საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამაღამ ახალმთვარეობაა სასწორში - რა ტენდენციები გააქტიურდება ცაზე და რისთვის უნდა მოემზადონ ზოდიაქოს ნიშნები
ამაღამ ახალმთვარეობაა სასწორში - რა ტენდენციები გააქტიურდება ცაზე და რისთვის უნდა მოემზადონ ზოდიაქოს ნიშნები

ახა­ლი მთვა­რის თვის და­წყე­ბას ვე­ლო­დე­ბით 6 ოქ­ტომ­ბერს 15:05-ზე სას­წო­რის მე­თო­თხმე­ტე გრა­დუს­ში. ეს არის ახალმთავ­რე­ო­ბა - მზი­სა და მთვა­რის შე­ერ­თე­ბა ერთ ნი­შან­ში. სას­წო­რი იმარ­თე­ბა პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა­თი . ეს არის ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის, ქორ­წი­ნე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის ქალღმერ­თი. თა­ვად სას­წო­რის არის ქორ­წი­ნე­ბის, სა­სიყ­ვა­რუ­ლო და პარტნი­ო­რუ­ლი (კო­ლე­გე­ბი, კლი­ენ­ტე­ბი) კავ­ში­რის, სიყ­ვა­რუ­ლის სიმ­ბო­ლო. ამი­ტომ ამ თვე­ში ამ თე­მებს მი­აქ­ცი­ეთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა. იმოქ­მე­დეთ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად, ეცა­დეთ და­იც­ვათ ბა­ლან­სი, ჰარ­მო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. და­ი­ცა­ვით ოქ­როს შუ­ა­ლე­დი თქვენ­სა და სხვა ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­რე­სებს შო­რის. გა­ნი­ვი­თა­რეთ ტაქ­ტი­სა და ზო­მი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბა. ეცა­დეთ, გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ ორ­ჭო­ფო­ბის­გან, იმოქ­მე­დეთ გა­ბე­დუ­ლად, თა­მა­მად მი­ი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბა და რაც მთა­ვა­რია, ნუ იქ­ნე­ბით სხვა­თა აზ­რზე, სხვის მო­საზ­რე­ბებ­სა და შე­ფა­სე­ბა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

სას­წო­რი არის მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლი, მო­სა­მარ­თლე (გა­იხ­სე­ნეთ სას­წო­რის სიმ­ბო­ლო - თვა­ლახ­ვე­უ­ლი თე­მი­და (სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ქალღმერ­თი), რო­მელ­საც ერთ ხელ­ში სას­წო­რი უჭი­რავს და მე­ო­რე­ში - ხმა­ლი). ნუ ეც­დე­ბით თქვე­ნი უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის, პრობ­ლე­მე­ბის სხვე­ბის­თვის გა­დაბ­რა­ლე­ბას, აი­ღეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე, ქმე­დე­ბა­ზე. ის­წავ­ლეთ სხვი­სი მოს­მე­ნა და ომს მშვი­დო­ბა ამ­ჯო­ბი­ნეთ. ახლა სას­წო­რის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა მო­რი­ელ­შია , ცუდ პო­ზი­ცი­ა­შია და აღ­სავ­სეა ეჭ­ვი­ა­ნო­ბით, შუ­რის­ძი­ე­ბით, სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­დის სურ­ვი­ლით. ვე­ნე­რას მო­რი­ელ­ში სიყ­ვა­რუ­ლი კი არ, ფლო­ბა სურს. ამი­ტომ, მო­ე­რი­დეთ ვინ­მეს და­ჩაგ­ვრას, დას­ჯას, გა­ნად­გუ­რე­ბას, სიყ­ვა­რუ­ლის სა­ხე­ლით თქვენს სურ­ვი­ლებ­ზე უხე­შად და­მორ­ჩი­ლე­ბას.

ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე გვაქვს რთუ­ლი დღე, მთვა­რის ოც­და­მე­ცხრე დღე, რო­მე­ლიც და­ი­წყე­ბა 5 ოქ­ტომ­ბერს 5:43-ზე. არ და­გეგ­მოთ ამ დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი, ოპე­რა­ცი­ე­ბი. იყა­ვით ჰარ­მო­ნი­უ­ლი, მშვი­დი. უმ­ჯო­ბე­სია, გა­ნე­რი­დოთ ნე­გა­ტივს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ამ დღეს გაწ­მინ­დავთ ზო­ნას თქვენ გარ­შე­მო, და­ა­ლა­გებთ ბი­ნას, ოფისს. ნე­გა­ტი­ვის­გან გა­საწ­მენ­დად გა­მო­ი­ყე­ნეთ ოთხი­ვე სტი­ქია: ჰა­ე­რი - გა­ა­ნი­ა­ვეთ შე­ნო­ბა, აან­თეთ საკ­მე­ვე­ლი, ცე­ცხლი - ან­თე­ბუ­ლი სან­თლით შე­მო­ი­ა­რეთ ოთა­ხე­ბი, წყლით - სვე­ლი ჩვრით და მი­წით - ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ან მა­რი­ლის. 6 ოქ­ტომ­ბერს მცი­რე ხნით გვექ­ნე­ბა მთვა­რის ოც­და­მე­ა­თე დღე (და­ი­წყე­ბა 6-ში 7:12-ზე და გაგ­რძელ­დე­ბა 15:05-მდე. ხოლო მთვა­რის მე­ო­რე დღე და­ი­წყე­ბა 7 ოქ­ტომ­ბერს 8:44-ზე), ეს დღე ყო­ველ­თვის არ დგე­ბა და სა­სურ­ვე­ლია, მისი ენერ­გი­აც გა­მო­ი­ყე­ნოთ. მთვა­რის ოც­და­მე­ა­თე დღის სიმ­ბო­ლო ოქ­როს გე­დია. ეს არის მად­ლი­ე­რე­ბის, მი­ტე­ვე­ბი­სა და პა­ტი­ე­ბის დღე. ში­ნა­გა­ნად უნდა გა­ნიწ­მინ­დოთ ყვე­ლა ნე­გა­ტი­უ­რი ემო­ცი­ი­სა და აზ­რის­გან, მი­უ­ტე­ვეთ სა­კუ­თარ თავს, აპა­ტი­ოთ სხვებს და ახალმთვა­რე­ო­ბას გაწ­მენ­დი­ლი შეხ­ვდით.

მი­უ­ხე­და­ვად ახალმთვა­რე­ო­ბი­სა, ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას ნუ იჩ­ქა­რებთ. ახლა პლა­ნე­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა რეტ­როგ­რა­დუ­ლია. უმ­ჯო­ბე­სია, კარგ პე­რი­ოდს და­ე­ლო­დოთ, ასე­თი კი ნო­ემ­ბრის ახალმთავ­რე­ო­ბის შემ­დეგ გვექ­ნე­ბა. ეცა­დეთ, ყვე­ლა­ფე­რი მო­ას­წროთ მზი­სა და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბე­ბამ­დე, რომ­ლე­ბიც 19 ნო­ემ­ბერ­სა და 4 დე­კემ­ბერს გვე­ლის. ეს დრო კი გა­მო­ი­ყე­ნეთ მი­ტო­ვე­ბუ­ლი, ძვე­ლი საქ­მე­ე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­სა­კე­თებ­ლად, გა­ბუ­ტულ ახ­ლობ­ლებ­თან შე­სა­რი­გებ­ლად.

რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რი სას­წო­რის ნი­შან­ში სამ­ჯერ გა­ივ­ლის მან­ძილს მე-11 გრა­დუ­სი­დან 26-ე გრა­დუ­სის ჩათ­ვლით. ჩა­ი­ხე­დეთ თქვენს პი­რად რუ­კა­ში და თუ სას­წო­რის, მშვილ­დოს­ნის, მერ­წყუ­ლის, ლო­მი­სა და ტყუ­პის ნიშ­ნებ­ში 11-26 გრა­დუს­ში პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი გყავთ, სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბებს, შეხ­ვედ­რებ­სა და მი­მოს­ვლებს და­ე­ლო­დეთ. ეცა­დეთ, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად მო­აგ­ვა­როთ რთუ­ლი სა­კი­თხე­ბიც კი.

ახალმთვა­რე­ო­ბის დღეს მზე­სა და მთვა­რეს­თან ერ­თად აქ­ტი­უ­რია მარ­სის ენერ­გი­აც. მარ­სი არის ომის სიმ­ბო­ლო. იგი ახლა სას­წო­რის ნი­შან­შია, სა­დაც თავს არა­კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს, მას ბრძო­ლა სურს, მუშ­ტე­ბის ქნე­ვა. ეცა­დეთ, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლა იყოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და მშვი­დო­ბი­ა­ნი. აგ­რე­სია კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ. ამ სა­მე­ულ­თან მე­ზობ­ლა­დაა გან­ლა­გე­ბუ­ლი რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რიც. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, წარ­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო მო­გინ­დეთ ვინ­მეს­თვის სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­და ან მისი დას­ჯა. იყა­ვით გო­ნივ­რუ­ლი, იფიქ­რეთ, რა შე­დეგს მო­გი­ტანთ მო­მა­ვალ­ში თქვე­ნი დღე­ვან­დე­ლი ნა­ბი­ჯი. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ამო­ტივ­ტივ­დეს ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წარ­სუ­ლი არ­ცთუ სა­სი­ა­მოვ­ნო ქმე­დე­ბე­ბი და მათ გან­სას­ჯე­ლად ახლა მო­ი­ცა­ლონ. ყვე­ლას მო­გი­წო­დებთ, ის­წავ­ლოთ გარ­შე­მო მყო­ფებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის მუშ­ტე­ბის გა­რე­შე მოგ­ვა­რე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით საფრ­თხი­ლოა 5-9 ოქ­ტომ­ბრის პე­რი­ო­დი.

ვის­ზე იმოქ­მე­დებს ახალმთვა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად?

ჩა­ი­ხე­დეთ პი­რად რუ­კებ­ში თუ სას­წო­რის მე-14 გრა­დუს­ში პლა­ნე­ტა ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლი გაქვთ, მთე­ლი თვე იქ­ნე­ბა თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ნა­ხეთ ეს გრა­დუ­სი რო­მელ ას­ტრო­ლო­გი­ურ სახ­ლში ხვდე­ბა, მის მი­ხედ­ვით გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა თე­მე­ბი. თუ პლა­ნე­ტე­ბი გყავთ ვერძსა და სას­წორ­ში 11-17 გრა­დუს­ში გა­აქ­ტი­ურ­დით, რათა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლოთ. თუ თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დღე უწევს 3-9 ოქ­ტომ­ბრის შუ­ა­ლედ­ში, ახალმთვა­რე­ო­ბა თქვენ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით იმოქ­მე­დებს, ელო­დეთ სი­ახ­ლე­ებს. სი­ახ­ლე­ე­ბის­კენ გი­ბიძ­გებთ მზის, მარ­სი­სა და მთვა­რის შე­ერ­თე­ბა 31 მარ­ტი­დან 6 აპ­რი­ლის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს. მო­ემ­ზა­დეთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბის გა­და­სად­გმე­ლად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა მო­გი­წევთ ყვე­ლას, ვინც 2-8 ივ­ლი­სი­სა და 3 დე­კემ­ბრი­დან 6 იან­ვრის შუ­ა­ლე­დებ­ში აღ­ნიშ­ნავთ იუ­ბი­ლეს. დაკ­ვირ­ვე­ბით იმოქ­მე­დეთ და თქვენ ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სოდ გა­მო­გი­ვათ.

ბედ­ნი­ერ ახალმთვა­რე­ო­ბას გი­სურ­ვებთ!

ავტორი:

ამაღამ ახალმთვარეობაა სასწორში - რა ტენდენციები გააქტიურდება ცაზე და რისთვის უნდა მოემზადონ ზოდიაქოს ნიშნები

ამაღამ ახალმთვარეობაა სასწორში - რა ტენდენციები გააქტიურდება ცაზე და რისთვის უნდა მოემზადონ ზოდიაქოს ნიშნები

ახალი მთვარის თვის დაწყებას ველოდებით 6 ოქტომბერს 15:05-ზე სასწორის მეთოთხმეტე გრადუსში. ეს არის ახალმთავრეობა - მზისა და მთვარის შეერთება ერთ ნიშანში. სასწორი იმართება პლანეტა ვენერათი . ეს არის ნაყოფიერების, ქორწინებისა და სიყვარულის ქალღმერთი. თავად სასწორის არის ქორწინების, სასიყვარულო და პარტნიორული (კოლეგები, კლიენტები) კავშირის, სიყვარულის სიმბოლო. ამიტომ ამ თვეში ამ თემებს მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება. იმოქმედეთ დიპლომატიურად, ეცადეთ დაიცვათ ბალანსი, ჰარმონია ურთიერთობაში. დაიცავით ოქროს შუალედი თქვენსა და სხვა ადამიანის ინტერესებს შორის. განივითარეთ ტაქტისა და ზომიერების შეგრძნება. ეცადეთ, გათავისუფლდეთ ორჭოფობისგან, იმოქმედეთ გაბედულად, თამამად მიიღეთ გადაწყვეტილებება და რაც მთავარია, ნუ იქნებით სხვათა აზრზე, სხვის მოსაზრებებსა და შეფასებაზე დამოკიდებული.

სასწორი არის მშვიდობისმყოფელი, მოსამართლე (გაიხსენეთ სასწორის სიმბოლო - თვალახვეული თემიდა (სამართლიანობის ქალღმერთი), რომელსაც ერთ ხელში სასწორი უჭირავს და მეორეში - ხმალი). ნუ ეცდებით თქვენი უსიამოვნებების, პრობლემების სხვებისთვის გადაბრალებას, აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, ქმედებაზე. ისწავლეთ სხვისი მოსმენა და ომს მშვიდობა ამჯობინეთ. ახლა სასწორის მმართველი პლანეტა მორიელშია , ცუდ პოზიციაშია და აღსავსეა ეჭვიანობით, შურისძიებით, სამაგიეროს გადახდის სურვილით. ვენერას მორიელში სიყვარული კი არ, ფლობა სურს. ამიტომ, მოერიდეთ ვინმეს დაჩაგვრას, დასჯას, განადგურებას, სიყვარულის სახელით თქვენს სურვილებზე უხეშად დამორჩილებას.

ახალმთვარეობამდე გვაქვს რთული დღე, მთვარის ოცდამეცხრე დღე, რომელიც დაიწყება 5 ოქტომბერს 5:43-ზე. არ დაგეგმოთ ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები, ოპერაციები. იყავით ჰარმონიული, მშვიდი. უმჯობესია, განერიდოთ ნეგატივს. კარგი იქნება, თუ ამ დღეს გაწმინდავთ ზონას თქვენ გარშემო, დაალაგებთ ბინას, ოფისს. ნეგატივისგან გასაწმენდად გამოიყენეთ ოთხივე სტიქია: ჰაერი - გაანიავეთ შენობა, აანთეთ საკმეველი, ცეცხლი - ანთებული სანთლით შემოიარეთ ოთახები, წყლით - სველი ჩვრით და მიწით - ეს შეიძლება იყოს ნატურალური ქვების გამოყენება ან მარილის. 6 ოქტომბერს მცირე ხნით გვექნება მთვარის ოცდამეათე დღე (დაიწყება 6-ში 7:12-ზე და გაგრძელდება 15:05-მდე. ხოლო მთვარის მეორე დღე დაიწყება 7 ოქტომბერს 8:44-ზე), ეს დღე ყოველთვის არ დგება და სასურველია, მისი ენერგიაც გამოიყენოთ. მთვარის ოცდამეათე დღის სიმბოლო ოქროს გედია. ეს არის მადლიერების, მიტევებისა და პატიების დღე. შინაგანად უნდა განიწმინდოთ ყველა ნეგატიური ემოციისა და აზრისგან, მიუტევეთ საკუთარ თავს, აპატიოთ სხვებს და ახალმთვარეობას გაწმენდილი შეხვდით.

მიუხედავად ახალმთვარეობისა, ახალი საქმეების დაწყებას ნუ იჩქარებთ. ახლა პლანეტების უმრავლესობა რეტროგრადულია. უმჯობესია, კარგ პერიოდს დაელოდოთ, ასეთი კი ნოემბრის ახალმთავრეობის შემდეგ გვექნება. ეცადეთ, ყველაფერი მოასწროთ მზისა და მთვარის დაბნელებებამდე, რომლებიც 19 ნოემბერსა და 4 დეკემბერს გველის. ეს დრო კი გამოიყენეთ მიტოვებული, ძველი საქმეების დასასრულებლად, დაზიანებული ნივთების შესაკეთებლად, გაბუტულ ახლობლებთან შესარიგებლად.

რეტროგრადული მერკური სასწორის ნიშანში სამჯერ გაივლის მანძილს მე-11 გრადუსიდან 26-ე გრადუსის ჩათვლით. ჩაიხედეთ თქვენს პირად რუკაში და თუ სასწორის, მშვილდოსნის, მერწყულის, ლომისა და ტყუპის ნიშნებში 11-26 გრადუსში პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები გყავთ, სასიამოვნო ამბებს, შეხვედრებსა და მიმოსვლებს დაელოდეთ. ეცადეთ, დიპლომატიურად მოაგვაროთ რთული საკითხებიც კი.

ახალმთვარეობის დღეს მზესა და მთვარესთან ერთად აქტიურია მარსის ენერგიაც. მარსი არის ომის სიმბოლო. იგი ახლა სასწორის ნიშანშია, სადაც თავს არაკომფორტულად გრძნობს, მას ბრძოლა სურს, მუშტების ქნევა. ეცადეთ, სამართლიანობისთვის ბრძოლა იყოს დიპლომატიური და მშვიდობიანი. აგრესია კარგს არაფერს მოგიტანთ. ამ სამეულთან მეზობლადაა განლაგებული რეტროგრადული მერკურიც. გამორიცხული არაა, წარსული სიტუაციის გამო მოგინდეთ ვინმესთვის სამაგიეროს გადახდა ან მისი დასჯა. იყავით გონივრული, იფიქრეთ, რა შედეგს მოგიტანთ მომავალში თქვენი დღევანდელი ნაბიჯი. გამორიცხული არაა, ამოტივტივდეს ცნობილ ადამიანებთან დაკავშირებული წარსული არცთუ სასიამოვნო ქმედებები და მათ განსასჯელად ახლა მოიცალონ. ყველას მოგიწოდებთ, ისწავლოთ გარშემო მყოფებთან თანამშრომლობა და უსიამოვნებების მუშტების გარეშე მოგვარება. განსაკუთრებით საფრთხილოა 5-9 ოქტომბრის პერიოდი.

ვისზე იმოქმედებს ახალმთვარეობა ყველაზე მეტად?

ჩაიხედეთ პირად რუკებში თუ სასწორის მე-14 გრადუსში პლანეტა ან მნიშვნელოვანი წერტილი გაქვთ, მთელი თვე იქნება თქვენთვის მნიშვნელოვანი. ნახეთ ეს გრადუსი რომელ ასტროლოგიურ სახლში ხვდება, მის მიხედვით გააქტიურდება თემები. თუ პლანეტები გყავთ ვერძსა და სასწორში 11-17 გრადუსში გააქტიურდით, რათა თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. თუ თქვენი დაბადების დღე უწევს 3-9 ოქტომბრის შუალედში, ახალმთვარეობა თქვენზე განსაკუთრებით იმოქმედებს, ელოდეთ სიახლეებს. სიახლეებისკენ გიბიძგებთ მზის, მარსისა და მთვარის შეერთება 31 მარტიდან 6 აპრილის შუალედში დაბადებულებს. მოემზადეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად, მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება მოგიწევთ ყველას, ვინც 2-8 ივლისისა და 3 დეკემბრიდან 6 იანვრის შუალედებში აღნიშნავთ იუბილეს. დაკვირვებით იმოქმედეთ და თქვენ ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ.

ბედნიერ ახალმთვარეობას გისურვებთ!