საპარლამენტო უმრავლესობა მოქმედ და ყოფილ პრემიერ-მინისტრებს ხვდება

საპარლამენტო უმრავლესობა მოქმედ და ყოფილ პრემიერ-მინისტრებს ხვდება

საპარლამენტო უმრავლესობა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება. რამდენიმე წუთის წინ, ოფისში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც მივიდა. ბიძინა ივანიშვილს ოფისში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, ასეთ შეხვედრებზე დასასწრებად ბიძინა ივანიშვილს სტატუსი არ სჭირდება. "ბიძინა ივანიშვილს რა სტატუსი უნდა იმისთვის, რომ შეხვედრას დაესწროს?! რაც უფრო ხშირად ვნახავ ივანიშვილს, უფრო გამიხარდება", - აღნიშნა ძიძიგურმა. მისივე თქმით, ივანიშვილი ხვალინდელ ყრილობასაც დაესწრება.

დღევანდელ შეხვედრაზე მერობისა და გამგებლების კანდიდატებზე მსჯელობენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა