მარტი (ლათ. Martius) გრიგორიანული კალენდრის მესამე თვეა. სახელწოდება ომის რომაული ღვთაების მარსის მიხედვით ეწოდა, რომელიც იმ დროს ასევე გაზაფხულისა და მიწათმოქმედების ღმერთად ითვლებოდა. იანვრისა და თებერვლის დამატებამდე მარტი იყო კალენდრის პირველი თვე. მარტის ძველქართული სახელწოდებაა მირკანი. მარტის თვე ორ რადიკალურად განსხვავებული ბუნების ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს - თევზებს და ვერძს. თევზები სენსიტიური, რბილი, დამყოლი ნიშანია. ვერძი კი შემტევი, აქტიური და გარკვეულწილად აგრესიული.
29 მარტს დაბადებული ადამიანები გასაოცარი დაკვირვების უნარითა და პრინციპულობით გამოირჩევიან. მათ ახასიათებთ საკუთარი იდეალებისკენ სავალ გზაზე მაქსიმუმი ჩადონ და ბოლომდე დაიხარჯონ იმ საქმეში, რომელსაც თავს მიუძღვნიან. თუმცა, აუცილებელია, რომ მათ სიფრთხილე გამოიჩინონ ქმედებაში, რათა მიზნისკენ სწრაფვამ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა არ გაუფუჭოთ.