პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვენერა კირჩხიბში გადადის: ვის ელოდება დაქორწინება და ვის კამათი ნათესავებთან, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვენერა კირჩხიბში გადადის: ვის ელოდება დაქორწინება და ვის კამათი ნათესავებთან, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

სიყ­ვა­რუ­ლის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა 18 ივ­ლისს კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვა 11 აგ­ვის­ტომ­დე. ვე­ნე­რა არის სიყ­ვა­რუ­ლი, ჰარ­მო­ნია, სი­ლა­მა­ზე და ფუ­ლიც. ვე­ნე­რა პი­რად რუ­კა­ში გვაჩ­ვე­ნებს რო­გორ უყ­ვარს ადა­მი­ანს და რო­გო­რი სიყ­ვა­რუ­ლი სურს პარტნი­ო­რის­გან. კირჩხი­ბი არის ემო­ცი­უ­რი ნი­შა­ნი, მას მთვა­რე მარ­თავს და გა­მო­დის, რომ სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­ში მო­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ემო­ცი­უ­რო­ბა, ჭირ­ვე­უ­ლო­ბა, ბუ­ტი­ა­ო­ბა. გარ­და ამი­სა, კირჩხი­ბი არის ოჯა­ხის, სამ­შობ­ლოს, მშობ­ლე­ბის სიმ­ბო­ლო. მო­გინ­დე­ბათ მეტი დრო­ის გა­ტა­რე­ბა თქვენს ოჯახ­ში, ახ­ლობ­ლე­ბის გვერ­დით, მათ­თან, ვის­თა­ნაც თავს მშვი­დად და უსაფრ­თხოდ გრძნობთ. გახ­შირ­დე­ბა ოჯა­ხუ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბის მო­წყო­ბის სურ­ვი­ლი, ან - ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის აღ­დგე­ნის.

სა­ნამ ვე­ნე­რა კირჩხიბ­შია, გა­ა­ცა­ნით თქვე­ნი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ოჯა­ხის წევ­რებს, კარ­გი პე­რი­ო­დია ნიშ­ნო­ბი­სა და ოჯა­ხის შე­საქ­მნე­ლად. მარ­ტო­ხე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა ადა­მი­ა­ნი, ვის­თა­ნაც სუ­ლი­ერ სიმ­შვი­დეს მო­ი­პო­ვებთ, მო­გინ­დე­ბათ და­ქორ­წი­ნე­ბა და შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნა. ვე­ნე­რა ფუ­ლის სიმ­ბო­ლო­ცაა და გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ფული სა­ჩუქ­რად მი­ი­ღოთ ნა­თე­სა­ვე­ბის­გან.

თუ პი­რად რუ­კა­ში თქვენს ვე­ნე­რას და­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტე­ბი აქვს, გაფრ­თხილ­დით, რომ არ გა­გი­ფუჭ­დეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­თან. ნუ გა­იხ­სე­ნებთ წარ­სულ წყე­ნას. არ გირ­ჩევთ ახ­ლობ­ლე­ბის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ში, ის­ტე­რი­კე­ბის მო­წყო­ბას. ვე­ნე­რა არის ტკბი­ლე­უ­ლიც და ნუ ეც­დე­ბით ცუდ გან­წყო­ბა­ზე მყო­ფი ტკბი­ლე­უ­ლის ჭა­მას, ზედ­მეტ კი­ლოგ­რა­მებს მო­ი­მა­ტებთ.

საფრ­თხი­ლო დღე­ე­ბია 26-28 ივ­ლი­სი, როცა ვე­ნე­რა ლი­ლიტს შე­უ­ერ­თდე­ბა და გაფრ­თხილ­დით, არ გახ­დეთ სიყ­ვა­რუ­ლის მსხვერ­პლი. სიყ­ვა­რუ­ლის სა­ხე­ლით არ გა­დად­გათ და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯი. სიფრ­თხი­ლე მო­გე­თხო­ვე­ბათ ფულ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც. ერთი სი­ტყვით, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ფუ­ლის მი­მართ ყუ­რა­დღე­ბა გვა­მარ­თებს ყვე­ლას.

ვერ­ძი

სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გა­ნი­ჭებთ ოჯახ­ზე ზრუნ­ვა, სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ში­ნა­უ­რუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლე­ბის მო­წყო­ბა. გა­ნა­ახ­ლეთ ინ­ტე­რი­ე­რი, თეთ­რე­უ­ლი; შე­ი­ძი­ნეთ სა­ო­ჯა­ხო, ლა­მა­ზი ნივ­თე­ბი. მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ მშობ­ლე­ბის გვერ­დით, იზ­რუ­ნეთ მათ­ზე, გა­უ­ხა­ლი­სეთ ცხოვ­რე­ბა. თუ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხართ, გა­ა­ცა­ნით თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი მშობ­ლებს, შე­იძ­ლე­ბა ოჯახ­ში ახა­ლი წევ­რი შე­მო­გე­მა­ტოთ ან შე­იძ­ლე­ბა შვი­ლი გე­ყო­ლოთ.

კურო

გახ­შირ­დე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი და-ძმებ­თან, მე­გობ­რებ­თან და ახლო მან­ძილ­ზე მგზავ­რო­ბა (პიკ­ნი­კე­ბი, ექ­სკურ­სია) მო­გა­ნი­ჭებთ სი­ა­მოვ­ნე­ბას. მი­ი­ზი­დავთ ყუ­რა­დღე­ბას თქვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით. სა­უ­კე­თე­სო დროა ლა­მა­ზი ნივ­თე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის­თვის. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მეტი იაქ­ტი­უ­რეთ, მი­ი­ზი­დეთ მნახ­ვე­ლე­ბი. მარ­ტო­ხე­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა რო­მან­ტი­კუ­ლი პარტნი­ო­რი ინ­ტერ­ნე­ტით გა­იც­ნოთ. ან შე­იძ­ლე­ბა მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­და­ი­ზარ­დოს სა­სიყ­ვა­რუ­ლო­ში. და­წყვი­ლე­ბუ­ლებს ახლო მან­ძილ­ზე მგზავ­რო­ბა (პიკ­ნი­კე­ბი, ექ­სკურ­სია), თუნ­დაც რო­მან­ტი­კუ­ლი უქ­მე­ე­ბი მო­გა­ნი­ჭებთ სი­ა­მოვ­ნე­ბას.

ტყუ­პი

სა­ნამ ვე­ნე­რა კირჩხიბ­ში იქ­ნე­ბა, მო­გინ­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა; ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. თუ პი­რად რუ­კა­ში ვე­ნე­რას კარ­გი ას­პექ­ტე­ბი გაქვთ, ფული შე­გიძ­ლი­ათ და­ა­ბან­დოთ სარ­ფი­ან ბიზ­ნეს­ში. შე­ი­ძი­ნეთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი, მაგ­რამ ფუ­ლის ფლან­გვას არ გირ­ჩევთ უსარ­გებ­ლო ნივ­თებ­ზე. მი­ი­ღებთ სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ჩუქ­რებს და ფულს ქა­ლე­ბის­გან. ან შე­იძ­ლე­ბა მან­დი­ლოს­ნებ­ზე და­გე­ხარ­ჯოთ ფი­ნან­სე­ბი. გა­ის­ტუმ­რებთ ვა­ლებს, კრე­დიტს.

კირჩხი­ბი

მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი შარ­მი; აღ­მოჩ­ნდე­ბით ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში და ეცა­დეთ, ყო­ველ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოდ, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეთ. გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს დრო, რომ მი­ი­ზი­დოთ სა­სურ­ვე­ლი პარტნი­ო­რი. სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებს გა­იც­ნობთ და მო­მა­ვა­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი პარტნი­ო­რი დაკ­ვირ­ვე­ბით შე­არ­ჩი­ეთ. სა­უ­კე­თე­სო დრო გე­ლო­დე­ბათ, თუ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხართ. არ გირ­ჩევთ ფუ­ლის ვალ­ში გა­ცე­მას.

ლომი

ვე­ნე­რა მო­გი­ტანთ ფა­რულ რო­მანს, ქორ­წი­ნე­ბას ან მი­მო­წე­რას. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა და­სას­ვე­ნებ­ლად გა­ემ­გზავ­როთ სხვე­ბის­გან ფა­რუ­ლად. მო­გინ­დე­ბათ გან­მარ­ტო­ე­ბა ლა­მაზ ად­გი­ლას. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, მი­ი­ღოთ ფა­რუ­ლი ფული ან სა­ჩუ­ქა­რი - ფა­რუ­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლის­გან. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­იც­ნოთ ადა­მი­ა­ნი, ვისი ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა­საც არ მო­ინ­დო­მებთ. აი, როცა ვე­ნე­რა ლომ­ში გად­მო­ვა, შე­იც­ვლე­ბა თქვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა და მა­შინ უკვე გა­მო­ამ­ჟღავ­ნებთ ყვე­ლა­ფერს.

ქალ­წუ­ლი

სურ­ვი­ლე­ბის, მიზ­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბას მო­გი­ტანთ ვე­ნე­რა. თუ მარ­ტო­ხე­ლა ხართ, გა­აქ­ტი­ურ­დით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, რომ იქ გა­იც­ნოთ სა­სურ­ვე­ლი, თქვენ­თვის მი­სა­ღე­ბი ადა­მი­ა­ნი. შე­იძ­ლე­ბა გახ­დეთ ახა­ლი ჯგუ­ფის - შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, სი­ლა­მა­ზის, მო­დის - წევ­რი. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სიყ­ვა­რუ­ლი მე­გობ­რე­ბის წრე­ში ან მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით აღ­მო­ა­ჩი­ნოთ. ზოგს კი მე­გობ­რებ­თან ერ­თად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი მო­გი­ტანთ ფულს.

სას­წო­რი

ვე­ნე­რა მო­გი­ტანთ სტა­ტუ­სის შეც­ვლას. თუ ხე­ლო­ვა­ნი ხართ შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მოთ სა­ინ­ტე­რე­სო, პერ­სპექ­ტი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რაც მა­ტე­რი­ა­ლურ სარ­გე­ბელს მო­გი­ტანთ. ან და­წი­ნა­უ­რე­ბა გე­ლით სამ­სა­ხურ­ში. შე­იძ­ლე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში გქონ­დეთ ცვლი­ლე­ბა: და­ქორ­წი­ნე­ბა, შვი­ლის გა­ჩე­ნა. გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ იმი­ჯი, ყო­ველ­დღე მიმ­ზიდ­ვე­ლი, ღი­მი­ლი­ა­ნი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი უნდა იყოთ. უარ­ყო­ფი­თი მო­მენ­ტი ისაა, რომ შე­იძ­ლე­ბა გა­აქ­ტი­ურ­დნენ კონ­კუ­რენ­ტე­ბი სიყ­ვა­რულ­შიც და სამ­სა­ხურ­შიც; ან გა­მომ­ჟღავ­ნდეს თქვე­ნი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი რო­მა­ნი. გა­ირ­კვეს, რომ არა­მიზ­ნობ­რი­ვად ხარ­ჯავთ სამ­სა­ხუ­რის ბი­უ­ჯეტს.

მო­რი­ე­ლი

მო­გინ­დე­ბათ ახ­ლის შეს­წავ­ლა, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა, სა­მოგ­ზა­უ­როდ გამ­გზავ­რე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან და­მე­გობ­რე­ბა და უცხო კულ­ტუ­რის ახ­ლოს გაც­ნო­ბა. გა­გიმ­ძაფ­რდე­ბათ ინ­ტე­რე­სი ეგ­ზო­ტი­კუ­რი კერ­ძე­ბი­სად­მი, მო­გინ­დე­ბათ ყვე­ლა­ფე­რი უცხოს და­გე­მოვ­ნე­ბა. თუ ხე­ლო­ვა­ნი ხართ, შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბა გა­ი­ტა­ნოთ სა­ზღვარ­გა­რეთ. მი­ი­ღებთ ფულს უცხო­ე­თი­დან. მო­გინ­დე­ბათ სა­კუ­თა­რი წიგ­ნის და­წე­რა. თუ სა­სა­მარ­თლო საქ­მე­ე­ბი გქონ­დათ აღ­ძრუ­ლი თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ მოგ­ვარ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა და­ფიქ­რდეთ მე­ო­რედ ოჯა­ხის შექ­მნა­ზე.

მშვილ­დო­სა­ნი

ცვლი­ლე­ბე­ბის პე­რი­ო­დი გე­ლო­დე­ბათ და გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა ვე­ნე­რა და ლი­ლი­ტი ერ­თმა­ნეთს შე­უ­ერ­თდე­ბი­ან, და­ახ­ლო­ე­ბით 26-28 ივ­ლი­სის შუ­ა­ლედ­ში. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ფი­ნან­სე­ბის მი­მართ. შე­იძ­ლე­ბა გა­გიმ­ძფარ­დეთ ში­შე­ბი, რომ არ და­კარ­გოთ კა­პი­ტა­ლი. ნუ გახ­დე­ბით ფი­ნან­სუ­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლი გარ­შე­მო მყო­ფებ­ზე. ყუ­რა­დღე­ბით გა­ა­ფორ­მეთ კრე­დი­ტე­ბი, და­ა­ბან­დეთ ფული. გა­გიმ­ძაფ­რდე­ბათ გრძნო­ბე­ბი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ; გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ ახა­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რი, მაგ­რამ აქაც სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ, რომ არ გახ­დეთ მას­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

თხის რქა

ვე­ნე­რას კირჩხიბ­ში ყოფ­ნის დროს და­ა­რე­გუ­ლი­რებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას საქ­მი­ან და სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რებ­თან, კლი­ენ­ტებ­თან. გა­მო­გიჩ­ნდე­ბი­ან ახა­ლი საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რე­ბი. თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­როს­თან გა­მო­გიჩ­ნდე­ბი­ან ახა­ლი კლი­ენ­ტე­ბი და მათ­გან გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. თუ მარ­ტო­ხე­ლებს პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა გსურთ, გა­აქ­ტი­ურ­დით, რომ და­წყვილ­დეთ. და­წყვი­ლე­ბუ­ლებს გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ ერ­თმა­ნეთ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

მერ­წყუ­ლი

და­ა­რე­გუ­ლი­რეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან. მო­ა­ლა­მა­ზეთ თქვე­ნი სა­მუ­შაო ზონა. საქ­მე­ე­ბი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ისე გა­და­ა­ნა­წი­ლეთ, რომ დას­ვე­ნე­ბის­თვი­საც დაგ­რჩეთ დრო. მე­ტად იზ­რუ­ნეთ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით მან­დი­ლოს­ნებ­მა. შე­იქ­მე­ნით ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კომ­ფორ­ტი; კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით ძვე­ლი წყე­ნის­გან, ში­შის­გან. ვე­ნე­რამ შე­იძ­ლე­ბა მო­გი­ტა­ნოთ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი რო­მა­ნი. ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად კარ­გი იქ­ნე­ბა დი­ე­ტის დაც­ვა, ვარ­ჯი­ში, ცეკ­ვა.

თევ­ზე­ბი

ვე­ნე­რა გი­ბიძ­გებთ დას­ვე­ნე­ბის­კენ და არა მუ­შა­ო­ბის­კენ. მო­გინ­დე­ბათ მეტი დრო­ის გა­ტა­რე­ბა შვი­ლე­ბის, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით. სა­უ­კე­თე­სო დრო გე­ლო­დე­ბათ ხე­ლო­ვან ნიშ­ნებს, სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია თქვე­ნი ნი­ჭის გა­მო­სავ­ლე­ნად. და­ფას­დე­ბა თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბა. ფული შე­იძ­ლე­ბა ჰო­ბიმ მო­გი­ტა­ნოთ. გა­ემ­გზავ­რეთ ლა­მაზ ად­გი­ლებ­ში, შვე­ბუ­ლე­ბა­ში. მარ­ტო­ხე­ლებს გე­ლო­დე­ბათ სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნი. და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში მო­ი­მა­ტებს რო­მან­ტი­კა. თუ გსურთ, სა­უ­კე­თე­სო დროა ჩა­სახ­ვის­თვის ან შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გოთ, რომ შვი­ლი გე­ყო­ლე­ბათ. ნუ შე­ი­ძენთ ფუ­ფუ­ნე­ბის ნივ­თებს, ნუ გაფ­ლან­გავთ ფულს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

ვენერა კირჩხიბში გადადის: ვის ელოდება დაქორწინება და ვის კამათი ნათესავებთან, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვენერა კირჩხიბში გადადის: ვის ელოდება დაქორწინება და ვის კამათი ნათესავებთან, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

სიყვარულის პლანეტა ვენერა 18 ივლისს კირჩხიბის ზოდიაქოში გადავა 11 აგვისტომდე. ვენერა არის სიყვარული, ჰარმონია, სილამაზე და ფულიც. ვენერა პირად რუკაში გვაჩვენებს როგორ უყვარს ადამიანს და როგორი სიყვარული სურს პარტნიორისგან. კირჩხიბი არის ემოციური ნიშანი, მას მთვარე მართავს და გამოდის, რომ სასიყვარულო სფეროში მომატებული იქნება ემოციურობა, ჭირვეულობა, ბუტიაობა. გარდა ამისა, კირჩხიბი არის ოჯახის, სამშობლოს, მშობლების სიმბოლო. მოგინდებათ მეტი დროის გატარება თქვენს ოჯახში, ახლობლების გვერდით, მათთან, ვისთანაც თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობთ. გახშირდება ოჯახური დღესასწაულების მოწყობის სურვილი, ან - ოჯახური ტრადიციების აღდგენის.

სანამ ვენერა კირჩხიბშია, გააცანით თქვენი შეყვარებული ოჯახის წევრებს, კარგი პერიოდია ნიშნობისა და ოჯახის შესაქმნელად. მარტოხელების ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, ვისთანაც სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებთ, მოგინდებათ დაქორწინება და შვილების გაჩენა. ვენერა ფულის სიმბოლოცაა და გამორიცხული არაა, ფული საჩუქრად მიიღოთ ნათესავებისგან.

თუ პირად რუკაში თქვენს ვენერას დაძაბული ასპექტები აქვს, გაფრთხილდით, რომ არ გაგიფუჭდეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. ნუ გაიხსენებთ წარსულ წყენას. არ გირჩევთ ახლობლების დადანაშაულებას უყურადღებობაში, ისტერიკების მოწყობას. ვენერა არის ტკბილეულიც და ნუ ეცდებით ცუდ განწყობაზე მყოფი ტკბილეულის ჭამას, ზედმეტ კილოგრამებს მოიმატებთ.

საფრთხილო დღეებია 26-28 ივლისი, როცა ვენერა ლილიტს შეუერთდება და გაფრთხილდით, არ გახდეთ სიყვარულის მსხვერპლი. სიყვარულის სახელით არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯი. სიფრთხილე მოგეთხოვებათ ფულთან მიმართებაშიც. ერთი სიტყვით, სიყვარულისა და ფულის მიმართ ყურადღება გვამართებს ყველას.

ვერძი

სიამოვნებას მოგანიჭებთ ოჯახზე ზრუნვა, საოჯახო ვალდებულებების შესრულება. შინაურული დღესასწაულების მოწყობა. განაახლეთ ინტერიერი, თეთრეული; შეიძინეთ საოჯახო, ლამაზი ნივთები. მეტი დრო გაატარეთ მშობლების გვერდით, იზრუნეთ მათზე, გაუხალისეთ ცხოვრება. თუ შეყვარებული ხართ, გააცანით თქვენი საყვარელი ადამიანი მშობლებს, შეიძლება ოჯახში ახალი წევრი შემოგემატოთ ან შეიძლება შვილი გეყოლოთ.

კურო

გახშირდება შეხვედრები და-ძმებთან, მეგობრებთან და ახლო მანძილზე მგზავრობა (პიკნიკები, ექსკურსია) მოგანიჭებთ სიამოვნებას. მიიზიდავთ ყურადღებას თქვენი ინფორმაციით. საუკეთესო დროა ლამაზი ნივთების ყიდვა-გაყიდვისთვის. სოციალურ ქსელებში მეტი იაქტიურეთ, მიიზიდეთ მნახველები. მარტოხელებმა შეიძლება რომანტიკული პარტნიორი ინტერნეტით გაიცნოთ. ან შეიძლება მეგობრული ურთიერთობა გადაიზარდოს სასიყვარულოში. დაწყვილებულებს ახლო მანძილზე მგზავრობა (პიკნიკები, ექსკურსია), თუნდაც რომანტიკული უქმეები მოგანიჭებთ სიამოვნებას.

ტყუპი

სანამ ვენერა კირჩხიბში იქნება, მოგინდებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება; ფინანსური საკითხების მოგვარება. თუ პირად რუკაში ვენერას კარგი ასპექტები გაქვთ, ფული შეგიძლიათ დააბანდოთ სარფიან ბიზნესში. შეიძინეთ ძვირად ღირებული ნივთები, მაგრამ ფულის ფლანგვას არ გირჩევთ უსარგებლო ნივთებზე. მიიღებთ სასიამოვნო საჩუქრებს და ფულს ქალებისგან. ან შეიძლება მანდილოსნებზე დაგეხარჯოთ ფინანსები. გაისტუმრებთ ვალებს, კრედიტს.

კირჩხიბი

მოიმატებს თქვენი შარმი; აღმოჩნდებით ყურადღების ცენტრში და ეცადეთ, ყოველთვის სასიამოვნოდ, დიპლომატიურად გამოიყურებოდეთ. გამოიყენეთ ეს დრო, რომ მიიზიდოთ სასურველი პარტნიორი. საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ და მომავალი რომანტიკული პარტნიორი დაკვირვებით შეარჩიეთ. საუკეთესო დრო გელოდებათ, თუ შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელი ხართ. არ გირჩევთ ფულის ვალში გაცემას.

ლომი

ვენერა მოგიტანთ ფარულ რომანს, ქორწინებას ან მიმოწერას. ზოგიერთი შეიძლება დასასვენებლად გაემგზავროთ სხვებისგან ფარულად. მოგინდებათ განმარტოება ლამაზ ადგილას. გამორიცხული არაა, მიიღოთ ფარული ფული ან საჩუქარი - ფარული თაყვანისმცემლისგან. ზოგიერთმა შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, ვისი ვინაობის გამხელასაც არ მოინდომებთ. აი, როცა ვენერა ლომში გადმოვა, შეიცვლება თქვენი მდგომარეობა და მაშინ უკვე გამოამჟღავნებთ ყველაფერს.

ქალწული

სურვილების, მიზნების ასრულებას მოგიტანთ ვენერა. თუ მარტოხელა ხართ, გააქტიურდით სოციალურ ქსელებში, რომ იქ გაიცნოთ სასურველი, თქვენთვის მისაღები ადამიანი. შეიძლება გახდეთ ახალი ჯგუფის - შემოქმედებითი, სილამაზის, მოდის - წევრი. ზოგიერთმა შეიძლება სიყვარული მეგობრების წრეში ან მეგობრების დახმარებით აღმოაჩინოთ. ზოგს კი მეგობრებთან ერთად განხორციელებული პროექტი მოგიტანთ ფულს.

სასწორი

ვენერა მოგიტანთ სტატუსის შეცვლას. თუ ხელოვანი ხართ შეიძლება გააფორმოთ საინტერესო, პერსპექტიული ხელშეკრულება, რაც მატერიალურ სარგებელს მოგიტანთ. ან დაწინაურება გელით სამსახურში. შეიძლება პირად ცხოვრებაში გქონდეთ ცვლილება: დაქორწინება, შვილის გაჩენა. გაიუმჯობესეთ იმიჯი, ყოველდღე მიმზიდველი, ღიმილიანი და ჰარმონიული უნდა იყოთ. უარყოფითი მომენტი ისაა, რომ შეიძლება გააქტიურდნენ კონკურენტები სიყვარულშიც და სამსახურშიც; ან გამომჟღავნდეს თქვენი სამსახურებრივი რომანი. გაირკვეს, რომ არამიზნობრივად ხარჯავთ სამსახურის ბიუჯეტს.

მორიელი

მოგინდებათ ახლის შესწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება, სამოგზაუროდ გამგზავრება, საინტერესო ადამიანებთან დამეგობრება და უცხო კულტურის ახლოს გაცნობა. გაგიმძაფრდებათ ინტერესი ეგზოტიკური კერძებისადმი, მოგინდებათ ყველაფერი უცხოს დაგემოვნება. თუ ხელოვანი ხართ, შეიძლება თქვენი შემოქმედება გაიტანოთ საზღვარგარეთ. მიიღებთ ფულს უცხოეთიდან. მოგინდებათ საკუთარი წიგნის დაწერა. თუ სასამართლო საქმეები გქონდათ აღძრული თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. შეიძლება დაფიქრდეთ მეორედ ოჯახის შექმნაზე.

მშვილდოსანი

ცვლილებების პერიოდი გელოდებათ და განსაკუთრებით მაშინ, როცა ვენერა და ლილიტი ერთმანეთს შეუერთდებიან, დაახლოებით 26-28 ივლისის შუალედში. იყავით დაკვირვებული ფინანსების მიმართ. შეიძლება გაგიმძფარდეთ შიშები, რომ არ დაკარგოთ კაპიტალი. ნუ გახდებით ფინანსურად დამოკიდებული გარშემო მყოფებზე. ყურადღებით გააფორმეთ კრედიტები, დააბანდეთ ფული. გაგიმძაფრდებათ გრძნობები საყვარელი ადამიანის მიმართ; გამოგიჩნდებათ ახალი სასიყვარულო პარტნიორი, მაგრამ აქაც სიფრთხილე გმართებთ, რომ არ გახდეთ მასზე ფსიქოლოგიურად დამოკიდებული.

თხის რქა

ვენერას კირჩხიბში ყოფნის დროს დაარეგულირებთ დამოკიდებულებას საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან, კლიენტებთან. გამოგიჩნდებიან ახალი საქმიანი პარტნიორები. თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია მომსახურების სფეროსთან გამოგიჩნდებიან ახალი კლიენტები და მათგან გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. თუ მარტოხელებს პირადი ურთიერთობის გაუმჯობესება გსურთ, გააქტიურდით, რომ დაწყვილდეთ. დაწყვილებულებს გაგიუმჯობესდებათ ერთმანეთთან დამოკიდებულება.

მერწყული

დაარეგულირეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. მოალამაზეთ თქვენი სამუშაო ზონა. საქმეები და ვალდებულებები ისე გადაანაწილეთ, რომ დასვენებისთვისაც დაგრჩეთ დრო. მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით მანდილოსნებმა. შეიქმენით ფსიქოლოგიური კომფორტი; კარგი იქნება, თუ გათავისუფლდებით ძველი წყენისგან, შიშისგან. ვენერამ შეიძლება მოგიტანოთ სამსახურებრივი რომანი. ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კარგი იქნება დიეტის დაცვა, ვარჯიში, ცეკვა.

თევზები

ვენერა გიბიძგებთ დასვენებისკენ და არა მუშაობისკენ. მოგინდებათ მეტი დროის გატარება შვილების, საყვარელი ადამიანის გვერდით. საუკეთესო დრო გელოდებათ ხელოვან ნიშნებს, საუკეთესო პერიოდია თქვენი ნიჭის გამოსავლენად. დაფასდება თქვენი შემოქმედება. ფული შეიძლება ჰობიმ მოგიტანოთ. გაემგზავრეთ ლამაზ ადგილებში, შვებულებაში. მარტოხელებს გელოდებათ საკურორტო რომანი. დაწყვილებულების ცხოვრებაში მოიმატებს რომანტიკა. თუ გსურთ, საუკეთესო დროა ჩასახვისთვის ან შეიძლება გაიგოთ, რომ შვილი გეყოლებათ. ნუ შეიძენთ ფუფუნების ნივთებს, ნუ გაფლანგავთ ფულს.