პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
9-15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
9-15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერ­ძი

შე­საძ­ლოა თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ნი­ა­და­გი ბევ­რად უფრო ძლი­ე­რი და სტა­ბი­ლუ­რი გახ­დე­ბა. მი­ირ­თვით მეტი ბოსტნე­უ­ლი და ხილი, ამ პე­რი­ოდ­ში თქვენ უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ სხე­უ­ლი კარგ ფორ­მა­ში. მო­გი­წევთ სა­პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის შე­სა­ძე­ნად. გაძ­ლი­ერ­დე­ბა პარტნი­ო­რო­ბი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის თემა. რო­ლე­ბის ჰარ­მო­ნი­უ­ლი გა­ნა­წი­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია რო­გორც ოჯახ­ში, ასე­ვე ბიზ­ნესს­ფე­რო­ში, სა­მუ­შაო გუნდში. და­ე­თან­ხმეთ თქვენს მე­უღ­ლე­ებს და კო­ლე­გებს, ვინ რა უნდა გა­ა­კე­თოს და რაზე იყოს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. კარ­გი პე­რი­ო­დია ქორ­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად და წი­ნა­სა­ქორ­წი­ნო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის და­სა­დე­ბად. ასე­ვე კარ­გია თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სა­კონ­სულ­ტა­ციო საქ­მი­ა­ნო­ბა.

კურო

თქვე­ნი ში­ნა­გა­ნი ძალა ძლი­ე­რად ვლინ­დე­ბა გა­რეგ­ნუ­ლად და გეხ­მა­რე­ბათ უფრო კონ­სტრუქ­ცი­ულ ხედ­ვა­ში და სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში, რე­სურ­სე­ბის, სახ­სრე­ბის და ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ზიდ­ვა­ში. იმის­და მი­უ­ხე­და­ვად, რომ თქვენ ძა­ლი­ან გა­ინ­ტე­რე­სებთ ფული და ახლა გაქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­ავ­სოთ თქვე­ნი ყუ­ლა­ბა, არ მის­ცეთ უფ­ლე­ბა ამ ფაქ­ტორს მთლი­ა­ნად გა­კონ­ტრო­ლოთ. და­ხარ­ჯეთ თქვე­ნი ძალა და ენერ­გია მხო­ლოდ იმა­ზე, რაც ამ ეტაპ­ზე თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლია. ღირს ფი­ზი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა.

ტყუ­პი

ეს კვი­რა წარ­მა­ტე­ბუ­ლია იმ ტყუ­პის­თვის, რომ­ლე­ბიც დიდი ხა­ნია ცდი­ლო­ბენ სი­ზარ­მა­ცის დაძ­ლე­ვას. დროა სა­ბო­ლო­ოდ იყი­დოთ ფიტ­ნე­სის ან იო­გას ცენ­ტრის აბო­ნე­მენ­ტი. ასე­ვე კარ­გი დროა სპა-პრო­ცე­დუ­რე­ბის­თვის. შე­საძ­ლოა თქვენ­სა და საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს შო­რის ფი­ნან­სუ­რი უთან­ხმო­ე­ბა წარ­მო­იშ­ვას. შე­ე­ცა­დეთ ის­წავ­ლოთ ერ­თმა­ნე­თის მოს­მე­ნა და კომ­პრო­მი­სე­ბის პოვ­ნა. მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ ბავ­შვე­ბის გვერ­დით. და­გეგ­მეთ ენერ­გი­უ­ლი, სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია ახალ გა­რე­მო­ში გა­დას­ვლა, უფრო მა­ღალ სო­ცი­ა­ლურ დო­ნე­ზე. თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, იმოგ­ზა­უ­რეთ სხვა ქა­ლაქ­ში ან ქვე­ყა­ნა­ში. ეს გა­გიხ­სნით და­მა­ტე­ბით პერ­სპექ­ტი­ვებს.

კირჩხი­ბი

სა­უ­კე­თე­სო დროა კა­რი­ე­რას­თან და იერ­არ­ქი­ულ კი­ბე­ზე ას­ვლის პე­რი­ოდ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად. და­ი­სა­ხეთ ახა­ლი მიზ­ნე­ბი არ­სე­ბობს ყვე­ლა შან­სი, რომ მი­ი­ღოთ სა­სურ­ვე­ლი თან­ხა ან სა­ინ­ტე­რე­სო ბიზ­ნეს­წი­ნა­და­დე­ბა. კარ­გად და­ფიქ­რდით და და­უს­ვით თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი­თხვე­ბი, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ დაბ­ნე­უ­ლო­ბა. რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ფი­ლო­სო­ფი­უ­რი გან­წყო­ბა გჭირ­დე­ბათ. შე­ე­ცა­დეთ მეტი ნა­თე­ლი ფე­რე­ბი შე­ი­ტა­ნოთ თქვენს ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ში.

ლომი

უნდა იზ­რუ­ნოთ სა­მარ­თლებ­რივ სა­კი­თხებ­ზე. თუ ყუ­რა­დღე­ბით შე­ა­მოწ­მებთ ზო­გი­ერ­თი დო­კუ­მენ­ტის მოქ­მე­დე­ბის პე­რი­ოდს, შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნოთ უზუს­ტო­ბე­ბი. ნუ იქ­ნე­ბით ეგო­ის­ტი თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. მეტი დრო უნდა და­უთ­მეთ მათ. უქ­მე­ებ­ზე უნდა დარ­წმუნ­დეთ, რომ ახა­ლი რა­უნ­დი ნამ­დვი­ლად არის ის, რაც გსურთ. მო­ძებ­ნეთ სა­სურ­ვე­ლი სი­ახ­ლე მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში, ინ­ტერ­ნეტ­ში, გა­ე­ცა­ნით IT ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უახ­ლეს გან­ვი­თა­რე­ბას. იყა­ვით შთა­გო­ნე­ბუ­ლი მე­გობ­რე­ბის იდე­ე­ბით, მათი წარ­მა­ტე­ბე­ბით, ის­წავ­ლეთ მათი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან.

ქალ­წუ­ლი

ამ კვი­რა­ში წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლებთ ყვე­ლა გა­რი­გე­ბას და მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­ლა­პა­რა­კე­ბას. ხელი მო­გე­მარ­თე­ბათ და­ას­რუ­ლოთ პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდი ხნის წინ და­ი­წყეთ. უქ­მე­ებ­ზე მე­ტად უნდა და­ის­ვე­ნოთ და აკე­თოთ ის, რაც მოგ­წონს. წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით შე­მოქ­მე­დე­ბით და საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, სუ­ლი­ერ პრაქ­ტი­კა­ში და ხატ­ვა­ში. აღ­მო­ა­ჩი­ნეთ სა­კუ­თარ თავ­ში ახალ ნიჭს.

სას­წო­რი

ამ კვი­რა­ში ყვე­ლა­ფერ­ში ძა­ლი­ან ჰარ­მო­ნი­უ­ლი იქ­ნე­ბით. შე­გეძ­ლე­ბათ დატ­კბეთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ით და ოჯა­ხუ­რი კომ­ფორ­ტით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­იძ­ლე­ბა იყოს აშ­კა­რა შეც­დო­მე­ბი ბიზ­ნეს­ში. მაგ­რამ თქვენ ყვე­ლა­ფერს სწო­რად აკე­თებთ, ახლა თქვენ უნდა მო­ი­პო­ვოთ მო­რა­ლუ­რი ძალა, გა­ზარ­დოთ თქვე­ნი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, რათა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­ი­ყე­ნოთ ყვე­ლა ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მელ­საც ბედი მოგ­ცემთ. უფრთხილ­დით ზედ­მეტ ხარ­ჯებს, რად­გან ნე­ბის­მი­ერ­მა უგუ­ნურ­მა შეს­ყიდ­ვამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს პრობ­ლე­მე­ბი და და­ნა­კარ­გე­ბი. უფ­რო­სებ­თან და გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია და­გეხ­მა­რე­ბათ კა­რი­ე­რის კი­ბე­ზე ას­ვლა­ში.

მო­რი­ე­ლი

მეტი ზრუნ­ვა გჭირ­დე­ბათ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. შე­იძ­ლე­ბა იგ­რძნოთ, რომ თქვე­ნი ძალა ზღვარ­ზეა, პრობ­ლე­მე­ბის და უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის სე­რი­ის გამო, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ხდე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. სწო­რი წიგ­ნი ან ფილ­მი და­გეხ­მა­რე­ბათ გო­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის ამაღ­ლე­ბა­ში. უფრთხილ­დით ზედ­მეტ ხარ­ჯვას, ნუ იყი­დით ნივ­თებს, რაც არ გჭირ­დე­ბათ. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიდ­გო­მა და­გეხ­მა­რე­ბათ იპო­ვოთ თქვე­ნი პრობ­ლე­მე­ბის არას­ტან­დარ­ტუ­ლი, მაგ­რამ ძა­ლი­ან გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტა. თვალ­ყუ­რი ადევ­ნეთ თქვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის მუ­შა­ო­ბას. არ უნდა გას­ცეთ და­პი­რე­ბე­ბი და ჩა­ერ­თოთ რთულ და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პრო­ექ­ტებ­ში, თუ არ გსურთ ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბა.

მშვილ­დო­სა­ნი

კარ­გი დროა თუ გეგ­მავთ ფუ­ლის კრე­დი­ტით აღე­ბას გრან­დი­ო­ზუ­ლი შე­ნა­ძე­ნე­ბის­თვის. ხელ­საყ­რე­ლია უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბა: რე­მონ­ტი, ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა, გა­ქი­რა­ვე­ბა. სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, თუ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან გულ­წრფე­ლი იქ­ნე­ბით. თქვენ­თვის ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი აზრი ოჯა­ხი და უახ­ლო­ეს ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა იყოს. უქ­მე­ებ­ზე შე­სა­ფე­რი­სი პე­რი­ო­დია დას­ვე­ნე­ბის­თვის. მა­ში­ნაც კი, თუ მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ, რომ დაღ­ლი­ლო­ბა არ გე­მუქ­რე­ბათ, გახ­სოვ­დეთ, რომ მადა ჭა­მა­ში მო­დის.

თხის რქა

კვი­რის და­სა­წყი­სი კარგ ატ­მოს­ფე­როს შე­მო­ი­ტანს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. მშობ­ლი­ურ კედ­ლებ­ში, სა­დაც უყ­ვარ­ხართ და გე­ლო­დე­ბი­ან თავს მშვი­დად და და­ცუ­ლად იგრნობთ. მშვე­ნი­ე­რი დროა მშობ­ლე­ბი­სა და სხვა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. ამ პე­რი­ოდ­ში ნე­ბის­მი­ერ სახ­ლში სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი იქ­ნე­ბით. კვი­რა მო­გი­ტანთ სი­ახ­ლე­ებს, რომ­ლებ­საც დიდი ხა­ნია ელო­დით. კვი­რის ბო­ლოს მო­გი­წევთ დას­ვე­ნე­ბა: ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბამ, თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვამ, თე­ატ­რებ­სა და კი­ნო­ში სტუმ­რო­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­ზარ­დოს თქვე­ნი სა­სი­ცო­ცხლო ენერ­გია.

მერ­წყუ­ლი

ამ კვი­რა­ში თავს ძა­ლი­ან თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად იგ­რძნობთ. გექ­ნე­ბათ შან­სი, გა­იმ­ყა­როთ თქვე­ნი პო­ზი­ცია სამ­სა­ხურ­ში და პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. მეტი დრო და ძა­ლის­ხმე­ვა უნდა და­უთ­მოთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო და ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­მტკი­ცე­ბას. სა­მუ­შა­ოს მხრივ, შე­საძ­ლოა აღ­მავ­ლო­ბაც გქონ­დეთ და დაღ­მას­ვლაც. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი თქვენს ხელ­შია. თქვე­ნი საქ­მე­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია თქვენს ემო­ცი­ურ გან­წყო­ბა­ზე და მებ­რძოლ სულ­ზე. ზუს­ტად გე­ცო­დი­ნე­ბათ რო­გორ მო­იქ­ცეთ სწო­რად, რომ არა­ვის ვალ­ში არ დარ­ჩეთ. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ღე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ, სახ­ლის რე­მონ­ტის ან გა­და­კე­თე­ბის გეგ­მე­ბი.

თევ­ზე­ბი

ძა­ლი­ან ნა­თე­ლი და მშვი­დი პე­რი­ო­დი და­ი­წყო თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბა საკ­მა­რი­სად მა­ღალ დო­ნე­ზე იქ­ნე­ბა იმის­თვის, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ბევ­რი გეგ­მა, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ფრთხი­ლად იყა­ვით, შე­საძ­ლოა მო­გი­წი­ოთ გარ­კვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლა. კონ­კუ­რენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ ხელი შე­უ­შა­ლონ და ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნონ თქვენს სუსტ წერ­ტი­ლებ­ზე, ამი­ტომ სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის­თვის კარ­გი პე­რი­ო­დია და უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ სა­კუ­თა­რი თა­ვის რა­ი­მე ახალ­ში გა­მო­ხატ­ვა, თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და სა­ხალ­ხოდ გა­მოვ­ლე­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

9-15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

9-15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

შესაძლოა თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. მატერიალური ნიადაგი ბევრად უფრო ძლიერი და სტაბილური გახდება. მიირთვით მეტი ბოსტნეული და ხილი, ამ პერიოდში თქვენ უნდა შეინარჩუნოთ სხეული კარგ ფორმაში. მოგიწევთ საპასუხისმგებელო გადაწყვეტილების მიღება. შესანიშნავი დროა საცხოვრებელი ფართის შესაძენად. გაძლიერდება პარტნიორობისა და ურთიერთობების თემა. როლების ჰარმონიული განაწილება აუცილებელია როგორც ოჯახში, ასევე ბიზნესსფეროში, სამუშაო გუნდში. დაეთანხმეთ თქვენს მეუღლეებს და კოლეგებს, ვინ რა უნდა გააკეთოს და რაზე იყოს პასუხისმგებელი. კარგი პერიოდია ქორწინებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად და წინასაქორწინო ხელშეკრულებების დასადებად. ასევე კარგია თანამშრომლობა, კონკურსში მონაწილეობა და საკონსულტაციო საქმიანობა.

კურო

თქვენი შინაგანი ძალა ძლიერად ვლინდება გარეგნულად და გეხმარებათ უფრო კონსტრუქციულ ხედვაში და სიტუაციების მოგვარებაში, რესურსების, სახსრების და ერთგული ადამიანების მოზიდვაში. იმისდა მიუხედავად, რომ თქვენ ძალიან გაინტერესებთ ფული და ახლა გაქვთ შესაძლებლობა შეავსოთ თქვენი ყულაბა, არ მისცეთ უფლება ამ ფაქტორს მთლიანად გაკონტროლოთ. დახარჯეთ თქვენი ძალა და ენერგია მხოლოდ იმაზე, რაც ამ ეტაპზე თქვენთვის ყველაზე ღირებულია. ღირს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

ტყუპი

ეს კვირა წარმატებულია იმ ტყუპისთვის, რომლებიც დიდი ხანია ცდილობენ სიზარმაცის დაძლევას. დროა საბოლოოდ იყიდოთ ფიტნესის ან იოგას ცენტრის აბონემენტი. ასევე კარგი დროა სპა-პროცედურებისთვის. შესაძლოა თქვენსა და საყვარელ ადამიანს შორის ფინანსური უთანხმოება წარმოიშვას. შეეცადეთ ისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა და კომპრომისების პოვნა. მეტი დრო გაატარეთ ბავშვების გვერდით. დაგეგმეთ ენერგიული, სამეცნიერო საქმიანობა. შესაძლებელია ახალ გარემოში გადასვლა, უფრო მაღალ სოციალურ დონეზე. თუ შესაძლებელია, იმოგზაურეთ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში. ეს გაგიხსნით დამატებით პერსპექტივებს.

კირჩხიბი

საუკეთესო დროა კარიერასთან და იერარქიულ კიბეზე ასვლის პერიოდთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად. დაისახეთ ახალი მიზნები არსებობს ყველა შანსი, რომ მიიღოთ სასურველი თანხა ან საინტერესო ბიზნესწინადადება. კარგად დაფიქრდით და დაუსვით თქვენთვის მნიშვნელოვანი კითხვები, რათა თავიდან აიცილოთ დაბნეულობა. რომანტიკულ ურთიერთობებში ფილოსოფიური განწყობა გჭირდებათ. შეეცადეთ მეტი ნათელი ფერები შეიტანოთ თქვენს ოჯახურ ცხოვრებაში.

ლომი

უნდა იზრუნოთ სამართლებრივ საკითხებზე. თუ ყურადღებით შეამოწმებთ ზოგიერთი დოკუმენტის მოქმედების პერიოდს, შეიძლება აღმოაჩინოთ უზუსტობები. ნუ იქნებით ეგოისტი თქვენი საყვარელი ადამიანების მიმართ. მეტი დრო უნდა დაუთმეთ მათ. უქმეებზე უნდა დარწმუნდეთ, რომ ახალი რაუნდი ნამდვილად არის ის, რაც გსურთ. მოძებნეთ სასურველი სიახლე მოგზაურობაში, ინტერნეტში, გაეცანით IT ტექნოლოგიების უახლეს განვითარებას. იყავით შთაგონებული მეგობრების იდეებით, მათი წარმატებებით, ისწავლეთ მათი გამოცდილებიდან.

ქალწული

ამ კვირაში წარმატებით დაასრულებთ ყველა გარიგებას და მნიშვნელოვან მოლაპარაკებას. ხელი მოგემართებათ დაასრულოთ პროექტები, რომლებიც დიდი ხნის წინ დაიწყეთ. უქმეებზე მეტად უნდა დაისვენოთ და აკეთოთ ის, რაც მოგწონს. წარმატებული იქნებით შემოქმედებით და საქველმოქმედო საქმიანობაში, სულიერ პრაქტიკაში და ხატვაში. აღმოაჩინეთ საკუთარ თავში ახალ ნიჭს.

სასწორი

ამ კვირაში ყველაფერში ძალიან ჰარმონიული იქნებით. შეგეძლებათ დატკბეთ კომუნიკაციით და ოჯახური კომფორტით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყოს აშკარა შეცდომები ბიზნესში. მაგრამ თქვენ ყველაფერს სწორად აკეთებთ, ახლა თქვენ უნდა მოიპოვოთ მორალური ძალა, გაზარდოთ თქვენი სიცოცხლისუნარიანობა, რათა მოგვიანებით გამოიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც ბედი მოგცემთ. უფრთხილდით ზედმეტ ხარჯებს, რადგან ნებისმიერმა უგუნურმა შესყიდვამ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები და დანაკარგები. უფროსებთან და გავლენიან ადამიანებთან კონსტრუქციული კომუნიკაცია დაგეხმარებათ კარიერის კიბეზე ასვლაში.

მორიელი

მეტი ზრუნვა გჭირდებათ ჯანმრთელობაზე. შეიძლება იგრძნოთ, რომ თქვენი ძალა ზღვარზეა, პრობლემების და უსიამოვნებების სერიის გამო, რომელიც ამჟამად ხდება თქვენს ცხოვრებაში. სწორი წიგნი ან ფილმი დაგეხმარებათ გონების მდგომარეობის ამაღლებაში. უფრთხილდით ზედმეტ ხარჯვას, ნუ იყიდით ნივთებს, რაც არ გჭირდებათ. შემოქმედებითი მიდგომა დაგეხმარებათ იპოვოთ თქვენი პრობლემების არასტანდარტული, მაგრამ ძალიან გონივრული გადაწყვეტა. თვალყური ადევნეთ თქვენი პარტნიორების მუშაობას. არ უნდა გასცეთ დაპირებები და ჩაერთოთ რთულ და საპასუხისმგებლო პროექტებში, თუ არ გსურთ ყველა უსიამოვნების საკუთარ თავზე აღება.

მშვილდოსანი

კარგი დროა თუ გეგმავთ ფულის კრედიტით აღებას გრანდიოზული შენაძენებისთვის. ხელსაყრელია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება: რემონტი, ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება. სასიყვარულო ურთიერთობაში ყველაფერი კარგად იქნება, თუ საყვარელ ადამიანთან გულწრფელი იქნებით. თქვენთვის ცხოვრების მთავარი აზრი ოჯახი და უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობა უნდა იყოს. უქმეებზე შესაფერისი პერიოდია დასვენებისთვის. მაშინაც კი, თუ მოგეჩვენებათ, რომ დაღლილობა არ გემუქრებათ, გახსოვდეთ, რომ მადა ჭამაში მოდის.

თხის რქა

კვირის დასაწყისი კარგ ატმოსფეროს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. მშობლიურ კედლებში, სადაც უყვარხართ და გელოდებიან თავს მშვიდად და დაცულად იგრნობთ. მშვენიერი დროა მშობლებისა და სხვა საყვარელი ადამიანების მოსანახულებლად. ამ პერიოდში ნებისმიერ სახლში სასურველი სტუმარი იქნებით. კვირა მოგიტანთ სიახლეებს, რომლებსაც დიდი ხანია ელოდით. კვირის ბოლოს მოგიწევთ დასვენება: ფილმების ყურებამ, თანამედროვე ლიტერატურის კითხვამ, თეატრებსა და კინოში სტუმრობამ შეიძლება გაზარდოს თქვენი სასიცოცხლო ენერგია.

მერწყული

ამ კვირაში თავს ძალიან თავდაჯერებულად იგრძნობთ. გექნებათ შანსი, გაიმყაროთ თქვენი პოზიცია სამსახურში და პირად ურთიერთობებში. მეტი დრო და ძალისხმევა უნდა დაუთმოთ სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობების განმტკიცებას. სამუშაოს მხრივ, შესაძლოა აღმავლობაც გქონდეთ და დაღმასვლაც. გაგიკვირდებათ, მაგრამ ყველაფერი თქვენს ხელშია. თქვენი საქმეების მიმართულება დამოკიდებულია თქვენს ემოციურ განწყობაზე და მებრძოლ სულზე. ზუსტად გეცოდინებათ როგორ მოიქცეთ სწორად, რომ არავის ვალში არ დარჩეთ. არ არის გამორიცხული გადაწყვეტილებები მიღება გადაადგილების შესახებ, სახლის რემონტის ან გადაკეთების გეგმები.

თევზები

ძალიან ნათელი და მშვიდი პერიოდი დაიწყო თქვენს ცხოვრებაში. შემოქმედებითი აქტივობა საკმარისად მაღალ დონეზე იქნება იმისთვის, რომ განახორციელოთ ბევრი გეგმა, გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. ფრთხილად იყავით, შესაძლოა მოგიწიოთ გარკვეული გარემოებების წინააღმდეგ წასვლა. კონკურენტებს შეუძლიათ ხელი შეუშალონ და ზეწოლა მოახდინონ თქვენს სუსტ წერტილებზე, ამიტომ სიმშვიდის შენარჩუნება ადვილი არ იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, კარიერული ზრდისთვის კარგი პერიოდია და უნდა გააქტიურდეთ. ნუ შეგეშინდებათ საკუთარი თავის რაიმე ახალში გამოხატვა, თქვენი შესაძლებლობების აღმოჩენა და სახალხოდ გამოვლენა.