მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 რჩევა სამსახურის მაძიებლებისთვის
4 რჩევა სამსახურის მაძიებლებისთვის

უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ას­რუ­ლეთ? ახლა დროა, სამ­სა­ხუ­რის ძებ­ნას შე­უდ­გეთ. გთა­ვა­ზობთ 4 რჩე­ვას, რო­მე­ლიც ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ძი­ე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

1. სწო­რად შე­ავ­სეთ რე­ზი­უ­მე: წარ­მო­იდ­გი­ნეთ სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი თქვენს რე­ზი­უ­მეს კი­თხუ­ლობს. ვა­კან­სი­ას თქვენს გარ­და, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა; ვის კან­დი­და­ტუ­რას გა­ნი­ხი­ლა­ვენ? - უპი­რა­ტე­სო­ბას მი­ა­ნი­ჭე­ბენ CV-ს, სა­დაც პი­როვ­ნე­ბის ღირ­სე­ბე­ბი უკეთ იქ­ნე­ბა წარ­მო­ჩე­ნი­ლი. ამის­თვის კი სა­ჭი­როა: გა­ეც­ნოთ ვა­კან­სი­ის გრა­ფა­ში რა კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი სჭირ­დე­ბათ და რისი გა­კე­თე­ბა მო­გი­წევთ. მო­ი­ძი­ეთ ინ­ფორ­მა­ცია კომ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ. გარ­კვე­ვით მი­უ­თი­თეთ, რისი გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლი­ათ და სა­ერ­თო­დაც, რა­ტომ უნდა და­გა­საქ­მონ თქვენ და არა - სხვა. ამას­თან, ნუ და­ა­კო­პი­რებთ რე­ზი­უ­მეს და სხვა­დას­ხვა ვა­კან­სი­ებ­ზე ნუ გა­და­აგ­ზავ­ნით; ყველ­გან ერ­თნა­ი­რი მო­თხოვ­ნე­ბი არ არის. 

2. მო­ძებ­ნეთ ყვე­ლა ვა­კან­სია: პირ­ველ რიგ­ში, გა­აც­ნო­ბი­ე­რეთ, რომ მსოფ­ლი­ო­ში უმუ­შევ­რო­ბის დონე მა­ღა­ლია. ინ­ტერ­ნეტ­ში უამ­რა­ვი ვებ­სა­ი­ტია, სა­დაც ვა­კან­სი­ებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია დევს. იყი­დე­ბა გა­ზე­თე­ბიც, სა­დაც სპე­ცი­ა­ლუ­რი სვე­ტი სწო­რედ სამ­სა­ხუ­რის მა­ძი­ებ­ლე­ბის­თვი­საა გა­მო­ყო­ფი­ლი. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­საც. ამას­თან, იკონ­ტაქ­ტეთ და­საქ­მე­ბულ მე­გობ­რებ­თან - სის­ტე­მა­ტუ­რად ჰკი­თხეთ, მის სამ­სა­ხურ­ში ვა­კან­სია ხომ არ გა­მო­ცხად­და.

3. რა უპი­რა­ტე­სო­ბა გაქვთ სხვებ­თან შე­და­რე­ბით: დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კომ­პა­ნი­ებ­ში ათა­სო­ბით რე­ზი­უ­მე იგ­ზავ­ნე­ბა. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მათ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო არ აქვთ და თქვენს მო­ნა­ცე­მებს ყუ­რა­დღე­ბი­თაც არ კი­თხუ­ლო­ბენ. რო­გორც წესი, დამ­საქ­მე­ბე­ლი ინ­ტე­რეს­დე­ბა იმ პი­როვ­ნე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­დაც აშ­კა­რად ჩანს, რომ სწო­რედ ამ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ო­ბა სურს. ამას­თან, თუ ენ­თუ­ზი­აზმს გა­მო­ავ­ლენთ და დამ­საქ­მე­ბელს სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს შეს­თა­ვა­ზებთ, კად­რე­ბის შერ­ჩე­ვი­სას უპი­რა­ტე­სო­ბას მო­გა­ნი­ჭე­ბენ.

4. მოთ­მი­ნე­ბა იქო­ნი­ეთ: არა­ფე­რია იმა­ზე სა­ში­ნე­ლი, რო­დე­საც ყვე­ლა­ფერს ზედ­მი­წევ­ნით გა­ა­კე­თებთ, შთამ­ბეჭ­დავ რე­ზი­უ­მე­საც გა­აგ­ზავ­ნით, მაგ­რამ მო­მა­ვა­ლი მა­ინც ბუნ­დო­ვა­ნია და არც არა­ვინ გა­მო­გეხ­მა­უ­რათ. გახ­სოვ­დეთ, რომ სამ­სა­ხუ­რის მო­ძებ­ნა ერ­თგვა­რი კონ­კურ­სია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია toptipsnews.com-ის მი­ხედ­ვით.

4 რჩევა სამსახურის მაძიებლებისთვის

4 რჩევა სამსახურის მაძიებლებისთვის

უნივერსიტეტი დაასრულეთ? ახლა დროა, სამსახურის ძებნას შეუდგეთ. გთავაზობთ 4 რჩევას, რომელიც ახალი სამსახურის მოძიებაში დაგეხმარებათ.

1. სწორად შეავსეთ რეზიუმე: წარმოიდგინეთ სრულიად უცნობი ადამიანი თქვენს რეზიუმეს კითხულობს. ვაკანსიას თქვენს გარდა, უამრავი ადამიანი გამოეხმაურა; ვის კანდიდატურას განიხილავენ? - უპირატესობას მიანიჭებენ CV-ს, სადაც პიროვნების ღირსებები უკეთ იქნება წარმოჩენილი. ამისთვის კი საჭიროა: გაეცნოთ ვაკანსიის გრაფაში რა კატეგორიის ადამიანები სჭირდებათ და რისი გაკეთება მოგიწევთ. მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ. გარკვევით მიუთითეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ და საერთოდაც, რატომ უნდა დაგასაქმონ თქვენ და არა - სხვა. ამასთან, ნუ დააკოპირებთ რეზიუმეს და სხვადასხვა ვაკანსიებზე ნუ გადააგზავნით; ყველგან ერთნაირი მოთხოვნები არ არის. 

2. მოძებნეთ ყველა ვაკანსია: პირველ რიგში, გააცნობიერეთ, რომ მსოფლიოში უმუშევრობის დონე მაღალია. ინტერნეტში უამრავი ვებსაიტია, სადაც ვაკანსიებზე ინფორმაცია დევს. იყიდება გაზეთებიც, სადაც სპეციალური სვეტი სწორედ სამსახურის მაძიებლებისთვისაა გამოყოფილი. ყურადღება მიაქციეთ სოციალურ ქსელებსაც. ამასთან, იკონტაქტეთ დასაქმებულ მეგობრებთან - სისტემატურად ჰკითხეთ, მის სამსახურში ვაკანსია ხომ არ გამოცხადდა.

3. რა უპირატესობა გაქვთ სხვებთან შედარებით: დღის განმავლობაში კომპანიებში ათასობით რეზიუმე იგზავნება. ხშირ შემთხვევაში, მათ თავისუფალი დრო არ აქვთ და თქვენს მონაცემებს ყურადღებითაც არ კითხულობენ. როგორც წესი, დამსაქმებელი ინტერესდება იმ პიროვნების მონაცემებით, სადაც აშკარად ჩანს, რომ სწორედ ამ კომპანიაში მუშაობა სურს. ამასთან, თუ ენთუზიაზმს გამოავლენთ და დამსაქმებელს საკუთარ მოსაზრებებს შესთავაზებთ, კადრების შერჩევისას უპირატესობას მოგანიჭებენ.

4. მოთმინება იქონიეთ: არაფერია იმაზე საშინელი, როდესაც ყველაფერს ზედმიწევნით გააკეთებთ, შთამბეჭდავ რეზიუმესაც გააგზავნით, მაგრამ მომავალი მაინც ბუნდოვანია და არც არავინ გამოგეხმაურათ. გახსოვდეთ, რომ სამსახურის მოძებნა ერთგვარი კონკურსია.

მომზადებულია toptipsnews.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს