რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მის მიერ ევროპელი ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილზე ვაშინგტონის რეაქციას უცნაური უწოდა და აღნიშნა , რომ სხვისი წერილების კითხვა კარგი არ არის. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
"ცოტა არ იყოს უცნაურია მათი რეაქცია. მით უმეტეს, რომ სხვისი წერილების კითხვა კარგი არ არის. ეს წერილი ევროპელებისთვის იყო განკუთვნილი. ყველა მიეჩვია, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრები სხვის საუბრებს ისმენენ, აი სხვის წერილებში ჩახედვა კი ულამაზოა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის ჯენ კარნის თქმით, აშშ გმობს რუსეთის ძალისხმევას, გამოიყენოს ენერგორესურსები, როგორც იძულების ინსტრუმენტი, უკრაინის გაკონტროლების მიზნით.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ ევროკავშირის 18 ქვეყნის ლიდერს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ რუსეთმა აღარ უნდა ზიდოს და ვეღარც ზიდავს მარტო უკრაინის ეკონომიკის მხარდაჭერის ტვირთს, მისთვის გაზზე ფასდაკლებითა და ვალების პატიებით.