პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქის პირველი განცხადება ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით
პატრიარქის პირველი განცხადება ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს- პატ­რი­არ­ქი პარ­ლა­მენტს მი­მარ­თავს გა­და­დოს კა­ნონპ­რო­ექ­ტის "დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ყვე­ლა ფორ­მის აღ­მო­ფხვრის შე­სა­ხებ" მო­ცე­მუ­ლი სა­ხით მი­ღე­ბა.

ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში. ილია მე­ო­რის გან­ცხა­დე­ბა სა­პატ­რი­არ­ქო­ში დღეს პატ­რი­არ­ქის მდი­ვან­მა დე­კა­ნოზ­მა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველ­მა წა­ი­კი­თხა.

გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ამ­ჟა­მად გა­ნი­ხი­ლე­ბა კა­ნონპ­რო­ექ­ტი "დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ყვე­ლა ფორ­მის აღ­მო­ფხვრის შე­სა­ხებ". გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია მი­უ­ღებ­ლად მი­იჩ­ნევს ძა­ლა­დო­ბა­სა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ას, რად­გან ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რე­ლი­გია სიყ­ვა­რუ­ლის რე­ლი­გი­აა და მისი სწავ­ლე­ბა სიყ­ვა­რულ­სა და ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მას ეფუძ­ნე­ბა.

"ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტში კი კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში არარ­სე­ბუ­ლი ცნე­ბა "სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა" და "გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბის" შე­მო­ტა­ნა ხალ­ხში დიდ ვნე­ბა­თა­ღელ­ვას იწ­ვევს, რად­გან ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პი­როვ­ნუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი ისე­დაც თა­ნაბ­რად და­ცუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით. ღვთის მცნე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მორ­წმუ­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბა არატ­რა­დი­ცი­ულ სექ­სუ­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებს სა­მარ­თლი­ა­ნად მი­იჩ­ნევს მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ ცოდ­ვად, ხოლო წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფორ­მით ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ კა­ნონპ­რო­ექტს თვლის ის ამ ცოდ­ვის პრო­პა­გან­დად და და­კა­ნო­ნე­ბად", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რით, ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი იწ­ვევს ყვე­ლა რე­ლი­გი­ის აღი­ა­რე­ბუ­ლი ძი­რი­თა­დი თე­ო­რი­ის ეჭვქვეშ და­ყე­ნე­ბას. ეს კი, თა­ვის მხრივ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო ფე­ნე­ბის დის­კრი­მი­ნა­ცი­ის სა­შიშ­რო­ე­ბას ქმნის.

"ევ­რო­კავ­ში­რი წარ­მო­ად­გენს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ერე­ბი­სა და რე­ლი­გი­ე­ბის გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბელ მრა­ვალ­ფე­რო­ვან სივ­რცეს, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ აღი­ა­რებს სხვა­დას­ხვა ხალ­ხე­ბის კულ­ტუ­რა­სა და ტრა­დი­ცი­ებს, სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­შიც მზად არის გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს და პა­ტი­ვი სცეს ჩვენს ფა­სე­უ­ლო­ბებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მო­თხოვ­ნე­ბი ამ პრინ­ცი­პებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი მი­მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს, გა­და­დოს კა­ნონპ­რო­ექ­ტის მო­ცე­მუ­ლი სა­ხით მი­ღე­ბა, უზ­რუნ­ველ­ყოს ეკ­ლე­სი­ი­სა და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა მის გან­ხილ­ვა­ში, რათა მი­იღ­წეს შე­თან­ხმე­ბა და ნაჩ­ქა­რევ­მა ქმე­დე­ბამ უარ­ყო­ფი­თად არ იმოქ­მე­დოს ევ­რო­პი­სა­კენ ქვეყ­ნის სწრაფ­ვა­ზე.

რო­გორც დე­კა­ნოზ­მა მი­ქა­ელ­მა აღ­ნიშ­ნა, გან­ხილ­ვე­ბის და­წყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­პატ­რი­არ­ქო მზა­დაა ითა­ნამ­შრომ­ლოს და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

პატრიარქის პირველი განცხადება ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით

პატრიარქის პირველი განცხადება ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი პარლამენტს მიმართავს გადადოს კანონპროექტის "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" მოცემული სახით მიღება.

ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ილია მეორის განცხადება საპატრიარქოში დღეს პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა წაიკითხა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტში ამჟამად განიხილება კანონპროექტი "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ". განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკლესია მიუღებლად მიიჩნევს ძალადობასა და დისკრიმინაციას, რადგან ქრისტიანული რელიგია სიყვარულის რელიგიაა და მისი სწავლება სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება.

"ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ამ კანონპროექტში კი კონსტიტუციაში არარსებული ცნება "სექსუალური ორიენტაციისა" და "გენდერული იდენტობის" შემოტანა ხალხში დიდ ვნებათაღელვას იწვევს, რადგან ჩვენი მოქალაქეების პიროვნული უფლებები ისედაც თანაბრად დაცულია საქართველოში დღეს არსებული კანონმდებლობით. ღვთის მცნებებიდან გამომდინარე, მორწმუნე საზოგადოება არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს სამართლიანად მიიჩნევს მომაკვდინებელ ცოდვად, ხოლო წარმოდგენილი ფორმით ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს თვლის ის ამ ცოდვის პროპაგანდად და დაკანონებად", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საზოგადოების აზრით, ეს კანონპროექტი იწვევს ყველა რელიგიის აღიარებული ძირითადი თეორიის ეჭვქვეშ დაყენებას. ეს კი, თავის მხრივ საზოგადოების ფართო ფენების დისკრიმინაციის საშიშროებას ქმნის.

"ევროკავშირი წარმოადგენს განსხვავებული ერებისა და რელიგიების გამაერთიანებელ მრავალფეროვან სივრცეს, რომელიც აცხადებს, რომ აღიარებს სხვადასხვა ხალხების კულტურასა და ტრადიციებს, საქართველოსთან მიმართებაშიც მზად არის გაითვალისწინოს და პატივი სცეს ჩვენს ფასეულობებს. აღნიშნული კანონპროექტის მოთხოვნები ამ პრინციპებს ეწინააღმდეგება", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართავს საქართველოს პარლამენტს, გადადოს კანონპროექტის მოცემული სახით მიღება, უზრუნველყოს ეკლესიისა და ფართო საზოგადოების ჩართულობა მის განხილვაში, რათა მიიღწეს შეთანხმება და ნაჩქარევმა ქმედებამ უარყოფითად არ იმოქმედოს ევროპისაკენ ქვეყნის სწრაფვაზე.

როგორც დეკანოზმა მიქაელმა აღნიშნა, განხილვების დაწყების შემთხვევაში საპატრიარქო მზადაა ითანამშრომლოს დაინტერესებულ მხარეებთან.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა