მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხატია შამუგია: "სულ შეყვარებული ვარ"
ხატია შამუგია: "სულ შეყვარებული ვარ"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ან­ტო­ნიო ბან­დერას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით, ბევ­რი მე­გობ­რის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. რო­გორ და სად შეხ­ვდა კი­ნო­ვარ­სკვლავს, რის გამო იღებს საყ­ვე­დუ­რებს, რას გა­ა­კე­თებ­და, ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ იწყებ­დეს, რო­გო­რია მისი სიყ­ვა­რუ­ლი და რო­დის არის ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- სა­ხე­ლი და გვა­რი...

- ...ხა­ტია შა­მუ­გია.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- ...1977 წლის 10 აგ­ვის­ტო.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რია და ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უყ­ვარ­სო.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...მსა­ხი­ო­ბი. დე­და­ჩე­მის დიდი პე­ნი­უ­ა­რი მომ­წონ­და. სარ­კის წინ ვი­დე­ქი და მო­ნო­ლო­გებს ვკი­თხუ­ლობ­დი. დრა­მა­ტულ წრე­ზეც დავ­დი­ო­დი. ხან მე­ლა­კუ­და ვი­ყა­ვი, ხან - კონ­კია, ხა­ნაც - ფისო. რომ გა­ვი­ზარ­დე, ჩემ­ში მსა­ხი­ო­ბო­ბის ნიჭი დი­დად ვერ და­ვი­ნა­ხე. თან, ოჯახ­ში სა­მე­დი­ცი­ნოს­თვის მამ­ზა­დებ­დნენ. ჩემი მა­მი­ნაც­ვა­ლი ექი­მი იყო, პრო­ფე­სო­რი, და მა­საც ძა­ლიან დიდი სურ­ვი­ლი ჰქონ­და, ეს პრო­ფე­სია ამერ­ჩია. სა­ბო­ლო­ოდ ჩემ­ში მა­ინც ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი საგ­ნე­ბი­სად­მი სიყ­ვა­რულ­მა გა­და­ძა­ლა და ფი­ლო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე ამოვ­ყა­ვი თავი.

- ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

- ...შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბას. ყო­ველ­გვა­რი ყალ­ბი თავ­მდაბ­ლო­ბის გა­რე­შე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ შრო­მის­მოყ­ვა­რე ვარ.

- ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე...

- ...ალ­ბათ ძა­ლი­ან ცოტა რა­მეს შევ­ცვლი­დი. ნაკ­ლებ შეც­დო­მას და­ვუშ­ვებ­დი. პრო­ფე­სი­ას იმა­ვეს ავირ­ჩევ­დი. მე­ტად პრაგ­მა­ტუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან მაღ­ლა არ დავფრი­ნავ.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, როცა...

- ...ჩემ გარ­შე­მო ყვე­ლა ჯან­მრთე­ლად და კარ­გად არის.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა; სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებ­ზე არას­დროს ვლა­პა­რა­კობ. არ მინ­და, გარ­შე­მო მყოფთ ცუდი გან­წყო­ბა გა­დავ­დო.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც არ მომ­წონს და ვცდი­ლობ გა­მო­ვას­წო­რო...

- ...ზედ­მე­ტი ლო­ი­ა­ლუ­რო­ბა.

- დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს...

- ...ვა­ღი­ა­რებ. თუ დამ­ნა­შა­ვე ვარ, ბო­დი­შის მოხ­დაც არ მი­ჭირს. როცა ადა­მი­ა­ნი აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ შეც­დო­მა და­უშ­ვა და აღი­ა­რებს, პი­როვ­ნუ­ლად მე­ტად იზ­რდე­ბა და მაღ­ლდე­ბა.

- დათ­მო­ბა შე­მიძ­ლია, თუ...

- ...მო­მა­ვალ­ში ურ­თი­ერ­თო­ბას წა­ად­გე­ბა, თუ მი­ღირს.

- თავს ვერ ვი­კა­ვებ და ვტი­რი, როცა...

- ...ამ ბოლო დროს, გულ­ჩვი­ლო­ბა დამ­ჩემ­და. მო­ხუც ადა­მი­ანს რომ აჩ­ვე­ნე­ბენ ან თავ­შე­საფ­რი­დან სი­უ­ჟეტს ვუ­ყუ­რებ, მე­ტი­რე­ბა.

- ბო­ლოს ვი­ტი­რე...

- ...როცა მუ­სი­კის, კი­ნო­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის მუ­ზე­უმ­ში გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი და კახი კავ­სა­ძე და­ა­ჯილ­დო­ეს. ისე­თი საყ­ვარ­ლე­ბი იყ­ვნენ, ემო­ცი­ის­გან ცრემ­ლე­ბი წა­მო­მი­ვი­და.

- როცა მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ...

- ...მე­ში­ნია, რამე ისე რომ არ იყოს, რო­გორც მე ვგეგ­მავ.

- ვფიქ­რობ, 10 წლის შემ­დეგ...

- ...მე­ტად შემ­დგა­რი, პრო­ფე­სი­უ­ლად მე­ტად გაზ­რდი­ლი და კარ­გი შვი­ლის დედა ვიქ­ნე­ბი.

- მარ­ტო იქ­ნე­ბი?

- მარ­ტო არას­დროს ვარ.

- სიყ­ვა­რუ­ლი ეს...

- ...არის გრძნო­ბა, რო­მე­ლიც გა­ბედ­ნი­ე­რებს, ლაღს და მსუ­ბუქს გხდის.

- როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ...

- ...მე სულ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ. ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი ძა­ლი­ან ფე­რა­დია, ცი­სარ­ტყე­ლას ჰგავს. მაგ­რამ ეს ის თე­მაა, რო­მელ­ზეც არას­დროს ვლა­პა­რა­კობ. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი უნდა იყოს იმის­თვის, რომ საქ­მე კარ­გად აკე­თოს.

- ამ წუთ­ში ძა­ლი­ან მინ­და ვიყო...

- ...სად­მე ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, შვილ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად.

- წო­ნას­წო­რო­ბი­დან ჩემი გა­მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლია...

- ...ღა­ლატს და ტყუ­ილს. ასეთ დროს ადა­მი­ანს ვკარ­გავ, ისე, რომ კონ­ფლიქ­ტში არას­დროს შევ­დი­ვარ. მი­ვალ, ავუხ­სნი და და­ვემ­შვი­დო­ბე­ბი.

- მე­ზა­რე­ბა...

- ...დი­ლით ადრე ად­გო­მა.

- მე ვარ შე­უმ­დგა­რი...

- ...დი­ა­სახ­ლი­სი, კუ­ლი­ნა­რი. რაც ასა­კი მე­მა­ტე­ბა, მე­ტად მომ­წონს, რო­ცა ჩემი მე­გობ­რე­ბი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სე­ბენ, "გემ­რი­ე­ლო­ბებს" ამ­ზა­დე­ბენ, მერე მე­გობ­რებს გვე­პა­ტი­ჟე­ბი­ან და ა.შ. ვთვლი, რომ კარ­გი კუ­ლი­ნა­რო­ბა ქა­ლის და­დე­ბი­თი მხა­რეა. მე­გობ­რებს დე­დის მიერ მომ­ზა­დე­ბულ კერ­ძებ­ზე ვე­პა­ტი­ჟე­ბი. და­მო­უ­კი­დებ­ლად რისი გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია? კვერ­ცხს და კარ­ტო­ფილს შევწვამ, სო­სისს და პელ­მენს მოვ­ხარ­შავ.

- ცხოვ­რე­ბას ვი­ლა­მა­ზებ...

- ...ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით.

- ვოც­ნე­ბობ...

- ...ვიყო ბედ­ნი­ე­რი დედა.

- ვეპ­რან­ჭე­ბი...

- ...სულ ვიპ­რან­ჭე­ბი. პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თავს ვეპ­რან­ჭე­ბი. თუ სა­კუ­თა­რი თა­ვით კმა­ყო­ფი­ლი არ ხარ, ის დღე შენ­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა. თა­ვის მოვ­ლა გე­ნე­ტი­კუ­რად მომ­დევს. ბე­ბია, დედა - ყვე­ლა­ნი კარ­გად უვ­ლიდ­ნენ თავს. რო­გო­რი დაღ­ლი­ლიც უნდა ვიყო და რო­გორც უნდა მე­ძი­ნე­ბო­დეს, არ არ­სე­ბობს, ღა­მის პრო­ცე­დუ­რე­ბი არ ჩა­ვი­ტა­რო, კრე­მი არ წა­ვის­ვა. ჩემი მე­გობ­რე­ბი სულ დამ­ცი­ნი­ან: როცა და­სას­ვე­ნებ­ლად მივ­დი­ვარ, შე­იძ­ლე­ბა წა­ვი­ღო 4 ხელი ტან­საც­მე­ლი და 4 ჩან­თა კრე­მე­ბი. ხუმ­რო­ბენ, სხე­უ­ლის ყვე­ლა ნაკ­ვთის­თვის ცალ-ცალ­კე კრე­მი გაქ­ვსო.

- ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია, კარგ ხა­სი­ათ­ზე და­მა­ყე­ნოს...

- ...კარ­გმა კომ­პლი­მენ­ტმა. ვა­ღი­ა­რებ, კომ­პლი­მენ­ტე­ბი ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს.

- როცა სა­ჯა­როდ მა­ქე­ბენ...

- ...ესეც მიყ­ვარს. გუ­ლი­დან წა­მო­სულ სა­ქე­ბარ სი­ტყვებ­საც სი­ხა­რუ­ლით ვი­ღებ. მე ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა უყ­ვარს.

- ეს ბევ­რს უყ­ვარს, მაგ­რამ ცოტა ვინ­მე აღი­ა­რებს.

- მე ვა­ღი­ა­რებ. კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა არ მაქვს.

- ცხოვ­რე­ბა­ში რის­კზე...

- ...იშ­ვი­ა­თად მივ­დი­ვარ. ჩემი პრინ­ცი­პია - ას­ჯერ გავ­ზო­მო და ერთხელ გავ­ჭრა. ძა­ლი­ან ფრთხი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ.

- ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დი...

- ...ან­ტო­ნიო ბან­დერას­თან ერ­თად, თან მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით, ფო­ტოს თუ გა­და­ვი­ღებ­დი. ჩვე­ნი კომ­პა­ნია ან­ტო­ნიო პუ­ი­ჯის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი ჯგუ­ფის პარტნი­ო­რია. კომ­პა­ნი­ას წელს 100 წელი შე­უს­რულ­და და იუ­ბი­ლე­ზე ვი­ყა­ვით მიწ­ვე­უ­ლე­ბი. ერ­თკვი­რი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იყო. გაგ­ვაც­ნეს სი­ახ­ლე­ე­ბი და იყო სა­დღე­სას­წა­უ­ლო სა­ღა­მო­ე­ბი. ერთ-ერთ მა­ღა­ლი დო­ნის წვე­უ­ლე­ბა­ზე მე და ან­ტო­ნიო ერ­თად აღ­მოვ­ჩნდით. მაგ­რამ იქ ვერ მიხ­ვი­დო­დი და სა­მახ­სოვ­რო ფო­ტოს ვერ გა­და­ი­ღებ­დი. ბან­დერა­სის გარ­და, წვე­უ­ლე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მო­ვიდ­ნენ: ჟან პოლ გო­ტიე, კა­რო­ლი­ნა ჰე­რე­რა... ისე მოხ­და, რომ ან­ტო­ნიო გა­სას­ვლე­ლის­კენ და­იძ­რა. ყვე­ლამ სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა და­ი­წყო. მის­მა პრო­დი­უ­სერ­მა გვა­ნიშ­ნა, ფო­ტოს გა­და­ღე­ბა დამ­თავ­რაო. გული დამ­წყდა, შე­ვი­ცხა­დე. ეტყო­ბა, შე­მამ­ჩნია, თა­ვად მო­ვი­და და მი­თხრა, სუ­რა­თი გა­და­ვი­ღო­თო. ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი წუ­თე­ბი იყო. უკვე 54 წლის არის, მაგ­რამ სა­ო­ცარ ფორ­მა­შია. გა­რუ­ჯუ­ლი, მოვ­ლი­ლი, ნა­ვარ­ჯი­შე­ბი სხე­უ­ლით და ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლი გა­რეგ­ნო­ბით. ის ემო­ცია დღემ­დე მომ­ყვე­ბა. გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­ანთ კერ­პებს რომ ხვდე­ბი­ან, რო­გორ გან­ცდებ­ში არი­ან. ცხოვ­რე­ბა­ში შემ­თხვე­ვით არა­ფე­რი ხდე­ბა. ყო­ველ­თვის ვა­მა­ყობ­დი, მე, ან­ტო­ნიო ბან­დერა­სი, ზურა ყიფ­ში­ძე და გია ყან­ჩე­ლი 10 აგ­ვის­ტოს ვართ და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი-მეთ­ქი. კერ­პე­ბი არ მყავს, მაგ­რამ გა­მორ­ჩე­უ­ლად მომ­წონს ან­ტო­ნიო ბან­დერა­სი, ენდი გარ­სია და რო­ბერტ და­უ­ნი-უმ­ცრო­სი. პირ­ველ ორ­თან შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უკვე მო­მე­ცა და იმე­დია, რო­ბერტ და­უ­ნი­საც შევ­ხვდე­ბი. ოც­ნე­ბე­ბი ხდე­ბა.

- ხში­რად მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ...

- ....მო­უც­ლე­ლო­ბის გამო, ტე­ლე­ფონს რომ ვერ ვპა­სუ­ხობ.

- ვუფრ­თხილ­დე­ბი...

- ...ურ­თი­ერ­თო­ბებს.

- ვნა­ნობ, რომ...

- ...ისე­თი პრაგ­მა­ტუ­ლი არ ვარ, რო­გო­რიც უნდა ვიყო.

- არა­ვის­თან ვსა­უბ­რობ...

- ...პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, რად­გან ის გან­ცდე­ბი მხო­ლოდ ჩემი და იმ ადა­მი­ა­ნი­საა, ვის­თა­ნაც გრძნო­ბა მა­კავ­ში­რებს.

- მე­ში­ნია...

- ...ჯან­მრთე­ლო­ბის შერ­ყე­ვის.

- ძა­ლი­ან ბევ­რი ფული რომ მქონ­დეს...

- ...ბევ­რს ვი­მოგ­ზა­უ­რებ­დი. ქვე­ყა­ნა, რო­მელ­შიც ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ჩა­ვე­დი და ოც­ნე­ბად გა­და­მექ­ცა, პორ­ტუ­გა­ლი­აა.

- რამ­დე­ნიც უნდა გა­და­მი­ხა­დონ...

- ...ვერ ვი­მუ­შა­ვებ ისეთ სამ­სა­ხურ­ში, რო­მე­ლიც სი­ა­მოვ­ნე­ბას არ მო­მა­ნი­ჭებს. ვერ ვი­მუ­შა­ვებ ისეთ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან, რო­მე­ლიც არ მეყ­ვა­რე­ბა.

- ნატ­ვრის­თვა­ლი და ერთი ნატ­ვრის უფ­ლე­ბა რომ მქონ­დეს...

- ...ვი­ნატ­რებ­დი, ყვე­ლა ჩემი ნაც­ნო­ბი და ახ­ლო­ბე­ლი ჯან­მრთე­ლად იყოს.

- და­რი­გე­ბა, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა...

- ...ჩემი გამ­ზრდე­ლი ბე­ბია სულ მე­უბ­ნე­ბო­და, - ისე­თი კარ­გი გოგო უნდა იყო, შე­ნით ვი­ა­მა­ყო­თო.

- და­ბო­ლოს გე­ტყვით...

- ...გულს ნუ­რა­ვის ვატ­კენთ, ერთ­მა­ნეთს გა­ვუფრ­თხილ­დეთ და მო­ვე­ფე­როთ.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ხატია შამუგია: "სულ შეყვარებული ვარ"

ხატია შამუგია: "სულ შეყვარებული ვარ"

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ანტონიო ბანდერასთან ერთად გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებით, ბევრი მეგობრის ყურადღება მიიპყრო. როგორ და სად შეხვდა კინოვარსკვლავს, რის გამო იღებს საყვედურებს, რას გააკეთებდა, ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდეს, როგორია მისი სიყვარული და როდის არის ყველაზე ბედნიერი? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

-  სახელი და გვარი...

-  ...ხატია შამუგია.

-  დაბადების თარიღი...

-  ...1977 წლის 10 აგვისტო.

-  ჩემზე ამბობენ...

-  ...ძალიან კომუნიკაბელურია და ადამიანებთან ურთიერთობა უყვარსო.

-  ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

-  ...მსახიობი. დედაჩემის დიდი პენიუარი მომწონდა. სარკის წინ ვიდექი და მონოლოგებს ვკითხულობდი. დრამატულ წრეზეც დავდიოდი. ხან მელაკუდა ვიყავი, ხან - კონკია, ხანაც - ფისო. რომ გავიზარდე, ჩემში მსახიობობის ნიჭი დიდად ვერ დავინახე. თან, ოჯახში სამედიცინოსთვის მამზადებდნენ. ჩემი მამინაცვალი ექიმი იყო, პროფესორი, და მასაც ძა­ლიან დიდი სურვილი ჰქონდა, ეს პროფესია ამერჩია. საბოლოოდ ჩემში მაინც ჰუმანიტარული საგნებისადმი სიყვა­რულმა გადაძალა და ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ამოვყავი თავი.

-  ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

-  ...შრომისმოყვარეობას. ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ შრომისმოყვარე ვარ.

-  ცხოვრებას თავიდან რომ ვი­წყებდე...

-  ...ალბათ ძალიან ცოტა რამეს შევცვლიდი. ნაკლებ შეცდომას დავუშვებდი. პროფესიას იმავეს ავირჩევდი. მეტად პრაგმატული ვიქნებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღლა არ დავფრინავ.

-  ბედნიერი ვარ, როცა...

-  ...ჩემ გარშემო ყველა ჯანმრთელად და კარგად არის.

-  თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

-  ...მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა; საკუთარ პრობლემებზე არასდროს ვლაპარაკობ. არ მინდა, გარშემო მყოფთ ცუდი განწყობა გადავდო.

-  თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

-  ...ზედმეტი ლოიალურობა.

-  დაშვებულ შეცდომებს...

-  ...ვაღიარებ. თუ დამნაშავე ვარ, ბოდიშის მოხდაც არ მიჭირს. როცა ადამიანი აცნობიერებს, რომ შეცდომა დაუშვა და აღიარებს, პიროვნულად მეტად იზრდება და მაღლდება.

-  დათმობა შემიძლია, თუ...

-  ...მომავალში ურთიერთობას წაადგება, თუ მიღირს.

-  თავს ვერ ვიკავებ და ვტირი, როცა...

-  ...ამ ბოლო დროს, გულჩვილობა დამჩემდა. მოხუც ადამიანს რომ აჩვენებენ ან თავშესაფრიდან სიუჟეტს ვუყურებ, მეტირება.

-  ბოლოს ვიტირე...

-  ...როცა მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში გივი ბერიკაშვილი და კახი კავსაძე დააჯილდოეს. ისეთი საყვარლები იყვნენ, ემოციისგან ცრემლები წამომივიდა.

-  როცა მომავალზე ვფიქრობ...

-  ...მეშინია, რამე ისე რომ არ იყოს, როგორც მე ვგეგმავ.

-  ვფიქრობ, 10 წლის შემდეგ...

-  ...მეტად შემდგარი, პროფესიულად მეტად გაზრდილი და კარგი შვილის დედა ვიქნები.

-  მარტო იქნები?

-  მარტო არასდროს ვარ.

-  სიყვარული ეს...

-  ...არის გრძნობა, რომელიც გაბედნიერებს, ლაღს და მსუბუქს გხდის.

-  როცა შეყვარებული ვარ...

-  ...მე სულ შეყვარებული ვარ. ჩემი სიყვარული ძალიან ფერადია, ცისარტყელას ჰგავს. მაგრამ ეს ის თემაა, რომელზეც არასდროს ვლაპარაკობ. ყველა ადამიანი შეყვარებული უნდა იყოს იმისთვის, რომ საქმე კარგად აკეთოს.

-  ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

-  ...სადმე ზღვის სანაპიროზე, შვილთან და მეგობრებთან ერთად.

-  წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

-  ...ღალატს და ტყუილს. ასეთ დროს ადამიანს ვკარგავ, ისე, რომ კონფლიქტში არასდროს შევდივარ. მივალ, ავუხსნი და დავემშვიდობები.

-  მეზარება...

-  ...დილით ადრე ადგომა.

-  მე ვარ შეუმდგარი...

-  ...დიასახლისი, კულინარი. რაც ასაკი მემატება, მეტად მომწონს, რო­ცა ჩემი მეგობრები სამზარეულოში ფუსფუსებენ, "გემრიელობებს" ამზადებენ, მერე მეგობრებს გვეპატიჟებიან და ა.შ. ვთვლი, რომ კარგი კულინარობა ქალის დადებითი მხარეა. მეგობრებს დედის მიერ მომზადებულ კერძებზე ვეპატიჟები. დამოუკიდებლად რისი გაკეთება შემიძლია? კვერცხს და კარტოფილს შევწვამ, სოსისს და პელმენს მოვხარშავ.

-  ცხოვრებას ვილამაზებ...

-  ...ადამიანებთან ურთიერთობით.

-  ვოცნებობ...

-  ...ვიყო ბედნიერი დედა.

-  ვეპრანჭები...

-  ...სულ ვიპრანჭები. პირველ რიგში, საკუთარ თავს ვეპრანჭები. თუ საკუთარი თავით კმაყოფილი არ ხარ, ის დღე შენთვის წარმატებული ვერ იქნება. თავის მოვლა გენეტიკურად მომდევს. ბებია, დედა - ყველანი კარგად უვლიდნენ თავს. როგორი დაღლილიც უნდა ვიყო და როგორც უნდა მეძინებოდეს, არ არსებობს, ღამის პროცედურები არ ჩავიტარო, კრემი არ წავისვა. ჩემი მეგობრები სულ დამცინიან: როცა დასასვენებლად მივდივარ, შეიძლება წავიღო 4 ხელი ტანსაცმელი და 4 ჩანთა კრემები. ხუმრობენ, სხეულის ყველა ნაკვთისთვის ცალ-ცალკე კრემი გაქვსო.

-  ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...

-  ...კარგმა კომპლიმენტმა. ვაღიარებ, კომპლიმენტები ძალიან მსიამოვნებს.

-  როცა საჯაროდ მაქებენ...

-  ...ესეც მიყვარს. გულიდან წამოსულ საქებარ სიტყვებსაც სიხარულით ვიღებ. მე ვარ ადამიანი, რომელსაც საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს.

-  ეს ბევრს უყვარს, მაგრამ ცოტა ვინმე აღიარებს.

-  მე ვაღიარებ. კომუნიკაციის პრობლემა არ მაქვს.

-  ცხოვრებაში რისკზე...

-  ...იშვიათად მივდივარ. ჩემი პრინციპია - ასჯერ გავზომო და ერთხელ გავჭრა. ძალიან ფრთხილი ადამიანი ვარ.

-  ვერაფრით წარმოვიდგენდი...

-  ...ანტონიო ბანდერასთან ერთად, თან მისი ინიციატივით, ფოტოს თუ გადავიღებდი. ჩვენი კომპანია ანტონიო პუიჯის მიერ დაარსებული ჯგუფის პარტნიორია. კომპანიას წელს 100 წელი შეუსრულდა და იუბილეზე ვიყავით მიწვეულები. ერთკვირიანი ღონისძიებები იყო. გაგვაცნეს სიახლეები და იყო სადღესასწაულო საღამოები. ერთ-ერთ მაღალი დონის წვეულებაზე მე და ანტონიო ერთად აღმოვჩნდით. მაგრამ იქ ვერ მიხვიდოდი და სამახსოვრო ფოტოს ვერ გადაიღებდი. ბანდერასის გარდა, წვეულებაზე სიტყვით გამოვიდნენ: ჟან პოლ გოტიე, კაროლინა ჰერერა... ისე მოხდა, რომ ანტონიო გასასვლელისკენ დაიძრა. ყველამ სურათების გადაღება დაიწყო. მისმა პროდიუსერმა გვანიშნა, ფოტოს გადაღება დამთავრაო. გული დამწყდა, შევიცხადე. ეტყობა, შემამჩნია, თავად მოვიდა და მითხრა, სურათი გადავიღოთო. ძალიან ამაღელვებელი წუთები იყო. უკვე 54 წლის არის, მაგრამ საოცარ ფორმაშია. გარუჯული, მოვლილი, ნავარჯიშები სხეულით და ძალიან მიმზიდველი გარეგნობით. ის ემოცია დღემდე მომყვება. გავაცნობიერე, ადამიანები თავიანთ კერპებს რომ ხვდებიან, როგორ განცდებში არიან. ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. ყოველთვის ვამაყობდი, მე, ანტონიო ბანდერასი, ზურა ყიფშიძე და გია ყანჩელი 10 აგვისტოს ვართ დაბადებულები-მეთქი. კერპები არ მყავს, მაგრამ გამორჩეულად მომწონს ანტონიო ბანდერასი, ენდი გარსია და რობერტ დაუნი-უმცროსი. პირველ ორთან შეხვედრის შესაძლებლობა უკვე მომეცა და იმედია, რობერტ დაუნისაც შევხვდები. ოცნებები ხდება.

-  ხშირად მსაყვედურობენ...

-  ....მოუცლელობის გამო, ტელეფონს რომ ვერ ვპასუხობ.

-  ვუფრთხილდები...

-  ...ურთიერთობებს.

-  ვნანობ, რომ...

-  ...ისეთი პრაგმატული არ ვარ, როგორიც უნდა ვიყო.

-  არავისთან ვსაუბრობ...

-  ...პირად ცხოვრებაზე, რადგან ის განცდები მხოლოდ ჩემი და იმ ადამიანისაა, ვისთანაც გრძნობა მაკავშირებს.

-  მეშინია...

-  ...ჯანმრთელობის შერყევის.

-  ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

-  ...ბევრს ვიმოგზაურებდი. ქვეყანა, რომელშიც ჯერჯერობით ვერ ჩავედი და ოცნებად გადამექცა, პორტუგალიაა.

-  რამდენიც უნდა გადამიხადონ...

-  ...ვერ ვიმუშავებ ისეთ სამსახურში, რომელიც სიამოვნებას არ მომანიჭებს. ვერ ვიმუშავებ ისეთ ხელმძღვანელობასთან, რომელიც არ მეყვარება.

-  ნატვრისთვალი და ერთი ნატვრის უფლება რომ მქონდეს...

-  ...ვინატრებდი, ყველა ჩემი ნაცნობი და ახლობელი ჯანმრთელად იყოს.

-  დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

-  ...ჩემი გამზრდელი ბებია სულ მეუბნებოდა, - ისეთი კარგი გოგო უნდა იყო, შენით ვიამაყოთო.

-  დაბოლოს გეტყვით...

-  ...გულს ნურავის ვატკენთ, ერთ­მანეთს გავუფრთხილდეთ და მო­ვეფეროთ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება