საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოვუხერხოთ უსარგებლო საჩუქრებს
რა მოვუხერხოთ უსარგებლო საჩუქრებს

სა­ჩუქ­რე­ბის გა­და­ჩუ­ქე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა - ასე ბევ­რი ამ­ბობს და ჩვენც თით­ქმის გვჯე­რა. თუმ­ცა, თა­ნა­მედ­რო­ვე ეზო­ტე­რი­კო­სე­ბი სხვაგ­ვა­რად ფიქ­რო­ბენ.

რო­დის შე­მიძ­ლია სა­ჩუქ­რის გა­და­ჩუ­ქე­ბა?

ნე­ბის­მი­ე­რი ნივ­თის ხე­ლახ­ლა ჩუ­ქე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ის ახა­ლია, თქვე­ნი ენერ­გი­ით არაა და­მუხ­ტუ­ლი. ნივ­თი, რო­მე­ლიც უკვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, ჯო­ბია მის­ცეთ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს.

კავ­ში­რი წარ­სულ ცხოვ­რე­ბას­თან

ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რის სა­ჩუქ­რებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ე­ბი და ცუდი მო­გო­ნე­ბე­ბი. მით უმე­ტეს, თუ და­შორ­დით არ­ცთუ ისე კულ­ტუ­რუ­ლად. ასე­თი ნივ­თი ივ­სე­ბა წყე­ნით და მუდ­მი­ვად იმუხ­ტე­ბა ნე­გა­ტი­ვით. უმ­ჯო­ბე­სია კომ­პრო­მი­სის პოვ­ნა და ძვე­ლი გეშ­ტალ­ტის სა­მუ­და­მოდ და­ხურ­ვა. ზო­გი­ერ­თი ფსი­ქო­ლო­გი გვირ­ჩევს ასე­თი სა­ჩუქ­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას "ემო­ცი­უ­რი სტრე­სის შე­სამ­სუ­ბუ­ქებ­ლად". ყო­ფი­ლის მიერ ნა­ჩუ­ქა­რი ნივ­თე­ბი მი­ე­ცით მათ, ვი­საც ეს ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა: მა­გა­ლი­თად, ბავ­შვთა სახ­ლებს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს და ა.შ.

სა­ჩუ­ქა­რი უარ­ყო­ფი­თი პი­როვ­ნე­ბის­გან

სა­ჩუ­ქა­რი იმ ადა­მი­ა­ნის­გან, რო­მე­ლიც არ­ცთუ ისე კარ­გად გექ­ცე­ვათ, თუნ­დაც ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი რამ იყოს, და­დე­ბით ემო­ცი­ებს არ გა­მო­იწ­ვევს. შე­საძ­ლოა, გამ­ცე­მი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ცდი­ლობს თქვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, მაგ­რამ უსი­ა­მოვ­ნო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მა­ინც გრჩე­ბათ. ნუ მო­გე­რი­დე­ბათ ნივ­თი ხე­ლახ­ლა გა­ა­ჩუ­ქოთ.

გა­ტე­ხი­ლი სა­ჩუ­ქა­რი

ეს სხვა შემ­თხვე­ვაა: შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე­თი ნივ­თის ხე­ლახ­ლა ჩუ­ქე­ბა, ასე­ვე სახ­ლში და­ტო­ვე­ბა. რა თქმა უნდა, სამ­წუ­ხა­როა ძვირ­ფა­სი ნივ­თის გა­დაგ­დე­ბა: შე­გიძ­ლი­ათ მის­გან სხვა რამ გა­ა­კე­თოთ, ახ­ლე­ბუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოთ და ა.შ. მაგ­რამ თუ არ­ჩე­ვა­ნი არ გაქვთ, შე­ე­ცა­დეთ მო­ი­ცი­ლოთ.

რო­დის არ უნდა გა­ა­ჩუ­ქოთ სა­ჩუქ­რე­ბი?

თუ ნივ­თი არ იწ­ვევს არა­ფერს, გარ­და ნე­გა­ტი­ვი­სა. ხე­ლახ­ლა ნუ აჩუ­ქებთ სა­ჩუქ­რებს, რომ­ლე­ბიც გაბ­რა­ზებთ და გახ­სე­ნებთ უსი­ა­მო­ვო მო­მენ­ტებს და ამ გრძნო­ბე­ბის ჩახ­შო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ჯერ ნე­გა­ტი­ვის­გან უნდა გან­თა­ვი­სუფ­ლდეთ (გა­რე­ცხეთ, მო­ა­ცი­ლეთ მტვე­რი), შემ­დეგ გა­ე­ცით ნივ­თი. ეს უფრო გულ­წრფე­ლი იქ­ნე­ბა.

სა­ო­ჯა­ხო სამ­კა­უ­ლე­ბი

მათი ხე­ლახ­ლა გა­ჩუ­ქე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ისი­ნი უნდა დარ­ჩეს ოჯახ­ში. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ისი­ნი გა­და­ცე­მუ­ლია და უნდა დარ­ჩეს სახ­ლში. თუ ბე­ჭე­დი მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღეთ, მაგ­რამ არ გეგ­მავთ სამ­კა­უ­ლე­ბის ტა­რე­ბას, შე­გიძ­ლი­ათ მოგ­ვი­ა­ნე­ბით აჩუ­ქოთ ქა­ლიშ­ვილს ან ვა­ჟის ცოლს.

ხალ­ხუ­რი ნიშ­ნე­ბის ბო­ლომ­დე მინ­დო­ბა არ ღირს. აჩუ­ქოთ თუ არა, თქვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მო­უს­მი­ნეთ თქვენს ში­ნა­გან ხმას, გრძნო­ბებ­სა და სურ­ვი­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

რა მოვუხერხოთ უსარგებლო საჩუქრებს

რა მოვუხერხოთ უსარგებლო საჩუქრებს

საჩუქრების გადაჩუქება არ შეიძლება - ასე ბევრი ამბობს და ჩვენც თითქმის გვჯერა. თუმცა, თანამედროვე ეზოტერიკოსები სხვაგვარად ფიქრობენ.

როდის შემიძლია საჩუქრის გადაჩუქება?

ნებისმიერი ნივთის ხელახლა ჩუქება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ახალია, თქვენი ენერგიით არაა დამუხტული. ნივთი, რომელიც უკვე გამოიყენებოდა, ჯობია მისცეთ გაჭირვებულებს.

კავშირი წარსულ ცხოვრებასთან

ყოფილი პარტნიორის საჩუქრებმა შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი ემოციები და ცუდი მოგონებები. მით უმეტეს, თუ დაშორდით არცთუ ისე კულტურულად. ასეთი ნივთი ივსება წყენით და მუდმივად იმუხტება ნეგატივით. უმჯობესია კომპრომისის პოვნა და ძველი გეშტალტის სამუდამოდ დახურვა. ზოგიერთი ფსიქოლოგი გვირჩევს ასეთი საჩუქრების განადგურებას “ემოციური სტრესის შესამსუბუქებლად“. ყოფილის მიერ ნაჩუქარი ნივთები მიეცით მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება: მაგალითად, ბავშვთა სახლებს, საავადმყოფოებს და ა.შ.

საჩუქარი უარყოფითი პიროვნებისგან

საჩუქარი იმ ადამიანისგან, რომელიც არცთუ ისე კარგად გექცევათ, თუნდაც ძვირად ღირებული რამ იყოს, დადებით ემოციებს არ გამოიწვევს. შესაძლოა, გამცემი, ფაქტობრივად, ცდილობს თქვენთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, მაგრამ უსიამოვნო შთაბეჭდილება მაინც გრჩებათ. ნუ მოგერიდებათ ნივთი ხელახლა გააჩუქოთ.

გატეხილი საჩუქარი

ეს სხვა შემთხვევაა: შეუძლებელია ასეთი ნივთის ხელახლა ჩუქება, ასევე სახლში დატოვება. რა თქმა უნდა, სამწუხაროა ძვირფასი ნივთის გადაგდება: შეგიძლიათ მისგან სხვა რამ გააკეთოთ, ახლებურად გამოიყენოთ და ა.შ. მაგრამ თუ არჩევანი არ გაქვთ, შეეცადეთ მოიცილოთ.

როდის არ უნდა გააჩუქოთ საჩუქრები?

თუ ნივთი არ იწვევს არაფერს, გარდა ნეგატივისა. ხელახლა ნუ აჩუქებთ საჩუქრებს, რომლებიც გაბრაზებთ და გახსენებთ უსიამოვო მომენტებს და ამ გრძნობების ჩახშობა შეუძლებელია. ჯერ ნეგატივისგან უნდა განთავისუფლდეთ (გარეცხეთ, მოაცილეთ მტვერი), შემდეგ გაეცით ნივთი. ეს უფრო გულწრფელი იქნება.

საოჯახო სამკაულები

მათი ხელახლა გაჩუქება არ შეიძლება, ისინი უნდა დარჩეს ოჯახში. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი გადაცემულია და უნდა დარჩეს სახლში. თუ ბეჭედი მემკვიდრეობით მიიღეთ, მაგრამ არ გეგმავთ სამკაულების ტარებას, შეგიძლიათ მოგვიანებით აჩუქოთ ქალიშვილს ან ვაჟის ცოლს.

ხალხური ნიშნების ბოლომდე მინდობა არ ღირს. აჩუქოთ თუ არა, თქვენზეა დამოკიდებული. მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას, გრძნობებსა და სურვილებს.