კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:42-ზე, მთვარე 04:42-დან ტყუპშია
მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები, ფინანსური საკითხები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. მოერიდეთ სუნთქვითი ვარჯიშის ჩატარებას. ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე.
ვერძი
დღე მართალია მოუსვენარი, მაგრამ ხელსაყრელია. შესანიშნავია რთული საკითხების გადასაჭრელად. ვერძს შეუძლია გამონახოს გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, საჩუქრები. არ არის გამორიცხული სასიყვარულო აღიარებები.
კურო
კარგი დღეა სერიოზული საქმისთვის. არ შეგეშინდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. კარგია შეხვედრები თანამოაზრეებთან და ადამიანებთან, რომლებიც იზიარებენ თქვენს ინტერესებს. სახლისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი, სხვა ნივთები.
ტყუპი
მხიარული, საქმიანი ხართ და ცდილობთ ეს დღე მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ, რაც შეიძლება მეტი გააკეთოთ. ურთიერთობები, რომლებიც ამ დღეს იწყება, როგორც საქმიანი ან მეგობრული, სწრაფად მიიღებს რომანტიკულ ხასიათს. დღის მეორე ნახევარი შესაფერისია შოპინგისთვის.
კირჩხიბი
საკმაოდ წარმატებული დღეა. ძველ ნაცნობებს შეახსენეთ თავი. მათ შეუძლიათ კარგი რჩევების მოცემა, კონკრეტული დახმარების გაწევა და ერთობლივი საინტერესო პროექტის შეთავაზება. მეგობრული და მომხიბვლელი ხართ, ადვილად გაიჩენთ ახალ ნაცნობებს. ღირს იმ საქმეებსა და გეგმებს დაუბრუნდეთ, რომლებიც გადადებული გქონდათ.
ლომი
იღბლიანი დღეა. შეძლებთ სასურველ შედეგებს მიაღწიოთ ნებისმიერ ბიზნესში, რომელსაც წამოიწყებთ, თუნდაც ყველაზე რთულ საქმეში. პოულობთ ადამიანებს, რომლებიც დაეხმარებიან. მოგზაურობები კარგია, მათ შორის დაუგეგმავიც. შესაძლებელია საინტერესო ნაცნობები, არ არის გამორიცხული საბედისწერო შეხვედრები.
ქალწული
ხელსაყრელი დღეა შოპინგისთვის. თანამოაზრეებთან ურთიერთობა ნაყოფიერი იქნება, შეგიძლიათ შეთანხმდეთ ნებისმიერ ერთობლივ საქმეზე – შემოქმედებითი პროექტებით დაწყებული, გართობითა და მოგზაურობით დამთავრებული. რომანტიკული პაემნები კარგად ჩაივლის, საყვარელ ადამიანთან ერთად დროს რომანტიკულად გაატარებთ.
სასწორი
დღე იდეალურია დასვენებისთვის. გაგახარებთ საინტერესო მოგზაურობა და სასიამოვნო შეხვედრები. შესაძლებელია ძველ ნაცნობებთან შეხვედრები, მეგობრების გარემოცვაში შესანიშნავ დროს გაატარებთ. დღე არ არის შესაფერისი სამუშაოსთვის ან რაიმე საპასუხისმგებლო საქმისთვის. კონცენტრირება გაგიჭირდებათ, დიდია უყურადღებობის გამო შეცდომების დაშვების ალბათობა.
მორიელი
მიზანშეწონილია იყოთ უფრო ეკონომიური და შემოიფარგლოთ მცირე შესყიდვებით. კარგი დღეა დასვენებისა და დროის გასატარებლად მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.
მშვილდოსანი
დღე შესაფერისია სამსახურთან, ბიზნესთან, კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და გადასაჭრელად. კარგად ეწყობით საყვარელ ადამიანებს, ერთი შეხედვით გესმის მათი, ვინც თქვენთვის ძვირფასია. უმჯობესია არ იჩქაროთ რომანტიკული ურთიერთობის დაწყება.
თხის რქა
შეიძლება უთანხმოება წარმოიშვას საყვარელ ადამიანებთან. უნდა იყოთ ტაქტიანი და დელიკატური, რათა თავიდან აიცილოს ოჯახური კონფლიქტები. დღის მეორე ნახევარში სიტუაცია შეიცვლება უკეთესობისკენ. შესაძლებელია სასიამოვნო სიურპრიზები, მოულოდნელი საჩუქრები. შეგიძლიათ შეიძინოთ ანტიკვარიატი და ხელოვნების ნიმუშები.
მერწყული
სირთულეები შეიძლება წარმოიშვას, მათთვის, ვისაც უყვარს გეგმების შედგენა და ოცნება, ვიდრე კონკრეტული საქმეების კეთება და პრაქტიკული საკითხების გადაჭრა. დღის მეორე ნახევარი უფრო წარმატებული იქნება, კარგ დროს გაატარებთ საყვარელ ადამიანებთან ერთად.
თევზი
ხელსაყრელი დღე. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, გახადოთ ის უკეთესი და სასიამოვნო. მიიღებთ საჩუქრებს, ფულს. პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ნუ შეგეშინდებათ ინიციატივის გამოვლენა. გულითადი საუბრები ძველ მეგობართან ან საყვარელ ადამიანთან განწყობას გაგიუმჯობესებთ.