ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:08-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 20:22-ზე
ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, - აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
ვერძი: წვრილ-წვრილი საქმეები გექნებათ მოსაგვარებელი, რაც ნერვების მოთოკვას და ყურადღებას მოითხოვს თქვენგან. საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები მშვიდობიანად ჩაატარეთ.
კურო: მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული პროექტების დასრულებას; იმ საქმეების მოგვარებას, რამაც მატერიალური მდგომარეობა უნდა გაგიუმჯობესოთ. სასიამოვნო ამბებს შეიტყობთ.
ტყუპი: სამსახურში თქვენი საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინოთ. საქმიანი შეხვედრების დღეა, იყავით დაკვირვებული. ნუ გარისკავთ ფინანსებით, ოქროს ზოდებსაც რომ დაგპირდნენ.
კირჩხიბი: აქტიური და ენერგიული ხართ. იყავით მზად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. რთულ საკითხებსაც კი იოლად მოაგვარებთ და კოლეგების სიმპათიას დაიმსახურებთ.
ლომი: საინტერესო შეხვედრების დღეა, დაიმეგობრებთ საინტერესო ადამიანებს. გაიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას. ნუ ეტყვით უარს გამოცდილ კოლეგებს, თუ დახმარებას შემოგთავაზებენ.
ქალწული: გავლენიან და წარმატებული ადამიანებისგან ბევრს ისწავლით. ახლობლებისგან მზრუნველობას იგრძნობთ. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა და ფლირტი გელოდებათ. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ.
სასწორი: სწრაფად და დაკვირვებულად იმოქმედეთ, დაასრულეთ საქმეები, რათა საღამო საინტერესო ადამიანებთან ერთად, მხიარულ გარემოში გაატარეთ. მოერიდეთ იმ საკვების მიღებას, რამაც შეიძლება ალერგია გამოწვიოს.
მორიელი: დაკვირვებით აირჩიეთ საქმიანი პარტნიორი, ვისთანაც მომავალში აპირებთ თანამშრომლობას. დაკვირვებით გააფორმეთ ოფიციალური და ფინანსური დოკუმენტები. ნუ იკამათებთ საყვარელ ადამიანთან.
მშვილდოსანი: მოგინდებათ ახალი საქმეების დაწყება, საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესება. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. საღამო დაუთმეთ სამომავლო პროექტების ჩამოწერას.
თხის რქა: იყავით მიზანმიმართული და შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ. სამსახურში მეტად გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას.
მერწყული: საქმიანი შეხვედრების დრო არ გირჩევთ პარტნიორებისთვის საკუთარი აზრის ჯიუტად მტკიცებას, იყავით დიპლომატიური. ამით აიცილებთ კონფლიქტს. საღამო გამოითავისუფლეთ მეგობრებთან შესახვედრად.
თევზები: დაგეგმეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და საქმეები. იყავით დაკვირვებული, მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა თვითგანვითარებისთვის. საღამო მეგობრებთან ერთად სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.