სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარტის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან
მარტის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

ინ­გრე­სია:

* 10 მარ­ტი > მერ­კუ­რი ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში

* 12 მარ­ტი > ვე­ნე­რა თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში

* 20 მარ­ტი > მზე ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში (ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ახა­ლი წელი)

* 23 მარ­ტი < მარ­სი თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში

რეტ­როგ­რა­დუ­ლი პლა­ნე­ტე­ბი: არ არის.

* ახალმთვა­რე­ო­ბა - 10 მარ­ტი (13:00 სა­ათ­ზე)

* სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა - 25 მარ­ტი (11:00 სა­ათ­ზე)

მარ­ტი - ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბით არც თუ დატ­ვირ­თუ­ლი თვეა. თუმ­ცა ის წლის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თვეა. ეს არის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც მზე ვერ­ძის პირ­ველ გრა­დუს­ში შე­დის. ეს არის გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ა­ო­ბა (დღე­ღამ­ტო­ლო­ბა) და ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ახა­ლი წელი. თბი­ლი­სის დრო­ით ეს დად­გე­ბა 20 მარტს, 7:07 სა­ათ­ზე.

მარ­ტის პირ­ველ დე­კა­და­ში შე­და­რე­ბით რთუ­ლი ემო­ცი­უ­რი ფონი იქ­ნე­ბა. ამა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს მზე-სა­ტურ­ნის შე­ერ­თე­ბა (მარ­თა­ლია სე­პა­რა­ცი­უ­ლი შე­ერ­თე­ბა, მაგ­რამ მა­ინც), რა­საც მოჰ­ყვე­ბა 10 მარ­ტის ახალმთვა­რე­ო­ბა და შემ­დეგ უკვე მზე-ნეპ­ტუ­ნის შე­ერ­თე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ გა­საწ­მენ­დი სათ­ვა­ლით სი­ა­რულს ან სუ­ლაც დას­ვრი­ლი სარ­კმლი­დან ყუ­რე­ბას. რაც სიმ­ბო­ლუ­რად მი­ა­ნიშ­ნებს ბუნ­დო­ვა­ნე­ბა­ზე, არამ­კა­ფი­ო­ო­ბა­ზე და ილუ­ზი­ურ გა­რე­მო­ე­ბებ­ზეც კი. ოღონდ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლოა "შე­ფე­რა­დე­ბუ­ლი" იყოს ნე­გა­ტი­უ­რი გან­ცდე­ბი­თა და მო­ლო­დი­ნე­ბით. გარ­კვე­ულ­წი­ლად ამა­ში "დამ­ნა­შა­ვე" თე­ბერ­ვლის დესტრუქ­ცი­უ­ლი პე­რი­ო­დი იყო, რო­დე­საც ბევ­რი რამ "და­ი­შა­ლა", და­მუხ­რუჭ­და ან ვერ გან­ვი­თარ­და. ზე­მოთ თქმუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მთე­ლი მარ­ტის პე­რი­ოდ­ში სა­სურ­ვე­ლია მეტი პრაქ­ტი­კუ­ლო­ბი­სა და პრაგ­მა­ტუ­ლო­ბის გა­მოვ­ლე­ნა, რათა თა­ვი­დან იქ­ნას არი­დე­ბუ­ლი ბუნ­დო­ვან, ილუ­ზი­ურ, სა­ეჭ­ვო და უკა­ნო­ნო გა­რე­მო­ე­ბებ­ში მოხ­ვედ­რა.

მზე-ნეპ­ტუ­ნის შე­ერ­თე­ბის და­დე­ბი­თი გა­მოვ­ლე­ნა იქ­ნე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის, წარ­მო­სახ­ვი­სა და ფან­ტა­ზი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა, რაც ხე­ლოვ­ნე­ბა­ში სა­სი­კე­თო შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბის ალ­ბა­თო­ბას მკვეთ­რად გაზ­რდის. ასე რომ, მარ­ტი შე­იძ­ლე­ბა ხე­ლო­ვა­ნე­ბის­თვის საკ­მა­ოდ პო­ზი­ტი­ურ თვედ მო­ვი­აზ­როთ. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში შეძ­ლებს ახა­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას, ახა­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბას ან სუ­ლაც უკვე და­წყე­ბუ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბას. ეს კარ­გი დროა კრე­ა­ტი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც. ის პი­როვ­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ ახა­ლი კრე­ა­ტი­უ­ლი იდე­ე­ბის მო­ფიქ­რე­ბა­ზე, ეს თვე მათ­თვის და­დე­ბი­თი აღ­მოჩ­ნდე­ბა (მით უმე­ტეს, რომ 12 მარ­ტი­დან ხე­ლოვ­ნე­ბის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა გა­და­ი­ნაც­ვლებს თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში, სა­დაც ის ეგ­ზალ­ტი­რე­ბუ­ლია და საკ­მა­ოდ ძლი­ე­რად, ინ­ტენ­სი­უ­რად და და­დე­ბი­თად ვლინ­დე­ბა).

გარ­და ამი­სა, მარ­ტი ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა სა­კუ­თარ რწმე­ნა-წარ­მოდ­გე­ნებ­ში გარ­კვე­ვის­თვის, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი "გა­დატ­ვირ­თვის" და სა­კუ­თარ ფსი­ქი­კა­ში გარ­კვე­ვის­თვის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს თვე და­დე­ბი­თია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მე­დი­ტა­ცი­ის, რე­ლი­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის და­წყე­ბას, ან სუ­ლაც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ის მი­ღე­ბას აპი­რე­ბენ.

და­მა­ტე­ბით ას­ტრო­ლო­გი­ურ ახალ წელ­ზე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ დღეს სა­სურ­ვე­ლია 2024 წლის მიზ­ნე­ბის ფორ­მი­რე­ბა, მო­მავ­ლის და­გეგ­მა­რე­ბა, ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია, მე­დი­ტა­ცია, აფირ­მა­ცი­ე­ბის რწმე­ნით წარ­მოთ­ქმა და მსგავ­სი პრაქ­ტი­კე­ბი. 20 მარ­ტი - ეს არის ახა­ლი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი წე­ლის პირ­ვე­ლი დღე და მას იგი­ვე ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით გა­ცი­ლე­ბით მეტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ვიდ­რე იგი­ვე 1-ლ იან­ვარს. სა­სურ­ვე­ლია, 20 მარტს ადრე გა­ვიღ­ვი­ძოთ და 6:50 - 7:10 შუ­ა­ლედ­ში (თბი­ლი­სის დრო­ით) კოს­მოს­ში გა­ვუშ­ვათ ჩვე­ნი და­დე­ბი­თი გზავ­ნი­ლე­ბი. მო­მა­ვალ­ში მათი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ალ­ბა­თო­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა.

მარ­ტის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მაქ­სი­მა­ლურ ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს მარ­სი-ურა­ნის კვად­რა­ტი , რო­მე­ლიც მი­ა­ნიშ­ნებს და­ძა­ბუ­ლო­ბა­ზე, აგ­რე­სი­ულ ფონ­ზე, სი­ტუ­ა­ცი­ის მო­უ­ლოდ­ნელ და აგ­რე­სი­ულ შე­მოტ­რი­ა­ლე­ბა­ზე, კონ­ფლიქ­ტუ­რო­ბა­ზე და და­პი­რის­პი­რე­ბებ­ზეც კი. მით უმე­ტეს, რომ 10 მარ­ტი­დან აზ­როვ­ნე­ბის პლა­ნე­ტა - მერ­კუ­რი ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვა და ვერ­ბა­ლურ დო­ნე­ზე გაზ­რდის იმ­პულ­სუ­რო­ბის ალ­ბა­თო­ბას (რაც შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­დეს არა­სა­სურ­ველ და ნე­გა­ტი­ურ წა­მოც­დე­ნე­ბამ­დე, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს კონ­ფლიქ­ტის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი).

მარ­სი-ურა­ნის კვად­რა­ტი მი­ა­ნიშ­ნებს ავა­რი­უ­ლო­ბის მა­ღალ ალ­ბა­თო­ბა­ზეც. ამი­ტომ მარ­ტის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ყვე­ლა­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რი წინ­და­ხე­დუ­ლო­ბა და სიფრ­თხი­ლე სჭირ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით კი იმ ადა­მი­ა­ნებს, ვისი საქ­მი­ა­ნო­ბაც უკავ­შირ­დე­ბა სიჩ­ქა­რეს, ხი­ფათს, ბასრ და მსხვრე­ვად ნივ­თებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, ცივ თუ ცე­ცხლსას­როლ ია­რაღს. ამ პე­რი­ოდ­ში ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მოთ­მი­ნე­ბა და ტაქ­ტი­ა­ნო­ბის გა­მო­ჩე­ნა.

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა მარ­ტის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რის შე­ერ­თე­ბა ურან­თან . რაც მი­ა­ნიშ­ნებს სხვა­დას­ხვა ტი­პის ზრდა­ზე, გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, და­დე­ბით ცვლი­ლე­ბებ­ზე და სა­სი­კე­თო რე­ფორ­მებ­ზე (ეს მოხ­დე­ბა რო­გორც პი­როვ­ნულ, ისე გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე). ყვე­ლა ის და­მუხ­რუ­ჭე­ბა, რეგ­რე­სი თუ იმედ­გაც­რუ­ე­ბა, რო­მე­ლიც საგ­რძნო­ბი იყო თე­ბერ­ვალ­სა და მარ­ტის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, მარ­ტის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან ნელ-ნელა გა­მოს­წორ­დე­ბა და აპ­რილ­ში კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რი და ენერ­გი­უ­ლი ფორ­მე­ბით გა­მოვ­ლინ­დე­ბა. ეს იქ­ნე­ბა ახა­ლი წა­მო­წყე­ბე­ბის და ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბის პე­რი­ო­დი. შე­საძ­ლოა ყვე­ლა დო­ნე­ზე ვი­ხი­ლოთ ახა­ლი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბა და ახა­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი. ეს იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში, ეკო­ნო­მი­კა­ში, ბიზ­ნეს­ში და სამ­ხედ­რო საქ­მე­ში. ამ პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლოა ბევ­რი ახა­ლი პრო­ექ­ტი შე­იქ­მნას სწავ­ლას­თან და თვით­გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა 25 მარ­ტის სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა და მთვა­რის ნა­წი­ლობ­რი­ვი დაბ­ნე­ლე­ბა (რო­მე­ლიც გა­მოჩ­ნდე­ბა აფ­რი­კი­დან და ევ­რო­პი­დან). ამ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის ღერ­ძი მი­ნო­რულ ნე­გა­ტი­ურ ას­პექ­ტებ­ში იქ­ნე­ბა ურან­თან (45/135 გრა­დუ­სებ­ში), რაც მი­ა­ნიშ­ნებს, ემო­ცი­ურ ფონ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის გარ­თუ­ლე­ბას (ან შე­უძ­ლებ­ლო­ბას) და ამის გამო ცვლი­ლე­ბე­ბის სწრა­ფად და დრო­უ­ლად ვერ და­წყე­ბას.

მარ­ტის ბო­ლო­სა და აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში მზე შე­უ­ერ­თდე­ბა მთვა­რის აღ­მა­ვალ კვანძს , რაც შე­საძ­ლოა საკ­მა­ოდ პროგ­რე­სუ­ლი პე­რი­ო­დი აღ­მოჩ­ნდეს ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის და მათ შეძ­ლონ მო­მავ­ლის სა­სი­კე­თოდ ფორ­მი­რე­ბა.

ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

ინგრესია:

* 10 მარტი > მერკური ვერძის ზოდიაქოში

* 12 მარტი > ვენერა თევზების ზოდიაქოში

* 20 მარტი > მზე ვერძის ზოდიაქოში (ასტროლოგიური ახალი წელი)

* 23 მარტი < მარსი თევზების ზოდიაქოში

რეტროგრადული პლანეტები: არ არის.

* ახალმთვარეობა - 10 მარტი (13:00 საათზე)

* სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება - 25 მარტი (11:00 საათზე)

მარტი - ასტროლოგიური მოვლენებით არც თუ დატვირთული თვეა. თუმცა ის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თვეა. ეს არის პერიოდი, როდესაც მზე ვერძის პირველ გრადუსში შედის. ეს არის გაზაფხულის ბუნიაობა (დღეღამტოლობა) და ასტროლოგიური ახალი წელი. თბილისის დროით ეს დადგება 20 მარტს, 7:07 საათზე.

მარტის პირველ დეკადაში შედარებით რთული ემოციური ფონი იქნება. ამაზე მიანიშნებს მზე-სატურნის შეერთება (მართალია სეპარაციული შეერთება, მაგრამ მაინც), რასაც მოჰყვება 10 მარტის ახალმთვარეობა და შემდეგ უკვე მზე-ნეპტუნის შეერთება. ეს შეიძლება შევადაროთ გასაწმენდი სათვალით სიარულს ან სულაც დასვრილი სარკმლიდან ყურებას. რაც სიმბოლურად მიანიშნებს ბუნდოვანებაზე, არამკაფიოობაზე და ილუზიურ გარემოებებზეც კი. ოღონდ ეს ყველაფერი შესაძლოა "შეფერადებული“ იყოს ნეგატიური განცდებითა და მოლოდინებით. გარკვეულწილად ამაში "დამნაშავე“ თებერვლის დესტრუქციული პერიოდი იყო, როდესაც ბევრი რამ "დაიშალა", დამუხრუჭდა ან ვერ განვითარდა. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მთელი მარტის პერიოდში სასურველია მეტი პრაქტიკულობისა და პრაგმატულობის გამოვლენა, რათა თავიდან იქნას არიდებული ბუნდოვან, ილუზიურ, საეჭვო და უკანონო გარემოებებში მოხვედრა.

მზე-ნეპტუნის შეერთების დადებითი გამოვლენა იქნება შემოქმედებითი უნარების, წარმოსახვისა და ფანტაზიის გაძლიერება, რაც ხელოვნებაში სასიკეთო შედეგების მიღების ალბათობას მკვეთრად გაზრდის. ასე რომ, მარტი შეიძლება ხელოვანებისთვის საკმაოდ პოზიტიურ თვედ მოვიაზროთ. ბევრი ადამიანი თავის შემოქმედებაში შეძლებს ახალი ნაბიჯების გადადგმას, ახალი შემოქმედებითი პროექტების დაწყებას ან სულაც უკვე დაწყებულის გაგრძელება-განვითარებას. ეს კარგი დროა კრეატიული ადამიანებისთვისაც. ის პიროვნებები, რომლებიც მუშაობენ ახალი კრეატიული იდეების მოფიქრებაზე, ეს თვე მათთვის დადებითი აღმოჩნდება (მით უმეტეს, რომ 12 მარტიდან ხელოვნების მმართველი პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს თევზების ზოდიაქოში, სადაც ის ეგზალტირებულია და საკმაოდ ძლიერად, ინტენსიურად და დადებითად ვლინდება).

გარდა ამისა, მარტი ასევე საინტერესო იქნება საკუთარ რწმენა-წარმოდგენებში გარკვევისთვის, ფსიქოლოგიური "გადატვირთვის“ და საკუთარ ფსიქიკაში გარკვევისთვის. აქედან გამომდინარე, ეს თვე დადებითია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მედიტაციის, რელიგიური პრაქტიკის დაწყებას, ან სულაც ფსიქოლოგიური კონსულტაციის მიღებას აპირებენ.

დამატებით ასტროლოგიურ ახალ წელზე შეიძლება ითქვას, რომ ამ დღეს სასურველია 2024 წლის მიზნების ფორმირება, მომავლის დაგეგმარება, ვიზუალიზაცია, მედიტაცია, აფირმაციების რწმენით წარმოთქმა და მსგავსი პრაქტიკები. 20 მარტი - ეს არის ახალი ასტროლოგიური წელის პირველი დღე და მას იგივე ასტროლოგიური მნიშვნელობით გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე იგივე 1-ლ იანვარს. სასურველია, 20 მარტს ადრე გავიღვიძოთ და 6:50 - 7:10 შუალედში (თბილისის დროით) კოსმოსში გავუშვათ ჩვენი დადებითი გზავნილები. მომავალში მათი რეალიზაციის ალბათობა საკმაოდ მაღალი იქნება.

მარტის პირველ ნახევარში მაქსიმალურ ყურადღებას იქცევს მარსი-ურანის კვადრატი , რომელიც მიანიშნებს დაძაბულობაზე, აგრესიულ ფონზე, სიტუაციის მოულოდნელ და აგრესიულ შემოტრიალებაზე, კონფლიქტურობაზე და დაპირისპირებებზეც კი. მით უმეტეს, რომ 10 მარტიდან აზროვნების პლანეტა - მერკური ვერძის ზოდიაქოში გადავა და ვერბალურ დონეზე გაზრდის იმპულსურობის ალბათობას (რაც შეიძლება მივიდეს არასასურველ და ნეგატიურ წამოცდენებამდე, რაც ბუნებრივია, შეიძლება გახდეს კონფლიქტის მაპროვოცირებელი).

მარსი-ურანის კვადრატი მიანიშნებს ავარიულობის მაღალ ალბათობაზეც. ამიტომ მარტის პირველ ნახევარში ყველაზე მაქსიმალური წინდახედულობა და სიფრთხილე სჭირდება. განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს, ვისი საქმიანობაც უკავშირდება სიჩქარეს, ხიფათს, ბასრ და მსხვრევად ნივთებთან ურთიერთობას, ცივ თუ ცეცხლსასროლ იარაღს. ამ პერიოდში ურთიერთობებში რეკომენდებულია მოთმინება და ტაქტიანობის გამოჩენა.

ძალიან საინტერესო იქნება მარტის მეორე ნახევრიდან პლანეტა იუპიტერის შეერთება ურანთან . რაც მიანიშნებს სხვადასხვა ტიპის ზრდაზე, განვითარებაზე, დადებით ცვლილებებზე და სასიკეთო რეფორმებზე (ეს მოხდება როგორც პიროვნულ, ისე გლობალურ დონეზე). ყველა ის დამუხრუჭება, რეგრესი თუ იმედგაცრუება, რომელიც საგრძნობი იყო თებერვალსა და მარტის პირველ ნახევარში, მარტის მეორე ნახევრიდან ნელ-ნელა გამოსწორდება და აპრილში კიდევ უფრო აქტიური და ენერგიული ფორმებით გამოვლინდება. ეს იქნება ახალი წამოწყებების და ახალი პროექტების დაწყება-განვითარების პერიოდი. შესაძლოა ყველა დონეზე ვიხილოთ ახალი კავშირების დამყარება და ახალი გაერთიანებები. ეს იქნება პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ბიზნესში და სამხედრო საქმეში. ამ პერიოდში შესაძლოა ბევრი ახალი პროექტი შეიქმნას სწავლასთან და თვითგანვითარებასთან დაკავშირებითაც.

მნიშვნელოვანი იქნება 25 მარტის სავსემთვარეობა და მთვარის ნაწილობრივი დაბნელება (რომელიც გამოჩნდება აფრიკიდან და ევროპიდან). ამ სავსემთვარეობის ღერძი მინორულ ნეგატიურ ასპექტებში იქნება ურანთან (45/135 გრადუსებში), რაც მიანიშნებს, ემოციურ ფონზე გადაწყვეტილების მიღების გართულებას (ან შეუძლებლობას) და ამის გამო ცვლილებების სწრაფად და დროულად ვერ დაწყებას.

მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში მზე შეუერთდება მთვარის აღმავალ კვანძს , რაც შესაძლოა საკმაოდ პროგრესული პერიოდი აღმოჩნდეს ბევრი ადამიანისთვის და მათ შეძლონ მომავლის სასიკეთოდ ფორმირება.

ასტროლოგი რამაზ გიგაური