მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სურთ ქალებს მამაკაცისგან?
რა სურთ ქალებს მამაკაცისგან?

რა სურთ ქა­ლებს? ალ­ბათ ეს კი­თხვა ბევრ მა­მა­კაცს აწუ­ხებს. გა­გი­ად­ვი­ლებთ საქ­მეს და იო­ლად გა­გარ­კვევთ თუ რა სურთ ქა­ლებს მათი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე:

  • ვერ­ძი

პირ­ველ რიგ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა სურს. თუმ­ცა, გული რო­მან­ტი­კის­კე­ნაც ექა­ჩე­ბა. მაგ­რამ ვერც თა­ვის­ზე სუსტ მა­მა­კაცს აი­ტანს გვერ­დით, ვერც ზედ­მე­ტად დიქ­ტა­ტორ­სა და მომ­თხოვნს. მისი გუ­ლის მო­გე­ბა თუ გინ­დათ, და­ა­ნახ­ვეთ, რომ მი­უ­ხე­და­ვად აუ­ტა­ნე­ლი ხა­სი­ა­თი­სა, მა­ინც გიყ­ვართ და მი­სით ამა­ყობთ.

  • კურო

მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი და სტა­ბი­ლუ­რი მა­მა­კა­ცი სურს. ფეხ­ქვეშ მყა­რი ნი­ა­და­გის შეგ­რძნე­ბის გა­რე­შე იგი არც ერთ მამრს არ გა­უხ­სნის სა­კუ­თა­რი გუ­ლის­კენ მი­მა­ვალ კარს. თუმ­ცა, არც ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბი­სა და რო­მან­ტი­კუ­ლი სა­ღა­მოს წი­ნა­აღ­მდე­გი იქ­ნე­ბა რო­მე­ლი­მე ფე­შე­ნე­ბე­ლურ რეს­ტო­რან­ში. მთა­ვა­რია, იქ გემ­რი­ელ კერ­ძებს ამ­ზა­დებ­დნენ.

  • ტყუ­პი

ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცი სურს, რო­მე­ლიც კარ­გი მო­სა­უბ­რე იქ­ნე­ბა და მას­თან არა­სო­დეს მო­ი­წყენს. თუმ­ცა, არც გი­ჟურ თავ­გა­და­სავ­ლებ­ზე, ერ­თად ხე­ტი­ალ­სა და რო­მან­ტი­კულ გა­მოხ­დო­მებ­ზე იტყვის უარს.

  • კირჩხი­ბი

თით­ზე ბე­ჭე­დი, კალ­თა­ში ბავ­შვი და ევ­რო­რე­მონ­ტი­ა­ნი სამ­ზა­რე­უ­ლო სურს. რა თქმა უნდა, ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, მო­სიყ­ვა­რუ­ლე და ფუ­ლის მშოვ­ნე­ლი ქმა­რიც. პე­რი­ო­დუ­ლად თუ და­ნა­ზო­გის გა­და­ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც მის­ცემთ ბან­კში, სულ მთლად ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა.

  • ლომი

ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბი და მის ფერ­ხთით გარ­თხმუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის­გან გონ­და­კარ­გუ­ლი მა­მა­კა­ცი სურს. მთა­ვა­რია, ამ უკა­ნას­კნელ­მა ყუ­რა­დღე­ბა და ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბი არ მო­აკ­ლოს.

  • ქალ­წუ­ლი

მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, ჰი­გი­ე­ნუ­რი, წინ­და­ხე­დუ­ლი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი მა­მა­კა­ცი სურს, რო­მელ­თან ერ­თა­დაც სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­უდ­გე­ბა სა­ერ­თო ბუ­დის შე­ნე­ბას.

siyvaruli

  • სას­წო­რი

მო­სიყ­ვა­რუ­ლე, თბი­ლი, მზრუნ­ვე­ლი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მა­მა­კა­ცი სურს, რო­მელ­მაც იცის ქა­ლის ფასი. სა­სურ­ვე­ლია, სხვა­დას­ხვა ტკბი­ლე­უ­ლი­თაც ანე­ბივ­რებ­დეს მას.

  • მო­რი­ე­ლი

ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი, ცხელ­სის­ხლი­ა­ნი, ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თის მა­მა­კა­ცი მო­ე­წო­ნე­ბა, რომ­ლის ერ­თგუ­ლე­ბა­შიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს. ურ­თი­ერ­თო­ბა­ში თა­ნას­წო­რი თა­მა­ში – ეს მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა ქალი მო­რი­ე­ლის მხრი­დან.

  • მშვილ­დო­სა­ნი

ხე­ტი­ა­ლის მოყ­ვა­რუ­ლი, მხი­ა­რუ­ლი და ოპ­ტი­მის­ტი მა­მა­კა­ცი სურს, რო­მე­ლიც არა­სო­დეს შე­უ­ზღუ­დავ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, არ ეც­დე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი დი­ა­სახ­ლი­სის როლი მო­არ­გოს და მის­თვის უფრო მე­გო­ბა­რი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ქმა­რი.

  • თხის რქა

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი, კარ­გი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მქო­ნე, პრო­ფე­სი­უ­ლად შემ­დგა­რი მა­მა­კა­ცი სურს. თუმ­ცა, იგი ყო­ველ­თვის და­ი­ტო­ვებს უფ­ლე­ბას, თა­ვად შე­ას­რუ­ლოს "პირ­ვე­ლი ვი­ო­ლი­ნოს" როლი ოჯახ­ში.

  • მერ­წყუ­ლი

კრე­ა­ტი­უ­ლი, ორი­გი­ნა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბის მქო­ნე და ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი მა­მა­კა­ცი მო­ე­წო­ნე­ბა. რო­მე­ლიც მის პი­როვ­ნულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას არ შე­ე­ხე­ბა და სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ყო­ველ­თვის მო­იქ­ცეს ისე, რო­გორც თა­ვად სურს და მოს­წონს.

  • თევ­ზე­ბი

მზრუნ­ვე­ლი, ძლი­ე­რი მა­მა­კა­ცი სურს. მთა­ვა­რია, ამ უკა­ნას­კნელ­მა ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სირ­თუ­ლე­ებს მის მა­გივ­რად გა­არ­თვას თავი. და­ამ­შვი­დოს პე­რი­ო­დუ­ლი დეპ­რე­სი­უ­ლი შე­მო­ტე­ვი­სას და და­არ­წმუ­ნოს, რომ ნამ­დვი­ლი მა­მა­კა­ცი ქა­ლის ჭეშ­მა­რი­ტი და­საყ­რდე­ნია ცხოვ­რე­ბა­ში.

რა სურთ ქალებს მამაკაცისგან?

რა სურთ ქალებს მამაკაცისგან?

რა სურთ ქალებს? ალბათ ეს კითხვა ბევრ მამაკაცს აწუხებს. გაგიადვილებთ საქმეს და იოლად გაგარკვევთ თუ რა სურთ ქალებს მათი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე:

  • ვერძი

პირველ რიგში დამოუკიდებლობა სურს. თუმცა, გული რომანტიკისკენაც ექაჩება. მაგრამ ვერც თავისზე სუსტ მამაკაცს აიტანს გვერდით, ვერც ზედმეტად დიქტატორსა და მომთხოვნს. მისი გულის მოგება თუ გინდათ, დაანახვეთ, რომ მიუხედავად აუტანელი ხასიათისა, მაინც გიყვართ და მისით ამაყობთ.

  • კურო

მატერიალურად უზრუნველყოფილი და სტაბილური მამაკაცი სურს. ფეხქვეშ მყარი ნიადაგის შეგრძნების გარეშე იგი არც ერთ მამრს არ გაუხსნის საკუთარი გულისკენ მიმავალ კარს. თუმცა, არც ძვირფასი საჩუქრებისა და რომანტიკული საღამოს წინააღმდეგი იქნება რომელიმე ფეშენებელურ რესტორანში. მთავარია, იქ გემრიელ კერძებს ამზადებდნენ.

  • ტყუპი

ინტელექტუალური მამაკაცი სურს, რომელიც კარგი მოსაუბრე იქნება და მასთან არასოდეს მოიწყენს. თუმცა, არც გიჟურ თავგადასავლებზე, ერთად ხეტიალსა და რომანტიკულ გამოხდომებზე იტყვის უარს.

  • კირჩხიბი

თითზე ბეჭედი, კალთაში ბავშვი და ევრორემონტიანი სამზარეულო სურს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან ერთად, მოსიყვარულე და ფულის მშოვნელი ქმარიც. პერიოდულად თუ დანაზოგის გადანახვის საშუალებასაც მისცემთ ბანკში, სულ მთლად ბედნიერი იქნება.

  • ლომი

ძვირფასი საჩუქრები და მის ფერხთით გართხმული სიყვარულისგან გონდაკარგული მამაკაცი სურს. მთავარია, ამ უკანასკნელმა ყურადღება და ძვირფასი საჩუქრები არ მოაკლოს.

  • ქალწული

მოწესრიგებული, ჰიგიენური, წინდახედული და მატერიალურად უზრუნველყოფილი მამაკაცი სურს, რომელთან ერთადაც სიამოვნებით შეუდგება საერთო ბუდის შენებას.

siyvaruli

  • სასწორი

მოსიყვარულე, თბილი, მზრუნველი და გემოვნებიანი მამაკაცი სურს, რომელმაც იცის ქალის ფასი. სასურველია, სხვადასხვა ტკბილეულითაც ანებივრებდეს მას.

  • მორიელი

ავტორიტეტული, ცხელსისხლიანი, ძლიერი ხასიათის მამაკაცი მოეწონება, რომლის ერთგულებაშიც დარწმუნებული უნდა იყოს. ურთიერთობაში თანასწორი თამაში – ეს მთავარი მოთხოვნაა ქალი მორიელის მხრიდან.

  • მშვილდოსანი

ხეტიალის მოყვარული, მხიარული და ოპტიმისტი მამაკაცი სურს, რომელიც არასოდეს შეუზღუდავ თავისუფლებას, არ ეცდება ტრადიციული დიასახლისის როლი მოარგოს და მისთვის უფრო მეგობარი იქნება, ვიდრე ქმარი.

  • თხის რქა

საზოგადოებაში მიღებული, კარგი სოციალური სტატუსის მქონე, პროფესიულად შემდგარი მამაკაცი სურს. თუმცა, იგი ყოველთვის დაიტოვებს უფლებას, თავად შეასრულოს "პირველი ვიოლინოს" როლი ოჯახში.

  • მერწყული

კრეატიული, ორიგინალური გემოვნების მქონე და ექსცენტრიკული მამაკაცი მოეწონება. რომელიც მის პიროვნულ თავისუფლებას არ შეეხება და საშუალებას მისცემს ყოველთვის მოიქცეს ისე, როგორც თავად სურს და მოსწონს.

  • თევზები

მზრუნველი, ძლიერი მამაკაცი სურს. მთავარია, ამ უკანასკნელმა ცხოვრებისეულ სირთულეებს მის მაგივრად გაართვას თავი. დაამშვიდოს პერიოდული დეპრესიული შემოტევისას და დაარწმუნოს, რომ ნამდვილი მამაკაცი ქალის ჭეშმარიტი დასაყრდენია ცხოვრებაში.