქვენს ახალ ამპლუას, ჩვენ ვხედავთ, როგორი მონდომებით გგულშემატკივრობთ...

- პირველად ეკას უთხრეს ამის შესახებ. სახლში რომ მოვიდა მითხრა, წარმოგიდგენია, რა შემომთავაზეს და თან ჰგონიათ, დათანხმდებიო. თუ სიმღერას მასწავლიან, რატომაც არა-მეთქი, ვუპასუხე. ეკას ვერ წარმოედგინა, რომ დავთანხმდებოდი, მან იცის ჩემი დამოკიდებულება, ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს ტელევიზიაში, არ მიყვარს მისვლა შოუებში, გადაცემებში, თუმცა მიწევს ეკას, მეგობრების, ოთარ ტატიშვილის გადამკიდე.

- საკმაოდ მრავალრიცხოვანი ფანკლუბი გყავთ ეკას მეთაურობით, ეს ეკრანზეც კარგად ჩანს...

- ეს მხოლოდ ეკას დამსახურება არ არის. არსებობს ჩემი მეგობრების მთელი ჯგუფი, მათი ცოლების, დების, რომლებიც მართლაც აქტიურად არიან ჩართული ამ ყველაფერში. ეს მხოლოდ მსიამოვნებს.

- ფანკლუბები კარგია, მაგრამ კრიტიკული ჯგუფები თუ შეგხვედრიათ?

- არა, ასეთი არ მახსენდება. მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს მუსიკოსობასა და მომღერლობაზე. ძირითადად, ოჯახში მაკრიტიკებენ მამაჩემი და ეკა. დედაჩემს ყველაფერი მოსწონს. კიდევ, პედაგოგები მაკრიტიკებენ ხოლმე.

- ძირითადად რა პრეტენზიები აქვთ პედაგოგებს?

- ჩვენს პედაგოგებს ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვთ. ძალიან ბევრს გვავარჯიშებენ, როგორ უნდა ვიმღეროთ. უკვე გამჯდარის შეცვლა და ახალი ინტერპრეტაციით წარმოჩენა ძალიან რთულია. უკვე გამჯდარის, დამახსოვრებულის დამტვრევა უფრო რთულია, ვიდრე ახლიდან სწავლა. ამის გამო რუსა ჩემით ხშირად არის უკმაყოფილო.

- ჟიურიზე მინდა გკითხოთ, ყველაზე დიდი ინტერესით ვის შეფასებას ელოდებით?

- ჟიურის ყველა წევრი თავისებურად პერსონაა და თავისი ფუნქცია აქვს. ყოველთვის კარგად ვხვდები თითოეულის შეფასებას. ერთდერთი, რასაც მოვითხოვ ის არის, რომ მათი შეფასება არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი ჩემი პარტნიორისთვის, იმიტომ, რომ ეს მათი კონკურსი არ არის, ეს ჩვენი, არაპროფესიონალების კონკურსია.

- თქვენთვის შეურაცხმყოფელი შეიძლება იყოს?

- არა, რა თქმა უნდა. პირადულ შეურაცხყოფას ყოველთვის პასუხს გავცემ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება