საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირმა მოლდოვას უვიზო რეჟიმი დაუმტკიცა
ევროკავშირმა მოლდოვას უვიზო რეჟიმი დაუმტკიცა

ევ­რო­კავ­შირ­მა მოლ­დო­ვას მო­ქა­ლა­ქე­ებს შენ­გე­ნის ზო­ნა­ში მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი უვი­ზო რე­ჟი­მი და­უმ­ტკი­ცა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ EuroActiv ავ­რცე­ლებს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ევ­რო­კო­მი­სი­ის წი­ნა­და­დე­ბას მოლ­დო­ვე­ლე­ბის­თვის შენ­გე­ნის ზო­ნა­ში უვი­ზო რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე, დღეს მხა­რი და­უ­ჭი­რა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა და ევ­რო­კავ­შირ­მა.

"ამ თვის ბო­ლო­დან მოლ­დო­ვას მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც ბი­ო­მეტ­რი­ულ პას­პორ­ტებს ფლო­ბენ, შენ­გე­ნის ზო­ნა­ში მცი­რე ხნით გამ­გზავ­რე­ბის­თვის ვიზა აღარ დას­ჭირ­დე­ბათ. ეს უდი­დე­სი მიღ­წე­ვა და ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ახა­ლი ეტა­პის და­სა­წყი­სია", - გა­ნა­ცხა­და ევ­რო­კო­მი­სარ­მა სა­გა­რეო საქ­მე­ებ­ში სე­სი­ლია მალმსტრომ­მა.

ამას­თან, ევ­რო­კავ­შირ­მა და მოლ­დო­ვამ სა­ვი­ზო დი­ა­ლო­გი 2010 წლის ივ­ნის­ში და­ი­წყეს.

სე­სი­ლია მალმსტრო­მის გან­ცხა­დე­ბით, მოლ­დო­ვე­ლე­ბის­თვის უვი­ზო რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბა შენ­გე­ნის ზო­ნა­ში იმის დე­მონ­სტრი­რე­ბაა, რომ მოლ­დო­ვას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლის­ხმე­ვა და­ფას­და.

"ევ­რო­კავ­ში­რი ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მსურ­ველ მე­სა­მე ქვეყ­ნებ­თან შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვის ერ­თგუ­ლი რჩე­ბა. შენ­გე­ნის ზო­ნა­ში უვი­ზოდ მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა კი­დევ უფრო გა­ამ­ყა­რებს ადა­მი­ან­თა შო­რის კონ­ტაქ­ტებს, ასე­ვე ბიზ­ნეს, სო­ცი­ა­ლურ და კულ­ტუ­რულ კავ­ში­რებს ევ­რო­კავ­შირ­სა და მოლ­დო­ვას შო­რის", - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­კო­მი­სარ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ევროკავშირმა მოლდოვას უვიზო რეჟიმი დაუმტკიცა

ევროკავშირმა მოლდოვას უვიზო რეჟიმი დაუმტკიცა

ევროკავშირმა მოლდოვას მოქალაქეებს შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო რეჟიმი დაუმტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ EuroActiv ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისიის წინადადებას მოლდოველებისთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე, დღეს მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა და ევროკავშირმა.

"ამ თვის ბოლოდან მოლდოვას მოქალაქეებს, რომლებიც ბიომეტრიულ პასპორტებს ფლობენ, შენგენის ზონაში მცირე ხნით გამგზავრებისთვის ვიზა აღარ დასჭირდებათ. ეს უდიდესი მიღწევა და ჩვენს ურთიერთობებში ახალი ეტაპის დასაწყისია", - განაცხადა ევროკომისარმა საგარეო საქმეებში სესილია მალმსტრომმა.

ამასთან, ევროკავშირმა და მოლდოვამ სავიზო დიალოგი 2010 წლის ივნისში დაიწყეს.

სესილია მალმსტრომის განცხადებით, მოლდოველებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება შენგენის ზონაში იმის დემონსტრირებაა, რომ მოლდოვას ხელისუფლების ძალისხმევა დაფასდა.

"ევროკავშირი ჩვენთან თანამშრომლობის მსურველ მესამე ქვეყნებთან შედეგების მიღწევის ერთგული რჩება. შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაამყარებს ადამიანთა შორის კონტაქტებს, ასევე ბიზნეს, სოციალურ და კულტურულ კავშირებს ევროკავშირსა და მოლდოვას შორის", - აღნიშნა ევროკომისარმა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა