ნოემბერი ძველრომაული კალენდრით მეცხრე, ხოლო გრეგორიანული კალენდრით მეთერთმეტე თვეა. სახელწოდებაც მისი სწორედ ცხრიანს უკავშირდება. (ლათ. novem – ცხრა). ქართული წარმართული კალენდრის – ტირისკონის მიხედვით ნოემბერს ყველაზე გავრცელებულ სახელწოდებასთან – გიორგობისთვესთან ერთად, სხვაგვარად ჭინკობისთვედაც მოიხსენიებდნენ. ასტროლოგიური კუთხით ნოემბერი ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ნიშანს აერთიანებს: ვნებიან, ექსპანსიურ, ღრმად ემოციურ მორიელსა და იდეალისტ, მაწანწალა, მხიარულ მშვილდოსანს, რომელიც კენტავრის გაორებული ბუნების გამო ხშირად იცვლის მიზნებს და შეხედულებებს, რაც არამც და არამც არ ახასიათებს მიზანმიმართულ და პრინციპულ მორიელს.
როგორია 3 ნოემბერს დაბადებული ადამიანი
3 ნოემბერს დაბადებული ადამიანები, უზომოდ პრინციპული და სწორხაზოვანი აზროვნებით გამორჩეული ინდივიდები არიან. მათთვის დამახასიათებელია კარიერიზმი და მუდმივი სწრაფვა უკეთესი მომავლისკენ, ხშირად სხვების უბედურების ხარჯზეც. ამიტომ სასურველია ამ ადამიანებს კარგად ახსოვდეთ ის ფაქტიც, რომ ასეთი საქციელით მათ გარშემო მტრების რიცხვი მატულობს და ოდესმე ისინი აუცილებლად ეცდებიან მათთან რევანშის აღებას.