მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის აყვირებდნენ შვილები ზურა გეწაძეს
როდის აყვირებდნენ შვილები ზურა გეწაძეს

ზურა გე­წა­ძე­სა და ნა­ნუ­კა ლი­თა­ნიშ­ვილს ოთხი შვი­ლი ჰყავთ. უფ­რო­სი, 23 წლის ერეკ­ლე, პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბია. მამა-შვილს შო­რის სხვა­ო­ბა 20 წე­ლია. ერეკ­ლე თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ჯგუფ­ში სწავ­ლობ­და. ახლა მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რში რე­ჟი­სო­რი ნინო ჩაკ­ვე­ტა­ძე დგამს სპექ­ტაკლს "დო­რი­ან გრე­ის პორ­ტრე­ტი", სა­დაც ის ცნო­ბი­ლი რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რის როლს შე­ას­რუ­ლებს. ამ­ჟა­მად რე­პე­ტი­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და პრე­მი­ე­რა მა­ის­ში იგეგ­მე­ბა. მამა-შვილს თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში შევ­ხვდით...

- ერეკ­ლე, თე­ატ­რა­ლე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­დე და გა­ი­ზარ­დე. რო­დის გა­გიჩ­ნდა სურ­ვი­ლი, რომ თა­ვა­დაც ამა­ვე სფე­რო­ში ყო­ფი­ლი­ყა­ვი?

- სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბას ვფიქ­რობ­დი, მო­ნა­ცე­მე­ბი მქონ­და, მაგ­რამ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბი­სას არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე რომ დავ­დე­ქი, ბოლო მო­მენ­ტში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი­ნო­სა­რე­ჟი­სო­რო­სა და სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტებ­ზე შე­ვა­ჩე­რე. ორი­ვე გა­მოც­და­ზე ერ­თნა­ი­რი, კარ­გი ქუ­ლე­ბი მი­ვი­ღე, მაგ­რამ ბო­ლოს სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტი ავირ­ჩიე.

- ბა­ტო­ნო ზურა, რა რე­აქ­ცია გქონ­დათ მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე და სად ხე­დავ­დით თქვე­ნი შვი­ლის მო­მა­ვალს?

- ერეკ­ლემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვად მი­ი­ღო. იცით რა, მე არა­სო­დეს და­მი­ძა­ლე­ბია ან თავ­ზე არ მო­მიხ­ვე­ვია ჩემი აზ­რე­ბი. ერ­თა­დერ­თი, რა­საც სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი, ის იყო, რომ მუ­სი­კის­თვის თავი არ და­ე­ნე­ბე­ბი­ნა. ერეკ­ლეს დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს შვიდ­წლე­დი, ფორ­ტე­პი­ა­ნო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბი­ჭებს გარ­და­მა­ვალ ასაკ­ში აღარ სურთ მუ­სი­კა­ზე სი­ა­რუ­ლი. ერეკ­ლე­საც ეს პე­რი­ო­დი რომ და­უდ­გა, სწავ­ლის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბას აპი­რებ­და, მაგ­რამ მა­შინ ვუ­თხა­რი, შვიდ­წლედს თუ და­ამ­თავ­რებ, რო­მელ ინ­სტრუ­მენ­ტსაც მე­ტყვი, იმას გი­ყი­დი-მეთ­ქი. მა­შინ სინ­თე­ზა­ტო­რი უნ­დო­და და ამის იშ­ტა­ზე და ხათ­რით (იღი­მის) ბო­ლომ­დე "გა­ი­ტა­ნა". შვიდ­წლე­დი რომ და­ამ­თავ­რა, და­სარ­ტყა­მი ინ­სტრუ­მენ­ტი მო­ი­თხო­ვა. ვეხ­ვე­წეთ, იქ­ნებ, გა­და­ი­ფიქ­რო, "უდარ­ნი­კი" სახ­ლში სა­ში­ნე­ლე­ბაა და სხვა რამ აირ­ჩიო-მეთ­ქი, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­ინც არ შეც­ვა­ლა. ვუ­ყი­დეთ "უდარ­ნი­კი" და შემ­დეგ მან სწავ­ლა და­სარ­ტყა­მი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გან­ხრით გა­აგ­რძე­ლა.

- თქვენ გაქვთ მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა?

- დიახ. დე­და­ჩე­მი მუ­სი­კო­სია, კონ­სერ­ვა­ტო­რია აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და. დიდი ჩხუ­ბი­სა და წი­ვილ-კი­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, შვიდ­წლე­დი არ და­მიმ­თავ­რე­ბია, ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ ბოლო ორი წელი გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრა მო­ვი­სურ­ვე და ეს კურ­სი გა­ვი­ა­რე.

- დღეს უკ­რავთ გი­ტა­რა­ზე?

- ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, შინ გი­ტა­რა არ მაქვს, თუმ­ცა სპექ­ტაკ­ლებ­ში მი­წევს დაკ­ვრა. ჩემ­თვის ვუკ­რავ, პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე არა.

- ერეკ­ლე, მუ­სი­კას წერ. არ ფიქ­რობ, რომ ამ სა­კითხს უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად მი­უდ­გე?

- თავ­და­პირ­ვე­ლად ამას ექ­სპე­რი­მენ­ტის სახე ჰქონ­და. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში დავ­ხვე­წე და გან­ვა­ვი­თა­რე. დღემ­დე ბევ­რი კომ­პო­ზი­ცია მაქვს შექ­მნი­ლი, თუმ­ცა უდი­დეს ნა­წილს ინ­ტერ­ნეტ­ში არ ვა­თავ­სებ. მუ­სი­კო­სო­ბა­ზე პრე­ტენ­ზია არ მაქვს და არა­ვის ვთა­ვა­ზობ, ჩემს მუ­სი­კას მო­უს­მი­ნოს, ეს ჰო­ბის დო­ნე­ზეა და ხუმ­რო­ბის სახე აქვს. არ ვიცი, რა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში, თუ ჩემ­ში და­ვი­ნა­ხე პო­ტენ­ცი­ა­ლი, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­სი­კა გა­ვა­კე­თო, ალ­ბათ, ასეც იქ­ნე­ბა.

- ბა­ტო­ნო ზურა, ერეკ­ლე თქვე­ნი პირ­ვე­ლი შვი­ლია. რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ მისი და­ბა­დე­ბა?

- 20 წლის ვი­ყა­ვი, მამა რომ გავ­ხდი. კა­მოს ქუ­ჩა­ზე სამ­შო­ბი­ა­როს ეზო­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ვე­ლო­დით ერეკ­ლეს და­ბა­დე­ბას, მე­გობ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი რო­გორც ჩემი მხრი­დან, ისე ნა­ნუ­კა­სი. წი­ნას­წარ არ ვი­ცო­დით სქე­სი. ბე­ბი­ა­ქა­ლი რომ გა­მო­ვი­და და ბი­ჭის და­ბა­დე­ბა გვა­ხა­რა, დიდი ემო­ცი­ის ქვეშ ვი­ყა­ვი. დავ­რბო­დი და ვხტო­დი, მი­ლო­ცავ­დნენ შამ­პა­ნუ­რით და ა.შ. იმ დროს თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში მე­სა­მე კურ­სზე ვსწავ­ლობ­დი და ვერ ვი­ტყვი, რომ მშობ­ლის რო­ლის­თვის მზად ვი­ყა­ვი. ინ­სტი­ტუ­ტში სა­კურ­სო სპექ­ტაკლს ვდგამ­დით, გა­ცხა­რე­ბუ­ლი რე­პე­ტი­ცი­ე­ბი გვქონ­და და მა­მობ­რივ ყუ­რა­დღე­ბას ვერ ვამ­ჟღავ­ნებ­დი. უბ­რა­ლოდ, ეს ჩემ­თვის დიდი მოვ­ლე­ნა იყო, სახ­ლში რომ მოვ­დი­ო­დი და იქ მხვდე­ბო­და პა­ტა­რა, ჩემი შვი­ლი.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ვის ჰგავს?

- ორი­ვეს. ნა­ნუ­კა­საც ჰგავს და მეც. მე ხმით, პლას­ტი­კი­თა და მოძ­რა­ო­ბე­ბით. სა­ერ­თოდ, შვი­ლე­ბი­დან ცოტ-ცოტა ყვე­ლა მგავს, ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ჰგვა­ნან, ერთი ყა­ლი­ბის არი­ან (იღი­მის).

- ერეკ­ლე სპორტზე დაგ­ყავ­დათ?

- ცურ­ვა­ზე, წყალ­ბურ­თსა და კა­ლათ­ბურთზე და­დი­ო­და. შემ­დეგ ხრი­დო­ლი აი­ჩე­მა.

ერეკ­ლე:

- სახ­ლში მო­თენ­თი­ლი ვი­ჯე­ქი. საქ­მე არ მქონ­და, თან ჯერ აბი­ტუ­რი­ენ­ტი არ ვი­ყა­ვი და მინ­დო­და, აქ­ტი­უ­რი სპორ­ტით დავ­კა­ვე­ბუ­ლი­ყა­ვი. ორ­თაბ­რძო­ლა მინ­დო­და, მაგ­რამ მირ­ჩი­ეს, ქარ­თულ საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე მევ­ლო და ასეც მო­ვი­ქე­ცი.

- ბა­ტო­ნი ზურა ყო­ველ­თვის გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლია. რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ აყ­ვი­რე­ბა არ იცის...

ზურა:

- ხე­დავ, რო­გო­რი იმი­ჯი მაქვს (იღი­მის)?!

ერეკ­ლე:

- კი, აყ­ვი­რე­ბუ­ლი მახ­სოვს, მაგ­რამ არა მხო­ლოდ სახ­ლში, გა­რე­თაც (იღი­მის). შინ მა­შინ ყვი­რო­და, როცა ჩვე­ნი ქცე­ვე­ბი­დან რამე არ მო­ე­წო­ნე­ბო­და, მაგ­რამ ამ ბოლო დროს კარ­გად ვიქ­ცე­ვით (იღი­მის).

- თქვე­ნი შვი­ლე­ბი რამ­დე­ნად და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი არი­ან და სა­ერ­თოდ, რო­გორ გან­სა­ზღვრავთ ამ სი­ტყვას?

ზურა:

- მე და ნა­ნუ­კა მი­ვიჩ­ნევთ, რომ შვი­ლებს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეთ. პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა თუ რა­მის სწავ­ლა, თა­ვად უნდა გა­და­წყვი­ტონ. ვცდი­ლობთ, ჩვე­ნი აზრი არა­სო­დეს მო­ვახ­ვი­ოთ თავ­ზე.

- ხში­რად მი­დი­ხართ დათ­მო­ბა­ზე? ვთქვათ, როცა რო­მე­ლი­მე მათ­განს რამე სამ­კა­უ­ლის ტა­რე­ბა სურს, ან თმას იზ­რდის, გან­სხვა­ვე­ბულ იმიჯს ირ­გებს...

- გა­აჩ­ნია ასაკს. როცა გო­გო­ნა ნა­ად­რე­ვად იწყებს მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბას, ეს ყვე­ლას გვა­ღი­ზი­ა­ნებს და მთე­ლი ოჯა­ხი ამის წი­ნა­აღ­მდეგ მივ­დი­ვართ. ამის გამო სა­ლო­მეს­თან გვი­კა­მა­თია. ახლა ის უკვე 19 წლის ხდე­ბა და ეს პე­რი­ო­დი გა­ვი­ა­რეთ. სა­ერ­თოდ, ასე­თი რამ გარ­და­მა­ვალ ასაკს ახა­სი­ა­თებს. ბავ­შვებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჩაც­მუ­ლო­ბა, ვარ­ცხნი­ლო­ბის ტა­რე­ბა სურთ. ერეკ­ლეს ჩაც­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით მეც და ნა­ნუ­კა­საც გვაქვს ჩვე­ნი აზრი. რაც არ მოგ­ვწონს, ვე­უბ­ნე­ბით ხოლ­მე, მაგ­რამ თა­ვად რაც მოს­წონს, იმას იც­ვამს. თა­ვად ყი­დუ­ლობს ტან­საც­მელს და ეს მისი არ­ჩე­ვა­ნია.

იხი­ლეთ სრუ­ლად

როდის აყვირებდნენ შვილები ზურა გეწაძეს

როდის აყვირებდნენ შვილები ზურა გეწაძეს

ზურა გეწაძესა და ნანუკა ლითანიშვილს ოთხი შვილი ჰყავთ. უფროსი, 23 წლის ერეკლე, პროფესიით მსახიობია. მამა-შვილს შორის სხვაობა 20 წელია. ერეკლე თეატრალურ უნივერსიტეტში გიორგი მარგველაშვილის ჯგუფში სწავლობდა. ახლა მუსიკისა და დრამის თეატრში რეჟისორი ნინო ჩაკვეტაძე დგამს სპექტაკლს ''დორიან გრეის პორტრეტი'', სადაც ის ცნობილი რომანის მთავარი გმირის როლს შეასრულებს. ამჟამად რეპეტიციები მიმდინარეობს და პრემიერა მაისში იგეგმება. მამა-შვილს თუმანიშვილის თეატრში შევხვდით...

- ერეკლე, თეატრალების ოჯახში დაიბადე და გაიზარდე. როდის გაგიჩნდა სურვილი, რომ თავადაც ამავე სფეროში ყოფილიყავი?

- სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას ვფიქრობდი, მონაცემები მქონდა, მაგრამ ეროვნული გამოცდების მოახლოებისას არჩევანის წინაშე რომ დავდექი, ბოლო მომენტში გადაწყვეტილება კინოსარეჟისოროსა და სამსახიობო ფაკულტეტებზე შევაჩერე. ორივე გამოცდაზე ერთნაირი, კარგი ქულები მივიღე, მაგრამ ბოლოს სამსახიობო ფაკულტეტი ავირჩიე.

- ბატონო ზურა, რა რეაქცია გქონდათ მის გადაწყვეტილებაზე და სად ხედავდით თქვენი შვილის მომავალს?

- ერეკლემ გადაწყვეტილება თავად მიიღო. იცით რა, მე არასოდეს დამიძალებია ან თავზე არ მომიხვევია ჩემი აზრები. ერთადერთი, რასაც სულ ვეუბნებოდი, ის იყო, რომ მუსიკისთვის თავი არ დაენებებინა. ერეკლეს დამთავრებული აქვს შვიდწლედი, ფორტეპიანო. მოგეხსენებათ, ბიჭებს გარდამავალ ასაკში აღარ სურთ მუსიკაზე სიარული. ერეკლესაც ეს პერიოდი რომ დაუდგა, სწავლისთვის თავის დანებებას აპირებდა, მაგრამ მაშინ ვუთხარი, შვიდწლედს თუ დაამთავრებ, რომელ ინსტრუმენტსაც მეტყვი, იმას გიყიდი-მეთქი. მაშინ სინთეზატორი უნდოდა და ამის იშტაზე და ხათრით (იღიმის) ბოლომდე ''გაიტანა''. შვიდწლედი რომ დაამთავრა, დასარტყამი ინსტრუმენტი მოითხოვა. ვეხვეწეთ, იქნებ, გადაიფიქრო, ''უდარნიკი'' სახლში საშინელებაა და სხვა რამ აირჩიო-მეთქი, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც არ შეცვალა. ვუყიდეთ ''უდარნიკი'' და შემდეგ მან სწავლა დასარტყამი ინსტრუმენტების განხრით გააგრძელა.

- თქვენ გაქვთ მუსიკალური განათლება?

- დიახ. დედაჩემი მუსიკოსია, კონსერვატორია აქვს დამთავრებული და პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. დიდი ჩხუბისა და წივილ-კივილის მიუხედავად, შვიდწლედი არ დამიმთავრებია, ვსწავლობდი, მაგრამ ბოლო ორი წელი გიტარაზე დაკვრა მოვისურვე და ეს კურსი გავიარე.

- დღეს უკრავთ გიტარაზე?

- ბოლო რამდენიმე წელია, შინ გიტარა არ მაქვს, თუმცა სპექტაკლებში მიწევს დაკვრა. ჩემთვის ვუკრავ, პროფესიულ დონეზე არა.

- ერეკლე, მუსიკას წერ. არ ფიქრობ, რომ ამ საკითხს უფრო სერიოზულად მიუდგე?

- თავდაპირველად ამას ექსპერიმენტის სახე ჰქონდა. დროთა განმავლობაში დავხვეწე და განვავითარე. დღემდე ბევრი კომპოზიცია მაქვს შექმნილი, თუმცა უდიდეს ნაწილს ინტერნეტში არ ვათავსებ. მუსიკოსობაზე პრეტენზია არ მაქვს და არავის ვთავაზობ, ჩემს მუსიკას მოუსმინოს, ეს ჰობის დონეზეა და ხუმრობის სახე აქვს. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, თუ ჩემში დავინახე პოტენციალი, რომ სერიოზული მუსიკა გავაკეთო, ალბათ, ასეც იქნება.

- ბატონო ზურა, ერეკლე თქვენი პირველი შვილია. როგორ გახსენდებათ მისი დაბადება?

- 20 წლის ვიყავი, მამა რომ გავხდი. კამოს ქუჩაზე სამშობიაროს ეზოში უამრავი ადამიანი ველოდით ერეკლეს დაბადებას, მეგობრები, ნათესავები როგორც ჩემი მხრიდან, ისე ნანუკასი. წინასწარ არ ვიცოდით სქესი. ბებიაქალი რომ გამოვიდა და ბიჭის დაბადება გვახარა, დიდი ემოციის ქვეშ ვიყავი. დავრბოდი და ვხტოდი, მილოცავდნენ შამპანურით და ა.შ. იმ დროს თეატრალურ ინსტიტუტში მესამე კურსზე ვსწავლობდი და ვერ ვიტყვი, რომ მშობლის როლისთვის მზად ვიყავი. ინსტიტუტში საკურსო სპექტაკლს ვდგამდით, გაცხარებული რეპეტიციები გვქონდა და მამობრივ ყურადღებას ვერ ვამჟღავნებდი. უბრალოდ, ეს ჩემთვის დიდი მოვლენა იყო, სახლში რომ მოვდიოდი და იქ მხვდებოდა პატარა, ჩემი შვილი.

- როგორ ფიქრობთ, ვის ჰგავს?

- ორივეს. ნანუკასაც ჰგავს და მეც. მე ხმით, პლასტიკითა და მოძრაობებით. საერთოდ, შვილებიდან ცოტ-ცოტა ყველა მგავს, ისინი ერთმანეთს ჰგვანან, ერთი ყალიბის არიან (იღიმის).

- ერეკლე სპორტზე დაგყავდათ?

- ცურვაზე, წყალბურთსა და კალათბურთზე დადიოდა. შემდეგ ხრიდოლი აიჩემა.

ერეკლე:

- სახლში მოთენთილი ვიჯექი. საქმე არ მქონდა, თან ჯერ აბიტურიენტი არ ვიყავი და მინდოდა, აქტიური სპორტით დავკავებულიყავი. ორთაბრძოლა მინდოდა, მაგრამ მირჩიეს, ქართულ საბრძოლო ხელოვნებაზე მევლო და ასეც მოვიქეცი.

- ბატონი ზურა ყოველთვის გაწონასწორებულია. რატომღაც მგონია, რომ აყვირება არ იცის...

ზურა:

- ხედავ, როგორი იმიჯი მაქვს (იღიმის)?!

ერეკლე:

- კი, აყვირებული მახსოვს, მაგრამ არა მხოლოდ სახლში, გარეთაც (იღიმის). შინ მაშინ ყვიროდა, როცა ჩვენი ქცევებიდან რამე არ მოეწონებოდა, მაგრამ ამ ბოლო დროს კარგად ვიქცევით (იღიმის).

- თქვენი შვილები რამდენად დამოუკიდებლები არიან და საერთოდ, როგორ განსაზღვრავთ ამ სიტყვას?

ზურა:

- მე და ნანუკა მივიჩნევთ, რომ შვილებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების საშუალება უნდა ჰქონდეთ. პროფესიული არჩევანი იქნება თუ რამის სწავლა, თავად უნდა გადაწყვიტონ. ვცდილობთ, ჩვენი აზრი არასოდეს მოვახვიოთ თავზე.

- ხშირად მიდიხართ დათმობაზე? ვთქვათ, როცა რომელიმე მათგანს რამე სამკაულის ტარება სურს, ან თმას იზრდის, განსხვავებულ იმიჯს ირგებს...

- გააჩნია ასაკს. როცა გოგონა ნაადრევად იწყებს მაკიაჟის გაკეთებას, ეს ყველას გვაღიზიანებს და მთელი ოჯახი ამის წინააღმდეგ მივდივართ. ამის გამო სალომესთან გვიკამათია. ახლა ის უკვე 19 წლის ხდება და ეს პერიოდი გავიარეთ. საერთოდ, ასეთი რამ გარდამავალ ასაკს ახასიათებს. ბავშვებს განსხვავებული ჩაცმულობა, ვარცხნილობის ტარება სურთ. ერეკლეს ჩაცმასთან დაკავშირებით მეც და ნანუკასაც გვაქვს ჩვენი აზრი. რაც არ მოგვწონს, ვეუბნებით ხოლმე, მაგრამ თავად რაც მოსწონს, იმას იცვამს. თავად ყიდულობს ტანსაცმელს და ეს მისი არჩევანია.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება