Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კეკელიძის 9 აპრილის ამბავი "ამბებისთვის"
გიორგი კეკელიძის 9 აპრილის ამბავი "ამბებისთვის"

დღეს 9 აპ­რი­ლია, - 25 წელი გა­ვი­და იმ სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­ი­დან, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 1989 წლის 9 აპ­რილს დატ­რი­ალ­და. თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ქარ­თვე­ლე­ბი საბ­ჭო­თა ჯარ­მა რუს­თა­ველ­ზე ნიჩ­ბე­ბით ჩა­ხო­ცა: მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ქალი იყო... ვი­საც ის შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი ახ­სოვს, ვე­რა­სო­დეს და­ი­ვი­წყებს...

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, მა­შინ სრუ­ლი­ად პა­ტა­რა ყო­ფი­ლა. მი­უ­ხე­და­ვად მისი მცი­რე ასა­კი­სა (5 წლის იყო), მა­ინც სი­ზუს­ტით ასა­ხავს და გად­მოს­ცემს იმ სა­ში­ნელ ემო­ცი­ას, რა­საც თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლი იმ პე­რი­ოდ­ში გა­ნიც­დი­და.

ამ თე­მა­ზე ის დღეს სა­კუ­თა­რი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს და მისი "ამ­ბე­ბი.გე"-ზე გად­მო­ტა­ნის უფ­ლე­ბაც მოგ­ვცა.

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე:

- არის ამ­ბე­ბი, რო­მე­ლიც რა­ღაც ირი­ბი ნი­უ­ან­სე­ბით გა­მახ­სოვ­რდე­ბა. 9 აპ­რი­ლი ასე იყო: მე­ო­რე დღეს 5 წლის ვხდე­ბო­დი. მა­შინ მი­ხა­რო­და. საჭ­მელს მაჭ­მევ­დნენ და ტე­ლე­ვი­ზორს ვუ­ყუ­რებ­დი, უცებ წა­მო­მა­ყე­ნეს და მა­გი­დის სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს დამ­სვეს - ტე­ლე­ვი­ზო­რის­გან ზურ­გით. რა­ღაც ნამ­ცხვარს აცხობ­დნენ და და­იწ­ვა.

გვი­ან დავ­ფიქ­რდი - რო­გორ უნდა დაჯ­დეს მსგავს ამ­ბებ­თან კაცი - ზურ­გით თუ პირ­და­პირ. ამა­ზე სხვა დროს. ტე­ლე­ვი­ზორ­ში და­ღუ­პულ­თა შე­სა­ხებ აცხა­დებ­დნენ - გა­რეთ მზი­ა­ნი ამინ­დი იდგა. გა­ზა­ფხუ­ლი იყო. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. სა­ბავ­შვო ბაღს ვამ­თავ­რდე­ბი. ად­რეც მო­მი­ყო­ლია - იქ ერთი გოგო მიყ­ვარ­და - მგო­ნი, მთელ ჯგუფს - ქრის­ტი­ნა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი. სა­ნამ შინ არ წა­იყ­ვან­დნენ - ვე­ლო­დი, თუნ­დაც ჩემ­თვის მო­ე­კი­თხათ - მერე ფეხ­საც­მე­ლებს ვაც­მევ­დი. ეს იყო ჩემი სა­მიჯ­ნუ­რო რი­ტუ­ა­ლი. უცებ წარ­მო­ვიდ­გი­ნე, ის რომ მო­ეკ­ლათ. სრუ­ლი­ად უც­ნა­უ­რი შეგ­რძნე­ბა და­მე­უფ­ლა. შიში და ბრა­ზი ერ­თად. მალე გა­მი­ა­რა. გა­რეთ ბავ­შვე­ბი თა­მა­შობ­დნენ - შე­ვუ­ერ­თდი.

მაგ­რამ მალე ისევ და­მიბ­რუნ­და. ერთი ოზურ­გე­თე­ლი გო­გოც შე­ე­წი­რა აპ­რი­ლის დღეს, ლი­ხა­უ­რე­ლი ნინო თო­ი­ძე, ლი­ხა­ურ­ში­ვე დაკ­რძა­ლეს. თვე­ე­ბის შემ­დეგ ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი ავიდ­ნენ სა­საფ­ლა­ო­ზე. მე ხელ­ში ცხრა აპ­რი­ლის კა­ლენ­და­რი მე­ჭი­რა, გარ­დაც­ვლილ­თა სიით, სამ­ძიმ­რე­ბით, ნა­ჩუ­ქა­რი თუ სა­ჩუ­ქე­ბე­ლი ტი­ტე­ბით და სხვა ლექ­სე­ბით. იქ კი ჰყვე­ბოდ­ნენ:

დე­და­მი­სი იგო­ნებს: დედა, სიზ­მარ­ში ვნა­ხე შავ ფეხ­საც­მელს ვყი­დუ­ლობ­დი. მერე ვი­კი­თხე და ბე­დია - გა­თხოვ­დე­ბაო. 4 აპ­რილს სუ­რა­თი გა­და­ი­ღოო და 9-ში მო­მა­კი­თხეო ფო­ტოგ­რაფ­მა. ცოტა ადრე გა­ა­კე­თეო - ნი­ნოს ღი­მი­ლით უთ­ქვამს.

ასე­თი ამ­ბე­ბი მეს­მო­და, მე კი საფ­ლა­ვის ქვა­ზე სუ­რათს ვუ­ყუ­რებ­დი. ნი­ნოს ად­გი­ლას ისევ ქრის­ტი­ნა წარ­მო­მედ­გი­ნა. და დაბ­რუნ­და ის ბრა­ზი - ყელ­ში ბურ­თით და თვალ­ში ცრემ­ლით. ალ­ბათ ეს ბრა­ზია, რო­მე­ლიც ომებს იწყებს. უმ­წე­ო­ბის და შუ­რის­ძი­ე­ბის შე­ჯა­ხე­ბის ბრა­ზი. ალ­ბათ ეს ბრა­ზია - მშვი­დო­ბა­ზე ფიქ­რს რომ გკარ­ნა­ხობს, პირ­ველ გა­ელ­ვე­ბას თუ გა­უ­ძე­ლი. გა­აჩ­ნია რო­გორ ზი­ხარ - პირ­და­პირ თუ ზურ­გით.

ლალი ფა­ცია

გიორგი კეკელიძის 9 აპრილის ამბავი "ამბებისთვის"

გიორგი კეკელიძის 9 აპრილის ამბავი "ამბებისთვის"

დღეს 9 აპრილია, - 25 წელი გავიდა იმ საშინელი ტრაგედიიდან, რომელიც საქართველოში 1989 წლის 9 აპრილს დატრიალდა. თავისუფლებისმოყვარე ქართველები საბჭოთა ჯარმა რუსთაველზე ნიჩბებით ჩახოცა: მათი უმრავლესობა ქალი იყო... ვისაც ის შემზარავი ამბავი ახსოვს, ვერასოდეს დაივიწყებს...

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, მაშინ სრულიად პატარა ყოფილა. მიუხედავად მისი მცირე ასაკისა (5 წლის იყო), მაინც სიზუსტით ასახავს და გადმოსცემს იმ საშინელ ემოციას, რასაც თითოეული ქართველი იმ პერიოდში განიცდიდა.

ამ თემაზე ის დღეს საკუთარი ''ფეისბუქის'' პირად გვერდზე წერს და მისი ''ამბები.გე''-ზე გადმოტანის უფლებაც მოგვცა.

გიორგი კეკელიძე:

- არის ამბები, რომელიც რაღაც ირიბი ნიუანსებით გამახსოვრდება. 9 აპრილი ასე იყო: მეორე დღეს 5 წლის ვხდებოდი. მაშინ მიხაროდა. საჭმელს მაჭმევდნენ და ტელევიზორს ვუყურებდი, უცებ წამომაყენეს და მაგიდის საპირისპირო მხარეს დამსვეს - ტელევიზორისგან ზურგით. რაღაც ნამცხვარს აცხობდნენ და დაიწვა.

გვიან დავფიქრდი - როგორ უნდა დაჯდეს მსგავს ამბებთან კაცი - ზურგით თუ პირდაპირ. ამაზე სხვა დროს. ტელევიზორში დაღუპულთა შესახებ აცხადებდნენ - გარეთ მზიანი ამინდი იდგა. გაზაფხული იყო. პატარა ვიყავი. საბავშვო ბაღს ვამთავრდები. ადრეც მომიყოლია - იქ ერთი გოგო მიყვარდა - მგონი, მთელ ჯგუფს - ქრისტინა მირიანაშვილი. სანამ შინ არ წაიყვანდნენ - ველოდი, თუნდაც ჩემთვის მოეკითხათ - მერე ფეხსაცმელებს ვაცმევდი. ეს იყო ჩემი სამიჯნურო რიტუალი. უცებ წარმოვიდგინე, ის რომ მოეკლათ. სრულიად უცნაური შეგრძნება დამეუფლა. შიში და ბრაზი ერთად. მალე გამიარა. გარეთ ბავშვები თამაშობდნენ - შევუერთდი.

მაგრამ მალე ისევ დამიბრუნდა. ერთი ოზურგეთელი გოგოც შეეწირა აპრილის დღეს, ლიხაურელი ნინო თოიძე, ლიხაურშივე დაკრძალეს. თვეების შემდეგ ჩემი ნათესავები ავიდნენ სასაფლაოზე. მე ხელში ცხრა აპრილის კალენდარი მეჭირა, გარდაცვლილთა სიით, სამძიმრებით, ნაჩუქარი თუ საჩუქებელი ტიტებით და სხვა ლექსებით. იქ კი ჰყვებოდნენ:

დედამისი იგონებს: დედა, სიზმარში ვნახე შავ ფეხსაცმელს ვყიდულობდი. მერე ვიკითხე და ბედია - გათხოვდებაო. 4 აპრილს სურათი გადაიღოო და 9-ში მომაკითხეო ფოტოგრაფმა. ცოტა ადრე გააკეთეო - ნინოს ღიმილით უთქვამს.

ასეთი ამბები მესმოდა, მე კი საფლავის ქვაზე სურათს ვუყურებდი. ნინოს ადგილას ისევ ქრისტინა წარმომედგინა. და დაბრუნდა ის ბრაზი - ყელში ბურთით და თვალში ცრემლით. ალბათ ეს ბრაზია, რომელიც ომებს იწყებს. უმწეობის და შურისძიების შეჯახების ბრაზი. ალბათ ეს ბრაზია - მშვიდობაზე ფიქრს რომ გკარნახობს, პირველ გაელვებას თუ გაუძელი. გააჩნია როგორ ზიხარ - პირდაპირ თუ ზურგით.

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია