სპორტი
საზოგადოება
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს თაღლითობა ფოთის ნავსადგურს სრულიად გააქრობს"
"ეს თაღლითობა ფოთის ნავსადგურს სრულიად გააქრობს"

1 მა­ი­სი­დან ყვე­ლა იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ტვირ­თი მხო­ლოდ ფო­თის ნავ­სად­გუ­რის მფლო­ბე­ლის, "აი პი ემ ტერ­მი­ნალ­სის" ტერ­მი­ნალ­ში (რო­მე­ლიც ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია "მა­ერსკის" ჰოლ­დინ­გში შე­დის) გან­ბაჟ­დე­ბა, რა­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი 40-ზე მეტი სა­ტერ­მი­ნა­ლო, ლო­გის­ტი­კუ­რი კომ­პა­ნია აპ­რო­ტეს­ტებს, რად­გან ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სარ­კი­ნიგ­ზო ტვირ­თე­ბის გან­ბა­ჟე­ბის ტა­რიფს ზრდის, შე­სა­ბა­მი­სად, იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტიც გაძ­ვირ­დე­ბა, "აი პი ემ ტერ­მი­ნალ­სი" კი ბაზ­რის მო­ნო­პო­ლის­ტად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა.

ლო­გის­ტი­კუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, და­ვით უსუ­ფაშ­ვილს.

ლო­გის­ტი­კუ­რი კომ­პა­ნია "ისთგე­ით გრუ­პის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი იაშ­ვი­ლი "ვერ­სი­ას­თან" სა­უბ­რი­სას დე­ტა­ლუ­რად შიფ­რავს იმ სქე­მას, რომ­ლი­თაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, ფო­თის ნავ­სად­გუ­რის მმარ­თვე­ლი კომ­პა­ნია (იმ­ხა­ნად, ფო­თის ნავ­სად­გუ­რის მფლო­ბე­ლი არა­ბუ­ლი "რა­კია" იყო) მხო­ლოდ მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გან­ბა­ჟე­ბის ნა­წილ­ში, მო­ნო­პო­ლის­ტუ­რად იქცა და ყვე­ლა­ფე­რი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, "აი პი ემ ტერ­მი­ნალ­სის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, უა­რე­სი ტემ­პით გრძელ­დე­ბა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან.

ირაკ­ლი იაშ­ვი­ლი: 2010 წელს, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად გოგა ცხა­კა­ია და­ნიშ­ნეს, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად მა­ნი­ა­კი იყო - კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის წა­მე­ბა დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებ­და. იმ­ხა­ნად, ფო­თის ნავ­სად­გუ­რი მარ­თვა­ში არა­ბულ "რა­კია ჯგუფს" გა­დას­ცეს. შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი­სა და "რა­კი­ას" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბა შედ­გა, რომ­ლი­თაც არა­ბებს გეზი-ს (გა­ფორ­მე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი ზონა, _ ავტ.) შე­ნო­ბა უნდა აე­შე­ნე­ბი­ნათ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი ტვირ­თე­ბის გან­ბა­ჟე­ბის ექ­სკლუ­ზივს და­პირ­და. იმ დროს, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში ჯარ­თის ნაც­ვლად, პირ­ველ ად­გილ­ზე, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გა­და­ვი­და - აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­მო­დის და იმ­პორ­ტი­სა და ექ­სპორ­ტის ამ კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში ძა­ლი­ან დიდი ფული ტრი­ა­ლებს, ამი­ტომ ამ ბიზ­ნე­სის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა და ფუ­ლის გა­კონ­ტრო­ლე­ბა გა­და­წყვი­ტეს. სხვა­თა შო­რის, ეს და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­საც სურ­და, მაგ­რამ ნავ­თო­ბის ბიზ­ნე­სი­თა და სარ­კი­ნიგ­ზო გა­და­ზიდ­ვე­ბით იმ­დე­ნად იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, ამის­თვის ვე­ღარ მო­ი­ცა­ლა. მას შემ­დეგ, რაც თბი­ლის­სა და ფოთ­ში გა­ფორ­მე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნე­ბი შე­იქ­მნა, გოგა ცხა­კა­ი­ამ მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გან­ბა­ჟე­ბის კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მა შე­ი­მუ­შა­ვა, რო­მელ­მაც ფო­თის პორ­ტის მფლო­ბელ "რა­კი­ას", გეზ-ის შე­ნო­ბის გვერ­დით, სა­კონ­ტე­ი­ნე­რო ტერ­მი­ნა­ლიც აა­შე­ნე­ბი­ნა და სწო­რედ აქ უნდა გა­ნე­ბა­ჟე­ბი­ნა ნე­ბის­მი­ერ გა­დამ­ზი­დავ კომ­პა­ნი­ას თა­ვის ტვირ­თი. "ისთგე­ით გრუ­პის" გარ­და, მსოფ­ლი­ო­ში სი­დი­დით მე­სა­მე სა­ზღვაო კომ­პა­ნია "სი ემ ეის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც ვარ, კომ­პა­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი შე­მოჰ­ყავს. ეს ინ­დუსტრია ასე მუ­შა­ობს: გემი და კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გემ­ზეა, ჩვე­ნი სა­კუთ­რე­ბაა, სა­კუთ­რე­ბა­ში გვაქვს ტერ­მი­ნა­ლიც ფო­თის ნავ­სად­გურ­ში, სა­დაც ეს ტვირ­თი უნდა გან­ბაჟ­დეს. აბ­სო­ლუ­ტუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი და კონ­კუ­რენ­ტე­ბის­გან გა­მიჯ­ნუ­ლე­ბი ვართ, მაგ­რამ გოგა ცხა­კა­ი­ამ, "რა­კი­ინ­თან" მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ, ფოთ­ში სხვა სა­კონ­ტე­ი­ნე­რო ტერ­მი­ნა­ლი აა­შე­ნა და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის ზე­პი­რი ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ყო­ველ­გვა­რი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტის გა­რე­შე, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გან­ბა­ჟე­ბა მხო­ლოდ "რა­კი­ას" სა­კურ­თე­ბა­ში არ­სე­ბულ ტერ­მი­ნალ­ში და­ი­წყეს, თა­ნაც ეს უფ­ლე­ბა "რა­კი­ას" ხუთი წლით, 2015 წლამ­დე გა­დას­ცეს...

ამა­სო­ბა­ში, ფო­თის ნავ­სად­გუ­რის მფლო­ბე­ლი შე­იც­ვა­ლა და არა­ბუ­ლი "რა­კია" და­ნი­ურ­მა "აი პი ემ ტერ­მი­ნალსმა" ჩა­ა­ნაც­ვლა, რო­მე­ლიც გი­გან­ტუ­რი ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია "მა­ერსკის" ჰოლ­დინ­გში შე­დის. "მა­ერსკი" და ჩემი პარტნი­ო­რი "სი ემ აი" ზღვა­შიც და ხმე­ლეთ­ზეც კონ­კუ­რენ­ტე­ბი არი­ან. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, მე­გო­ნა, ამ უსა­მარ­თლო­ბას ბოლო მო­ე­ღე­ბო­და – ჩვენ ხომ ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას არ ვი­თხოვთ, მხო­ლოდ ზე­პი­რად გა­ცე­მუ­ლი ბრძა­ნე­ბის გა­უქ­მე­ბა გვინ­და. ნორ­მა­ტი­უ­ლი აქტი რომ არ­სე­ბობ­დეს, გა­ვა­სა­ჩივ­რებ­დი მა­ინც, მაგ­რამ ზე­პი­რი ბრძა­ნე­ბა რო­გორ გა­ვა­სა­ჩივ­რო, რომ­ლი­თაც მე­ბა­ჟე არც ერთ სხვა ტერ­მი­ნალ­ში არ უნდა მი­ვი­დეს, "აი პი ემ ტერ­მი­ნალ­სის" კუთ­ვნი­ლი ტერ­მი­ნა­ლის გარ­და?! ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სანს შევ­ხვდი და ამ პრობ­ლე­მა­ზე ვე­სა­უბ­რე. გა­ვი­და თვე­ე­ბი, მაგ­რამ შე­დე­გი ვერ ვნა­ხე, ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლე­ბიც მივ­წე­რე ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრებს, ბიზ­ნე­სომ­ბუდსმენს, პარ­ლა­მენტს... მაგ­რამ მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო გა­მო­მეხ­მა­უ­რა. ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­შიც გა­ი­მარ­თა შეხ­ვედ­რა, სა­დაც გვი­თხრეს, ასე­თი რე­ჟი­მი გვა­წყობს, რად­გან ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა ანუ ერთ ად­გილ­ზე ტვირ­თის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და გან­ბა­ჟე­ბა მარ­ტი­ვი­აო. ამ ლო­გი­კით, საბ­ჭო­თა კავ­ში­რიც აღ­ვად­გი­ნეთ, რად­გან მა­ში­ნაც ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მა არ­სე­ბობ­და და ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა მარ­ტი­ვი იყო...

სიზ­მარ­შიც კი ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მიერ მი­ღე­ბულ კო­რუფ­ცი­ულ, ვე­რა­გულ და თაღ­ლი­თურ გა­რი­გე­ბას თუ გა­აგ­რძე­ლებ­და.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"ეს თაღლითობა ფოთის ნავსადგურს სრულიად გააქრობს"

"ეს თაღლითობა ფოთის ნავსადგურს სრულიად გააქრობს"

1 მაისიდან ყველა იმპორტირებული ტვირთი მხოლოდ ფოთის ნავსადგურის მფლობელის, "აი პი ემ ტერმინალსის" ტერმინალში (რომელიც ამერიკული კომპანია "მაერსკის" ჰოლდინგში შედის) განბაჟდება, რასაც საქართველოში მოქმედი 40-ზე მეტი სატერმინალო, ლოგისტიკური კომპანია აპროტესტებს, რადგან ეს გადაწყვეტილება სარკინიგზო ტვირთების განბაჟების ტარიფს ზრდის, შესაბამისად, იმპორტირებული პროდუქტიც გაძვირდება, "აი პი ემ ტერმინალსი" კი ბაზრის მონოპოლისტად ჩამოყალიბდება.

ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლებმა წერილობით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს.

ლოგისტიკური კომპანია "ისთგეით გრუპის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი "ვერსიასთან" საუბრისას დეტალურად შიფრავს იმ სქემას, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს, ფოთის ნავსადგურის მმართველი კომპანია (იმხანად, ფოთის ნავსადგურის მფლობელი არაბული "რაკია" იყო) მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების განბაჟების ნაწილში, მონოპოლისტურად იქცა და ყველაფერი "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, "აი პი ემ ტერმინალსის" გადაწყვეტილებით, უარესი ტემპით გრძელდება. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

ირაკლი იაშვილი: 2010 წელს, შემოსავლების სამსახურის უფროსად გოგა ცხაკაია დანიშნეს, რომელიც ნამდვილად მანიაკი იყო - კომპანიების ხელმძღვანელების წამება დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. იმხანად, ფოთის ნავსადგური მართვაში არაბულ "რაკია ჯგუფს" გადასცეს. შემოსავლების სამსახურისა და "რაკიას" ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკება შედგა, რომლითაც არაბებს გეზი-ს (გაფორმების ეკონომიკური ზონა, _ ავტ.) შენობა უნდა აეშენებინათ, ხელისუფლება კი ტვირთების განბაჟების ექსკლუზივს დაპირდა. იმ დროს, საქართველოს ეკონომიკაში ჯართის ნაცვლად, პირველ ადგილზე, მსუბუქი ავტომობილები გადავიდა - აღმოაჩინეს, რომ საქართველოში მსუბუქი ავტომობილები დიდი რაოდენობით შემოდის და იმპორტისა და ექსპორტის ამ კომბინაციაში ძალიან დიდი ფული ტრიალებს, ამიტომ ამ ბიზნესის ხელში ჩაგდება და ფულის გაკონტროლება გადაწყვიტეს. სხვათა შორის, ეს დავით კეზერაშვილსაც სურდა, მაგრამ ნავთობის ბიზნესითა და სარკინიგზო გადაზიდვებით იმდენად იყო დაკავებული, ამისთვის ვეღარ მოიცალა. მას შემდეგ, რაც თბილისსა და ფოთში გაფორმების ეკონომიკური ზონები შეიქმნა, გოგა ცხაკაიამ მსუბუქი ავტომობილების განბაჟების კორუფციული სქემა შეიმუშავა, რომელმაც ფოთის პორტის მფლობელ "რაკიას", გეზ-ის შენობის გვერდით, საკონტეინერო ტერმინალიც ააშენებინა და სწორედ აქ უნდა განებაჟებინა ნებისმიერ გადამზიდავ კომპანიას თავის ტვირთი. "ისთგეით გრუპის" გარდა, მსოფლიოში სიდიდით მესამე საზღვაო კომპანია "სი ემ ეის" წარმომადგენელიც ვარ, კომპანიას საქართველოში მსუბუქი ავტომობილები შემოჰყავს. ეს ინდუსტრია ასე მუშაობს: გემი და კონტეინერები, რომლებიც გემზეა, ჩვენი საკუთრებაა, საკუთრებაში გვაქვს ტერმინალიც ფოთის ნავსადგურში, სადაც ეს ტვირთი უნდა განბაჟდეს. აბსოლუტურად უზრუნველყოფილი და კონკურენტებისგან გამიჯნულები ვართ, მაგრამ გოგა ცხაკაიამ, "რაკიინთან" მოლაპარაკების შემდეგ, ფოთში სხვა საკონტეინერო ტერმინალი ააშენა და ფინანსთა მინისტრის ზეპირი ბრძანების საფუძველზე, ყოველგვარი ნორმატიული აქტის გარეშე, საქართველოში შემოსული მსუბუქი ავტომობილების განბაჟება მხოლოდ "რაკიას" საკურთებაში არსებულ ტერმინალში დაიწყეს, თანაც ეს უფლება "რაკიას" ხუთი წლით, 2015 წლამდე გადასცეს...

ამასობაში, ფოთის ნავსადგურის მფლობელი შეიცვალა და არაბული "რაკია" დანიურმა "აი პი ემ ტერმინალსმა" ჩაანაცვლა, რომელიც გიგანტური ამერიკული კომპანია "მაერსკის" ჰოლდინგში შედის. "მაერსკი" და ჩემი პარტნიორი "სი ემ აი" ზღვაშიც და ხმელეთზეც კონკურენტები არიან. ახალი ხელისუფლების პირობებში, მეგონა, ამ უსამართლობას ბოლო მოეღებოდა – ჩვენ ხომ ქონების დაბრუნებას არ ვითხოვთ, მხოლოდ ზეპირად გაცემული ბრძანების გაუქმება გვინდა. ნორმატიული აქტი რომ არსებობდეს, გავასაჩივრებდი მაინც, მაგრამ ზეპირი ბრძანება როგორ გავასაჩივრო, რომლითაც მებაჟე არც ერთ სხვა ტერმინალში არ უნდა მივიდეს, "აი პი ემ ტერმინალსის" კუთვნილი ტერმინალის გარდა?! ახალი ხელისუფლების პირობებში რამდენიმე მაღალჩინოსანს შევხვდი და ამ პრობლემაზე ვესაუბრე. გავიდა თვეები, მაგრამ შედეგი ვერ ვნახე, ოფიციალური წერილებიც მივწერე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს, ბიზნესომბუდსმენს, პარლამენტს... მაგრამ მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრო გამომეხმაურა. ფინანსთა სამინისტროშიც გაიმართა შეხვედრა, სადაც გვითხრეს, ასეთი რეჟიმი გვაწყობს, რადგან ადმინისტრირება ანუ ერთ ადგილზე ტვირთის დათვალიერება და განბაჟება მარტივიაო. ამ ლოგიკით, საბჭოთა კავშირიც აღვადგინეთ, რადგან მაშინაც ერთიანი სისტემა არსებობდა და ყველა პროცედურა მარტივი იყო...

სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, ახალი ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნების მიერ მიღებულ კორუფციულ, ვერაგულ და თაღლითურ გარიგებას თუ გააგრძელებდა.

იხილეთ სრულად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა