პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი კუროებისთვის: “ირგვლივ ბევრი შურიანი ადამიანია, კონკურენტებს არ სძინავთ“
დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი კუროებისთვის: “ირგვლივ ბევრი შურიანი ადამიანია, კონკურენტებს არ სძინავთ“

წინ სა­ა­ხალ­წლო არ­და­დე­გე­ბია. ეს ნიშ­ნავს, რომ დე­კემ­ბერ­ში უნდა და­ას­რუ­ლოთ ადრე და­წყე­ბუ­ლი სა­მუ­შაო. კარ­გად და სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ემ­ზა­დეთ ახა­ლი პე­რი­ო­დის­თვის. თვე გპირ­დე­ბათ იყოს სა­ინ­ტე­რე­სო და დატ­ვირ­თუ­ლი. ყვე­ლა სი­ტყვა და მოქ­მე­დე­ბა უნდა იყოს და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი. ნუ იხელ­მძღვა­ნე­ლებთ ემო­ცი­ე­ბით და ნუ აჰ­ყვე­ბით სხვის პრო­ვო­კა­ცი­ებს. თქვენ გაქვთ დიდი შან­სი შეც­ვა­ლოთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ, თავი და­აღ­წი­ოთ არა­სა­ჭი­რო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს და და­სა­ხოთ სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. გა­იწ­მინ­დეთ იმის­გან, რაც ხელს გიშ­ლით კომ­ფორ­ტის მიღ­წე­ვა­ში. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, საგ­ნე­ბი და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. აკონ­ტრო­ლეთ ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, არ მის­ცეთ უფ­ლე­ბა თქვენს გრძნო­ბებს გო­ნე­ბა და­გი­ბინ­დოთ.

დე­კემ­ბრის ფი­ნან­სე­ბი

დე­კემ­ბერ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ბევ­რი შეს­ყიდ­ვა, გა­დახ­და და სხვა ფუ­ლა­დი ტრან­ზაქ­ცია, რო­მე­ლიც ყუ­ლა­ბას დაც­ლის. არ გირ­ჩევთ, რომ ყვე­ლას მო­უყ­ვეთ მა­ტე­რი­ა­ლურ საქ­მე­ებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შე­სა­ხებ. ირ­გვლივ ბევ­რი შუ­რი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია, ფრთხი­ლად იყა­ვით. სხვა­თა შო­რის, კონ­კუ­რენ­ტებს არ სძი­ნავთ. მათ სურთ ზუს­ტად იცოდ­ნენ, თუ რა მი­მარ­თუ­ლე­ბით აპი­რებთ მოძ­რა­ო­ბას. დე­კემ­ბერ­ში ბევ­რი ხარ­ჯი იქ­ნე­ბა, უფრო ეკო­ნო­მი­უ­რი უნდა იყოთ. ფუ­ლის ნა­წი­ლი თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბას მოხ­მარ­დე­ბა, ნა­წი­ლი კი სახ­ლსა და ყო­ველ­დღი­ურ სა­კი­თხებს.

სამ­სა­ხუ­რი და ბიზ­ნე­სი

წარ­მა­ტე­ბა მათ მხა­რე­საა, ვინც მუ­შა­ობს დიდ კომ­პა­ნი­ა­ში; თუ ჩარ­თუ­ლი ხართ გა­დახ­დებ­სა და გა­და­რი­ცხვებ­ში, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ფი­ნან­სებს გა­ნა­გებთ. ეს ეხე­ბა ბუ­ღალ­ტრებს, ეკო­ნო­მის­ტებს, მზღვე­ვე­ლებს, მო­ლა­რე­ებ­სა და ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლებს. რა­ი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი მარ­ტი­ვად არ მოგ­ვარ­დე­ბა. იქ­ნე­ბა დავა პარტნი­ო­რებ­თან და კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი მა­ღა­ლი რან­გის პი­რებ­თან. ყვე­ლა­ფე­რი ფი­ნან­სე­ბის გარ­შე­მო იტ­რი­ა­ლებს. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი გა­და­უ­დე­ბე­ლი მივ­ლი­ნე­ბა თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში. ნე­ბის­მი­ე­რი გზით გა­აძ­ლი­ე­რე კავ­ში­რე­ბი უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან. არის შან­სი, რომ და­ი­წყოთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მათ­თან, ვის­თა­ნაც ადრე გი­მუ­შა­ვი­ათ. რაც შე­ე­ხე­ბა ახალ პარტნი­ო­რებს, ეს კონ­ტაქ­ტე­ბი შე­საძ­ლოა გარ­თულ­დეს ერ­თმა­ნე­თის მიზ­ნე­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბი­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო. გლო­ბა­ლუ­რი უთან­ხმო­ე­ბა არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბიც წინ არ წავა. მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დულ გზას 13 დე­კემ­ბერს და­ი­წყებს და ის გაგ­რძელ­დე­ბა 2024 წლის 2 იან­ვრამ­დე. ეს არ არის სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­სა­წყე­ბად. ბევ­რი კონ­ფლიქ­ტი მოხ­დე­ბა იმის გამო, რომ გა­გი­ჭირ­დე­ბათ დათ­მო­ბებ­ზე წას­ვლა. არ გსურთ და­ე­თან­ხმოთ სა­მუ­შაო პი­რო­ბებს, რომ­ლებ­საც გთა­ვა­ზობთ თქვე­ნი კო­ლე­გე­ბი ან პარტნი­ო­რე­ბი. დე­კემ­ბერ­ში მო­გი­წევთ ძველ საქ­მე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა, ად­ვო­კატ­თან და­კავ­ში­რე­ბა და სა­ბუ­თებ­ში რა­ღა­ცის შეც­ვლა. ფრთხი­ლად იყა­ვით სა­ბუ­თებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბა.

სიყ­ვა­რუ­ლი

შე­საძ­ლე­ბე­ლია ოჯახ­ში პრობ­ლე­მე­ბი, საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ არის სა­უ­კე­თე­სო. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ადა­მი­ა­ნი გა­მოჩ­ნდეს. ზო­გი­ერთ წყვილ­ში და­შო­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბად მტკივ­ნე­უ­ლია. ის წყვი­ლე­ბიც კი, ვის­თვი­საც ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დი­ო­და, და­ი­წყე­ბენ კონ­ფლიქტს. უბ­რა­ლოდ არ გსურთ თქვე­ნი რჩე­უ­ლის მოს­მე­ნა და გა­გე­ბა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბევ­რი უთან­ხმო­ე­ბა გაქვთ. ნა­წი­ლობ­რივ ეს თქვე­ნი ბრა­ლი­ცაა. გა­ბე­რილ­მა თვით­შე­ფა­სე­ბამ, ამ­ბი­ცი­უ­რო­ბამ და ეგო­იზ­მმა შე­იძ­ლე­ბა ხაზი გა­და­უს­ვას ყვე­ლა­ზე ჰარ­მო­ნი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­საც კი. შე­წყვი­ტეთ ლი­დე­რო­ბა კავ­შირ­ში, მო­ე­ქე­ცით საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს უფრო ნა­ზად და უფრო ხში­რად წა­დით კომ­პრო­მის­ზე. არ უნდა შე­ახ­სე­ნოთ თქვენს პარტნი­ორს ის, რაც უკვე წარ­სულ­შია. მარ­ტო­ხე­ლა ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა იფიქ­რონ თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბის წეს­ზე და შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ზე ოჯახ­ზე. იქ­ნებ შეც­ვა­ლოთ თქვე­ნი პრინ­ცი­პე­ბი და მიზ­ნად და­ი­სა­ხო სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა? დე­კემ­ბერ­ში არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა ყო­ფილ პარტნი­ორ­თან. ვი­ღაც გა­და­წყვეტს წას­ვლას იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც უკვე იყო. თქვე­ნი დას­ვე­ნე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბა და ბევრ და­დე­ბით ემო­ცი­ას მო­გი­ტანთ. გირ­ჩევთ, და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა გა­აძ­ლი­ე­როთ თქვე­ნი ქორ­წი­ნე­ბა. ერ­თად მო­აგ­ვა­რეთ ყო­ველ­დღი­უ­რი და ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი. ენ­დეთ თქვენს მე­უღ­ლეს. აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე დავა მშვი­დო­ბი­ა­ნად უნდა დას­რულ­დეს. 29-იდან თქვე­ნი მმარ­თვე­ლი ვე­ნე­რას - სიყ­ვა­რუ­ლის პლა­ნე­ტის გავ­ლე­ნით უფრო აშ­კა­რა გახ­დე­ბა თქვე­ნი ხიბ­ლი და სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა, ნება მი­ე­ცით სა­კუ­თარ თავს ახა­ლი ნაც­ნო­ბო­ბის გაბ­მის და სა­სიყ­ვა­რუ­ლო კონ­ტაქ­ტე­ბის დამ­ყა­რე­ბის.

ჯან­მრთე­ლო­ბა

დე­კემ­ბერ­ში თქვე­ნი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ტონი სუს­ტი იქ­ნე­ბა. აპა­თი­ა­სა და დაღ­ლი­ლო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნობ 11-13 დე­კემ­ბრეს. და­უთ­მეთ დრო სა­კუ­თარ თავს, და­ის­ვე­ნეთ და გა­ა­კე­თეთ ისე­თი რამ, რაც არ სა­ჭი­რო­ებს ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას. გა­ცი­ვე­ბი­სა და ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პე­რი­ო­დია. უნდა ჩა­იც­ვათ თბი­ლად, არ გა­ცივ­დეთ და თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი უკვე და­ა­ვა­დე­ბუ­ლებ­თან. ვი­ტა­მი­ნის კოქ­ტე­ი­ლე­ბი ხელს შე­უ­წყობს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ხოლო თუ გრი­პი და­გე­მარ­თათ, მა­შინ­ვე და­ი­წყეთ მკურ­ნა­ლო­ბა. მო­ე­რი­დეთ ექ­სტრე­მა­ლუ­რი სა­ხე­ო­ბის სპორ­ტს. მაგ­რამ ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა ცეკ­ვა, დი­ლით ვარ­ჯი­ში, ცურ­ვა და აე­რო­ბი­კა. თუ დე­კემ­ბერ­ში გეგ­მავთ მოგ­ზა­უ­რო­ბას, წა­დით მხო­ლოდ ნაც­ნობ ად­გი­ლებ­ში.

13 დე­კემ­ბრის შემ­დეგ გა­გიჩ­ნდე­ბათ ბევ­რი კი­თხვა, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცი­ებ­თან, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ფი­ნან­სებ­თან და ინ­ტი­მურ სფე­როს­თან. მო­ძებ­ნეთ ახა­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი, რო­მელ­თა­ნაც მუდ­მი­ვად გექ­ნე­ბათ კო­მუ­ნი­კა­ცია და რო­მელ­თა­ნაც ერ­თად შეძ­ლებთ მი­აღ­წი­ოთ ყვე­ლა­ფერს, რა­ზეც ოც­ნე­ბობთ. შე­სა­ფე­რი­სი დროა ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად. და­ხუ­რეთ სეს­ხი, გა­და­ი­ხა­დეთ და­ვა­ლი­ა­ნე­ბა და გა­და­სა­ხა­დე­ბი. მცი­რე მო­გე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­უ­ლოდ­ნე­ლი, მაგ­რამ სა­სი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბე­ბი თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

27 დე­კემ­ბრის შემ­დეგ შე­ამ­ჩნევთ, რომ სამ­ყა­რო იც­ვლე­ბა. ცვლი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში. ზო­გი­ერ­თი რამ მი­აღ­წევს ღირ­სე­ულ დო­ნეს, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თის მი­ტო­ვე­ბა მო­გი­წევთ. ყო­ველ­დღი­ურ სა­კი­თხებ­შიც კი ბევ­რი სი­ახ­ლეა. ეს არის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის დრო. ასე რომ, მო­ემ­ზა­დეთ. თქვენ ის­წავ­ლით ისეთ რა­მეს, რაც გა­გა­ო­ცებთ. კარ­გი ამ­ბა­ვია ეს თუ არა, თქვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი კუროებისთვის: “ირგვლივ ბევრი შურიანი ადამიანია, კონკურენტებს არ სძინავთ“

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი კუროებისთვის: “ირგვლივ ბევრი შურიანი ადამიანია, კონკურენტებს არ სძინავთ“

წინ საახალწლო არდადეგებია. ეს ნიშნავს, რომ დეკემბერში უნდა დაასრულოთ ადრე დაწყებული სამუშაო. კარგად და სერიოზულად მოემზადეთ ახალი პერიოდისთვის. თვე გპირდებათ იყოს საინტერესო და დატვირთული. ყველა სიტყვა და მოქმედება უნდა იყოს დაბალანსებული. ნუ იხელმძღვანელებთ ემოციებით და ნუ აჰყვებით სხვის პროვოკაციებს. თქვენ გაქვთ დიდი შანსი შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ, თავი დააღწიოთ არასაჭირო ვალდებულებებს და დასახოთ სამოქმედო გეგმა. გაიწმინდეთ იმისგან, რაც ხელს გიშლით კომფორტის მიღწევაში. ეს შეიძლება იყოს შეხედულებები, საგნები და ურთიერთობები. აკონტროლეთ ყოველი ნაბიჯი, არ მისცეთ უფლება თქვენს გრძნობებს გონება დაგიბინდოთ.

დეკემბრის ფინანსები

დეკემბერში მოსალოდნელია ბევრი შესყიდვა, გადახდა და სხვა ფულადი ტრანზაქცია, რომელიც ყულაბას დაცლის. არ გირჩევთ, რომ ყველას მოუყვეთ მატერიალურ საქმეებში გამარჯვების შესახებ. ირგვლივ ბევრი შურიანი ადამიანია, ფრთხილად იყავით. სხვათა შორის, კონკურენტებს არ სძინავთ. მათ სურთ ზუსტად იცოდნენ, თუ რა მიმართულებით აპირებთ მოძრაობას. დეკემბერში ბევრი ხარჯი იქნება, უფრო ეკონომიური უნდა იყოთ. ფულის ნაწილი თქვენს პირად ცხოვრებას მოხმარდება, ნაწილი კი სახლსა და ყოველდღიურ საკითხებს.

სამსახური და ბიზნესი

წარმატება მათ მხარესაა, ვინც მუშაობს დიდ კომპანიაში; თუ ჩართული ხართ გადახდებსა და გადარიცხვებში, სხვა ადამიანების ფინანსებს განაგებთ. ეს ეხება ბუღალტრებს, ეკონომისტებს, მზღვეველებს, მოლარეებსა და ბანკის თანამშრომლებს. რაიმე ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები მარტივად არ მოგვარდება. იქნება დავა პარტნიორებთან და კონფლიქტური სიტუაციები მაღალი რანგის პირებთან. ყველაფერი ფინანსების გარშემო იტრიალებს. არ არის გამორიცხული გადაუდებელი მივლინება თვის მეორე ნახევარში. ნებისმიერი გზით გააძლიერე კავშირები უცხოელ პარტნიორებთან. არის შანსი, რომ დაიწყოთ თანამშრომლობა მათთან, ვისთანაც ადრე გიმუშავიათ. რაც შეეხება ახალ პარტნიორებს, ეს კონტაქტები შესაძლოა გართულდეს ერთმანეთის მიზნების მიუღებლობისა და მნიშვნელოვან საკითხებზე განსხვავებული შეხედულებების გამო. გლობალური უთანხმოება არ იქნება, მაგრამ ერთობლივი პროექტებიც წინ არ წავა. მერკური რეტროგრადულ გზას 13 დეკემბერს დაიწყებს და ის გაგრძელდება 2024 წლის 2 იანვრამდე. ეს არ არის საუკეთესო პერიოდი ახალი პროექტების დასაწყებად. ბევრი კონფლიქტი მოხდება იმის გამო, რომ გაგიჭირდებათ დათმობებზე წასვლა. არ გსურთ დაეთანხმოთ სამუშაო პირობებს, რომლებსაც გთავაზობთ თქვენი კოლეგები ან პარტნიორები. დეკემბერში მოგიწევთ ძველ საქმეებთან გამკლავება, ადვოკატთან დაკავშირება და საბუთებში რაღაცის შეცვლა. ფრთხილად იყავით საბუთებთან დაკავშირებით, შესაძლებელია შეცდომების დაშვება.

სიყვარული

შესაძლებელია ოჯახში პრობლემები, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა არ არის საუკეთესო. არ არის გამორიცხული, რომ თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანი გამოჩნდეს. ზოგიერთ წყვილში დაშორება გარდაუვალია, მაგრამ ნაკლებად მტკივნეულია. ის წყვილებიც კი, ვისთვისაც ყველაფერი კარგად მიდიოდა, დაიწყებენ კონფლიქტს. უბრალოდ არ გსურთ თქვენი რჩეულის მოსმენა და გაგება, აქედან გამომდინარე, ბევრი უთანხმოება გაქვთ. ნაწილობრივ ეს თქვენი ბრალიცაა. გაბერილმა თვითშეფასებამ, ამბიციურობამ და ეგოიზმმა შეიძლება ხაზი გადაუსვას ყველაზე ჰარმონიულ ურთიერთობებსაც კი. შეწყვიტეთ ლიდერობა კავშირში, მოექეცით საყვარელ ადამიანს უფრო ნაზად და უფრო ხშირად წადით კომპრომისზე. არ უნდა შეახსენოთ თქვენს პარტნიორს ის, რაც უკვე წარსულშია. მარტოხელა ადამიანებმა უნდა იფიქრონ თავიანთი ცხოვრების წესზე და შეხედულებებზე ოჯახზე. იქნებ შეცვალოთ თქვენი პრინციპები და მიზნად დაისახო სერიოზული ურთიერთობა? დეკემბერში არ არის გამორიცხული ურთიერთობის აღდგენა ყოფილ პარტნიორთან. ვიღაც გადაწყვეტს წასვლას იმ ადგილებში, სადაც უკვე იყო. თქვენი დასვენება სასიამოვნო იქნება და ბევრ დადებით ემოციას მოგიტანთ. გირჩევთ, დაქორწინებულებმა გააძლიეროთ თქვენი ქორწინება. ერთად მოაგვარეთ ყოველდღიური და ფინანსური პრობლემები. ენდეთ თქვენს მეუღლეს. აქტუალურ საკითხებზე დავა მშვიდობიანად უნდა დასრულდეს. 29-იდან თქვენი მმართველი ვენერას - სიყვარულის პლანეტის გავლენით უფრო აშკარა გახდება თქვენი ხიბლი და სექსუალურობა, ნება მიეცით საკუთარ თავს ახალი ნაცნობობის გაბმის და სასიყვარულო კონტაქტების დამყარების.

ჯანმრთელობა

დეკემბერში თქვენი ენერგეტიკული ტონი სუსტი იქნება. აპათიასა და დაღლილობას განსაკუთრებით იგრძნობ 11-13 დეკემბრეს. დაუთმეთ დრო საკუთარ თავს, დაისვენეთ და გააკეთეთ ისეთი რამ, რაც არ საჭიროებს ფიზიკურ აქტივობას. გაცივებისა და ვირუსული დაავადებების პერიოდია. უნდა ჩაიცვათ თბილად, არ გაცივდეთ და თავიდან აიცილოთ მჭიდრო კონტაქტი უკვე დაავადებულებთან. ვიტამინის კოქტეილები ხელს შეუწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. ხოლო თუ გრიპი დაგემართათ, მაშინვე დაიწყეთ მკურნალობა. მოერიდეთ ექსტრემალური სახეობის სპორტს. მაგრამ ეფექტური იქნება ცეკვა, დილით ვარჯიში, ცურვა და აერობიკა. თუ დეკემბერში გეგმავთ მოგზაურობას, წადით მხოლოდ ნაცნობ ადგილებში.

13 დეკემბრის შემდეგ გაგიჩნდებათ ბევრი კითხვა, რომელიც დაკავშირებულია სახიფათო სიტუაციებთან, სხვა ადამიანების ფინანსებთან და ინტიმურ სფეროსთან. მოძებნეთ ახალი სექსუალური პარტნიორი, რომელთანაც მუდმივად გექნებათ კომუნიკაცია და რომელთანაც ერთად შეძლებთ მიაღწიოთ ყველაფერს, რაზეც ოცნებობთ. შესაფერისი დროა ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად. დახურეთ სესხი, გადაიხადეთ დავალიანება და გადასახადები. მცირე მოგება შესაძლებელია. შესაძლებელია მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში.

27 დეკემბრის შემდეგ შეამჩნევთ, რომ სამყარო იცვლება. ცვლილებები იქნება ადამიანებთან კომუნიკაციაში. ზოგიერთი რამ მიაღწევს ღირსეულ დონეს, მაგრამ ზოგიერთის მიტოვება მოგიწევთ. ყოველდღიურ საკითხებშიც კი ბევრი სიახლეა. ეს არის საიდუმლოებების გამოვლენის დრო. ასე რომ, მოემზადეთ. თქვენ ისწავლით ისეთ რამეს, რაც გაგაოცებთ. კარგი ამბავია ეს თუ არა, თქვენი გადასაწყვეტია.