საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიურპრიზი, რომელსაც ლევანი და ნინი ამზადებენ
სიურპრიზი, რომელსაც ლევანი და ნინი ამზადებენ

"მე და ლე­ვანს რთუ­ლი დღე გვაქვს. კი­ნო­ტუ­რი გვე­ლის და ვას­რუ­ლებთ ცნო­ბი­ლი ფილ­მი­დან სა­ო­ცა­რი სირ­თუ­ლის კომ­პო­ზი­ცი­ას", - ამ­ბობს კონ­კურს "ორი ვარ­სკვლა­ვის" მო­ნა­წი­ლე ნინი წიკ­ლა­უ­რი, რო­მე­ლიც პარტნი­ო­რო­ბას ტე­ლეჟურ­ნა­ლისტ ლე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვილს უწევს. ეს საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი წყვი­ლია.

ნინი წიკ­ლა­უ­რი:

- რთუ­ლი, სა­ნა­ხა­ობ­რი­ვად ეფექ­ტუ­რი ნო­მე­რი მო­ვამ­ზა­დეთ. თუ რა, ამას სურპრი­ზად დავ­ტო­ვებ. მა­ყუ­რე­ბელს, მსმე­ნელს ვურ­ჩევ, ჩვენ­გან მარ­თლა სურპრი­ზის სა­ნა­ხა­ვად შე­ემ­ზა­დოს. კი­ნო­ტუ­რია და მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ ამ­პლუ­ა­ში ვიქ­ნე­ბით. კი­ნოგ­მი­რებს ვა­სა­ხი­ე­რებთ, მუ­სი­კა­ლურ ნომ­რებს ფილ­მე­ბი­დან ვმღე­რით. რთულ სიმ­ღე­რას შე­ვე­ჭი­დეთ. აქვე ვი­ტყვი, რომ ლე­ვა­ნი სა­ო­ცა­რი ნი­ჭის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სულ ვცდი­ლობთ, რომ მარ­ტი­ვი სიმ­ღე­რის­თვის არ გა­ვი­მე­ტოთ, ცო­დოა...

- მა­ინც არ მე­ტყვი, რა ფილ­მია?

- ვერ ვი­ტყვი. ვი­ტყვი იმას, რომ ის ერ­თად შე­ვარ­ჩი­ეთ და ყვე­ლას აზრი და გე­მოვ­ნე­ბა ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა. ჩვე­ნი ყვე­ლა გა­მოს­ვლა მას­შტა­ბუ­რი, ემო­ცი­უ­რი და ამა­ვე დროს ეფექ­ტუ­რია. ამ­ჯე­რა­დაც მაგ ხაზს ვაგ­რძე­ლებთ. გვინ­და, ენერ­გი­უ­ლი ნო­მე­რი წარ­მო­ვად­გი­ნოთ, ისე­თი, მა­ყუ­რე­ბე­ლი რომ შე­ხე­დავს და გა­აჟ­რი­ა­ლებს.

- მოკ­ლედ, ლე­ვან­მა გა­გი­მარ­თლა...

- არ ვიც­ნობ­დი და ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი ასე მღე­რო­და. პირ­ველ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე პირი რომ გა­ა­ღო, თვა­ლე­ბი ვჭყი­ტე... ახლა გვინ­და, რომ ყო­ვე­ლი ორ­შა­ბა­თი იყოს დღე­სას­წა­უ­ლი. მაქ­სი­მა­ლურ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებთ ჩვე­ნი ნამ­ღე­რით. დღეს, ვი­მე­ო­რებ, უფრო სპექ­ტაკ­ლი­ვით ნა­მუ­შე­ვა­რი გვექ­ნე­ბა.

- რო­გო­რი გან­წყო­ბა აქვს ლე­ვანს?

- ადა­მი­ნი 8-სა­ა­თი­ან "ქრო­ნი­კა­ში" პირ­და­პირ ეთრში ზის, მერე ათის წუ­თებ­ზე შო­უ­ზე მო­დის და ისევ პირ­და­პირ ეთერ­ში გა­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბა. უბ­რა­ლოდ და­სა­ფა­სე­ბე­ლია მისი შრო­მა.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სიურპრიზი, რომელსაც ლევანი და ნინი ამზადებენ

სიურპრიზი, რომელსაც ლევანი და ნინი ამზადებენ

"მე და ლევანს რთული დღე გვაქვს. კინოტური გველის და ვასრულებთ ცნობილი ფილმიდან საოცარი სირთულის კომპოზიციას", - ამბობს კონკურს "ორი ვარსკვლავის" მონაწილე ნინი წიკლაური, რომელიც პარტნიორობას ტელეჟურნალისტ ლევან ჯავახიშვილს უწევს. ეს საკმაოდ ძლიერი წყვილია.

ნინი წიკლაური:

- რთული, სანახაობრივად ეფექტური ნომერი მოვამზადეთ. თუ რა, ამას სურპრიზად დავტოვებ. მაყურებელს, მსმენელს ვურჩევ, ჩვენგან მართლა სურპრიზის სანახავად შეემზადოს. კინოტურია და მონაწილეები აბსოლუტურად განსხვავებულ ამპლუაში ვიქნებით. კინოგმირებს ვასახიერებთ, მუსიკალურ ნომრებს ფილმებიდან ვმღერით. რთულ სიმღერას შევეჭიდეთ. აქვე ვიტყვი, რომ ლევანი საოცარი ნიჭის მქონე ადამიანი აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, სულ ვცდილობთ, რომ მარტივი სიმღერისთვის არ გავიმეტოთ, ცოდოა...

- მაინც არ მეტყვი, რა ფილმია?

- ვერ ვიტყვი. ვიტყვი იმას, რომ ის ერთად შევარჩიეთ და ყველას აზრი და გემოვნება ერთმანეთს დაემთხვა. ჩვენი ყველა გამოსვლა მასშტაბური, ემოციური და ამავე დროს ეფექტურია. ამჯერადაც მაგ ხაზს ვაგრძელებთ. გვინდა, ენერგიული ნომერი წარმოვადგინოთ, ისეთი, მაყურებელი რომ შეხედავს და გააჟრიალებს.

- მოკლედ, ლევანმა გაგიმართლა...

- არ ვიცნობდი და ვერ წარმომედგინა, რომ ჟურნალისტი ასე მღეროდა. პირველ რეპეტიციაზე პირი რომ გააღო, თვალები ვჭყიტე... ახლა გვინდა, რომ ყოველი ორშაბათი იყოს დღესასწაული. მაქსიმალურ სიამოვნებას ვიღებთ ჩვენი ნამღერით. დღეს, ვიმეორებ, უფრო სპექტაკლივით ნამუშევარი გვექნება.

- როგორი განწყობა აქვს ლევანს?

- ადამინი 8-საათიან "ქრონიკაში" პირდაპირ ეთრში ზის, მერე ათის წუთებზე შოუზე მოდის და ისევ პირდაპირ ეთერში გასასვლელად ემზადება. უბრალოდ დასაფასებელია მისი შრომა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება