მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ჟურნალისტის გაუპატიურება მოითხოვა
ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ჟურნალისტის გაუპატიურება მოითხოვა

რუ­სეთ­ში ვლა­დი­მერ ჟი­რი­ნოვ­სკის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას ინ­ცი­დენ­ტი მოჰ­ყვა - ექ­სცენ­ტრულ­მა ჟი­რი­ნოვ­სკიმ ჟურ­ნა­ლისტს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

რუს­მა პო­ლი­ტი­კოს­მა თან­მხლებ ორ თა­ნა­შემ­წეს 6 თვის ფეხ­მძი­მე ჟურ­ნა­ლის­ტის, სტე­ლა დუ­ბო­ვიტსკა­ი­ას "გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა" მოს­თხო­ვა. ლი­ბე­რა­ლურ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რი ფეხ­მძი­მე ჟურ­ნა­ლის­ტის უკ­რა­ი­ნის თე­მა­ზე დას­მულ­მა შე­კი­თხვამ გა­ა­ღი­ზი­ა­ნა და კა­მე­რე­ბის თვალ­წინ თა­ნა­შემ­წე­ებს მისი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა. პო­ლი­ტი­კოს­მა თან­მხლებ მა­მა­კა­ცებს ფეხ­მძი­მე ჟურ­ნა­ლის­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით ხელი ჰკრა და უყ­ვი­რა - "წადი და აკო­ცე. როცა გე­ტყვი, მიდი და გა­ა­უ­პა­ტი­უ­რე". 

პო­ლი­ტი­კო­სის საქ­ცი­ე­ლი დაგ­მეს ახა­ლი ამ­ბე­ბის სა­ა­გენ­ტო Russia Today-ში. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და რე­დაქ­ტო­რი ჟი­რი­ნოვ­სკის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას აპი­რე­ბენ. 

"ამ სა­ზი­ზღა­რი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, ჩვე­ნი კო­რეს­პონ­დენ­ტის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა გახ­და სა­ჭი­რო. გა­დავ­წყვი­ტეთ, გა­მო­ვი­ყე­ნოთ ყვე­ლა კა­ნო­ნი­ე­რი ძალა, რათა ვლა­დი­მერ ჟი­რი­ნოვ­სკი მაქ­სი­მა­ლუ­რად მკაც­რად და­ი­სა­ჯოს", - აცხა­დებს სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რი მარ­გა­რე­ტა სი­მო­ნი­ა­ნი.

ვლა­დი­მერ ჟი­რი­ნოვ­სკის სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას მა­შინ­ვე მოჰ­ყვა პრო­ტეს­ტი კო­ლე­გა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან.

"ეს და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია. რას აკე­თებთ?", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­გენ­ტო Interfax-ის ჟურ­ნა­ლის­ტმა იუ­ლია ჩუ­ჩა­ლო­ვამ. ჟი­რი­ნოვ­სკი იუ­ლი­ას სი­ტყვებ­მა კი­დევ უფრო გა­ა­ღი­ზი­ა­ნა და მას ლეს­ბო­სე­ლი უწო­და. "რა­ტომ გა­მო­ე­სარ­ჩლე? ლეს­ბო­სე­ლი ხარ? გა­ეთ­რიე აქე­დან", - უყ­ვი­რა ჟურ­ნა­ლისტს ჟი­რი­ნოვ­სკიმ. ამის შემ­დეგ ჟი­რი­ნოვ­სკიმ ყვი­რი­ლი და­ი­წყო, რომ ჯან­მრთე­ლი ხალ­ხია სა­ჭი­რო და არა ფეხ­მძი­მე­ე­ბი.

"თუ ფეხ­მძი­მედ ხარ, აქ შენ­თვის ად­გი­ლი არაა. ჩვენ ჯან­მრთე­ლი ხალ­ხი გვჭირ­დე­ბა. ფეხ­მძი­მე­ე­ბი სამ­სა­ხურ­ში არ უნდა და­დი­ოდ­ნენ. და­ჯე­ქი სახ­ლში და ბავ­შვს მი­ხე­დე. მო­შორ­დით აქე­დან წყე­უ­ლო ლეს­ბო­სე­ლე­ბო", - ყვი­რო­და ჟი­რი­ნოვ­სკი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ჟურნალისტის გაუპატიურება მოითხოვა

ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ჟურნალისტის გაუპატიურება მოითხოვა

რუსეთში ვლადიმერ ჟირინოვსკის პრესკონფერენციას ინციდენტი მოჰყვა - ექსცენტრულმა ჟირინოვსკიმ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა.

რუსმა პოლიტიკოსმა თანმხლებ ორ თანაშემწეს 6 თვის ფეხმძიმე ჟურნალისტის, სტელა დუბოვიტსკაიას "გაუპატიურება" მოსთხოვა. ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ფეხმძიმე ჟურნალისტის უკრაინის თემაზე დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა და კამერების თვალწინ თანაშემწეებს მისი გაუპატიურება შესთავაზა. პოლიტიკოსმა თანმხლებ მამაკაცებს ფეხმძიმე ჟურნალისტის მიმართულებით ხელი ჰკრა და უყვირა - "წადი და აკოცე. როცა გეტყვი, მიდი და გააუპატიურე". 

პოლიტიკოსის საქციელი დაგმეს ახალი ამბების სააგენტო Russia Today-ში. ჟურნალისტები და რედაქტორი ჟირინოვსკის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ. 

"ამ საზიზღარი ინციდენტის შემდეგ, ჩვენი კორესპონდენტის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. გადავწყვიტეთ, გამოვიყენოთ ყველა კანონიერი ძალა, რათა ვლადიმერ ჟირინოვსკი მაქსიმალურად მკაცრად დაისაჯოს", - აცხადებს სააგენტოს დირექტორი მარგარეტა სიმონიანი.

ვლადიმერ ჟირინოვსკის სიტყვიერ შეურაცხყოფას მაშინვე მოჰყვა პროტესტი კოლეგა ჟურნალისტებისგან.

"ეს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია. რას აკეთებთ?", - განაცხადა სააგენტო Interfax-ის ჟურნალისტმა იულია ჩუჩალოვამ. ჟირინოვსკი იულიას სიტყვებმა კიდევ უფრო გააღიზიანა და მას ლესბოსელი უწოდა. "რატომ გამოესარჩლე? ლესბოსელი ხარ? გაეთრიე აქედან", - უყვირა ჟურნალისტს ჟირინოვსკიმ. ამის შემდეგ ჟირინოვსკიმ ყვირილი დაიწყო, რომ ჯანმრთელი ხალხია საჭირო და არა ფეხმძიმეები.

"თუ ფეხმძიმედ ხარ, აქ შენთვის ადგილი არაა. ჩვენ ჯანმრთელი ხალხი გვჭირდება. ფეხმძიმეები სამსახურში არ უნდა დადიოდნენ. დაჯექი სახლში და ბავშვს მიხედე. მოშორდით აქედან წყეულო ლესბოსელებო", - ყვიროდა ჟირინოვსკი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს