Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
თვის კითხვადი სტატიები
შვილდაკარგული მამის სულისშემძვრელი წერილი
შვილდაკარგული მამის სულისშემძვრელი წერილი

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა წე­რი­ლი გად­მომ­ცა, რო­მელ­შიც შვილ­წარ­თმე­უ­ლი მა­მის სევ­დი­ა­ნი ამ­ბა­ვია მო­თხრო­ბი­ლი. წე­რი­ლის მი­ხედ­ვით, მამა იმ შვილს ეძებს, რო­მე­ლიც უნე­ბუ­რად, გა­უ­აზ­რებ­ლად გა­დას­ცა ქალ­ბა­ტონს, რო­მელ­მაც მის­თვის მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბა, - შვილს როცა მო­გინ­დე­ბა, მა­შინ ნა­ხა­ვო, - არ შე­ას­რუ­ლა და უფრო მე­ტიც, პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა სა­ბო­ლო­ოდ წა­არ­თვა მა­მას, მის ობ­ლად დარ­ჩე­ნილ და-ძმებს. ბა­ტო­ნი და­ვი­თი მად­ლო­ბას უხ­დის შვი­ლის გამ­ზრდელ ქალ­ბა­ტონს იმის­თვის, რომ მან თა­ვის დრო­ზე პა­ტა­რა რა­მა­ზი სი­ღა­ტა­კე­ში ცხოვ­რე­ბის­გან იხ­სნა და სთხოვს, სიკ­ვდი­ლის წინ მა­ინც უჩ­ვე­ნოს შვი­ლი უკვე და­ბე­რე­ბულ და და­უძ­ლუ­რე­ბულ მა­მას.

გთა­ვა­ზობთ ბა­ტო­ნი და­ვი­თის წე­რილს (იბეჭ­დე­ბა მცი­რე­ო­დე­ნი შეს­წო­რე­ბით):

"არ გე­ნატ­რე­ბა შენი სო­ფე­ლი, სა­დაც და­ი­ბა­დე და ფეხი აიდ­გი? მახ­სოვს ის დღე, როცა შენს ღა­რი­ბულ ოჯახ­ში ტი­რი­ლით დარ­ბო­დი, ეზო­ში დე­დას რომ ეძახ­დი: სადა ხარ, ჩემო დე­დი­კოო? - მაგ­რამ ვერ იპო­ვე. ახლა მე გე­ძა­ხი, შვი­ლო, - სადა ხარ? ჩემო საყ­ვა­რე­ლო, დე­დით ობო­ლო ბიჭო, მო­გიკ­ვდეს უბე­დუ­რი მამა.

ერთი სოფ­ლე­ლი, პა­ტი­ო­სა­ნი, მშრო­მე­ლი ბიჭი ვი­ყა­ვი. შე­მიყ­ვარ­და და და­ვო­ჯახ­დი. მერე სო­ფელ­ში თო­ფიც გა­ვარ­და, - და­ვითს ვა­ჟიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნაო. მი­ხა­რო­და, ბედ­ნი­ერ კა­ცად მი­ვიჩ­ნევ­დი თავს...

ბედ­ნი­ე­რი კი არა, და­წყევ­ლი­ლი ვყო­ფილ­ვარ! მალე ხე­ლი­დან გა­მო­მე­ცა­ლა ჩემი შვი­ლე­ბის დედა. დარ­ჩნენ ობ­ლად ჩემი ბი­ჭე­ბი, მე კი მთე­ლი ოჯა­ხის სიმ­ძი­მე და­მაწ­ვა ზურ­გზე. ძა­ლი­ან ვწვა­ლობ­დი, შინ თუ გა­რეთ ერ­თნა­ი­რად, მუხლჩა­უხ­რე­ლად ვშრო­მობ­დი.

გა­დი­ო­და თვე­ე­ბი, წლე­ბი. ჩემი ოჯა­ხი უკან-უკან მი­დი­ო­და. არ მო­მას­ვე­ნეს: მო­იყ­ვა­ნე, და­ვით, ქალი, მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა გჭირ­დე­ბათ. თუ და­ქორ­წინ­დე­ბი, შენც გეშ­ვე­ლე­ბა და შენს შვი­ლებ­სა­ცო. ამ ადა­მი­ა­ნებს და­ვუ­ჯე­რე...

მი­ხა­რო­და, რად­გან ოჯახ­ში კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სი შე­მო­ვი­და. ის დე­დად მი­ი­ღეს ჩემ­მა შვი­ლებ­მა. მის გვერ­დით ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ­დით თავს და გამ­ხი­ა­რულ­და ოჯა­ხი, გა­ვი­ხა­რეთ მეც და ჩემ­მა ვა­ჟებ­მაც. მერე კი­დევ შე­მე­ძი­ნა შვი­ლე­ბი. ნა­ბო­ლა­რა რა­მა­ზი იყო. ჩემი საყ­ვა­რე­ლი პა­ტა­რა გულ­ში ჩა­ვი­კა­რი და გა­მათ­ბო... მიყ­ვარ­დი, შვი­ლო. ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა შენ იყა­ვი... ჰოდა, ახლა შენს გზას გა­მოვ­ცქე­რი, გე­ლო­დე­ბი.

მალე ჩემს ოჯახ­ში სი­ხა­რუ­ლი სევ­დამ ჩა­ა­ნაც­ვლა, რად­გან სიკ­ვდილ­მა კი­დევ ერთი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი გა­მო­მა­ცა­ლა ხე­ლი­დან: რა­მა­ზის დე­დაც მი­წას მი­ვა­ბა­რე და ჩემს სახლ-კარს თით­ქოს, სა­ძირ­კვე­ლი გა­მო­ე­ცა­ლა. უბე­დურ დღე­ზე გა­ჩე­ნი­ლი ვარ, და­იწ­ვას ჩემი ბედი. დავ­რჩით მე და ჩემი შვი­ლე­ბი ისევ უპატ­რო­ნოდ, ჩვე­ნი მომ­ხე­და­ვი არა­ვინ იყო. დავ­დი­ო­დი გზა­აბ­ნე­უ­ლი. წვი­მა­სა თუ ყინ­ვა­ში, პალ­ტო­ში გახ­ვე­უ­ლი, გულ­ში ჩაკ­რუ­ლი ყველ­გან თან დამ­ყავ­და ჩემი პა­ტა­რა რა­მა­ზი. ვე­ღარ გავ­წიე უღე­ლი, ამ­დენ შვილს ჭამა-სმა ხომ უნ­დო­და? ჩაც­მა-და­ხურ­ვაც, მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბაც ხომ სჭირ­დე­ბო­დათ? მარ­ტო­ხე­ლა კაცი ჭა­მა­ში­აც ბრა­ლი­აო, - ხომ გა­გი­გო­ნი­ათ და მეც აღარ შე­მეძ­ლო ამ ყვე­ლაფ­რის მარ­ტოს გა­და­ტა­ნა. სუ­ლით და­ვე­ცი, ფარ-ხმა­ლი დავ­ყა­რე, და­ვუძ­ლურ­დი, მუხ­ლებ­ში ძალა გა­მო­მე­ცა­ლა, მერე მშობ­ლე­ბიც და­მე­ხოც­ნენ. გა­მიძ­ნელ­და ცხოვ­რე­ბა წვრილ­შვი­ლის პატ­რონს. არ მინ­დო­და, კი­დევ სხვა ქალი შე­მო­მეყ­ვა­ნა ოჯახ­ში, მაგ­რამ სახ­ლი სახ­ლს აღარ ჰგავ­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­პარ­ტახ­და და კრუ­ხი რომ წი­წი­ლებს თავს და­ა­ნე­ბებს და მერე პა­ტა­რა, საყ­ვა­რე­ლი არ­სე­ბე­ბი აქეთ-იქით გარ­ბი­ან, ასე იყ­ვნენ ჩემი შვი­ლე­ბიც...

იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, გა­და­მედ­გა ჩემ­თვის მძი­მე ნა­ბი­ჯი და კი­დევ ერთი ქალი შე­მო­მეყ­ვა­ნა ოჯახ­ში. მე­სა­მე ქა­ლის შე­მოს­ვლის შემ­დეგ ცოტა არ იყოს, თვა­ლი გა­ვა­ხი­ლეთ. მი­ხა­რო­და, რად­გან ჩემი შვი­ლე­ბი ამ ქალ­ბა­ტონ­მაც სა­კუ­თა­რი­ვით მი­ი­ღო. ვი­ფიქ­რე, - ეგ არის და ღმერ­თმა მო­წყა­ლე თვა­ლით გად­მომ­ხე­და-მეთ­ქი. მაგ­რამ ეს სი­ხა­რუ­ლიც ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდა, - ისიც გა­მო­მე­ცა­ლა ხე­ლი­დან. დავ­რჩი ორ წყალს შუა. უბე­დურ კაცს ქვა აღ­მარ­თში მი­ე­წე­ვაო, - ნათ­ქვა­მია. ჰოდა, ვფიქ­რობ, რომ ეს სწო­რედ ჩემ­ზე თქვეს... კი­დევ ერთხელ წა­იქ­ცა ჩემი ოჯა­ხი და მეც ვე­ღარ გა­ვუ­ძე­ლი ამ­დენ უბე­დუ­რე­ბას, გავ­ნად­გურ­დი კაცი.

ჩემი შვი­ლე­ბი­დან ზოგს ში­ო­და, ზოგს - სცი­ო­და. ვაი, ჩემს მტერს, მე დღე­ში ჩავ­ვარ­დი (ან კი რა ჭკუ­ა­ზე ვი­ყა­ვი?!)... თუ გინ­და, კაცი დას­წყევ­ლო, ეგ არის, რა. აი, ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რომ ვი­ყა­ვი, ამ დროს ისარ­გებ­ლა ჩემ­მა თა­ნა­სოფ­ლელ­მა ქალ­ბა­ტონ­მა და შე­მო­მიჩ­ნდა, მოს­ვე­ნე­ბა და­მი­კარ­გა, ტკბი­ლი ენით გა­მაბ­რიყ­ვა და გუ­ლი­დან ამაგ­ლი­ჯა ჩემი პა­ტა­რა რა­მა­ზი. წა­მარ­თვა შვი­ლი და და­მა­ი­მე­და, ნუ გე­ში­ნია, რა­მაზს არ და­კარ­გავ. ჩემ­თან იყოს, თბი­ლად იქ­ნე­ბა და არც საჭ­მე­ლი მო­აკ­ლდე­ბაო... იმ დღეს ხე­ლებ­გაწ­ვდი­ლი, გულ­ში ვეხ­ვე­წე­ბო­დი (აბა, ხმა არ ამომ­დი­ო­და), არ წა­იყ­ვა­ნო-მეთ­ქი. ცრემ­ლე­ბი მახ­რჩობ­და. ხეს მი­ვეყ­რდე­ნი, რომ არ წავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი. რა­მა­ზიც თა­ვის პა­ტა­რა ხე­ლებს ჩემ­კენ იშ­ვერ­და, ტი­რო­და და ისე­თი თვა­ლე­ბით მი­ყუ­რებ­და, თით­ქოს მე­უბ­ნე­ბო­და: და­მი­ჭი­რე, მა­მი­კო, არ გა­მიშ­ვაო! თურ­მე, მე მა­ში­ნაც ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, როცა რა­მა­ზი გვერ­დით მყავ­და და ამას ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი. ის ქალი ჩემს შვილს ისე მი­არ­ბე­ნი­ნებ­და, უკან არც მო­უ­ხე­დავს. მე კი, გული ამომ­გლი­ჯეს, თით­ქოს. ამ­ხე­ლა კაცი მი­წას მი­ვე­კა­რი და დაჭ­რი­ლი დათ­ვი­ვით ავღ­რი­ალ­დი. მინ­დო­და დავ­წე­ო­დი, მაგ­რამ ძალა ვერ მო­ვიკ­რი­ბე. იმით ვიმ­შვი­დებ­დი თავს, რომ რა­მა­ზი ადა­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ში იცხოვ­რებ­და და მა­ინც, უფალს ვსაყ­ვე­დუ­რობ­დი: რა და­ვა­შა­ვე, ღმერ­თო, ასე რომ გამ­წი­რე ეს უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი? რა­ტომ მეც არ მომ­კა­ლი, ღმერ­თო? უფა­ლო, შე­მიბ­რა­ლე და და­მიბ­რუ­ნე ჩემი ბიჭი-მეთ­ქი!..

ჩემს შვილს რომ მი­არ­ბე­ნი­ნებ­და, დამ­პირ­და: გაჩ­ვე­ნებ ხოლ­მეო, მაგ­რამ სულ გა­და­ი­კარ­გა. მე შვი­ლი არ გა­მი­ყი­დია და არც მი­ჩუ­ქე­ბია ვინ­მეს­თვის, მაგ­რამ რა ვი­ცო­დი, ის ქალი რას მი­პი­რებ­და. თურ­მე, ჩემ­თვის ბი­ჭის წარ­თმე­ვა ჰქონ­და გან­ზრა­ხუ­ლი.

მთე­ლი სო­ფე­ლი ჩემი ცოდ­ვით იწ­ვო­და. დღემ­დე ყვე­ლას ვეხ­ვე­წე­ბი: მა­პოვ­ნი­ნეთ ჩემი შვი­ლი, ნუ ჩა­მა­ყო­ლებთ დარდს საფ­ლავ­ში-მეთ­ქი, მაგ­რამ ვე­რა­ვინ შეძ­ლო ჩემი დახ­მა­რე­ბა, არ მე­ღირ­სა მისი ნახ­ვა. არა­ვინ იცის, რა ცე­ცხლი მიტ­რი­ა­ლებს ამ დამ­წვარ გულ­ში. ჩემს გულ­ში ჩა­ხედ­ვა არც არა­ვის უც­დია...

როცა მოვ­კვდე­ბი, შვი­ლო, მა­შინ მა­ინც მოდი ჩემს საფ­ლავ­ზე. მა­პა­ტიე, შვი­ლო, გუ­ლუბ­რყვი­ლოდ რომ მი­ვა­ბა­რე შენი თავი სხვას. აპა­ტიე შენს გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში მყოფ მა­მას და­ნა­შა­უ­ლი. იმ ქვეყ­ნად მი­მა­ვალს შენი ერთი ცრემ­ლიც კი მე­ყო­ფა, თუ გა­მა­ყო­ლებ. მწა­რე იყო ეს წლე­ბი ჩემ­თვის... ახლა გა­მახ­სენ­და: პა­ტა­რა რომ იყა­ვი, ჯო­ხე­ბით ვხმა­ლა­ობ­დით. გულ­ში მო­მარ­ტყი, მე კი თვა­ლე­ბი დავ­ხუ­ჭე. მოხ­ვე­დი და შენი პა­ტა­რა ხე­ლე­ბით მო­მე­ფე­რე. თავ­ზე ხელი გა­და­მის­ვი და მეხ­ვე­წე­ბო­დი, - არ მოკ­ვდე, მა­მი­კო, არ მოკ­ვდე ჩემი დე­დი­კო­სა­ვით. შენი ცრემ­ლე­ბი მკერ­დზე მე­ცე­მო­და. გულ­ში ჩა­გი­კა­რი და გკოც­ნი­დი. ახლა უკვე დიდი ბიჭი ხარ, შვი­ლო. სახ­ლში გე­ლო­დე­ბი­ან შენი და-ძმე­ბი: რო­ბერ­ტი, ან­ზო­რი, თა­მა­ზი, ია, ელ­და­რი და ნაზი. მეშ­ვი­დე შენ ხარ, შვი­ლო, ჩემო პა­ტა­რა რა­მაზ, მაგ­რამ უკვე და­ვაჟ­კა­ცე­ბუ­ლო ბიჭო.

დღეგ­რძე­ლი იყა­ვი და სი­ხა­რუ­ლი არ მო­გი­შა­ლოს ღმერ­თმა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, მად­ლო­ბე­ლი არ ვიყო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც შენ გაგ­ზარ­და? ვა­ფა­სებ მათ, რო­გორც ჩემი შვი­ლის გამ­ზრდე­ლებს და მად­ლო­ბას ვუხ­დი ქალს, რო­მელ­მაც დე­დო­ბა გაგ­რძნო­ბი­ნა.

მინ­და, შენს გამ­ზრდელ ქალს მივ­მარ­თო: თქვენ მას დე­დო­ბა გა­უ­წი­ეთ და არ შე­იძ­ლე­ბა, ჩემ­მა შვილ­მა ამა­გი არ და­გი­ფა­სოთ. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მეც გა­ფა­სებთ... უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, გა­მო­ი­ჩი­ნოთ სულ­გრძე­ლო­ბა და არ უთხრათ რა­მაზს: შენი და-ძმე­ბი არ ნახო, მა­მა­შე­ნი შენი ხილ­ვის ღირ­სი არ არი­სო. დაე, მი­მოს­ვლა ჰქონ­დეთ ბავ­შვებს ერ­თმა­ნეთ­თან. ჩა­მო­ვი­დეს ხოლ­მე ჩვენ­თან, სო­ფელ­ში და უყ­ვარ­დეთ ერ­თმა­ნე­თი, ამით რა და­შავ­დე­ბა? დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­მა ერ­თურ­თი არ უნდა და­კარ­გონ. მერ­წმუ­ნეთ, ამით დიდ სამ­სა­ხურს გა­უ­წევთ რო­გორც რა­მაზს, ისე ჩემს და­ნარ­ჩენ შვი­ლებ­საც. რო­დე­საც ისი­ნი წა­ი­კი­თხა­ვენ ამ წე­რილს, არ შე­იძ­ლე­ბა, მად­ლო­ბა არ გა­და­გი­ხა­დონ. შენს შვილს არა­ვინ წა­გარ­თმევს, მაგ­რამ ნურც ჩვენს თავს და­ა­კარ­გვი­ნებთ მას. გვაკ­მა­რეთ ყვე­ლას ის სიმ­წა­რე, რაც გა­მო­ვი­ა­რეთ. ქალ­ბა­ტო­ნო, თქვენ ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რო­გო­რი აუ­ტა­ნე­ლი იყო ჩემ­თვის ის დღე, როცა ჩემი შვი­ლი წა­იყ­ვა­ნეთ. თა­ვის მოკ­ვლა გა­დავ­წყვი­ტე, მაგ­რამ ვერ მო­ვას­წა­რი, რად­გან გულ­მა და­მარ­ტა და უნე­ბუ­რად, ჭიშ­კარს ჩა­მო­ვე­კი­დე. დიახ, იმ ჭიშ­კარს, რომ­ლი­და­ნაც ჩემი შვი­ლი გა­იყ­ვა­ნეთ. მა­შინ მე გამ­წა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, თქვენ კი გული სა­ხა­რუ­ლით გქონ­დათ სავ­სე. ახლა არ უნდა მი­წყი­ნოთ, ამ წე­რი­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა. ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ მა­ინც მოგ­ვე­ცით უფ­ლე­ბა, რა­მა­ზის ხილ­ვით გა­ვი­ხა­როთ. იმე­დით ვცხოვ­რობ­დით აქამ­დე. ცხად­ლივ თუ სიზ­მარ­ში რა­მა­ზი მე­ლან­დე­ბო­და და ახლა მა­ინც, ამ სი­ბე­რი­სას მა­ინც მე­ღირ­სოს შვი­ლის ხილ­ვა. მინ­და გულ­ში ისე­ვე ჩა­ვიკ­რა, რო­გორც პა­ტა­რა­ო­ბი­სას ვიკ­რავ­დი, თუნ­დაც, ერთხელ.

შვი­ლო, რა­მაზ, შენ კი მი­უ­ტე­ვე შენს უბე­დურ და უც­ნობ მამა და­ვითს..."

P.S. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უ­ტყდეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზრი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვწე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

შვილდაკარგული მამის სულისშემძვრელი წერილი

შვილდაკარგული მამის სულისშემძვრელი წერილი

რამდენიმე დღის წინ ერთმა ქალბატონმა წერილი გადმომცა, რომელშიც შვილწართმეული მამის სევდიანი ამბავია მოთხრობილი. წერილის მიხედვით, მამა იმ შვილს ეძებს, რომელიც უნებურად, გაუაზრებლად გადასცა ქალბატონს, რომელმაც მისთვის მიცემული პირობა, - შვილს როცა მოგინდება, მაშინ ნახავო, - არ შეასრულა და უფრო მეტიც, პატარა ბიჭუნა საბოლოოდ წაართვა მამას, მის ობლად დარჩენილ და-ძმებს. ბატონი დავითი მადლობას უხდის შვილის გამზრდელ ქალბატონს იმისთვის, რომ მან თავის დროზე პატარა რამაზი სიღატაკეში ცხოვრებისგან იხსნა და სთხოვს, სიკვდილის წინ მაინც უჩვენოს შვილი უკვე დაბერებულ და დაუძლურებულ მამას.

გთავაზობთ ბატონი დავითის წერილს (იბეჭდება მცირეოდენი შესწორებით):

"არ გენატრება შენი სოფელი, სადაც დაიბადე და ფეხი აიდგი? მახსოვს ის დღე, როცა შენს ღარიბულ ოჯახში ტირილით დარბოდი, ეზოში დედას რომ ეძახდი: სადა ხარ, ჩემო დედიკოო? - მაგრამ ვერ იპოვე. ახლა მე გეძახი, შვილო, - სადა ხარ? ჩემო საყვარელო, დედით ობოლო ბიჭო, მოგიკვდეს უბედური მამა.

ერთი სოფლელი, პატიოსანი, მშრომელი ბიჭი ვიყავი. შემიყვარდა და დავოჯახდი. მერე სოფელში თოფიც გავარდა, - დავითს ვაჟიშვილი შეეძინაო. მიხაროდა, ბედნიერ კაცად მივიჩნევდი თავს...

ბედნიერი კი არა, დაწყევლილი ვყოფილვარ! მალე ხელიდან გამომეცალა ჩემი შვილების დედა. დარჩნენ ობლად ჩემი ბიჭები, მე კი მთელი ოჯახის სიმძიმე დამაწვა ზურგზე. ძალიან ვწვალობდი, შინ თუ გარეთ ერთნაირად, მუხლჩაუხრელად ვშრომობდი.

გადიოდა თვეები, წლები. ჩემი ოჯახი უკან-უკან მიდიოდა. არ მომასვენეს: მოიყვანე, დავით, ქალი, მოვლა-პატრონობა გჭირდებათ. თუ დაქორწინდები, შენც გეშველება და შენს შვილებსაცო. ამ ადამიანებს დავუჯერე...

მიხაროდა, რადგან ოჯახში კარგი დიასახლისი შემოვიდა. ის დედად მიიღეს ჩემმა შვილებმა. მის გვერდით ბედნიერად ვგრძნობდით თავს და გამხიარულდა ოჯახი, გავიხარეთ მეც და ჩემმა ვაჟებმაც. მერე კიდევ შემეძინა შვილები. ნაბოლარა რამაზი იყო. ჩემი საყვარელი პატარა გულში ჩავიკარი და გამათბო... მიყვარდი, შვილო. ყველაზე პატარა შენ იყავი... ჰოდა, ახლა შენს გზას გამოვცქერი, გელოდები.

მალე ჩემს ოჯახში სიხარული სევდამ ჩაანაცვლა, რადგან სიკვდილმა კიდევ ერთი საყვარელი ადამიანი გამომაცალა ხელიდან: რამაზის დედაც მიწას მივაბარე და ჩემს სახლ-კარს თითქოს, საძირკველი გამოეცალა. უბედურ დღეზე გაჩენილი ვარ, დაიწვას ჩემი ბედი. დავრჩით მე და ჩემი შვილები ისევ უპატრონოდ, ჩვენი მომხედავი არავინ იყო. დავდიოდი გზააბნეული. წვიმასა თუ ყინვაში, პალტოში გახვეული, გულში ჩაკრული ყველგან თან დამყავდა ჩემი პატარა რამაზი. ვეღარ გავწიე უღელი, ამდენ შვილს ჭამა-სმა ხომ უნდოდა? ჩაცმა-დახურვაც, მოვლა-პატრონობაც ხომ სჭირდებოდათ? მარტოხელა კაცი ჭამაშიაც ბრალიაო, - ხომ გაგიგონიათ და მეც აღარ შემეძლო ამ ყველაფრის მარტოს გადატანა. სულით დავეცი, ფარ-ხმალი დავყარე, დავუძლურდი, მუხლებში ძალა გამომეცალა, მერე მშობლებიც დამეხოცნენ. გამიძნელდა ცხოვრება წვრილშვილის პატრონს. არ მინდოდა, კიდევ სხვა ქალი შემომეყვანა ოჯახში, მაგრამ სახლი სახლს აღარ ჰგავდა, ყველაფერი გაპარტახდა და კრუხი რომ წიწილებს თავს დაანებებს და მერე პატარა, საყვარელი არსებები აქეთ-იქით გარბიან, ასე იყვნენ ჩემი შვილებიც...

იძულებული გავხდი, გადამედგა ჩემთვის მძიმე ნაბიჯი და კიდევ ერთი ქალი შემომეყვანა ოჯახში. მესამე ქალის შემოსვლის შემდეგ ცოტა არ იყოს, თვალი გავახილეთ. მიხაროდა, რადგან ჩემი შვილები ამ ქალბატონმაც საკუთარივით მიიღო. ვიფიქრე, - ეგ არის და ღმერთმა მოწყალე თვალით გადმომხედა-მეთქი. მაგრამ ეს სიხარულიც ხანმოკლე აღმოჩნდა, - ისიც გამომეცალა ხელიდან. დავრჩი ორ წყალს შუა. უბედურ კაცს ქვა აღმართში მიეწევაო, - ნათქვამია. ჰოდა, ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ჩემზე თქვეს... კიდევ ერთხელ წაიქცა ჩემი ოჯახი და მეც ვეღარ გავუძელი ამდენ უბედურებას, გავნადგურდი კაცი.

ჩემი შვილებიდან ზოგს შიოდა, ზოგს - სციოდა. ვაი, ჩემს მტერს, მე დღეში ჩავვარდი (ან კი რა ჭკუაზე ვიყავი?!)... თუ გინდა, კაცი დასწყევლო, ეგ არის, რა. აი, ასეთ მდგომარეობაში რომ ვიყავი, ამ დროს ისარგებლა ჩემმა თანასოფლელმა ქალბატონმა და შემომიჩნდა, მოსვენება დამიკარგა, ტკბილი ენით გამაბრიყვა და გულიდან ამაგლიჯა ჩემი პატარა რამაზი. წამართვა შვილი და დამაიმედა, ნუ გეშინია, რამაზს არ დაკარგავ. ჩემთან იყოს, თბილად იქნება და არც საჭმელი მოაკლდებაო... იმ დღეს ხელებგაწვდილი, გულში ვეხვეწებოდი (აბა, ხმა არ ამომდიოდა), არ წაიყვანო-მეთქი. ცრემლები მახრჩობდა. ხეს მივეყრდენი, რომ არ წავქცეულიყავი. რამაზიც თავის პატარა ხელებს ჩემკენ იშვერდა, ტიროდა და ისეთი თვალებით მიყურებდა, თითქოს მეუბნებოდა: დამიჭირე, მამიკო, არ გამიშვაო! თურმე, მე მაშინაც ბედნიერი ვიყავი, როცა რამაზი გვერდით მყავდა და ამას ვერ ვაცნობიერებდი. ის ქალი ჩემს შვილს ისე მიარბენინებდა, უკან არც მოუხედავს. მე კი, გული ამომგლიჯეს, თითქოს. ამხელა კაცი მიწას მივეკარი და დაჭრილი დათვივით ავღრიალდი. მინდოდა დავწეოდი, მაგრამ ძალა ვერ მოვიკრიბე. იმით ვიმშვიდებდი თავს, რომ რამაზი ადამიანურ პირობებში იცხოვრებდა და მაინც, უფალს ვსაყვედურობდი: რა დავაშავე, ღმერთო, ასე რომ გამწირე ეს უდანაშაულო ადამიანი? რატომ მეც არ მომკალი, ღმერთო? უფალო, შემიბრალე და დამიბრუნე ჩემი ბიჭი-მეთქი!..

ჩემს შვილს რომ მიარბენინებდა, დამპირდა: გაჩვენებ ხოლმეო, მაგრამ სულ გადაიკარგა. მე შვილი არ გამიყიდია და არც მიჩუქებია ვინმესთვის, მაგრამ რა ვიცოდი, ის ქალი რას მიპირებდა. თურმე, ჩემთვის ბიჭის წართმევა ჰქონდა განზრახული.

მთელი სოფელი ჩემი ცოდვით იწვოდა. დღემდე ყველას ვეხვეწები: მაპოვნინეთ ჩემი შვილი, ნუ ჩამაყოლებთ დარდს საფლავში-მეთქი, მაგრამ ვერავინ შეძლო ჩემი დახმარება, არ მეღირსა მისი ნახვა. არავინ იცის, რა ცეცხლი მიტრიალებს ამ დამწვარ გულში. ჩემს გულში ჩახედვა არც არავის უცდია...

როცა მოვკვდები, შვილო, მაშინ მაინც მოდი ჩემს საფლავზე. მაპატიე, შვილო, გულუბრყვილოდ რომ მივაბარე შენი თავი სხვას. აპატიე შენს გაუსაძლის პირობებში მყოფ მამას დანაშაული. იმ ქვეყნად მიმავალს შენი ერთი ცრემლიც კი მეყოფა, თუ გამაყოლებ. მწარე იყო ეს წლები ჩემთვის... ახლა გამახსენდა: პატარა რომ იყავი, ჯოხებით ვხმალაობდით. გულში მომარტყი, მე კი თვალები დავხუჭე. მოხვედი და შენი პატარა ხელებით მომეფერე. თავზე ხელი გადამისვი და მეხვეწებოდი, - არ მოკვდე, მამიკო, არ მოკვდე ჩემი დედიკოსავით. შენი ცრემლები მკერდზე მეცემოდა. გულში ჩაგიკარი და გკოცნიდი. ახლა უკვე დიდი ბიჭი ხარ, შვილო. სახლში გელოდებიან შენი და-ძმები: რობერტი, ანზორი, თამაზი, ია, ელდარი და ნაზი. მეშვიდე შენ ხარ, შვილო, ჩემო პატარა რამაზ, მაგრამ უკვე დავაჟკაცებულო ბიჭო.

დღეგრძელი იყავი და სიხარული არ მოგიშალოს ღმერთმა. როგორ შეიძლება, მადლობელი არ ვიყო იმ ადამიანების, ვინც შენ გაგზარდა? ვაფასებ მათ, როგორც ჩემი შვილის გამზრდელებს და მადლობას ვუხდი ქალს, რომელმაც დედობა გაგრძნობინა.

მინდა, შენს გამზრდელ ქალს მივმართო: თქვენ მას დედობა გაუწიეთ და არ შეიძლება, ჩემმა შვილმა ამაგი არ დაგიფასოთ. მიუხედავად ყველაფრისა, მეც გაფასებთ... უმორჩილესად გთხოვთ, გამოიჩინოთ სულგრძელობა და არ უთხრათ რამაზს: შენი და-ძმები არ ნახო, მამაშენი შენი ხილვის ღირსი არ არისო. დაე, მიმოსვლა ჰქონდეთ ბავშვებს ერთმანეთთან. ჩამოვიდეს ხოლმე ჩვენთან, სოფელში და უყვარდეთ ერთმანეთი, ამით რა დაშავდება? დედმამიშვილებმა ერთურთი არ უნდა დაკარგონ. მერწმუნეთ, ამით დიდ სამსახურს გაუწევთ როგორც რამაზს, ისე ჩემს დანარჩენ შვილებსაც. როდესაც ისინი წაიკითხავენ ამ წერილს, არ შეიძლება, მადლობა არ გადაგიხადონ. შენს შვილს არავინ წაგართმევს, მაგრამ ნურც ჩვენს თავს დააკარგვინებთ მას. გვაკმარეთ ყველას ის სიმწარე, რაც გამოვიარეთ. ქალბატონო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი აუტანელი იყო ჩემთვის ის დღე, როცა ჩემი შვილი წაიყვანეთ. თავის მოკვლა გადავწყვიტე, მაგრამ ვერ მოვასწარი, რადგან გულმა დამარტა და უნებურად, ჭიშკარს ჩამოვეკიდე. დიახ, იმ ჭიშკარს, რომლიდანაც ჩემი შვილი გაიყვანეთ. მაშინ მე გამწარებული ვიყავი, თქვენ კი გული სახარულით გქონდათ სავსე. ახლა არ უნდა მიწყინოთ, ამ წერილის გამოქვეყნება. ამდენი წლის შემდეგ მაინც მოგვეცით უფლება, რამაზის ხილვით გავიხაროთ. იმედით ვცხოვრობდით აქამდე. ცხადლივ თუ სიზმარში რამაზი მელანდებოდა და ახლა მაინც, ამ სიბერისას მაინც მეღირსოს შვილის ხილვა. მინდა გულში ისევე ჩავიკრა, როგორც პატარაობისას ვიკრავდი, თუნდაც, ერთხელ.

შვილო, რამაზ, შენ კი მიუტევე შენს უბედურ და უცნობ მამა დავითს..."

P.S. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია