Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სან­თ­ლის წი­ნა­შე ლოც­ვას?
რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სან­თ­ლის წი­ნა­შე ლოც­ვას?

სა­ერ­თოდ, სი­ნათ­ლე მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი სწავ­ლე­ბით ზე­ცი­ურ, ღვთა­ებ­რივ ნა­თელს გა­მო­ხა­ტავს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა კი იესო ქრის­ტეს, რო­გორც მა­რა­დი­ულ ნა­თელს, რო­მე­ლიც სა­ა­ქა­ოს ეფი­ნე­ბა. ქრის­ტეს ერთ-ერ­თი საღ­ვ­თის­მეტყ­ვე­ლო ეპი­თე­ტი ხომ სწო­რედ სი­ნათ­ლეა. ამის შე­სა­ხებ თა­ვად უფა­ლი ბრძა­ნებს: "მე ვარ ნა­თე­ლი სოფ­ლი­სა; რო­მე­ლი შე­მო­მიდ­გეს მე, არა ვი­დო­დეს ბნელ­სა, არა­მედ აქუნ­დეს ნა­თე­ლი ცხოვ­რე­ბი­სა". ამ­დე­ნად, სან­თე­ლი უპირ­ვე­ლე­სად ძე ღვთი­სას - იესო ქრის­ტეს სიმ­ბო­ლოდ წარ­მოჩ­ნ­დე­ბა: "ი­გი იყო სან­თე­ლი ან­თე­ბუ­ლი და სა­ჩი­ნო", ბრძა­ნე­ბენ ქრის­ტეს შე­სა­ხებ წმინ­და მა­მე­ბი. რო­გორც სან­თე­ლია წყა­რო სი­ნათ­ლი­სა, ასე­ვეა წყა­რო მა­რა­დი­უ­ლი ნათ­ლი­სა ქრის­ტე, რად­გან სწო­რედ მის­გან მოგ­ვე­მად­ლა ნა­თე­ლი ცხოვ­რე­ბი­სა. ამი­ტო­მაც გა­ნა­სა­ხი­ე­რებს ან­თე­ბუ­ლი სან­თე­ლი ღვთი­ურ მადლს, მა­რა­დი­ულ სუ­ლი­ერ ნა­თელს...

- რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს სან­თ­ლის ან­თე­ბას და სა­ი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს ეს ტრა­დი­ცია?

არ­ქი­მანდ­რი­ტი მა­კა­რი

(ა­ბე­სა­ძე):

- სან­თ­ლის დან­თე­ბას არ აქვს დოგ­მა­ტუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. ეს არის მხო­ლოდ ტრა­დი­ცია, რაც ჯერ კი­დევ ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის პე­რი­ო­დი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. წმინ­და წე­რი­ლი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ სან­თ­ლის ან­თე­ბა ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბი­სა და ლოც­ვის დროს, თვით უფ­ლის მი­ე­რაა და­წე­სე­ბუ­ლი და ღვთის უშუ­ა­ლო მი­თი­თე­ბით ხდე­ბო­და. ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის პირ­ველ­სა­ვე მოძ­რავ ტა­ძარ­ში, უფ­ლის კურ­თხე­ვის თა­ნა­ხ­მად, ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბა სან­თ­ლე­ბით უნ­და აღ­ს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. უფალ­მა სან­თ­ლის დან­თე­ბის წე­სი ჯერ კი­დევ ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის პე­რი­ოდ­ში­ვე სა­მა­რა­დი­სო წე­სად გა­ნა­ჩი­ნა... წმინ­და სან­თ­ლე­ბი ახა­ლი აღ­თ­ქ­მის ეკ­ლე­სი­ის ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბის კუთ­ვ­ნი­ლე­ბა­დაც იქ­ცა. რო­დე­საც ახა­ლი აღ­თ­ქ­მა პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის ერთ-ერ­თი ქა­და­გე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვითხ­რობს, იქ აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ უამ­რა­ვი სან­თე­ლი იყო ან­თე­ბუ­ლი. ასე­ვე წმინ­და წე­რი­ლი გვა­უწყებს, რომ იო­ა­ნე ღვთის­მეტყ­ველს უფა­ლი გა­მო­ეცხა­და შვიდ სა­სან­თ­ლეს­თან და შვიდ კან­დელ­თან ერ­თად.

რო­გორც ვთქვით, სან­თელს აქვს სიმ­ბო­ლუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. სან­თ­ლის დან­თე­ბით გან­ვა­დი­დებთ უფალს. ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ღმერ­თს შეს­წი­რავ­დ­ნენ სის­ხ­ლი­ან მსხვერ­პლს. რა თქმა უნ­და, ღმერ­თს ჩვე­ნი მსხვერ­პ­ლი არ სჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი ამით გამო­ხა­ტავ­დ­ნენ თა­ვი­ანთ თაყ­ვა­ნის­ცე­მას ღვთი­სად­მი. ახა­ლი აღ­თ­ქ­მის პე­რი­ოდ­ში სის­ხ­ლი­ა­ნი მსხვერ­პლი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ იმა­ვე საკ­მევ­ლის კმე­ვით, სან­თ­ლის ან­თე­ბით, შე­სა­წი­რის გა­ღე­ბით... ჩვენც მიგ­ვაქვს უსის­ხ­ლო მსხვერ­პ­ლი უფალ­თან მად­ლი­ე­რე­ბის გამო­სა­ხა­ტა­ვად. რა თქმა უნ­და, ერ­თა­დერ­თი ჭეშ­მა­რი­ტი მსხვერ­პ­ლი, ეს არის ქრის­ტეს სის­ხ­ლი და ხორ­ცი - რო­დე­საც წირ­ვის დროს პუ­რი და ღვი­ნო გა­და­იქ­ცე­ვა ქრის­ტეს სისხ­ლად და ხორ­ცად, - რომ­ლის გა­რე­შეც ცხო­ნე­ბა არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ადა­მი­ან­მა ღვთი­სად­მი თაყ­ვა­ნის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტოს სან­თ­ლის შე­ძე­ნი­თა და დან­თე­ბით, საკ­მე­ვ­ლის კმე­ვით. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, სან­თელს აქვს მხო­ლოდ ტრა­დი­ცი­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და არა - დოგ­მა­ტუ­რი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ დოგ­მა­ტუ­რად არ არის და­წე­სე­ბუ­ლი - სან­თე­ლი აუცი­ლე­ბ­ლად უნ­და ავან­თოთ ან - არა, მაგ­რამ თუ ვინ­მე იტყ­ვის, რომ არ უნ­და ავან­თოთ, ის უკ­ვე უფალს სცილ­დე­ბა და მწვა­ლებ­ლო­ბა­ში ვარ­დე­ბა. ასე­ვე, თუ ვინ­მე იტყ­ვის, თუ სან­თე­ლი არ ავან­თეთ, ვერ ვცხონ­დე­ბი­თო, ისიც მწვა­ლე­ბე­ლია, რად­გან სან­თ­ლის ან­თე­ბის ტრა­დი­ცია თა­ვად უფ­ლის მი­ე­რაა დად­გე­ნი­ლი.

- სან­თ­ლის წი­ნა­შე ლოც­ვა ხელს უწყობს ლოც­ვით კონ­ცენტ­რა­ცი­ას...

- და­ვუკ­ვირ­დეთ ასეთ რა­ღა­ცას: რო­დე­საც ღა­მით ვლო­ცუ­ლობთ, ჩა­ვაქ­როთ შუ­ქი და მხო­ლოდ ან­თე­ბუ­ლი სან­თ­ლის წი­ნა­შე წარ­მოვ­თ­ქ­ვათ ლოც­ვა. შემ­დეგ შუ­ქი ავან­თოთ, ისე, რომ სან­თე­ლიც გვენ­თოს და ისე ვი­ლო­ცოთ. ვნა­ხავთ, რომ ჩვე­ნი გო­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია მხო­ლოდ სან­თ­ლის შუქ­ზე ლოც­ვი­სას. აქ რა­ი­მე მის­ტი­კუ­რი კავ­ში­რი არ არის, მაგ­რამ ამ დროს ხდე­ბა ადა­მია­ნის უფ­რო მე­ტი მო­ბი­ლი­ზე­ბა სწო­რედ იმის გა­მო, რომ სან­თ­ლის ან­თე­ბა, საკ­მევ­ლის კმე­ვა ღვთის­გა­ნაა და­წე­სე­ბუ­ლი. სათ­ნო ეყო­ფა უფალს არა იმი­სათ­ვის, რომ ეს ღმერ­თს სჭირ­დე­ბა, არა­მედ ისევ ჩვენ­თ­ვი­საა სა­ჭი­რო. ჩვენ არ ვართ სუ­ლი­ე­რად იმ­დე­ნად ძლი­ე­რე­ბი, რომ ლოც­ვის დროს მხო­ლოდ ღმერ­თ­ზე ვფიქ­რობ­დეთ. რო­დე­საც ლოც­ვას ვუ­მა­ტებთ ღვთის მი­ერ და­წე­სე­ბულ მი­წი­ერ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას - სან­თ­ლის ან­თე­ბას, საკ­მევ­ლის კმე­ვას, უფ­რო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, უფ­რო ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ვხდე­ბით და ჩვე­ნი ლოც­ვაც გა­ცი­ლე­ბით ქმე­დი­თია.

მო­ამ­ზა­და შო­რე­ნა მერ­კვი­ლა­ძემ

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სან­თ­ლის წი­ნა­შე ლოც­ვას?

რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სან­თ­ლის წი­ნა­შე ლოც­ვას?

სა­ერ­თოდ, სი­ნათ­ლე მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი სწავ­ლე­ბით ზე­ცი­ურ, ღვთა­ებ­რივ ნა­თელს გა­მო­ხა­ტავს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა კი იესო ქრის­ტეს, რო­გორც მა­რა­დი­ულ ნა­თელს, რო­მე­ლიც სა­ა­ქა­ოს ეფი­ნე­ბა. ქრის­ტეს ერთ-ერ­თი საღ­ვ­თის­მეტყ­ვე­ლო ეპი­თე­ტი ხომ სწო­რედ სი­ნათ­ლეა. ამის შე­სა­ხებ თა­ვად უფა­ლი ბრძა­ნებს: "მე ვარ ნა­თე­ლი სოფ­ლი­სა; რო­მე­ლი შე­მო­მიდ­გეს მე, არა ვი­დო­დეს ბნელ­სა, არა­მედ აქუნ­დეს ნა­თე­ლი ცხოვ­რე­ბი­სა". ამ­დე­ნად, სან­თე­ლი უპირ­ვე­ლე­სად ძე ღვთი­სას - იესო ქრის­ტეს სიმ­ბო­ლოდ წარ­მოჩ­ნ­დე­ბა: "ი­გი იყო სან­თე­ლი ან­თე­ბუ­ლი და სა­ჩი­ნო", ბრძა­ნე­ბენ ქრის­ტეს შე­სა­ხებ წმინ­და მა­მე­ბი. რო­გორც სან­თე­ლია წყა­რო სი­ნათ­ლი­სა, ასე­ვეა წყა­რო მა­რა­დი­უ­ლი ნათ­ლი­სა ქრის­ტე, რად­გან სწო­რედ მის­გან მოგ­ვე­მად­ლა ნა­თე­ლი ცხოვ­რე­ბი­სა. ამი­ტო­მაც გა­ნა­სა­ხი­ე­რებს ან­თე­ბუ­ლი სან­თე­ლი ღვთი­ურ მადლს, მა­რა­დი­ულ სუ­ლი­ერ ნა­თელს...

-  რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს სან­თ­ლის ან­თე­ბას და სა­ი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს ეს ტრა­დი­ცია?

არ­ქი­მანდ­რი­ტი მა­კა­რი

(ა­ბე­სა­ძე):

-  სან­თ­ლის დან­თე­ბას არ აქვს დოგ­მა­ტუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. ეს არის მხო­ლოდ ტრა­დი­ცია, რაც ჯერ კი­დევ ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის პე­რი­ო­დი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. წმინ­და წე­რი­ლი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ სან­თ­ლის ან­თე­ბა ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბი­სა და ლოც­ვის დროს, თვით უფ­ლის მი­ე­რაა და­წე­სე­ბუ­ლი და ღვთის უშუ­ა­ლო მი­თი­თე­ბით ხდე­ბო­და. ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის პირ­ველ­სა­ვე მოძ­რავ ტა­ძარ­ში, უფ­ლის კურ­თხე­ვის თა­ნა­ხ­მად, ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბა სან­თ­ლე­ბით უნ­და აღ­ს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. უფალ­მა სან­თ­ლის დან­თე­ბის წე­სი ჯერ კი­დევ ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის პე­რი­ოდ­ში­ვე სა­მა­რა­დი­სო წე­სად გა­ნა­ჩი­ნა... წმინ­და სან­თ­ლე­ბი ახა­ლი აღ­თ­ქ­მის ეკ­ლე­სი­ის ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბის კუთ­ვ­ნი­ლე­ბა­დაც იქ­ცა. რო­დე­საც ახა­ლი აღ­თ­ქ­მა პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის ერთ-ერ­თი ქა­და­გე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვითხ­რობს, იქ აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ უამ­რა­ვი სან­თე­ლი იყო ან­თე­ბუ­ლი. ასე­ვე წმინ­და წე­რი­ლი გვა­უწყებს, რომ იოანე ღვთის­მეტყ­ველს უფა­ლი გა­მო­ეცხა­და შვიდ სა­სან­თ­ლეს­თან და შვიდ კან­დელ­თან ერ­თად.

რო­გორც ვთქვით, სან­თელს აქვს სიმ­ბო­ლუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. სან­თ­ლის დან­თე­ბით გან­ვა­დი­დებთ უფალს. ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ღმერთს შეს­წი­რავ­დ­ნენ სის­ხ­ლი­ან მსხვერპლს. რა თქმა უნ­და, ღმერთს ჩვე­ნი მსხვერ­პ­ლი არ სჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი ამით გამო­ხა­ტავ­დ­ნენ თა­ვი­ანთ თაყ­ვა­ნის­ცე­მას ღვთი­სად­მი. ახა­ლი აღ­თ­ქ­მის პე­რი­ოდ­ში სის­ხ­ლი­ა­ნი მსხვერ­პლი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ იმა­ვე საკ­მევ­ლის კმე­ვით, სან­თ­ლის ან­თე­ბით, შე­სა­წი­რის გა­ღე­ბით... ჩვენც მიგ­ვაქვს უსის­ხ­ლო მსხვერ­პ­ლი უფალ­თან მად­ლი­ე­რე­ბის გამო­სა­ხა­ტა­ვად. რა თქმა უნ­და, ერ­თა­დერ­თი ჭეშ­მა­რი­ტი მსხვერ­პ­ლი, ეს არის ქრის­ტეს სის­ხ­ლი და ხორ­ცი - რო­დე­საც წირ­ვის დროს პუ­რი და ღვი­ნო გა­და­იქ­ცე­ვა ქრის­ტეს სისხ­ლად და ხორ­ცად, - რომ­ლის გა­რე­შეც ცხო­ნე­ბა არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ადა­მი­ან­მა ღვთი­სად­მი თაყ­ვა­ნის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტოს სან­თ­ლის შე­ძე­ნი­თა და დან­თე­ბით, საკ­მე­ვ­ლის კმე­ვით. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, სან­თელს აქვს მხო­ლოდ ტრა­დი­ცი­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და არა - დოგ­მა­ტუ­რი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ დოგ­მა­ტუ­რად არ არის და­წე­სე­ბუ­ლი - სან­თე­ლი აუცი­ლე­ბ­ლად უნ­და ავან­თოთ ან - არა, მაგ­რამ თუ ვინ­მე იტყ­ვის, რომ არ უნ­და ავან­თოთ, ის უკ­ვე უფალს სცილ­დე­ბა და მწვა­ლებ­ლო­ბა­ში ვარ­დე­ბა. ასე­ვე, თუ ვინ­მე იტყ­ვის, თუ სან­თე­ლი არ ავან­თეთ, ვერ ვცხონ­დე­ბი­თო, ისიც მწვა­ლე­ბე­ლია, რად­გან სან­თ­ლის ან­თე­ბის ტრა­დი­ცია თა­ვად უფ­ლის მი­ე­რაა დად­გე­ნი­ლი.

-  სან­თ­ლის წი­ნა­შე ლოც­ვა ხელს უწყობს ლოც­ვით კონ­ცენტ­რა­ცი­ას...

- დავუკვირდეთ ასეთ რა­ღა­ცას: რო­დე­საც ღა­მით ვლო­ცუ­ლობთ, ჩა­ვაქ­როთ შუ­ქი და მხო­ლოდ ან­თე­ბუ­ლი სან­თ­ლის წი­ნა­შე წარ­მოვ­თ­ქ­ვათ ლოც­ვა. შემ­დეგ შუ­ქი ავან­თოთ, ისე, რომ სან­თე­ლიც გვენ­თოს და ისე ვი­ლო­ცოთ. ვნა­ხავთ, რომ ჩვე­ნი გო­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია მხო­ლოდ სან­თ­ლის შუქ­ზე ლოც­ვი­სას. აქ რა­ი­მე მის­ტი­კუ­რი კავ­ში­რი არ არის, მაგ­რამ ამ დროს ხდე­ბა ადა­მია­ნის უფ­რო მე­ტი მო­ბი­ლი­ზე­ბა სწო­რედ იმის გა­მო, რომ სან­თ­ლის ან­თე­ბა, საკ­მევ­ლის კმე­ვა ღვთის­გა­ნაა და­წე­სე­ბუ­ლი. სათ­ნო ეყო­ფა უფალს არა იმი­სათ­ვის, რომ ეს ღმერთს სჭირ­დე­ბა, არა­მედ ისევ ჩვენ­თ­ვი­საა სა­ჭი­რო. ჩვენ არ ვართ სუ­ლი­ე­რად იმ­დე­ნად ძლი­ე­რე­ბი, რომ ლოც­ვის დროს მხო­ლოდ ღმერ­თ­ზე ვფიქ­რობ­დეთ. რო­დე­საც ლოც­ვას ვუ­მა­ტებთ ღვთის მი­ერ და­წე­სე­ბულ მი­წი­ერ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას - სან­თ­ლის ან­თე­ბას, საკ­მევ­ლის კმე­ვას, უფ­რო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, უფ­რო ყუ­რადღე­ბი­ა­ნი ვხდე­ბით და ჩვე­ნი ლოც­ვაც გა­ცი­ლე­ბით ქმე­დი­თია.

მოამზადა შორენა მერკვილაძემ

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია