მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BBC - 10 რამ, რაც საქართველოზე არ იცოდით
BBC - 10 რამ, რაც საქართველოზე არ იცოდით

ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მის BBC-ის არ­ქივ­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტია ინა­ხე­ბა - "10 რამ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ზე არ იცო­დით", რო­მე­ლიც 2013 წელს არის და­ბეჭ­დი­ლი.

1. ქარ­თუ­ლი ენა: რო­დე­საც ქარ­თვე­ლე­ბის სა­უ­ბარს მო­ის­მენთ, დარ­წმუნ­დე­ბით, რომ მსგავ­სი სი­ტყვე­ბი არ­სად მო­გის­მე­ნი­ათ. ის სხვა ენებს არ ჰგავს. ქარ­თვე­ლებს სა­კუ­თა­რი ან­ბა­ნი და ძა­ლი­ან ლა­მა­ზი დამ­წერ­ლო­ბა აქვთ.

2. სა­ქარ­თვე­ლოს "Georgia" არ ქვია: თუ ჩვენ, უცხო­ე­ლე­ბი ამ ქვე­ყა­ნას Georgia-ს ვუ­წო­დებთ, ქარ­თვე­ლე­ბი მას სა­ქარ­თვე­ლოს ეძა­ხი­ან.

3. იო­სებ სტა­ლი­ნის პორ­ტრე­ტე­ბი: მისი სიკ­ვდი­ლის შემ­დე­გაც კი, აქ არის ბა­ზა­რი, სა­დაც სტა­ლი­ნის პორ­ტრე­ტე­ბი იყი­დე­ბა. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, სტა­ლი­ნის ბევ­რი ქან­და­კე­ბა აი­ღეს, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი სკვე­რებ­ში ისევ და­აბ­რუ­ნეს. ზო­გი­ერ­თი ასა­კო­ვა­ნი ქარ­თვე­ლის­თვის სტა­ლი­ნი პა­ტივ­სა­ცე­მი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც ძლი­ერ ლი­დერს უწო­დე­ბენ და რო­მელ­მაც ჰიტ­ლე­რი და­ა­მარ­ცხა. თუმ­ცა, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, სტა­ლინს რო­გორც ტი­რანს, ისე იხ­სე­ნი­ე­ბენ.

4. მა­ღა­ლი მთე­ბი: რო­მე­ლია ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მთაგ­რე­ხი­ლი? სწო­რი პა­სუ­ხია - კავ­კა­სი­ო­ნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის სა­ზღვარს წარ­მო­ად­გენს. მა­შინ, რო­დე­საც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მწვერ­ვა­ლი რუ­სეთ­შია, სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რე უმაღ­ლე­სი მწვერ­ვა­ლი შხა­რაა. ეს შთამ­ბეჭ­და­ვი მთე­ბი სა­ხი­ფა­თო გზებ­თან და სოფ­ლებ­თან ერ­თად ზამ­თარ­ში იკე­ტე­ბა. ამ ად­გი­ლებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ლე­გენ­დას მო­გი­თხრო­ბენ. სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბი უამ­რავ ტუ­რისტსა და ად­გი­ლობ­რივს იზი­დავს - მთამ­სვლე­ლე­ბის­თვის, ტუ­რის­ტე­ბის­თვი­სა და მო­თხი­ლა­მუ­რე­ე­ბის­თვის ნამ­დვი­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი იწყე­ბა.

5. ახა­ლი შე­ნო­ბე­ბი: ქვე­ყა­ნა­ში პარ­ლა­მენ­ტი­სა და პო­ლი­ცი­ის ახა­ლი შე­ნო­ბე­ბი შენ­დე­ბა - შე­ნო­ბებს მი­ნით იმი­ტომ ფა­რა­ვენ, რომ ეს გამჭვირ­ვა­ლო­ბის სიმ­ბო­ლოა. თუმ­ცა, ამა­სო­ბა­ში ქვეყ­ნის ბევ­რი გზა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

6. ნა­ბი­ჯი ფრთხი­ლად: კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო ჰო­მო­ფო­ბი­ით შე­პყრო­ბილ ქვეყ­ნებს შო­რის არის. თბი­ლის­ში მა­ის­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და და გან­რის­ხე­ბა გა­მო­ხა­ტა ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბის მი­მართ - ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო დე­მონ­სტრა­ცია გა­ი­მარ­თა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მე­გა­ფო­ნით მო­უ­წო­დებ­დნენ: "გე­ე­ბო, ევ­რო­პა­ში წა­დით!". თუმ­ცა, ქარ­თვე­ლებ­შიც იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­თა საქ­ცი­ე­ლი დაგ­მეს და ამ აქ­ცი­ას "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მწუ­ხა­რე დღე" უწო­დეს.

7. მე­გობ­რუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი: ქარ­თვე­ლე­ბის­თვის სტუ­მა­რი ღვთის სა­ჩუ­ქა­რია.

8. ქარ­თვე­ლე­ბი რე­ლი­გი­უ­რი ხალ­ხია: თუ ევ­რო­პა­ში მცხოვ­რე­ბი ბევ­რი ერის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში რწმე­ნის მი­მართ ერ­თგუ­ლე­ბა და­კარ­გა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ძლე­ვა­მო­სი­ლია. ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა ეკ­ლე­სი­ის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მით იზ­რდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე ქარ­თვე­ლე­ბის აზ­რით ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე პა­ტივ­სა­ცე­მი ადა­მი­ა­ნია.

9. ოჯა­ხი: ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რო­დე­საც რა­ი­მე პრობ­ლე­მა აქვთ, ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ეხ­მა­რე­ბა. "რო­დე­საც პრობ­ლე­მა გა­მიჩ­ნდა, ერთი ადა­მი­ა­ნის ბი­ძაშ­ვი­ლი და­მეხ­მა­რა, მე­ო­რა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლი მე­ყი­და. მე­ო­რემ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნით დაგ­ვეხ­მა­რა, რო­დე­საც ძლი­ე­რი თოვ­ლის გამო მთა­ში დავ­რჩით. სო­ცი­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა სა­ვა­ლა­ლოა და ამ დროს კრი­ზის­თან ბრძო­ლა­ში ქარ­თვე­ლებს ოჯა­ხი ეხ­მა­რე­ბა", - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

10. სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პა­შია და არა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია BBC-ის მი­ხედ­ვით.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ | სა­ქარ­თვე­ლო BBC-ის დო­კუ­მენ­ტურ ფილმში "მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო გზე­ბი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

BBC - 10 რამ, რაც საქართველოზე არ იცოდით

BBC - 10 რამ, რაც საქართველოზე არ იცოდით

ბრიტანული გამოცემის BBC-ის არქივში საქართველოს შესახებ საინტერესო სტატია ინახება - "10 რამ, რაც საქართველოზე არ იცოდით", რომელიც 2013 წელს არის დაბეჭდილი.

1. ქართული ენა: როდესაც ქართველების საუბარს მოისმენთ, დარწმუნდებით, რომ მსგავსი სიტყვები არსად მოგისმენიათ. ის სხვა ენებს არ ჰგავს. ქართველებს საკუთარი ანბანი და ძალიან ლამაზი დამწერლობა აქვთ.

2. საქართველოს "Georgia" არ ქვია: თუ ჩვენ, უცხოელები ამ ქვეყანას Georgia-ს ვუწოდებთ, ქართველები მას საქართველოს ეძახიან.

3. იოსებ სტალინის პორტრეტები: მისი სიკვდილის შემდეგაც კი, აქ არის ბაზარი, სადაც სტალინის პორტრეტები იყიდება. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, სტალინის ბევრი ქანდაკება აიღეს, მაგრამ რამდენიმე მათგანი სკვერებში ისევ დააბრუნეს. ზოგიერთი ასაკოვანი ქართველისთვის სტალინი პატივსაცემი ადამიანია, რომელსაც ძლიერ ლიდერს უწოდებენ და რომელმაც ჰიტლერი დაამარცხა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, სტალინს როგორც ტირანს, ისე იხსენიებენ.

4. მაღალი მთები: რომელია ევროპაში ყველაზე მაღალი მთაგრეხილი? სწორი პასუხია - კავკასიონი, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვარს წარმოადგენს. მაშინ, როდესაც ყველაზე მაღალი მწვერვალი რუსეთშია, საქართველოში მეორე უმაღლესი მწვერვალი შხარაა. ეს შთამბეჭდავი მთები სახიფათო გზებთან და სოფლებთან ერთად ზამთარში იკეტება. ამ ადგილებში ადგილობრივები არაერთ საინტერესო ლეგენდას მოგითხრობენ. საქართველოს მთიანი რეგიონები უამრავ ტურისტსა და ადგილობრივს იზიდავს - მთამსვლელებისთვის, ტურისტებისთვისა და მოთხილამურეებისთვის ნამდვილი თავგადასავალი იწყება.

5. ახალი შენობები: ქვეყანაში პარლამენტისა და პოლიციის ახალი შენობები შენდება - შენობებს მინით იმიტომ ფარავენ, რომ ეს გამჭვირვალობის სიმბოლოა. თუმცა, ამასობაში ქვეყნის ბევრი გზა და ინფრასტრუქტურა ცუდ მდგომარეობაშია.

6. ნაბიჯი ფრთხილად: კვლევის მიხედვით, საქართველო ჰომოფობიით შეპყრობილ ქვეყნებს შორის არის. თბილისში მაისში ათასობით ადამიანი გამოვიდა და განრისხება გამოხატა ჰომოსექსუალების მიმართ - ქვეყნის დედაქალაქში ჰომოსექსუალების საწინააღმდეგო დემონსტრაცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მეგაფონით მოუწოდებდნენ: "გეებო, ევროპაში წადით!". თუმცა, ქართველებშიც იყვნენ ადამიანები, რომლებმაც თანამემამულეთა საქციელი დაგმეს და ამ აქციას "საქართველოსთვის მწუხარე დღე" უწოდეს.

7. მეგობრული ქართველები: ქართველებისთვის სტუმარი ღვთის საჩუქარია.

8. ქართველები რელიგიური ხალხია: თუ ევროპაში მცხოვრები ბევრი ერის წარმომადგენელმა დროთა განმავლობაში რწმენის მიმართ ერთგულება დაკარგა, საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესია ძლევამოსილია. ქვეყანაში ყველა ეკლესიის მიმართ პატივისცემით იზრდება. საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ქართველების აზრით ქვეყანაში ყველაზე პატივსაცემი ადამიანია.

9. ოჯახი: ქართველებისთვის ოჯახი და მეგობრები მნიშვნელოვანია. როდესაც რაიმე პრობლემა აქვთ, ყველა ერთმანეთს ეხმარება. "როდესაც პრობლემა გამიჩნდა, ერთი ადამიანის ბიძაშვილი დამეხმარა, მეორადი ავტომობილი მეყიდა. მეორემ საცხოვრებელი ბინით დაგვეხმარა, როდესაც ძლიერი თოვლის გამო მთაში დავრჩით. სოციალური ვითარება სავალალოა და ამ დროს კრიზისთან ბრძოლაში ქართველებს ოჯახი ეხმარება", - წერს ჟურნალისტი.

10. საქართველო ევროპაშია და არა შეერთებულ შტატებში.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

ასევე დაგაინტერესებთ | საქართველო BBC-ის დოკუმენტურ ფილმში "მსოფლიოს ყველაზე სახიფათო გზები"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია