სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ფოტოს გადაღებისას არაა მისაღები პოზები, ამიტომ ვდგავარ ყველგან მეზობლის ბავშვივით“ - როგორ ცხოვრობენ ჩრდილოეთ კორეაში: ქართველი მოგზაურის შთაბეჭდილებები (ფოტო/ვიდეო)
“ფოტოს გადაღებისას არაა მისაღები პოზები, ამიტომ ვდგავარ ყველგან მეზობლის ბავშვივით“ - როგორ ცხოვრობენ ჩრდილოეთ კორეაში: ქართველი მოგზაურის შთაბეჭდილებები (ფოტო/ვიდეო)

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მოგ­ზა­უ­რი სოსო ნე­ბი­ე­რი­ძე, რო­მე­ლიც დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით 70-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­შია ნამ­ყო­ფი, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ჩა­კე­ტილ ქვე­ყა­ნა­ში - ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ჩა­ვი­და, სა­ი­და­ნაც გა­მომ­წე­რებს ფოტო და ვი­დეო მო­ნაკ­ვე­თებს უზი­ა­რებს.

Soso Around The World თა­ვის არ­ხებ­ზე, მსოფ­ლი­ოს­თვის აქამ­დე მი­უწ­ვდო­მელ ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს. თუმ­ცა, მისი თქმით, ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის და სა­ზო­გა­დო­ე­ბას წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი, ვრცე­ლი ვი­დეო ელო­დე­ბა.

ამ­ჯე­რად ნე­ბი­ე­რი­ძე ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის დე­და­ქა­ლაქ ფხე­ნი­ან­ში იმ­ყო­ფე­ბა.

  • “ეგაა ჩა­მო­ვე­დი, ფხე­ნი­ან­ში ვარ“, - წერს მოგ­ზა­უ­რი და აქ­ვეყ­ნებს ფო­ტოს, სა­დაც ფონ­ზე ქა­ლა­ქის მო­ე­და­ნი ჩანს.

“ინ­ტერ­ნე­ტი მხო­ლოდ სას­ტუმ­როს მი­სა­ღებ­შია, უნდა იყი­დო 10-10 წუ­თი­ა­ნი სე­სი­ე­ბია და რიგ­ში მანდ მარ­ტო ერთი სა­ა­თი ვი­დე­ქი. ვი­ყი­დე და ძლივს ერთი ფოტო ავ­ტვირ­თე, სხვას ვე­რა­ფერს იზამ ამ ინ­ტერ­ნე­ტით, ძა­ლი­ან ცუ­დად მუ­შა­ობს. სხვა მხრივ ყვე­ლა­ფე­რი ჯიგ­რუ­ლა­დაა

სა­ათ­ზე მეტი დამ­ჭირ­და ეს ფოტო რომ ამეტვირ­თა", - წერს სოსო ნე­ბი­ე­რი­ძე.

  • მისი თქმით, ქა­ლაქს ბევ­რი შე­ზღუდ­ვა აქვს. ერთ-ერ­თია შე­ზღუდ­ვა პო­ზი­რე­ბა­ზე, ამი­ტომ ყვე­ლა ფო­ტო­ში ძი­რი­თა­დად ერ­თნა­ი­რად დგას.

“ფო­ტოს გა­და­ღე­ბი­სას არაა აქ მი­სა­ღე­ბი პო­ზე­ბი, მა­გი­ტომ ვდგა­ვარ ყველ­გან მე­ზობ­ლის ბავ­შვი­ვით,“ - უყ­ვე­ბა ნე­ბი­ე­რი­ძე გა­მომ­წე­რებს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქარ­თველ­მა მოგ­ზა­ურ­მა ფხე­ნი­ა­ნის სტა­დი­ო­ნი­დან ფო­ტო­ე­ბი და ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მან მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო მა­რა­თონ­ში, სა­დაც 47 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს შო­რის ის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით გა­მო­ვი­და.

“Pyongyang international marathon. 🇰🇵 დღეს ფხე­ნი­ა­ნის რი­გით 31ე სა­ერ­თა­შო­რი­სო მა­რა­თონ­ში 47 ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მე ვარ პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი ვინც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ძა­ლი­ან მი­ხა­რია. სა­ო­ცა­რი ვი­დეო გე­ლით,“ - წერს სოსო ნე­ბი­ე­რი­ძე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფხე­ნი­ა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო მა­რა­თო­ნი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ექ­ვსწლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ პირ­ვე­ლად გა­ი­მარ­თა. მას ასო­ბით მორ­ბე­ნა­ლი, მათ შო­რის უცხო­ე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი შე­უ­ერ­თდნენ. მო­ნა­წი­ლე­ებ­მა დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში ირ­ბი­ნეს, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი მკაც­რად კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი იყო.

მა­რა­თო­ნი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის დამ­ფუძ­ნებ­ლის, ამ­ჟა­მინ­დე­ლი მმარ­თვე­ლის პა­პის - კიმ ირ სე­ნის, და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­ი­მარ­თა.

სოსო ნე­ბი­ე­რი­ძე გახ­და პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი ვინც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ მა­რა­თონ­ში.

  • მან მა­რა­თო­ნის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ოს მო­ნაკ­ვე­თიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ჩანს, რომ დამ­სწრე­ე­ბი ტაშს უკ­რა­ვენ და კე­თილ­გან­წყო­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ.

00:00 / 00:00

ყვე­ლა­ზე მე­ტად, გა­მომ­წე­რებს შო­რის ფო­ნად გა­მო­ჩე­ნილ­მა ნა­გე­ბო­ბებ­მა და ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა მი­იქ­ცი­ეს ყუ­რა­დღე­ბა. ისი­ნი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ქუ­ჩე­ბი თით­ქმის ცა­რი­ე­ლია, თუმ­ცა სუფ­თა. ხალ­ხს, კი ძი­რი­თა­დად ერთ ფერ­ში, თით­ქმის ერ­თნა­ი­რად აც­ვია.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ჩა­კე­ტილ ქვეყ­ნად მიჩ­ნე­ვა, რო­მელ­საც დიქ­ტა­ტო­რი კიმ ჩენ ინი მარ­თავს.

ქვე­ყა­ნა­ში მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი და წე­სე­ბი მოქ­მე­დებს. შე­ზღუ­დუ­ლია ინ­ტერ­ნე­ტის მოხ­მა­რე­ბა, აკ­რძა­ლუ­ლია გარ­კვე­უ­ლი ტი­პის სა­მო­სის ჩაც­მა და ზო­გი­ერ­თი ვარ­ცხნი­ლო­ბაც კი.

რო­გორც და­სავ­ლუ­რი მე­დია წერს, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რობს და მათ­თვის საკ­ვე­ბიც კი ნაკ­ლე­ბად ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ქარ­თველ­მა ტუ­რის­ტმა ბოლო წლებ­ში ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა შეძ­ლო.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

“ფოტოს გადაღებისას არაა მისაღები პოზები, ამიტომ ვდგავარ ყველგან მეზობლის ბავშვივით“ - როგორ ცხოვრობენ ჩრდილოეთ კორეაში: ქართველი მოგზაურის შთაბეჭდილებები (ფოტო/ვიდეო)

“ფოტოს გადაღებისას არაა მისაღები პოზები, ამიტომ ვდგავარ ყველგან მეზობლის ბავშვივით“ - როგორ ცხოვრობენ ჩრდილოეთ კორეაში: ქართველი მოგზაურის შთაბეჭდილებები (ფოტო/ვიდეო)

ცნობილი ქართველი მოგზაური სოსო ნებიერიძე, რომელიც დღეის მდგომარეობით 70-ზე მეტ ქვეყანაშია ნამყოფი, მსოფლიოს ყველაზე ჩაკეტილ ქვეყანაში - ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა, საიდანაც გამომწერებს ფოტო და ვიდეო მონაკვეთებს უზიარებს.

Soso Around The World თავის არხებზე, მსოფლიოსთვის აქამდე მიუწვდომელ ინფორმაციას აქვეყნებს. თუმცა, მისი თქმით, ეს ყველაფერი არ არის და საზოგადოებას წარმოუდგენელი, ვრცელი ვიდეო ელოდება.

ამჯერად ნებიერიძე ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში იმყოფება.

  • “ეგაა ჩამოვედი, ფხენიანში ვარ“, - წერს მოგზაური და აქვეყნებს ფოტოს, სადაც ფონზე ქალაქის მოედანი ჩანს.

“ინტერნეტი მხოლოდ სასტუმროს მისაღებშია, უნდა იყიდო 10-10 წუთიანი სესიებია და რიგში მანდ მარტო ერთი საათი ვიდექი. ვიყიდე და ძლივს ერთი ფოტო ავტვირთე, სხვას ვერაფერს იზამ ამ ინტერნეტით, ძალიან ცუდად მუშაობს. სხვა მხრივ ყველაფერი ჯიგრულადაა

საათზე მეტი დამჭირდა ეს ფოტო რომ ამეტვირთა", - წერს სოსო ნებიერიძე.

  • მისი თქმით, ქალაქს ბევრი შეზღუდვა აქვს. ერთ-ერთია შეზღუდვა პოზირებაზე, ამიტომ ყველა ფოტოში ძირითადად ერთნაირად დგას.

“ფოტოს გადაღებისას არაა აქ მისაღები პოზები, მაგიტომ ვდგავარ ყველგან მეზობლის ბავშვივით,“ - უყვება ნებიერიძე გამომწერებს.

მოგვიანებით ქართველმა მოგზაურმა ფხენიანის სტადიონიდან ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა. მან მონაწილეობა მიიღო მარათონში, სადაც 47 ქვეყნის წარმომადგენელს შორის ის საქართველოს სახელით გამოვიდა.

“Pyongyang international marathon. 🇰🇵 დღეს ფხენიანის რიგით 31ე საერთაშორისო მარათონში 47 ქვეყნის მოქალაქე იღებდა მონაწილეობას. მე ვარ პირველი ადამიანი ვინც საქართველოს სახელით მიიღო მონაწილეობა და ძალიან მიხარია. საოცარი ვიდეო გელით,“ - წერს სოსო ნებიერიძე.

აღსანიშნავია, რომ ფხენიანის საერთაშორისო მარათონი ჩრდილოეთ კორეაში ექვსწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიმართა. მას ასობით მორბენალი, მათ შორის უცხოელი სპორტსმენები შეუერთდნენ. მონაწილეებმა დედაქალაქის ქუჩებში ირბინეს, თუმცა ყველაფერი მკაცრად კონტროლირებადი იყო.

მარათონი ჩრდილოეთ კორეის დამფუძნებლის, ამჟამინდელი მმართველის პაპის - კიმ ირ სენის, დაბადების დღის აღსანიშნავად გაიმართა.

სოსო ნებიერიძე გახდა პირველი ადამიანი ვინც საქართველოს სახელით მიიღო მონაწილეობა ამ მარათონში.

  • მან მარათონის მიმდინარეობისას გადაღებული ვიდეოს მონაკვეთიც გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ დამსწრეები ტაშს უკრავენ და კეთილგანწყობას გამოხატავენ.

ყველაზე მეტად, გამომწერებს შორის ფონად გამოჩენილმა ნაგებობებმა და ადგილობრივებმა მიიქციეს ყურადღება. ისინი აღნიშნავენ, რომ ქუჩები თითქმის ცარიელია, თუმცა სუფთა. ხალხს, კი ძირითადად ერთ ფერში, თითქმის ერთნაირად აცვია.

ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოს ყველაზე ჩაკეტილ ქვეყნად მიჩნევა, რომელსაც დიქტატორი კიმ ჩენ ინი მართავს.

ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები და წესები მოქმედებს. შეზღუდულია ინტერნეტის მოხმარება, აკრძალულია გარკვეული ტიპის სამოსის ჩაცმა და ზოგიერთი ვარცხნილობაც კი.

როგორც დასავლური მედია წერს, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს და მათთვის საკვებიც კი ნაკლებად ხელმისაწვდომია.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველმა ტურისტმა ბოლო წლებში ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობა შეძლო.

იხილეთ ასევე: