საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავარიები, ტრავმები, კრიმინალური ფაქტები, შოკისმომგვრელი ამბების მიღება - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო 1 კვირა
ავარიები, ტრავმები, კრიმინალური ფაქტები, შოკისმომგვრელი ამბების მიღება - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო 1 კვირა

კვი­რის ძი­რი­თა­დი მოვ­ლე­ნა პლა­ნე­ტე­ბის მარ­სი­სა და პლუ­ტო­ნის და­პი­რის­პი­რე­ბაა. საკ­მა­ოდ ფეთ­ქე­ბადსა­ში­ში კვი­რა გვე­ლო­დე­ბა, გა­და­ტა­ნი­თი და პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით. მო­მა­ტე­ბუ­ლია ავა­რი­უ­ლი ფონი, კონ­ფლიქ­ტუ­რო­ბა და ტრავ­მუ­ლო­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ ხალ­ხის თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში. შე­იძ­ლე­ბა გა­აქ­ტი­ურ­დნენ კრი­მი­ნა­ლუ­რი ელე­მენ­ტე­ბი. იყა­ვით მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და ფრთხი­ლი.

კვი­რა ურა­ნი­სა და მერ­კუ­რის და­პი­რის­პი­რე­ბით იწყე­ბა. სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ სა­ჭეს­თან, ელექტრო­ო­ბას­თან. მო­სა­ლოდ­ნე­ლია შო­კის­მომ­გვრე­ლი ამ­ბე­ბის მი­ღე­ბა, შე­იძ­ლე­ბა მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­დეს ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, ტექ­ნი­კა. იყა­ვით ფრთხი­ლად გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. სა­უ­ბარ­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო შე­კა­მა­თე­ბაც კი დიდ უსი­ა­მოვ­ნე­ბა­ში არ გა­და­ზარ­დოთ. შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი მომ­რავ­ლდეს; გარ­თულ­დეს კონ­ტაქ­ტე­ბი, ჩა­გე­შა­ლოთ გეგ­მე­ბი. გარ­შე­მო მყო­ფებ­მა არა­ორ­დი­ნა­რუ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნონ სა­კუ­თა­რი თავი. შა­ბათს ყვე­ლა­ნა­ი­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის­თვის უნდა იყოთ მზად, სტი­ქი­ურ­თა­ნაც. კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ შემ­დეგ პე­რი­ოდ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს: 1 6-18 ოქ­ტომ­ბერს, 14-16 ივ­ნისს, 13-15 აპრლი­სა და იან­ვარს და­ბა­დე­ბუ­ლებს.

კვი­რის ბო­ლოს მარ­სი­სა და მზის კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვე­ლის, რაც მოგ­ვი­მა­ტებს ძა­ლას, ენერ­გი­ას, თვითრწმე­ნას და დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, მარ­ტი­ვად გა­ვუმკლავ­დეთ დაგ­რო­ვილ საქ­მებს.

ახლა ორი­ო­დე სი­ტყვით და­ვა­ხა­სი­ა­თოთ თი­თო­ე­უ­ლი დღე:

  • 11 აგ­ვის­ტო - ცუდი დღე არაა, იღ­ბა­ლიც გა­გი­ღი­მებთ. უფრო მშვი­დად იქ­ნე­ბით, ვიდ­რე გუ­შინ. კარ­გია პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მე­ე­ბის შე­სას­რუ­ლე­ბად. აგ­რეთ­ვე, სა­ყიდ­ლე­ბის­თვის.
  • 12 აგ­ვის­ტო - ყვე­ლა­ზე ნა­ყო­ფი­ე­რი პე­რი­ო­დი 12 სა­ა­თამ­დეა. 17:50-მდე უკურ­სო მთვა­რეა. ანუ ამ პე­რი­ოდ­ში მთვა­რე თა­ვის ჭკუ­ა­ზე და­დის და არაფ­რის კე­თე­ბას არ გირ­ჩევთ. და­ის­ვე­ნეთ, და­ი­ცა­ვით სიფრ­თხი­ლე. 17:50-ის მერე ურ­თი­ერ­თო­ბის სურ­ვი­ლი მო­გე­ძა­ლე­ბათ. სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ებ­საც კი მარ­ტი­ვად მი­ი­ღებთ.
  • 13 აგ­ვის­ტო - დღე და­გა­მახ­სოვ­რდე­ბათ ბევ­რი და­პი­რე­ბით, ინ­ფორ­მა­ცი­ით. მო­ე­რი­დეთ ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში გა­მო­ჩე­ნას და კონ­ფლიქ­ტებს.
  • 14 აგ­ვის­ტო - შეგ­ვიძ­ლია, კვი­რის სა­უ­კე­თე­სო დღე ვუ­წო­დოთ, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის და­გეგ­მვას მა­ინც 14:20-მდე გირ­ჩევთ. მერე უკურ­სო მთვა­რეა და გან­წყო­ბა იქ­ნე­ბა არა­სა­მუ­შაო, აქ­ტი­უ­რო­ბა - ნაკ­ლე­ბე­ფექ­ტუ­რი.
  • 15 აგ­ვის­ტო - კარ­გი დღეა პა­ემ­ნი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის. ჰარ­მო­ნია და ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა სუ­ფევს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. შო­პინ­გი­სა და კოს­მე­ტო­ლოგ­თან ვი­ზი­ტის­თვი­საც კარ­გი დღეა.
  • 16 აგ­ვის­ტო - ენერ­გი­უ­ლი ხართ, მაგ­რამ მა­ინც და­ძა­ბუ­ლი დღეა და სიფრ­თხილ არ გა­წყენთ. ეცა­დეთ, არა­ვის აწყე­ნი­ნოთ და არც თა­ვად გაბ­რაზ­დეთ სხვა­ზე, არ იკა­მა­თოთ. გა­აზ­რე­ბუ­ლად იმოქ­მე­დეთ. სა­სურ­ვე­ლია, მი­ა­ლა­გოთ სახ­ლი, პი­რა­დი ნივ­თე­ბი. გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ ყო­ველ­გვა­რი ზედ­მე­ტის­გან, მო­ა­სუფ­თა­ოთ გა­რე­მო.
ავტორი:

ავარიები, ტრავმები, კრიმინალური ფაქტები, შოკისმომგვრელი ამბების მიღება - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო 1 კვირა

ავარიები, ტრავმები, კრიმინალური ფაქტები, შოკისმომგვრელი ამბების მიღება - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო 1 კვირა

კვირის ძირითადი მოვლენა პლანეტების მარსისა და პლუტონის დაპირისპირებაა. საკმაოდ ფეთქებადსაშიში კვირა გველოდება, გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობით. მომატებულია ავარიული ფონი, კონფლიქტურობა და ტრავმულობა. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ხალხის თავშეყრის ადგილებში. შეიძლება გააქტიურდნენ კრიმინალური ელემენტები. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული და ფრთხილი.

კვირა ურანისა და მერკურის დაპირისპირებით იწყება. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან, ელექტროობასთან. მოსალოდნელია შოკისმომგვრელი ამბების მიღება, შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს ინსტრუმენტები, ტექნიკა. იყავით ფრთხილად გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას. საუბარში უმნიშვნელო შეკამათებაც კი დიდ უსიამოვნებაში არ გადაზარდოთ. შეიძლება მოულოდნელობები მომრავლდეს; გართულდეს კონტაქტები, ჩაგეშალოთ გეგმები. გარშემო მყოფებმა არაორდინარულად წარმოაჩინონ საკუთარი თავი. შაბათს ყველანაირი მოულოდნელობებისთვის უნდა იყოთ მზად, სტიქიურთანაც. კვირის განმავლობაში განსაკუთრებით სიფრთხილე გმართებთ შემდეგ პერიოდში დაბადებულებს: 1 6-18 ოქტომბერს, 14-16 ივნისს, 13-15 აპრლისა და იანვარს დაბადებულებს.

კვირის ბოლოს მარსისა და მზის კარგი ურთიერთობა გველის, რაც მოგვიმატებს ძალას, ენერგიას, თვითრწმენას და დაგვეხმარება, მარტივად გავუმკლავდეთ დაგროვილ საქმებს.

ახლა ორიოდე სიტყვით დავახასიათოთ თითოეული დღე:

  • 11 აგვისტო - ცუდი დღე არაა, იღბალიც გაგიღიმებთ. უფრო მშვიდად იქნებით, ვიდრე გუშინ. კარგია პრაქტიკული საქმეების შესასრულებად. აგრეთვე, საყიდლებისთვის.
  • 12 აგვისტო - ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი 12 საათამდეა. 17:50-მდე უკურსო მთვარეა. ანუ ამ პერიოდში მთვარე თავის ჭკუაზე დადის და არაფრის კეთებას არ გირჩევთ. დაისვენეთ, დაიცავით სიფრთხილე. 17:50-ის მერე ურთიერთობის სურვილი მოგეძალებათ. საჭირო ინფორმაციებსაც კი მარტივად მიიღებთ.
  • 13 აგვისტო - დღე დაგამახსოვრდებათ ბევრი დაპირებით, ინფორმაციით. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენას და კონფლიქტებს.
  • 14 აგვისტო - შეგვიძლია, კვირის საუკეთესო დღე ვუწოდოთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვას მაინც 14:20-მდე გირჩევთ. მერე უკურსო მთვარეა და განწყობა იქნება არასამუშაო, აქტიურობა - ნაკლებეფექტური.
  • 15 აგვისტო - კარგი დღეა პაემნისა და სიყვარულისთვის. ჰარმონია და ურთიერთგაგება სუფევს ურთიერთობაში. შოპინგისა და კოსმეტოლოგთან ვიზიტისთვისაც კარგი დღეა.
  • 16 აგვისტო - ენერგიული ხართ, მაგრამ მაინც დაძაბული დღეა და სიფრთხილ არ გაწყენთ. ეცადეთ, არავის აწყენინოთ და არც თავად გაბრაზდეთ სხვაზე, არ იკამათოთ. გააზრებულად იმოქმედეთ. სასურველია, მიალაგოთ სახლი, პირადი ნივთები. გათავისუფლდეთ ყოველგვარი ზედმეტისგან, მოასუფთაოთ გარემო.

"ახლა წარმოქმნილმა დაპირისპირებამ, შესაძლოა, პარტნიორს საბოლოოდ დაგაშოროთ" - ასტროლოგი დღევანდელ სავსემთვარეობასა და მომდვნო 2 კვირაზე

აგვისტოს ჯანმრთელობის ჰოროსკოპი - ვის რას ურჩევენ ასტროლოგები?

აგვისტოს ფინანსური და სასიყვარულო ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება ეს თვე განსაკუთრებით წარმატებული