Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
თვის კითხვადი სტატიები
რით დაასაქმებენ ქართველ პატიმრებს ციხეებში
რით დაასაქმებენ ქართველ პატიმრებს ციხეებში

მსჯავ­რდე­ბულ­თა შრო­მას ფარ­თოდ იყე­ნე­ბენ უცხო­ეთ­ში.

"ცი­ხის ევ­რო­პუ­ლი წე­სე­ბის თა­ნახ­მად, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ტიმ­რის მუ­შა­ო­ბა უნდა აღიქ­მე­ბო­დეს, რო­გორც ცი­ხის რე­ჟი­მის პო­ზი­ტი­უ­რი ელე­მენ­ტი და არ უნდა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხით. ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცია უნდა ცდი­ლობ­დეს, სა­სარ­გებ­ლო ხა­სი­ა­თის სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი შე­უქ­მნას პა­ტი­მარს".

ეს სი­ტყვე­ბი 2011 წლის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ან­გა­რიშ­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც პე­ნი­ტენ­ცი­ა­რუ­ლი სის­ტე­მის მო­ნი­ტო­რინგს ეხე­ბა. ამა­ვე ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, 2011 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში 24ათას 114 პა­ტიმ­რი­დან მხო­ლოდ 25 მსჯავ­რდა­დე­ბულს ჰქონ­და სა­მუ­შაო. ისი­ნი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის პუ­რის სა­ცხო­ბებ­ში მუ­შა­ობ­დნენ.

მსჯავ­რდა­დე­ბულ­თა შრო­მას ფარ­თოდ იყე­ნე­ბენ უცხო­ეთ­ში. სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, ყვე­ლა­ზე მეტი პა­ტი­მა­რია აშშ­ში - 2,23 მი­ლი­ო­ნი და აქე­დან თით­ქმის 2 მი­ლი­ო­ნი და­საქ­მე­ბუ­ლია ცი­ხე­ებ­თან არ­სე­ბულ სა­წარ­მო­ებ­ში. ამე­რი­კე­ლი პა­ტიმ­რე­ბი ქმნი­ან ჯა­რის­თვის ჩა­ფხუ­ტებს, ჯავ­შან­ჟი­ლე­ტებს, ქამ­რებს, ზურგჩან­თებ­სა და კარ­ვებს. მსჯავ­რდა­დე­ბულ­თა შრო­მა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კი­სა და ნივ­თე­ბის წარ­მო­ე­ბის­თვი­საც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ცი­ხის ეკო­ნო­მი­კამ ამე­რი­კა­ში იმ­დე­ნად ფარ­თო მას­შტა­ბე­ბი მი­ი­ღო, რომ სარ­ფი­ან საქ­მედ იქცა კერ­ძო ცი­ხე­ე­ბის ფლო­ბა. იაფი მუ­შა­ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა წარ­მო­ე­ბა­ში ნე­ბის­მი­ე­რი კომ­პა­ნი­ის­თვის ხელ­საყ­რე­ლი საქ­მეა. მსჯავ­რდა­დე­ბულ­თა შრო­მა სხვა­დას­ხვა შტა­ტის ცი­ხე­ებ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ფას­დე­ბა - სა­ათ­ში 25 ცენ­ტი­დან 2 დო­ლა­რამ­დე.

მსჯავ­რდე­ბულ­თა შრო­მის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი რუ­სეთ­ში. შარ­შან ამ ქვე­ყა­ნა­ში მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლე­ბის მიერ შექ­მნი­ლი პრო­დუქ­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ $940 მი­ლი­ო­ნი შე­ად­გი­ნა. 862 ათა­სი პა­ტიმ­რი­დან უმე­ტე­სო­ბა და­საქ­მე­ბუ­ლია, მათი ანა­ზღა­უ­რე­ბა თვე­ში კი სა­შუ­ა­ლოდ, სულ რა­ღაც, 116 რუბ­ლია.

თვე­ში 163 ევ­როს უხ­დი­ან შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის პა­ტიმ­რებს ბელ­გი­ა­ში. 2013 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვე­ყა­ნას 11 100 მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი ჰყავს და მათ­გან 3 665 და­საქ­მე­ბუ­ლია.

გი­ორ­გი გი­ორ­გა­ძე (სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე): "ჩვენ ვი­წყებთ პა­ტი­მარ­თა კლა­სი­ფი­კა­ცი­ას სა­შიშ­რო­ე­ბის რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბის მი­ხედ­ვით. ეს ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ნაკ­ლებ სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ, და­ბა­ლი რის­კის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­თავ­სდე­ბი­ან. ამის­თვის რუს­თა­ვის #16 და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ვამ­ზა­დებთ. იქ იქ­ნე­ბა უფრო ლი­ბე­რა­ლუ­რი რე­ჟი­მი, მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლებს ხან­გრძლი­ვი პა­ემ­ნი­სა და ოჯახ­თან შეხ­ვედ­რის მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, აგ­რეთ­ვე უფრო მეტი კონ­ტაქ­ტი გარე სამ­ყა­როს­თან, სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რი­სა და ვი­დე­ო­პა­ემ­ნის სა­ხით და რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ექ­ნე­ბათ და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. დღეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს კონ­კრე­ტულ კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მე­ლიც ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­წარ­მოს აა­მოქ­მე­დებს. აქ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ფეხ­საც­მე­ლი შე­ი­კე­რე­ბა. ბევ­რი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს შევ­ხვდით მო­სა­ზი­დად და და­სა­ინ­ტე­რე­სებ­ლად, რათა ცი­ხე­ში შე­მო­სუ­ლიყ­ვნენ და წარ­მო­ე­ბა გა­ე­მარ­თათ, და­ე­საქ­მე­ბი­ნათ პა­ტიმ­რე­ბი.

- ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ბიზ­ნე­სი თავს იკა­ვებ­და ცი­ხე­ში კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბის­გან...

- უმ­რავ­ლე­სო­ბა თავს იკა­ვებს. ალ­ბათ, ერ­თგვა­რი შიში მათ ჯერ კი­დევ აქვთ, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, როცა ეს პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სხვე­ბიც შე­იც­ვლი­ან აზრს. ყო­ველ წელს ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტრო და­ახ­ლო­ე­ბით, 3 ათას წყვილ ფეხ­საც­მელს ყი­დუ­ლობს. ამ წარ­მო­ე­ბის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ შევ­ძლებთ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ასე­თი­ვე ფეხ­საც­მლის შე­ძე­ნას თით­ქმის ნა­ხე­ვარ ფა­სად. და რაც მთა­ვა­რია, ამ პრო­დუქ­ცი­ას პა­ტიმ­რე­ბი შექ­მნი­ან. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ­გა­ნაც იყო ხელ­საყ­რე­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა ინ­ვეს­ტო­რის­თვის, მათ შო­რის, სა­ჭი­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მათ ჩვენ აშე­ნე­ბულ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებს გა­დავ­ცემთ. თა­ვის მხრივ, მათი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, და­ა­ბან­დონ ინ­ვეს­ტი­ცია, შე­მო­ი­ტა­ნონ მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნად­გა­რე­ბი, პა­ტიმ­რებს ას­წავ­ლონ მუ­შა­ო­ბა და და­ა­საქ­მონ. რუს­თა­ვის #16 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა ე.წ. სა­წარ­მოო ზონა, სა­დაც პა­ტი­მა­რი ან იმუ­შა­ვებს, ან რო­მე­ლი­მე პრო­ფე­სი­ას შე­ი­ძენს აქვე მდე­ბა­რე პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში.

იხი­ლეთ სრუ­ლად

რით დაასაქმებენ ქართველ პატიმრებს ციხეებში

რით დაასაქმებენ ქართველ პატიმრებს ციხეებში

მსჯავრდებულთა შრომას ფართოდ იყენებენ უცხოეთში.

"ციხის ევროპული წესების თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის მუშაობა უნდა აღიქმებოდეს, როგორც ციხის რეჟიმის პოზიტიური ელემენტი და არ უნდა იყოს გამოყენებული სასჯელის სახით. ციხის ადმინისტრაცია უნდა ცდილობდეს, სასარგებლო ხასიათის სამუშაო პირობები შეუქმნას პატიმარს".

ეს სიტყვები 2011 წლის სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პენიტენციარული სისტემის მონიტორინგს ეხება. ამავე ანგარიშის თანახმად, 2011 წელს საქართველოში 24ათას 114 პატიმრიდან მხოლოდ 25 მსჯავრდადებულს ჰქონდა სამუშაო. ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებების პურის საცხობებში მუშაობდნენ.

მსჯავრდადებულთა შრომას ფართოდ იყენებენ უცხოეთში. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი პატიმარია აშშში - 2,23 მილიონი და აქედან თითქმის 2 მილიონი დასაქმებულია ციხეებთან არსებულ საწარმოებში. ამერიკელი პატიმრები ქმნიან ჯარისთვის ჩაფხუტებს, ჯავშანჟილეტებს, ქამრებს, ზურგჩანთებსა და კარვებს. მსჯავრდადებულთა შრომა საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ნივთების წარმოებისთვისაც გამოიყენება. ციხის ეკონომიკამ ამერიკაში იმდენად ფართო მასშტაბები მიიღო, რომ სარფიან საქმედ იქცა კერძო ციხეების ფლობა. იაფი მუშახელის გამოყენება წარმოებაში ნებისმიერი კომპანიისთვის ხელსაყრელი საქმეა. მსჯავრდადებულთა შრომა სხვადასხვა შტატის ციხეებში განსხვავებულად ფასდება - საათში 25 ცენტიდან 2 დოლარამდე.

მსჯავრდებულთა შრომის ექსპლუატაციაზე საუბრობენ უფლებადამცველები რუსეთში. შარშან ამ ქვეყანაში მსჯავრდადებულების მიერ შექმნილი პროდუქციის ღირებულებამ $940 მილიონი შეადგინა. 862 ათასი პატიმრიდან უმეტესობა დასაქმებულია, მათი ანაზღაურება თვეში კი საშუალოდ, სულ რაღაც, 116 რუბლია.

თვეში 163 ევროს უხდიან შესრულებული სამუშაოსთვის პატიმრებს ბელგიაში. 2013 წლის მონაცემებით, ქვეყანას 11 100 მსჯავრდადებული ჰყავს და მათგან 3 665 დასაქმებულია.

გიორგი გიორგაძე (საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე): "ჩვენ ვიწყებთ პატიმართა კლასიფიკაციას საშიშროების რისკების შეფასების მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც ნაკლებ საშიშროებას წარმოადგენენ, დაბალი რისკის დაწესებულებაში განთავსდებიან. ამისთვის რუსთავის #16 დაწესებულებას ვამზადებთ. იქ იქნება უფრო ლიბერალური რეჟიმი, მსჯავრდადებულებს ხანგრძლივი პაემნისა და ოჯახთან შეხვედრის მეტი შესაძლებლობა ექნებათ, აგრეთვე უფრო მეტი კონტაქტი გარე სამყაროსთან, სატელეფონო კავშირისა და ვიდეოპაემნის სახით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ექნებათ დასაქმების შესაძლებლობა. დღეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს კონკრეტულ კომპანიასთან, რომელიც ამ დაწესებულებაში საწარმოს აამოქმედებს. აქ ჩვენი თანამშრომლებისთვის ფეხსაცმელი შეიკერება. ბევრი კომპანიის წარმომადგენელს შევხვდით მოსაზიდად და დასაინტერესებლად, რათა ციხეში შემოსულიყვნენ და წარმოება გაემართათ, დაესაქმებინათ პატიმრები.

- ჩემთვის ცნობილია, რომ ბიზნესი თავს იკავებდა ციხეში კაპიტალდაბანდებისგან...

- უმრავლესობა თავს იკავებს. ალბათ, ერთგვარი შიში მათ ჯერ კიდევ აქვთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როცა ეს პირველი პროექტი წარმატებით განხორციელდება, სხვებიც შეიცვლიან აზრს. ყოველ წელს ჩვენი სამინისტრო დაახლოებით, 3 ათას წყვილ ფეხსაცმელს ყიდულობს. ამ წარმოების ამოქმედების შემდეგ შევძლებთ მაღალი ხარისხის ასეთივე ფეხსაცმლის შეძენას თითქმის ნახევარ ფასად. და რაც მთავარია, ამ პროდუქციას პატიმრები შექმნიან. ბუნებრივია, ჩვენგანაც იყო ხელსაყრელი შეთავაზება ინვესტორისთვის, მათ შორის, საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით.

მათ ჩვენ აშენებულ შენობა-ნაგებობებს გადავცემთ. თავის მხრივ, მათი ვალდებულებაა, დააბანდონ ინვესტიცია, შემოიტანონ მაღალი ტექნოლოგიების დანადგარები, პატიმრებს ასწავლონ მუშაობა და დაასაქმონ. რუსთავის #16 დაწესებულება იქნება ე.წ. საწარმოო ზონა, სადაც პატიმარი ან იმუშავებს, ან რომელიმე პროფესიას შეიძენს აქვე მდებარე პროფესიულ სასწავლებელში.

იხილეთ სრულად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ