ნოემბერი ძველრომაული კალენდრით მეცხრე, ხოლო გრეგორიანული კალენდრით მეთერთმეტე თვეა. სახელწოდებაც მისი სწორედ ცხრიანს უკავშირდება. (ლათ. novem – ცხრა). ქართული წარმართული კალენდრის – ტირისკონის მიხედვით ნოემბერს ყველაზე გავრცელებულ სახელწოდებასთან – გიორგობისთვესთან ერთად, სხვაგვარად ჭინკობისთვედაც მოიხსენიებდნენ. ასტროლოგიური კუთხით ნოემბერი ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ნიშანს აერთიანებს: ვნებიან, ექსპანსიურ, ღრმად ემოციურ მორიელსა და იდეალისტ, მაწანწალა, მხიარულ მშვილდოსანს, რომელიც კენტავრის გაორებული ბუნების გამო ხშირად იცვლის მიზნებს და შეხედულებებს, რაც არამც და არამც არ ახასიათებს მიზანმიმართულ და პრინციპულ მორიელს.
როგორია 7 ნოემბერს დაბადებული ადამიანი
7 ნოემბერს დაბადებული ადამიანები, ბუნებით ცნობისმოყვარეები და დინამიკურები არიან. მათ გააჩნიათ მეწარმის, ბიზნესმენის, ზოგადად საქმოსანის შესანიშნავი მონაცემები, რის ხარჯზეც კარგად ახერხებენ სტაბილური კაპიტალის დაგროვებას. თუმცა, სასურველია, ხასიათის ისეთი თვისებას, როგორიცაა მოუთმენლობა და სიფიცხე თუ გააკონტროლებენ, რადგან სწორედ ეს თვისებები შეუშლით ხელს ზოგჯერ წარმატების მიღწევაში.