Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ავტოდილერებისთვის სომხეთის ბაზარი იხურება
ავტოდილერებისთვის სომხეთის ბაზარი იხურება

ერთ კვი­რა­ში სომ­ხე­თი სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­დე­ბა და ავ­ტო­მო­ბი­ლის გან­ბა­ჟე­ბას ფან­ტას­ტი­კუ­რი ფასი და­ე­დე­ბა.

ქარ­თველ ავ­ტო­დი­ლე­რებს მო­რი­გი "სი­ურპრი­ზი" ელით. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან სომ­ხეთ­ში ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის რე­ექ­სპორ­ტი, შე­საძ­ლოა, სა­ერ­თოდ შე­წყდეს. მი­ზე­ზი სომ­ხე­თის ევ­რა­ზი­ულ სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბაა, სა­დაც წევ­რი ქვეყ­ნე­ბის­თვის გან­ბა­ჟე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ტა­რი­ფი მოქ­მე­დებს და იქ, მე­სა­მე ქვეყ­ნებ­თან სა­ქონ­ლით ვაჭ­რო­ბის დროს და­მა­ტე­ბით, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბია და­წე­სე­ბუ­ლი.

სომ­ხე­თის სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შემ­დეგ იქა­ურ იმ­პორ­ტი­ო­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ყი­დი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი გა­უძ­ვირ­დე­ბათ და თა­ნაც, რო­გორც სომ­ხე­თის ავ­ტო­იმ­პორ­ტი­ორ­თა კაშ­ვი­რის თავ­მჯდო­მა­რე, ტიგ­რან ოვა­ნე­სი­ა­ნი აცხა­დებს, თით­ქმის ოთხჯერ, სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში კი შემ­ცირ­დე­ბა რე­ექ­სპორ­ტი, რაც ქარ­თველ ავ­ტო­დი­ლე­რებს სე­რი­ო­ზულ ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მას შე­უქ­მნის.

"სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში ამა თუ იმ ქვეყ­ნე­ბის შეს­ვლით, ცალ­სა­ხად მდიდ­რდე­ბა რუ­სე­თის წარ­მო­ე­ბა. ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით, რუ­სე­თი სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბი­ლებს გა­ა­სა­ღებს, რომ­ლებ­საც ყა­ზა­ხე­თი­სა და ბე­ლო­რუ­სის ანა­ლო­გი­უ­რად, გან­ბა­ჟე­ბა უკვე აღარც სომ­ხეთ­ში დას­ჭირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ექ­სპერ­ტმა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სა­კი­თხებ­ში და­ვით მეს­ხიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ბა­ჟო კავ­ში­რი 2011 წელს შე­იქ­მნა და ამ დრო­ის­თვის ამ კავ­შირ­ში ბე­ლო­რუ­სი, ყა­ზა­ხე­თი და რუ­სე­თი არი­ან გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში კი მათ სომ­ხე­თიც შე­უ­ერ­თდე­ბა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოს­კო­ვის გან­ცხა­დე­ბით კი, უკვე 2015 წლის­თვის სა­ბა­ჟო კავ­ში­რი ევ­რა­ზი­ულ ეკო­ნო­მი­კურ კავ­ში­რად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის მო­დელ­ზე იქ­ნე­ბა მო­წყო­ბი­ლი.

ევ­რა­ზი­ულ სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­თვის ერ­თი­ან სა­ბა­ჟო სივ­რცეს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ტვირთბ­რუნ­ვა არ იბეგ­რე­ბა სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დე­ბით და არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი ტი­პის შე­ზღუდ­ვე­ბი, ამას­თან, სა­ბა­ჟო კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბი იყე­ნე­ბენ ერ­თობ­ლივ ტა­რიფს, რე­გუ­ლი­რე­ბის და სხვა ერ­თობ­ლივ ზო­მებს მე­სა­მე ქვეყ­ნებ­თან სა­ქონ­ლით ვაჭ­რო­ბის დროს. სა­ბა­ჟო კავ­ში­რის წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებს ერ­თმა­ნე­თის­თვის ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­უქ­მე­ბუ­ლი აქვთ სა­ვი­ზო რე­ჟი­მი.

კავ­ში­რის და­არ­სე­ბით რუ­სეთ­მა ბე­ლო­რუ­სი­სა და ყა­ზა­ხე­თის სა­ხით მო­ი­პო­ვა 25 მი­ლი­ო­ნი პო­ტენ­ცი­უ­რი ახა­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, ხოლო ამ ქვეყ­ნე­ბის­თვის გა­მარ­ტივ­და წვდო­მა 140-მი­ლი­ო­ნი­ან რუ­სულ ბა­ზარ­ზე.

თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში რუ­სე­თი და ბე­ლო­რუ­სი იყ­ვნენ. ყა­ზა­ხე­თი კი იქ 2011 წლის ივ­ლი­სი­დან გა­წევ­რი­ან­და. შე­სა­ბა­მი­სად, სწო­რედ იმ პე­რი­ო­დი­დან შე­ვი­და ძა­ლა­ში იქ ერ­თი­ა­ნი სა­ბა­ჟო ტა­რი­ფი, რის შე­დე­გა­დაც უცხო­უ­რი (ევ­რო­პუ­ლი, ია­პო­ნუ­რი, ამე­რი­კუ­ლი და ა.შ.) ავ­ტო­მან­ქა­ნის გან­ბა­ჟე­ბა, მა­ნამ­დე არ­სე­ბულ ტა­რიფ­თან შე­და­რე­ბით, თით­ქმის 700%-ით გაძ­ვირ­და. თუ სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბამ­დე ყა­ზა­ხეთ­ში ავ­ტო­მან­ქა­ნის იპორ­ტი­ო­რი ძრა­ვის 1 კბ/სმ-ზე 0,35-დან 0,6 ევ­რომ­დე იხ­დი­და, ახლა მან­ქა­ნის ხან­დაზ­მუ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ეს თან­ხა 1 კბ/სმ-ზე 4-დან 5,8 ევ­რომ­დე ღირს.

ამას­თან, 5 წელ­ზე მეტი ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლის გან­ბა­ჟე­ბის­თვის, რომ­ლის ძრა­ვის მო­ცუ­ლო­ბა 1800-3000 კბ/სმ-მდეა, განმბა­ჟე­ბელს 1 კბ/სმ-ზე 4 ევ­როს გა­დახ­და უწევს, 3000 კბ/სმ-ზე მეტი მო­ცუ­ლო­ბის ძრა­ვის მქო­ნე მან­ქა­ნის მყიდ­ველს კი 5,8 ევ­რო­სი. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტა­რი­ფე­ბის დად­გე­ნის შემ­დეგ, ყა­ზახ­მა ავ­ტო­დი­ლე­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­დან ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის შეყ­ვა­ნა­ზე უარი თქვეს, შე­დე­გად კი ქარ­თულ­მა ავ­ტო­ბიზ­ნეს­მა სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სუ­რი დარ­ტყმა იგე­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყა­ზა­ხე­თის სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­დან ავ­ტომ­ნა­ქა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლის რე­ექ­სპორ­ტი სწო­რედ ამ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბო­და. სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შემ­დეგ კი, ყა­ზა­ხეთ­მა ნო­მერ პირ­ვე­ლი რე­ექ­სპორ­ტი­ო­რი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი და­კარ­გა. დღეს კი, რო­გორც ქარ­თვე­ლი ავ­ტო­დი­ლე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, იქ მან­ქა­ნე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­დან შეყ­ვა­ნა, პრაქ­ტი­კუ­ლად, აღარც ხდე­ბა.

უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კი სა­ქარ­თვე­ლო­დან ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის რე­ექ­სპორ­ტი, შე­საძ­ლოა, სომ­ხეთ­შიც შე­წყდეს. ამის მი­ზე­ზი უკვე სომ­ხე­თის სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა იქ­ნე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ერე­ვა­ნი სა­ბა­ჟო კავ­ში­რის წევ­რო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბას ხელს 29 აპ­რილს მო­ა­წერს. ამის შე­სა­ხებ რეს­პუბ­ლი­კის ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ვაგ­რამ ავა­ნე­სი­ან­მა გა­ნა­ცხა­და.

2014 წლის 29 აპ­რილს მინ­სკში ევ­რა­ზი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს სხდო­მა გა­ი­მარ­თე­ბა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მე­თა­ურ­თა დო­ნე­ზე. კი­თხვა­ზე, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აღ­ნიშ­ნულ დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რა იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც სომ­ხე­თის სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პი­რო­ბე­ბი ჯერ არაა გან­სა­ზღვრუ­ლი, მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს ნორ­მა­ლუ­რი პრაქ­ტი­კაა და "ნე­ბის­მი­ერ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში არის მო­ლა­პა­რა­კე­ბის დას­რუ­ლე­ბის დღე და ხელ­მო­წე­რის დღე".

სომ­ხე­თი სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში შეს­ვლი­სა და ევ­რა­ზი­ის ეკო­ნო­მი­კურ კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სურ­ვილს 2013 წლის სექ­ტემ­ბრი­დან გა­მოთ­ქვამს. "საგ­ზაო რუკა" კი 2013 წლის დე­კემ­ბრის ბო­ლოს, მოს­კოვ­ში გა­ფორმ­და. ევ­რა­ზი­ის ეკო­ნო­მი­კურ კო­მი­სი­ას ერე­ვან­ში 900 პრო­დუქ­ცი­ის წი­ნას­წა­რი სია წა­რუდ­გი­ნა, რო­მელ­თა მი­მარ­თაც შე­ღა­ვა­თი­ა­ნი სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დე­ბი გავ­რცელ­დე­ბა.

სომ­ხე­თის სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შემ­დეგ, ავ­ტო­იმ­პორ­ტი­ო­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ყი­დი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის გან­ბა­ჟე­ბა ოთხჯერ გა­უძ­ვირ­დე­ბათ. რო­გორც სომ­ხე­თის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე ტიგ­რან ოვა­ნე­სი­ა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ნიუს.ამ"-თან ამ­ბობს, ამის მი­ზე­ზი სა­ბა­ჟო კავ­ში­რის მიერ მე­სა­მე ქვეყ­ნე­ბის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი მა­ღა­ლი მო­საკ­რე­ბე­ლია.

"ჩვენ გა­ვე­ცა­ნით ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის იმ­პორტზე გა­და­სა­ხა­დებს: რუ­სეთ­ში 1 კბ/სმ ძრა­ვის გან­ბა­ჟე­ბა 5-6 ევრო ჯდე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბა­ჟის მო­ცუ­ლო­ბამ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ზე, რო­მელ­საც შე­და­რე­ბით ძლი­ე­რი ძრა­ვა აქვს (1800 კბ/სმ) შე­იძ­ლე­ბა, 9 ათას ევ­როს მი­აღ­წი­ოს, რაც 4-5-ჯერ მე­ტია დღეს არ­სე­ბულ მო­საკ­რებ­ლებ­თან შე­და­რე­ბით", - აღ­ნიშ­ნა ოვა­ნე­სი­ან­მა.

მისი თქმით, ეს თან­ხა მკვეთ­რად გან­სხვავ­დე­ბა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ყი­დი მან­ქა­ნე­ბის ფა­სე­ბის­გან, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 4-5 ათას დო­ლარს აღ­წევს. ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­დე­გად კი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი 15 ათას დო­ლა­რამ­დე გაძ­ვირ­დე­ბა.

სომ­ხე­თის ავ­ტო­იმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­ში­რის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნამ გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დის­თვის სა­შე­ღა­ვა­თო რე­ჟი­მი უნდა მი­ი­ღოს, რათა იმ­პორ­ტი­ო­რებ­მა ახალ პი­რო­ბებ­თან ადაპ­ტი­რე­ბა შეძ­ლონ.

"რუ­სეთ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­საკ­რე­ბე­ლი ძა­ლა­ში 2014 წელს შე­ვი­და, თუმ­ცა დად­გე­ნი­ლე­ბა 2006 წელს მი­ი­ღეს, შე­სა­ბა­მი­სად, 8-წლი­ა­ნი გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დი ჰქონ­დათ. ჩვენ­თან კი შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი რამ­დე­ნი­მე თვე­ში გა­და­წყდეს. სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში შეს­ვლა გა­და­წყვი­ტეს, პარ­ლა­მენ­ტი შე­თან­ხმე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბას დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, ჩვენ კი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დავ­დგე­ბით", - აღ­ნიშ­ნა ოვა­ნე­სი­ან­მა.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მას გა­აღ­რმა­ვებს, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ვაჭ­რო­ბით 5-10 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი.

სომ­ხე­თის სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბით პრობ­ლე­მე­ბი ქარ­თველ ავ­ტო­დი­ლე­რებ­საც შე­ექ­მნე­ბათ. რო­გორც ექ­სპერ­ტი სატ­რან­სპორ­ტო სა­კი­თხებ­ში და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლი ამ­ბობს, ამას არ მოჰ­ყვე­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბი, მაგ­რამ ურ­თუ­ლეს ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბით, რად­გან მხო­ლოდ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი დაგ­ვრჩე­ბა და ისიც შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით.

მეს­ხიშ­ვი­ლის თქმით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რე­ექ­სპორ­ტის თვალ­საზ­რი­სით, პირ­ველ ად­გილ­ზე იდგა ყა­ზა­ხე­თი. ორი­ო­დე წლის წინ ყა­ზა­ხეთ­მა, ბე­ლო­რუს­მა და რუ­სეთ­მა ერ­თობ­ლი­ვი კავ­ში­რი შექ­მნეს, რა დრო­საც იქ ახა­ლი "რუ­სუ­ლი რე­გუ­ლა­ცია" ამოქ­მედ­და და და­ბეგ­ვრის სის­ტე­მაც შე­იც­ვა­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, მას შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­დან იქ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ექ­სპორ­ტი, პრაქ­ტი­კუ­ლად, აღარ ხდე­ბა.

"მე­ო­რე ად­გილ­ზე იყო აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და შემ­დეგ სომ­ხე­თი. მცი­რე ოდე­ნო­ბით გა­დის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი თურ­ქეთ­ში. სომ­ხე­თი, რო­გორც უკვე ცნო­ბი­ლია, აპი­რებს ამ კავ­შირ­ში შეს­ვლას. იქაც, ყა­ზა­ხე­თის ანა­ლო­გი­უ­რად და­წეს­დე­ბა ახა­ლი სა­ერ­თო რე­გუ­ლა­ცია და სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ყიდ­ვა გა­უ­ჭირ­დე­ბათ. ეს ცუ­დად აი­სა­ხე­ბა ქარ­თველ ავ­ტო­დი­ლე­რებ­ზე.

და ბო­ლოს, თუკი აზერ­ბა­ი­ჯან­მა გა­და­წყვი­ტა, შე­ვი­დეს რუ­სეთ­თან რა­ღაც ახალ სა­ერ­თო სა­ვაჭ­რო კავ­შირ­ში, მა­შინ ეს ჩვე­ნი ავ­ტო­დი­ლე­რე­ბის­თვის უდი­დე­სი დარ­ტყმა იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მეს­ხიშ­ვილ­მა.

ექ­სპერ­ტის თქმით, ამ შემ­თხვე­ვა­ში რუ­სე­თი მაქ­სი­მა­ლუ­რად წინ წა­მო­წევს სა­კუ­თარ წარ­მო­ე­ბას, რომ­ლის შემ­თხვე­ვა­ში ნაკ­ლე­ბად მკაც­რი მო­თხოვ­ნე­ბი ქნე­ბა და რუ­სე­თის წარ­მო­ე­ბა გამ­დიდ­რდე­ბა.

"სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში ამა თუ იმ ქვეყ­ნე­ბის შეს­ვლით, ცალ­სა­ხად მდიდ­რდე­ბა რუ­სე­თის წარ­მო­ე­ბა, რად­გან იმ­პორ­ტი­რე­ბულ მან­ქა­ნებ­ზე იქ­ნე­ბა მკაც­რი მო­თხოვ­ნა და გა­ცი­ლე­ბით მეტი თან­ხით და­ი­ბეგ­რე­ბა: ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით, რუ­სე­თი სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბი­ლებს გა­ა­სა­ღებს, რომ­ლებ­საც ყა­ზა­ხე­თი­სა და ბე­ლო­რუ­სის ანა­ლო­გი­უ­რად, გან­ბა­ჟე­ბა უკვე აღარც სომ­ხეთ­ში დას­ჭირ­დე­ბა", - დას­ძი­ნა მეს­ხიშ­ვილ­მა.

ელზა წიკ­ლა­უ­რი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

ავტოდილერებისთვის სომხეთის ბაზარი იხურება

ავტოდილერებისთვის სომხეთის ბაზარი იხურება

ერთ კვირაში სომხეთი საბაჟო კავშირში გაწევრიანდება და ავტომობილის განბაჟებას ფანტასტიკური ფასი დაედება.

ქართველ ავტოდილერებს მორიგი "სიურპრიზი" ელით. უახლოეს მომავალში საქართველოდან სომხეთში ავტომანქანების რეექსპორტი, შესაძლოა, საერთოდ შეწყდეს. მიზეზი სომხეთის ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანებაა, სადაც წევრი ქვეყნებისთვის განბაჟების ერთობლივი ტარიფი მოქმედებს და იქ, მესამე ქვეყნებთან საქონლით ვაჭრობის დროს დამატებით, საკმაოდ მაღალი გადასახადებია დაწესებული.

სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შემდეგ იქაურ იმპორტიორებს საქართველოში ნაყიდი ავტომანქანები გაუძვირდებათ და თანაც, როგორც სომხეთის ავტოიმპორტიორთა კაშვირის თავმჯდომარე, ტიგრან ოვანესიანი აცხადებს, თითქმის ოთხჯერ, საქართველოს შემთხვევაში კი შემცირდება რეექსპორტი, რაც ქართველ ავტოდილერებს სერიოზულ ფინანსურ პრობლემას შეუქმნის.

"საბაჟო კავშირში ამა თუ იმ ქვეყნების შესვლით, ცალსახად მდიდრდება რუსეთის წარმოება. ახალი რეგულაციებით, რუსეთი საკუთარ ავტომობილებს გაასაღებს, რომლებსაც ყაზახეთისა და ბელორუსის ანალოგიურად, განბაჟება უკვე აღარც სომხეთში დასჭირდება", - განაცხადა ექსპერტმა საავტომობილო საკითხებში დავით მესხიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საბაჟო კავშირი 2011 წელს შეიქმნა და ამ დროისთვის ამ კავშირში ბელორუსი, ყაზახეთი და რუსეთი არიან გაწევრიანებული. უახლოეს დღეებში კი მათ სომხეთიც შეუერთდება. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით კი, უკვე 2015 წლისთვის საბაჟო კავშირი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირად ჩამოყალიბდება, რომელიც ევროკავშირის მოდელზე იქნება მოწყობილი.

ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანება ითვალისწინებს წევრი სახელმწიფოებისთვის ერთიან საბაჟო სივრცეს, რომლის ფარგლებშიც ტვირთბრუნვა არ იბეგრება საბაჟო გადასახადებით და არ გამოიყენება ეკონომიკური ტიპის შეზღუდვები, ამასთან, საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნები იყენებენ ერთობლივ ტარიფს, რეგულირების და სხვა ერთობლივ ზომებს მესამე ქვეყნებთან საქონლით ვაჭრობის დროს. საბაჟო კავშირის წევრ სახელმწიფოებს ერთმანეთისთვის ფაქტობრივად, გაუქმებული აქვთ სავიზო რეჟიმი.

კავშირის დაარსებით რუსეთმა ბელორუსისა და ყაზახეთის სახით მოიპოვა 25 მილიონი პოტენციური ახალი მომხმარებელი, ხოლო ამ ქვეყნებისთვის გამარტივდა წვდომა 140-მილიონიან რუსულ ბაზარზე.

თავდაპირველად საბაჟო კავშირში რუსეთი და ბელორუსი იყვნენ. ყაზახეთი კი იქ 2011 წლის ივლისიდან გაწევრიანდა. შესაბამისად, სწორედ იმ პერიოდიდან შევიდა ძალაში იქ ერთიანი საბაჟო ტარიფი, რის შედეგადაც უცხოური (ევროპული, იაპონური, ამერიკული და ა.შ.) ავტომანქანის განბაჟება, მანამდე არსებულ ტარიფთან შედარებით, თითქმის 700%-ით გაძვირდა. თუ საბაჟო კავშირში გაწევრიანებამდე ყაზახეთში ავტომანქანის იპორტიორი ძრავის 1 კბ/სმ-ზე 0,35-დან 0,6 ევრომდე იხდიდა, ახლა მანქანის ხანდაზმულობის შესაბამისად, ეს თანხა 1 კბ/სმ-ზე 4-დან 5,8 ევრომდე ღირს.

ამასთან, 5 წელზე მეტი ხანდაზმულობის ავტომობილის განბაჟებისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 1800-3000 კბ/სმ-მდეა, განმბაჟებელს 1 კბ/სმ-ზე 4 ევროს გადახდა უწევს, 3000 კბ/სმ-ზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე მანქანის მყიდველს კი 5,8 ევროსი. შესაბამისად, აღნიშნული ტარიფების დადგენის შემდეგ, ყაზახმა ავტოდილერებმა საქართველოდან ავტომანქანების შეყვანაზე უარი თქვეს, შედეგად კი ქართულმა ავტობიზნესმა სერიოზული ფინანსური დარტყმა იგემა.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანებამდე საქართველოდან ავტომნაქანების დიდი ნაწილის რეექსპორტი სწორედ ამ ქვეყანაში ხდებოდა. საბაჟო კავშირში გაწევრიანების შემდეგ კი, ყაზახეთმა ნომერ პირველი რეექსპორტიორი ქვეყნის სტატუსი დაკარგა. დღეს კი, როგორც ქართველი ავტოდილერები ამბობენ, იქ მანქანების საქართველოდან შეყვანა, პრაქტიკულად, აღარც ხდება.

უახლოეს მომავალში კი საქართველოდან ავტომანქანების რეექსპორტი, შესაძლოა, სომხეთშიც შეწყდეს. ამის მიზეზი უკვე სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანება იქნება. როგორც ცნობილია, ოფიციალური ერევანი საბაჟო კავშირის წევრობის შესახებ შეთანხმებას ხელს 29 აპრილს მოაწერს. ამის შესახებ რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვაგრამ ავანესიანმა განაცხადა.

2014 წლის 29 აპრილს მინსკში ევრაზიის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება სახელმწიფოების მეთაურთა დონეზე. კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერა იმ პირობებში, როდესაც სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების პირობები ჯერ არაა განსაზღვრული, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ ეს ნორმალური პრაქტიკაა და "ნებისმიერ მოლაპარაკებებში არის მოლაპარაკების დასრულების დღე და ხელმოწერის დღე".

სომხეთი საბაჟო კავშირში შესვლისა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების სურვილს 2013 წლის სექტემბრიდან გამოთქვამს. "საგზაო რუკა" კი 2013 წლის დეკემბრის ბოლოს, მოსკოვში გაფორმდა. ევრაზიის ეკონომიკურ კომისიას ერევანში 900 პროდუქციის წინასწარი სია წარუდგინა, რომელთა მიმართაც შეღავათიანი საბაჟო გადასახადები გავრცელდება.

სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შემდეგ, ავტოიმპორტიორებს საქართველოში ნაყიდი ავტომანქანების განბაჟება ოთხჯერ გაუძვირდებათ. როგორც სომხეთის ავტომობილების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ტიგრან ოვანესიანი საინფორმაციო სააგენტო "ნიუს.ამ"-თან ამბობს, ამის მიზეზი საბაჟო კავშირის მიერ მესამე ქვეყნებისთვის დაწესებული მაღალი მოსაკრებელია.

"ჩვენ გავეცანით ავტომანქანების იმპორტზე გადასახადებს: რუსეთში 1 კბ/სმ ძრავის განბაჟება 5-6 ევრო ჯდება. აქედან გამომდინარე, ბაჟის მოცულობამ ავტომანქანაზე, რომელსაც შედარებით ძლიერი ძრავა აქვს (1800 კბ/სმ) შეიძლება, 9 ათას ევროს მიაღწიოს, რაც 4-5-ჯერ მეტია დღეს არსებულ მოსაკრებლებთან შედარებით", - აღნიშნა ოვანესიანმა.

მისი თქმით, ეს თანხა მკვეთრად განსხვავდება დღეს საქართველოში ნაყიდი მანქანების ფასებისგან, რომელთა საშუალო ღირებულება 4-5 ათას დოლარს აღწევს. ახალი რეგულაციების შედეგად კი ავტომობილები 15 ათას დოლარამდე გაძვირდება.

სომხეთის ავტოიმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ქვეყანამ გარდამავალი პერიოდისთვის საშეღავათო რეჟიმი უნდა მიიღოს, რათა იმპორტიორებმა ახალ პირობებთან ადაპტირება შეძლონ.

"რუსეთში აღნიშნული მოსაკრებელი ძალაში 2014 წელს შევიდა, თუმცა დადგენილება 2006 წელს მიიღეს, შესაბამისად, 8-წლიანი გარდამავალი პერიოდი ჰქონდათ. ჩვენთან კი შეიძლება ყველაფერი რამდენიმე თვეში გადაწყდეს. საბაჟო კავშირში შესვლა გადაწყვიტეს, პარლამენტი შეთანხმების რატიფიცირებას დაჩქარებული წესით განახორციელებს, ჩვენ კი პრობლემის წინაშე დავდგებით", - აღნიშნა ოვანესიანმა.

მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება სოციალურ პრობლემას გააღრმავებს, რადგან ქვეყანაში ავტომანქანების ინდივიდუალური ვაჭრობით 5-10 ათასამდე ადამიანია დაკავებული.

სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანებით პრობლემები ქართველ ავტოდილერებსაც შეექმნებათ. როგორც ექსპერტი სატრანსპორტო საკითხებში დავით მესხიშვილი ამბობს, ამას არ მოჰყვება კატასტროფული შედეგები, მაგრამ ურთულეს ვითარებაში აღმოვჩნდებით, რადგან მხოლოდ აზერბაიჯანი დაგვრჩება და ისიც შეზღუდული რაოდენობით.

მესხიშვილის თქმით, წლების განმავლობაში, რეექსპორტის თვალსაზრისით, პირველ ადგილზე იდგა ყაზახეთი. ორიოდე წლის წინ ყაზახეთმა, ბელორუსმა და რუსეთმა ერთობლივი კავშირი შექმნეს, რა დროსაც იქ ახალი "რუსული რეგულაცია" ამოქმედდა და დაბეგვრის სისტემაც შეიცვალა. შესაბამისად, მას შემდეგ საქართველოდან იქ ავტომობილების ექსპორტი, პრაქტიკულად, აღარ ხდება.

"მეორე ადგილზე იყო აზერბაიჯანი და შემდეგ სომხეთი. მცირე ოდენობით გადის ავტომობილები თურქეთში. სომხეთი, როგორც უკვე ცნობილია, აპირებს ამ კავშირში შესვლას. იქაც, ყაზახეთის ანალოგიურად დაწესდება ახალი საერთო რეგულაცია და სომხეთის მოქალაქეებს საქართველოში ავტომობილების ყიდვა გაუჭირდებათ. ეს ცუდად აისახება ქართველ ავტოდილერებზე.

და ბოლოს, თუკი აზერბაიჯანმა გადაწყვიტა, შევიდეს რუსეთთან რაღაც ახალ საერთო სავაჭრო კავშირში, მაშინ ეს ჩვენი ავტოდილერებისთვის უდიდესი დარტყმა იქნება", - განაცხადა მესხიშვილმა.

ექსპერტის თქმით, ამ შემთხვევაში რუსეთი მაქსიმალურად წინ წამოწევს საკუთარ წარმოებას, რომლის შემთხვევაში ნაკლებად მკაცრი მოთხოვნები ქნება და რუსეთის წარმოება გამდიდრდება.

"საბაჟო კავშირში ამა თუ იმ ქვეყნების შესვლით, ცალსახად მდიდრდება რუსეთის წარმოება, რადგან იმპორტირებულ მანქანებზე იქნება მკაცრი მოთხოვნა და გაცილებით მეტი თანხით დაიბეგრება: ახალი რეგულაციებით, რუსეთი საკუთარ ავტომობილებს გაასაღებს, რომლებსაც ყაზახეთისა და ბელორუსის ანალოგიურად, განბაჟება უკვე აღარც სომხეთში დასჭირდება", - დასძინა მესხიშვილმა.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია