პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავარიული სახლების პრობლემები თბილისში
ავარიული სახლების პრობლემები თბილისში

ძვე­ლი თბი­ლი­სი თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, თუმ­ცა ყო­ვე­ლი წვი­მი­ა­ნი და ქა­რი­ა­ნი დღე ზი­ანს აყე­ნებს ძველ უბ­ნებს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ძლი­ერ­მა ქარ­მა კი­დევ ერთი გა­მოც­და მო­უ­წყო ქა­ლა­ქის ამ ნა­წილს. ყვე­ლა­ზე მე­ტად კი სო­ლო­ლა­კი და­ა­ზა­რა­ლა. სა­ხუ­რა­ვი გა­და­ხა­და ერთ სახ­ლს, მაგ­რამ ამ და სხვა კორ­პუ­სებს მარ­ტო სა­ხუ­რა­ვის პრობ­ლე­მა არ აქვთ. მო­სახ­ლე­ო­ბის სი­ცო­ცხლე მუდ­მი­ვად რის­კის ქვე­შაა, რად­გან არა­ვინ იცის, რო­დის ჩა­მო­იშ­ლე­ბა მათი სახ­ლის კედ­ლე­ბი.

ნინო ბა­ბა­ჯა­ნო­ვა-სოფ­რო­მა­ძე, და­დი­ა­ნის ქუ­ჩის მცხოვ­რე­ბი:

- გვი­ან ღა­მით გრუ­ხუ­ნი გა­ვი­გო­ნეთ. რო­დე­საც გა­რეთ გა­მო­ვი­ხე­დეთ, ვნა­ხეთ, რომ სახ­ლის სა­ხუ­რა­ვის ნა­წი­ლი მოგ­ლე­ჯი­ლი იყო. ეს უკვე მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ქარ­მა ჩვენს სახ­ლს სა­ხუ­რა­ვი ახა­და. პირ­ვე­ლად ჩვე­ნი სახ­სრე­ბით, მე­ზობ­ლებ­მა შე­ვა­კე­თეთ სა­ხუ­რა­ვი და ალ­ბათ ახ­ლაც იმა­ვეს გა­ვა­კე­თებთ, რად­გან მე­რი­ის დახ­მა­რე­ბის იმე­დი არ გვაქვს.

- დახ­მა­რე­ბის­თვის მე­რი­ას მი­მარ­თეთ?

- პირ­ვე­ლად დავ­წე­რეთ გან­ცხა­დე­ბა, მაგ­რამ არა­ვინ მოგ­ვაქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა. ძვე­ლი თბი­ლი­სი არა­ვის აინ­ტე­რე­სებს.ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე რეს­ტორ­ნებს აშე­ნე­ბენ, ხოლო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი უყუ­რა­დღე­ბო­დაა მი­ტო­ვე­ბუ­ლი - თით­ქოს აქ არა­ვინ ცხოვ­რობ­დეს.

უკი­დუ­რე­სად ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან ბეგ­ლარ ახოს­პი­რე­ლის ქუ­ჩის მცხოვ­რებ­ნი. მათი სახ­ლე­ბი იმ­დე­ნა­დაა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, რომ არა­ნა­ირ სა­ცხოვ­რე­ბელ სტან­დარტს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ბა­ტო­ნი მე­რაბ ლო­ლა­ძი­სა და რიმა ბე­ბოს სახ­ლის კედ­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან მო­წყვე­ტი­ლია და სა­ძირ­კველს - მო­შო­რე­ბუ­ლი.

- მთავ­რო­ბას ვინ ჩი­ვის? მა­ს­მე­დი­აც დი­დად თავს აღარ იწუ­ხებს ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბის გა­შუ­ქე­ბით. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მი­წისძვრის დროს, რუ­სულ­მა არ­ხებ­მა გა­ა­შუ­ქეს ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი, ხოლო ქარ­თულ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში ერთი სი­ტყვაც არ თქმუ­ლა. ყო­ველ წუთს შე­იძ­ლე­ბა კედ­ლე­ბი მოს­წყდეს სა­ბო­ლო­ოდ ერ­თმა­ნეთს. ჩვე­ნი ძა­ლე­ბით ვცდი­ლობთ ამ სახ­ლის შე­კე­თე­ბას, მაგ­რამ ასე რო­დემ­დე გაგ­რძელ­დე­ბა? მაგ­დე­ნი ფული სა­ი­დან გვექ­ნე­ბა? რამ­დენ­ჯე­რაც რა­მეს გა­ვა­კე­თებთ, მა­ლე­ვე ფუჭ­დე­ბა. ასე რომ, ჩვენს ძა­ლის­ხმე­ვას აზრი არ აქვს. კედ­ლებს შუა დარ­ჩე­ნი­ლი ად­გი­ლი ჩვრე­ბით გვაქვს ამოვ­სე­ბუ­ლი, ქა­რი­სა და წვი­მის­გან რომ მა­ინც და­ვიც­ვათ თავი. ჭერი და ია­ტა­კიც დღი­თი დღე იხ­რე­ბა.

- სა­ერ­თოდ არა­ვინ დაგ­ხმა­რე­ბი­ათ?

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მე­რია დაგ­ვეხ­მა­რა გა­და­ხურ­ვა­ში, როცა ქარ­მა დაგ­ვი­ზი­ა­ნა. მას შემ­დეგ არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა. სა­რეს­ტავ­რა­ციო სახ­ლე­ბის სი­ა­ში ჩვე­ნი შე­ნო­ბა უკვე წლე­ბია, შეყ­ვა­ნი­ლია, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­უკე­თე­ბი­ათ. ახალ პრო­ექტს - "პა­ნო­რა­მა თბი­ლი­სი" რომ აკე­თე­ბენ, რაც მას­ზე ფული უნდა და­ხარ­ჯონ, ის თან­ხა ძველ თბი­ლისს და­ა­ხარ­ჯონ. სა­ნამ რა­ი­მე უბე­დუ­რე­ბა არ მოხ­დე­ბა, მა­ნამ­დე არა­ვინ უნდა შე­ი­წუ­ხოს თავი? რა გვეშ­ვე­ლე­ბა, არ ვი­ცით, ჩვე­ნი მომ­ხე­და­ვი არა­ვინ არის, ეს უკვე დიდი ხა­ნია, ვი­ცით და შე­გუ­ე­ბუ­ლი ვართ.

რიმა ბებო:

- ჩვენ გვი­თხრეს, თვე­ში 300 ლარს მოგ­ცემთ, ბი­ნას გი­ქი­რა­ვებთ და გა­და­დი­თო, მაგ­რამ საქ­მე მხო­ლოდ აქე­დან გას­ვლა­ში არ არის. ეს შე­ნო­ბა ხომ რჩე­ბა? აივ­ნის ქვეშ ბავ­შვე­ბი თა­მა­შო­ბენ, მან­ქა­ნას აჩე­რე­ბენ, კე­დე­ლი რომ უცებ მო­წყდეს, ხომ და­ი­ღუ­პა ადა­მი­ა­ნი? ესეც არ იყოს, მე უკვე ძა­ლი­ან მო­ხუ­ცი ვარ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა აქ მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი და სა­დამ­დეც გავძლებ, ვიქ­ნე­ბი ჩემს სახ­ლში. ხან­და­ხან გვგო­ნია, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რად არ გვეხ­მა­რე­ბი­ან, რად­გან ძა­ლი­ან კარ­გი უბა­ნია და სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ამ ად­გილს. მო­ვიყ­ვა­ნეთ არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი, მათ გვი­თხრეს, - სავ­სე­ბით ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა რეს­ტავ­რა­ცი­ა­სო, მაგ­რამ ვი­საც ეს სა­კი­თხი ეხე­ბა მთავ­რო­ბა­ში, ის არა­ფერს აკე­თებს. კა­ნა­ლი­ზა­ცი­აც ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. სარ­დაფ­ში გროვ­დე­ბა წყა­ლი და ესეც აზა­რა­ლებს სახ­ლს. ყო­ველ დი­ლით გვი­ხა­რია, ცო­ცხლებს რომ გვეღ­ვი­ძე­ბა, იმ­დე­ნად სა­ხი­ფა­თო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ.

ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­თლაც ძა­ლი­ან დიდი რის­კის ქვეშ ცხოვ­რო­ბენ, დახ­მა­რე­ბა კი არ­სა­ი­დან აქვთ. დიდი ძა­ლის­ხმე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, მთაწ­მინ­დის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბა­ში ვე­რა­ფე­რი მი­თხრეს ამ პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ. ვი­საც მივ­მარ­თე, სხვას­თან გა­და­მა­მი­სა­მარ­თა. ბო­ლოს - არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხურს მი­მარ­თე­თო, მაგ­რამ სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს იქაც არა­ვინ უპა­სუ­ხა. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ სა­კუ­თარ მყარ კა­ბი­ნე­ტებ­ში, უსაფრ­თხოდ მსხდო­მი ხე­ლი­სუ­ფალ­ნი უბ­რა­ლო, გა­ჭირ­ვე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას მცი­რე­ო­დენ ყუ­რა­დღე­ბას მა­ინც მი­აქ­ცე­ვენ.

მაკა ტუ­რაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ავარიული სახლების პრობლემები თბილისში

ავარიული სახლების პრობლემები თბილისში

ძველი თბილისი თავისი უნიკალური არქიტექტურული ნაგებობებით გამოირჩევა, თუმცა ყოველი წვიმიანი და ქარიანი დღე ზიანს აყენებს ძველ უბნებს. რამდენიმე დღის წინ, ძლიერმა ქარმა კიდევ ერთი გამოცდა მოუწყო ქალაქის ამ ნაწილს. ყველაზე მეტად კი სოლოლაკი დააზარალა. სახურავი გადახადა ერთ სახლს, მაგრამ ამ და სხვა კორპუსებს მარტო სახურავის პრობლემა არ აქვთ. მოსახლეობის სიცოცხლე მუდმივად რისკის ქვეშაა, რადგან არავინ იცის, როდის ჩამოიშლება მათი სახლის კედლები.

ნინო ბაბაჯანოვა-სოფრომაძე, დადიანის ქუჩის მცხოვრები:

- გვიან ღამით გრუხუნი გავიგონეთ. როდესაც გარეთ გამოვიხედეთ, ვნახეთ, რომ სახლის სახურავის ნაწილი მოგლეჯილი იყო. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქარმა ჩვენს სახლს სახურავი ახადა. პირველად ჩვენი სახსრებით, მეზობლებმა შევაკეთეთ სახურავი და ალბათ ახლაც იმავეს გავაკეთებთ, რადგან მერიის დახმარების იმედი არ გვაქვს.

- დახმარებისთვის მერიას მიმართეთ?

- პირველად დავწერეთ განცხადება, მაგრამ არავინ მოგვაქცია ყურადღება. ძველი თბილისი არავის აინტერესებს.ყოველ ნაბიჯზე რესტორნებს აშენებენ, ხოლო საცხოვრებელი სახლები უყურადღებოდაა მიტოვებული - თითქოს აქ არავინ ცხოვრობდეს.

უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში არიან ბეგლარ ახოსპირელის ქუჩის მცხოვრებნი. მათი სახლები იმდენადაა დაზიანებული, რომ არანაირ საცხოვრებელ სტანდარტს არ შეესაბამება. ბატონი მერაბ ლოლაძისა და რიმა ბებოს სახლის კედლები ერთმანეთისგან მოწყვეტილია და საძირკველს - მოშორებული.

- მთავრობას ვინ ჩივის? მასმედიაც დიდად თავს აღარ იწუხებს ჩვენი პრობლემების გაშუქებით. რამდენიმე წლის წინ, მიწისძვრის დროს, რუსულმა არხებმა გააშუქეს ჩვენი პრობლემები, ხოლო ქართულ ტელევიზიებში ერთი სიტყვაც არ თქმულა. ყოველ წუთს შეიძლება კედლები მოსწყდეს საბოლოოდ ერთმანეთს. ჩვენი ძალებით ვცდილობთ ამ სახლის შეკეთებას, მაგრამ ასე როდემდე გაგრძელდება? მაგდენი ფული საიდან გვექნება? რამდენჯერაც რამეს გავაკეთებთ, მალევე ფუჭდება. ასე რომ, ჩვენს ძალისხმევას აზრი არ აქვს. კედლებს შუა დარჩენილი ადგილი ჩვრებით გვაქვს ამოვსებული, ქარისა და წვიმისგან რომ მაინც დავიცვათ თავი. ჭერი და იატაკიც დღითი დღე იხრება.

- საერთოდ არავინ დაგხმარებიათ?

- რამდენიმე წლის წინ, მერია დაგვეხმარა გადახურვაში, როცა ქარმა დაგვიზიანა. მას შემდეგ არაფერი გაკეთებულა. სარესტავრაციო სახლე­ბის სიაში ჩვენი შენობა უკვე წლე­ბია, შეყვანილია, მაგრამ არაფერი გა­უკეთებიათ. ახალ პროექტს - "პანორამა თბილისი" რომ აკეთებენ, რაც მასზე ფული უნდა დახარჯონ, ის თანხა ძველ თბილისს დაახარჯონ. სანამ რაიმე უბედურება არ მოხდება, მანამდე არავინ უნდა შეიწუხოს თავი? რა გვეშველება, არ ვიცით, ჩვენი მომხედავი არავინ არის, ეს უკვე დიდი ხანია, ვიცით და შეგუებული ვართ.

რიმა ბებო:

- ჩვენ გვითხრეს, თვეში 300 ლარს მოგცემთ, ბინას გიქირავებთ და გადადითო, მაგრამ საქმე მხოლოდ აქედან გასვლაში არ არის. ეს შენობა ხომ რჩება? აივნის ქვეშ ბავშვები თამაშობენ, მანქანას აჩერებენ, კედელი რომ უცებ მოწყდეს, ხომ დაიღუპა ადამიანი? ესეც არ იყოს, მე უკვე ძალიან მოხუცი ვარ, მთელი ცხოვრება აქ მაქვს გატარებული და სადამდეც გავძლებ, ვიქნები ჩემს სახლში. ხანდახან გვგონია, რომ სპეციალურად არ გვეხმარებიან, რადგან ძალიან კარგი უბანია და საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებენ ამ ადგილს. მოვიყვანეთ არქიტექტორები, მათ გვითხრეს, - სავსებით ექვემდებარება რესტავრაციასო, მაგრამ ვისაც ეს საკითხი ეხება მთავრობაში, ის არაფერს აკეთებს. კანალიზაციაც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. სარდაფში გროვდება წყალი და ესეც აზარალებს სახლს. ყოველ დილით გვიხარია, ცოცხლებს რომ გვეღვიძება, იმდენად სახიფათო მდგომარეობაში ვართ.

ეს ადამიანები მართლაც ძალიან დიდი რისკის ქვეშ ცხოვრობენ, დახმარება კი არსაიდან აქვთ. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მთაწმინდის რაიონის გამგეობაში ვერაფერი მითხრეს ამ პრობლემების შესახებ. ვისაც მივმართე, სხვასთან გადამამისამართა. ბოლოს - არქიტექტურის სამსახურს მიმართეთო, მაგრამ სატელეფონო ზარებს იქაც არავინ უპასუხა. იმედს ვიტოვებ, რომ საკუთარ მყარ კაბინეტებში, უსაფრთხოდ მსხდომი ხელისუფალნი უბრალო, გაჭირვებულ მოსახლეობას მცირეოდენ ყურადღებას მაინც მიაქცევენ.

მაკა ტურაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია