პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

25

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 08:09-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:36-დან კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. აგრეთვე, დასვენებისა და შიმშილისთვის. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2021 წელს სიყვარულში დიდი გამართლება ელით - სასიყვარულო ასტროპროგნოზი 12-ვე ნიშნისთვის
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2021 წელს სიყვარულში დიდი გამართლება ელით - სასიყვარულო ასტროპროგნოზი 12-ვე ნიშნისთვის

ყვე­ლა შეყ­ვა­რე­ბულ და და­ო­ჯა­ხე­ბულ ადა­მი­ანს ხა­რის წელი ბედ­ნი­ე­რე­ბა­სა და ურ­თი­ერ­თგა­გე­ბას ჰპირ­დე­ბა თა­ვის რჩე­ულ­თან. თუმ­ცა, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის სწო­რად წარ­მარ­თვაც უნდა შე­გეძ­ლოთ, კავ­ში­რი რომ გა­ამ­ყა­როთ და შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან და ბავ­შვებ­თან. ნუ და­ი­ვი­წყებთ ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ებს, მე­ტად იზ­რუ­ნეთ შვი­ლებ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით, თი­ნე­ი­ჯე­რე­ბე­ზე. თუ ისი­ნი თქვენ­გან შორს ცხოვ­რო­ბენ ან სწავ­ლო­ბენ, და­ეხ­მა­რეთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად. ზედ­მე­ტი ტვი­ნის ბურ­ღვის გა­რე­შე ას­წავ­ლეთ ჭკუა. ეცა­დეთ, აუ­მაღ­ლოთ თვით­შე­ფა­სე­ბა. და­ეხ­მა­რეთ, რომ თა­ნა­ტო­ლებ­ზე უკე­თე­სი გახ­დეს.

  • სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ვერ­ძის­თვის

რო­მან­ტი­კუ­ლი გრძნო­ბე­ბის ტყვე­ობ­ში იქ­ნე­ბით. შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი და­გიბ­რუნ­დეთ. გრძნო­ბამ ახა­ლი ძა­ლით იფეთ­ქოს და დი­ლე­მის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდეთ - მო­მა­ვალ­ში მე­გობ­რე­ბად დარ­ჩეთ, თუ გა­აგ­რძე­ლოთ ვნე­ბი­ა­ნი რო­მა­ნი. თუ წინა ურ­თი­ერ­თო­ბამ ჭკუა ვერ გას­წავ­ლათ, ორ­ჯერ უნდა და­ფიქ­რდეთ, იგი­ვე შეც­დო­მე­ბი რომ არ და­უშ­ვათ.

რაც შე­ე­ხე­ბა მარ­ტო­ხე­ლებს, სა­სი­ა­მოვ­ნო ნაც­ნო­ბო­ბაც გე­ლით და და­უ­ვი­წყა­რი პა­ემ­ნე­ბიც. ისეთ ადა­მი­ანს გა­იც­ნობთ, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს თქვენს გე­მოვ­ნე­ბას. მაგ­რამ თქვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა.

გა­ზა­ფხულ­ზე რო­მან­ტი­კულ და ამაღ­ლე­ბულ გან­წყო­ბა­ზე იქ­ნე­ბით. შე­იძ­ლე­ბა მე­გობ­რულ-რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ა­ბათ ადა­მი­ან­თან, ვინც ადრე არ მოგ­წონ­დათ. ეცა­დეთ, იუ­მო­რით შე­ხე­დოთ ყვე­ლა­ფერს, მე­ტად დატ­კბით ფლირ­ტით. გაფრ­თხილ­დით, მო­შურ­ნე­ებს ნუ გა­უმ­ხელთ თქვენს საგ­მი­რო საქ­მე­ებს, რათა "თვა­ლი არ გე­ცეთ".

მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის­გან გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით ყუ­რა­დღე­ბი­თა და მზრუნ­ვე­ლო­ბით. წელს სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე არ დარ­ჩე­ბით. თუ მყა­რი კავ­ში­რის შექ­მნა გსურთ კონ­კრე­ტულ ადა­მი­ან­თან, სხვებ­თან კავ­ში­რი უნდა გა­წყვი­ტოთ. ნუ­ღარ გა­ე­კი­დე­ბით ყვე­ლას, ვინც თვალს ჩა­გი­პა­ჭუ­ნებთ და წუ­თი­ე­რი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის ნუ და­კარ­გავთ იმას, ვინც ნამ­დვილ სიყ­ვა­რულს გპირ­დე­ბათ.

წლის ბო­ლოს აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბის გამო ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან, თუ არ გსურთ, სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ე­ბი მარ­ტო­ო­ბა­ში გა­ა­ტა­როთ. თქვენს მე­წყვი­ლეს და­ო­ჯა­ხე­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა სურს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, თქვენ კი ჯერ ამის­თვის მზად არ ხართ. ემო­ცი­ე­ბი რომ და­ცხრე­ბა, მშვი­დად აუხ­სე­ნით თქვე­ნი პო­ზი­ცია. მთა­ვა­რია, თა­ვად არ გა­მო­იწ­ვი­ოთ პარტნი­ო­რი პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე. კონ­ფლიქ­ტე­ბის­გან შე­ი­კა­ვეთ თავი და­წყვი­ლე­ბულ­მა ნიშ­ნებ­მაც. გან­სა­კუთ­რე­ბით როცა საქ­მე ფი­ნან­სებს ეხე­ბა.

  • სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი კუ­როს­თვის

იყა­ვით მზად ახა­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის. თუ ზედ­მე­ტად სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი იქ­ნე­ბით, შე­იძ­ლე­ბა იმე­დი გა­გიც­რუვ­დეთ ჯერ სა­კუ­თარ თავ­ში და შემ­დეგ პარტნი­ორ­ში. ეცა­დეთ, რე­ა­ლუ­რად შე­ა­ფა­სოთ მოვ­ლე­ნე­ბი, სა­კუ­თა­რი თა­ვიც და მო­თხოვ­ნე­ბიც. თუ ადა­მი­ა­ნი მოგ­წონთ, ნუ და­ი­შუ­რებთ მის­თვის კომ­პლი­მენ­ტე­ბის თქმას, გა­მო­უ­ტყდით სიყ­ვა­რულ­ში. სხვა­თა შო­რის, და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­საც გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, თუ, რა თქმა უნდა, თა­ვად იაქ­ტი­უ­რებთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პარტნი­ო­რიც თა­ნახ­მა იქ­ნე­ბა, უმე­ტე­სო­ბა წერ­ტილს და­უს­ვამს არ­სე­ბულ კავ­შირს, რო­მელ­საც მო­მა­ვალ­ში გან­ვი­თა­რე­ბის შან­სი არა აქვს.

ზო­გი­ერ­თი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა მიხ­ვდეს, რომ შეც­დო­მა და­უშ­ვა მე­უღ­ლის არ­ჩე­ვა­ში. ეს და­სა­ნა­ნი და ორი­ვეს­თვის რთუ­ლად გა­და­სა­ტა­ნი იქ­ნე­ბა. იყა­ვით გუ­ლახ­დი­ლი პარტნი­ორ­თან, მო­ე­რი­დეთ ჩხუბს, რაც სა­ბო­ლო­ოდ და­გინ­გრევთ ნერ­ვებს. 2021 წელს გირ­ჩევთ, შვიდ­ჯერ და­ფიქ­რდეთ, სა­ნამ კონ­კრე­ტულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებთ. ნუ იქ­ნე­ბით ზედ­მე­ტად ამ­ბი­ცი­უ­რი და ამა­ყი. ფუ­ლის გამო საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ნუ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბით; ფი­ნან­სურ სა­კი­თხებს მო­აგ­ვა­რებთ, სიყ­ვა­რულს და ერ­თმა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მას კი ვე­ღარ აღიდ­გენთ.

ზა­ფხულ­ში ამო­სუნ­თქვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ. უმე­ტე­სო­ბა თავს ახალ­გაზ­რდუ­ლად და მხნედ იგ­რძნობს. რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, გა­ა­ბათ ახა­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი კავ­ში­რე­ბი. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თო ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბა გა­და­წყვი­ტონ. თუ კო­მერ­ცი­ულ სა­კი­თხებ­ში კარ­გად ერ­კვე­ვით, სა­ერ­თო საქ­მე კი­დევ უფრო გა­გა­ერ­თი­ა­ნებთ.

ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კუ­რო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა და­ქორ­წი­ნე­ბას გა­და­წყვეტს. სა­ნამ ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბიჯს გა­დად­გამთ, კარ­გად და­ფიქ­რდით, კარ­გად იც­ნობთ თქვენს მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს, ის რა­მეს ხომ არ გი­მა­ლავთ, რამე სა­ეჭ­ვო ხომ არ გა­ფიქ­რებთ?..

ნო­ემ­ბერ­სა და დე­კემ­ბერ­ში სით­ბო და ჩა­ხუ­ტე­ბა მო­გინ­დე­ბათ და გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, და­უბ­რუნ­დეთ ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულს. ზო­გი­ერ­თი კი თა­ვით გა­და­ეშ­ვე­ბა რო­მან­ტი­კულ თავ­გა­და­სა­ვალ­ში.

  • სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ტყუ­პის­თვის

2021 წელს მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ, რომ სა­ქა­ნე­ლა­ზე ზი­ხართ. ხან ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბით პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რი სი­ახ­ლე­ე­ბით და ხან, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­ახ­ლოთ ურ­თი­ერ­თო­ბა ძველ პარტნი­ორ­თან და მი­ი­ღოთ სე­რი­ო­ზუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლი. გა­და­ხე­დეთ თქვენს ცხოვ­რე­ბას. ახლა თქვენ­თვის მთა­ვა­რია, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ სუ­ლი­ე­რი ჰარ­მო­ნია. არ მის­ცეთ ემო­ცი­ებს უფ­ლე­ბა, რომ ბა­ლან­სი და­გირ­ღვი­ოთ. ეცა­დეთ ჰარ­მო­ნი­უ­ლი იყოთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მარ­თაც. არც მას მო­უ­შა­ლოთ ნერ­ვე­ბი თქვე­ნი ქა­რაფ­შუ­ტუ­ლო­ბის გამო. იყა­ვით აკუ­რა­ტუ­ლი, რათა არ და­არ­ღვი­ოთ არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რი. გახ­სოვ­დეთ, ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად მე­ო­რე შან­სი შე­იძ­ლე­ბა დიდი ხანი აღარ მო­გე­ცეთ.

თა­ვა­დაც იცით, რომ მუდ­მი­ვი არ ხართ, ცვა­ლე­ბა­დო­ბა გა­ხა­სი­ა­თებთ და გა­და­ხე­დეთ თქვენს შე­ხე­დუ­ლე­ბებს, რათა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ ლა­მა­ზი და მყა­რი კავ­ში­რი. ეცა­დეთ, მე­ტად ენ­დოთ პარტნი­ორს, ნუ შე­ა­და­რებთ სხვებს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, და­შო­რე­ბის შემ­დეგ თქვენ­თან მე­გობ­რო­ბა­ზეც უარს იტყვის.

2021 წელს აუ­ცი­ლებ­ლად გა­გი­მარ­თლებთ მარ­ტო­ხე­ლებს, "მე­ო­რე ნა­ხე­ვარს" შეხ­ვდე­ბით. მის­გან იგ­რძნობთ იმ კავ­შირს, რის გა­მოც ერ­თად წლებს გა­ა­ტა­რებთ ბედ­ნი­ე­რად.

და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლებს ზა­ფხულ­ში სურ­ვი­ლე­ბი აგის­რულ­დე­ბათ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პე­რი­ო­დუ­ლად წა­კინ­კლავ­დე­ბით, კომ­პრო­მისს მარ­ტი­ვად გა­მო­ნა­ხავთ. მთა­ვა­რია, ერ­თმა­ნე­თის შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე არ გა­დახ­ვი­დეთ. ზოგ­ჯერ გუ­ლახ­დი­ლი სა­უ­ბა­რი ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბას გა­და­გა­ლახ­ვი­ნებთ.

შე­მოდ­გო­მა­ზე მშვი­დი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე გახ­დე­ბით პარტნი­ო­რის მი­მართ. მო­გე­ცე­მათ ერ­თად გან­ვი­თა­რე­ბის შან­სი. თუმ­ცა, გახ­სოვ­დეთ, რომ ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა მუდ­მი­ვად თქვენ­გან უნდა მო­დი­ო­დეს. ხარს სურს, თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რულ იყოთ მის მი­მართ. გა­ა­ნე­ბივ­როთ მზრუნ­ვე­ლო­ბით. ხში­რად გა­მო­ნა­ხოთ მის­თვის სა­ნუ­გე­შო სი­ტყვე­ბი. მო­ინ­დო­მეთ, რომ მზი­ა­ნი შე­მოდ­გო­მა და­უ­ვი­წყა­რი გახ­დეს თქვე­ნი წყვი­ლის­თვის.

დე­კემ­ბერ­ში მარ­ტო­ხე­ლებს სა­სი­ა­მოვ­ნო ნაც­ნო­ბო­ბა და რო­მან­ტი­კულ თავ­გა­და­სა­ვალ­ში თა­ვით გა­დაშ­ვე­ბა გე­ლით. ამ კავ­ში­რის შემ­დეგ აღი­ა­რებთ, რომ სიყ­ვა­რუ­ლი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს. ის ყვე­ლა ძველ გა­ტა­ცე­ბას და­გა­ვი­წყებთ. ერ­თად სა­ინ­ტე­რე­სო და ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა გე­ლით. თუმ­ცა, თუ არ გაფრ­თხილ­დე­ბით, ამ ადა­მი­ან­საც და­კარ­გავთ.

  • სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი კირჩხი­ბის­თვის

შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ პარტნი­ო­რის არ გეს­მით, სხვა­დას­ხვა ენა­ზე სა­უბ­რობთ. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო კონ­ფლიქ­ტე­ბი და გან­შო­რე­ბე­ბი გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა. თუ კავ­ში­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გსურთ, უნდა და­აკ­ვირ­დეთ სი­ტყვებ­საც და ქმე­დე­ბებ­საც. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნდა იმოქ­მე­დოთ, ხან­და­ხან მა­ინც.

მარ­ტო­ხე­ლებს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის და­ლა­გე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ. შეხ­ვდე­ბით ადა­მი­ანს, რო­მელ­თან სუ­ლი­ერ სით­ბოს იგ­რძნობთ. თუ ადა­მი­ა­ნი გა­რეგ­ნუ­ლად თქვენს იდე­ა­ლებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, ნუ იტყვით მას­ზე უარს, სა­ნამ მის ში­ნა­გან სამ­ყა­როს რა გა­ეც­ნო­ბით. იყა­ვით რე­ა­ლის­ტუ­რი, მხო­ლოდ ვნე­ბის ან მხო­ლოდ ფუ­ლის გამო ნუ გა­და­წყვეტთ ვინ­მეს­თან ყოფ­ნას.

საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ ნუ იქ­ნე­ბით კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბი­ლი. არ ღირს ყვე­ლა­ფერ­ზე წუ­წუ­ნი. ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ. პარტნი­ორს ხში­რად უთხა­რით ის, რაც გა­ა­ხა­რებს მას. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თბი­ლი ემო­ცი­ე­ბი. ჰკი­თხეთ სა­კუ­თარ თავს: რა მსურს ამ კავ­ში­რის­გან, ადა­მი­ა­ნის­გან? თუ პა­სუხს მო­მენ­ტა­ლუ­რად ვერ გას­ცემთ, ეს თქვე­ნი ბედი არ ყო­ფი­ლა.

გა­ზა­ფხულ­ზე შე­იძ­ლე­ბა ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე რო­მა­ნიც კი გა­ა­ბათ. თავ­გა­და­სავ­ლე­ბი სრუ­ლი­ად და­გი­პყრობთ. სხვა­თა შო­რის, რაც უფრო მეტ დროს გა­ა­ტა­რებთ ერ­თად უჩ­ვე­უ­ლო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში, მით უკეთ გა­იც­ნობთ ერ­თმა­ნეთს. მერე კი ად­ვი­ლად მი­ი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ვინ აირ­ჩიო და გსურთ თუ არა ამა ადა­მი­ანს და­უ­კავ­ში­როთ თქვე­ნი ბედი.

და­წყვი­ლე­ბუ­ლებ­მა ძა­ლი­ან უნდა მო­ით­მი­ნოთ, და­შო­რე­ბა რომ აი­ცი­ლოთ. ზოგ­ჯერ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხის ქვეშ მო­გი­წევთ ყოფ­ნა. კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღოთ: დარ­ჩეთ ერ­თად თუ და­შორ­დეთ. "ნახ­ვამ­დის" თქმა ად­ვი­ლია, მაგ­რამ ჯერ ურ­თი­ერ­თო­ბის ყვე­ლა პლუს-მი­ნუ­სი აწონ-და­წო­ნეთ, მო­მა­ვალ­ში წარ­სულ­ზე ფიქ­რმა რომ არ გა­გა­წა­მოთ.

მარ­ტო­ხე­ლებს თეთ­რი ხარი და­უ­ვი­წყარ შეხ­ვედ­რებს გპირ­დე­ბათ. ეცა­დეთ, სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის მუ­დამ მიმ­ზიდ­ვე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო იყოთ.

  • სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ლო­მე­ბის­თვის

ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო პე­რი­ო­დი და­გიდ­გათ, თქვე­ნი გრძნო­ბე­ბის ღიად გა­მო­ხატ­ვას შეძ­ლებთ. ყვე­ლა­ზე პრე­ტენ­ზი­უ­ლი ლო­მიც კი იპო­ვის თა­ვის სა­სურ­ველ პარტნი­ორს და გა­ა­ნე­ბივ­რებს თბი­ლი და ტკბი­ლი მოქ­ცე­ვით. მარ­ტო­ხე­ლებს სა­სი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყა­ვით გულ­წრფე­ლი და მხო­ლოდ და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი გა­მო­ხა­ტეთ. სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს ისე მი­ი­ზი­დავთ, რო­გორც თაფლს ფუტ­კა­რი. ერთი სი­ტყვით, ხა­რის წელი, და­უ­ვი­წყა­რი რო­მა­ნე­ბით და­გა­სა­ჩუქ­რებთ.

და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მე­უღ­ლეს­თან. ჯერ მისი პრე­ტენ­ზი­ე­ბი მო­ის­მი­ნეთ და მერე სა­კუ­თა­რი წა­მო­ა­ყე­ნეთ. თუ ხვდე­ბით, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ვნე­ბის ალმა იკლო, იზ­რუ­ნეთ მის გაღ­ვი­ვე­ბა­ზე. გა­ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნეთ ინ­ტი­მუ­რი ცხოვ­რე­ბა. თუნ­დაც, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ფსი­ქო­ლოგ­თან გა­ი­რეთ კონ­სულ­ტა­ცია. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, თქვე­ნი ქა­რაფ­შუ­ტუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით აპ­რილ­ში გან­ქორ­წი­ნე­ბას და­ე­ლო­დეთ. უმ­ნიშ­ვნე­ლო უსი­ა­მოვ­ნე­ბას ხელ­ჩარ­თულ ბრძო­ლა­სა და ჭურ­ჭლის ლეწ­ვა­ში ნუ გა­დაზ­რდით.

ზა­ფხუ­ლის და­სა­წყის­ში და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს მე­უღ­ლის ღა­ლა­ტის­კენ გა­უ­წევთ გული. რა­საც სა­ში­ნე­ლი შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს. აგ­რეთ­ვე, არ გირ­ჩევთ, თქვე­ნი უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ მო­უყ­ვეთ ნა­თე­სა­ვებ­სა და მე­გობ­რებს. ენ­დეთ თქვენს მე­უღ­ლეს და ის­წავ­ლეთ ერ­თმა­ნე­თის მოს­მე­ნა. შე­მოდ­გო­მის და­სა­წყის­ში ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ნა­თე­სა­ვებ­თან. გან­სა­კუთ­რე­ბით, მე­უღ­ლის გამო. თუ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გაქვთ მი­სა­ღე­ბი, რჩე­ვა აუ­ცი­ლებ­ლად ჰკი­თხეთ მე­უღ­ლეს და ოჯა­ხის წევ­რებს. არ უღა­ლა­ტოთ თქვენს მო­რა­ლურ პრინ­ცი­პებს.

წლის ბო­ლოს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ბედ­ნი­ე­რე­ბას მი­აღ­წევთ. გან­სა­კუთ­რე­ბით მიმ­ზიდ­ვე­ლი იქ­ნე­ბით სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის. გა­და­ე­ხე­დეთ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ხდარ ცვლი­ლე­ბებს. მო­ე­რი­დეთ ჩახ­ლარ­თუ­ლო­ბა­სა და გა­ურ­კვევ­ლო­ბას. სიყ­ვა­რუ­ლი თა­ვად მო­გი­კა­კუ­ნებთ კარ­ზე, ეჭვი არ შე­გე­პა­როთ. მთა­ვა­რია, სა­კუ­თარ თავ­ში გა­ერ­კვეთ.

  • სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ქალ­წუ­ლის­თვის

და­უ­ვი­წყე­ბე­ლი შეხ­ვედ­რე­ბი­სა და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის წელი და­გიდ­გათ. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­უ­მარ­თლებთ მარ­ტო­ხე­ლა ნიშ­ნებს. თუმ­ცა, არ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან რო­მან­ტი­კას მოკ­ლე­ბულ­ნი. მარ­ტის და­სა­წყის­ში ცხოვ­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დე­ბა თქვენ­თვის. გაქ­რე­ბა ჩვე­უ­ლი დეპ­რე­სია და მო­წყე­ნი­ლო­ბა. რაც უფრო მე­ტად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით, მით მე­ტად მო­ი­ზი­დავთ სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რებს. ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­თან ნუ გა­ი­მე­ო­რებთ წარ­სულ შეც­დო­მებს. ნუ მო­გე­რი­დე­ბათ და მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი გრძნო­ბე­ბი. მე­უღ­ლეს­თან იყა­ვით გულ­წრფე­ლი და გუ­ლახ­დი­ლი სა­უბ­რი­სას.

ხა­რის წელ­ში ენერ­გი­უ­ლო­ბის მო­მა­ტე­ბას იგ­რძნობთ, მო­ი­მა­ტებს ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­მოვ­ლე­ნის სურ­ვი­ლიც. შე­ი­ძე­ბა სა­კუ­თარ თავ­ში ახა­ლი ნი­ჭიც კი აღ­მო­ა­ჩი­ნოთ. რაც სა­სარ­გებ­ლოდ აი­სა­ხე­ბა თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც. რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ რჩე­უ­ლის გვერ­დით. ხან­და­ხან სპონ­ტა­ნუ­რად უნდა იმოქ­მე­დოთ, ყვე­ლაფ­რის წი­ნას­წარ და­გეგ­მვა გა­გი­ჭირ­დე­ბათ.

შუა ზა­ფხუ­ლი­დან ქა­რაფ­შუ­ტულ გან­წყო­ბა­ზე დად­გე­ბით და სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მა­ნე­ბის გაბ­მა მო­გინ­დე­ბათ. თა­ნაც, ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მეს. ზო­გი­ერ­თი კი ოჯა­ხის შექ­მნას და შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნას გა­და­წყვეტს. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში რა­ღა­ცა­ზე თვა­ლის და­ხუჭ­ვა მო­გი­წევთ, რად­გან თქვენ­ნა­ირ რა­ცი­ო­ნა­ლურ და პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ან ადა­მი­ანს იშ­ვი­ა­თად მო­ძებ­ნით. გაქვთ შან­სი, რომ ზა­ფხულ­ში გა­იც­ნოთ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­ნაც მყარ ოჯახს შექ­მნით, ისეთს, რო­გორ­ზეც ოც­ნე­ბობ­დით.

წლის ბო­ლოს­კენ თა­ვი­სუფ­ლე­ბის სურ­ვი­ლი მო­გე­ძა­ლე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა და­გე­ძა­ბოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. თუმ­ცა, მოთ­მე­ნა ჯო­ბია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას. თუმ­ცა, თუ ხვდე­ბით, ინ­ტი­მუ­რი ცხოვ­რე­ბა მო­სა­წყე­ნი გა­გიხ­დათ და აღარც პარტნი­ო­რი გა­ხა­რებთ, შე­იძ­ლე­ბა კავ­ში­რის გა­წყვე­ტა გა­და­წყვი­ტოთ. წლის ბო­ლოს­თვის ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა და­შორ­დეს ადა­მი­ანს, ვის­თა­ნაც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა აკავ­ში­რებ­და.

  • სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი სას­წო­რის­თვის

თა­ვად უნდა იყოთ სა­კუ­თა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბის შემ­ქმნე­ლი. წყვილ­ში თა­ნას­წო­რო­ბა მო­გინ­დე­ბათ. ოჯახ­ში - ჰარ­მო­ნია და კე­თილ­დღე­ო­ბა. თქვენ აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევთ ყვე­ლა­ფერს, რის­კე­ნაც ის­წრაფ­ვით. მშობ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა გა­და­წყვეტს, კი­დევ ერთი (მე­სა­მე, მე­ო­თხე) შვი­ლი იყო­ლი­ოს. მარ­ტო­ხე­ლებს სტა­ტუ­სის შეც­ვლა მო­გინ­დე­ბათ, მყა­რი და მე­გობ­რუ­ლი ოჯა­ხის შექ­მნა. გან­სა­კუთ­რე­ბით, მათ, ვინც ცოტა ხნის წინ დარ­ჩით მარ­ტო.

გა­ზა­ფხუ­ლი რო­მან­ტიკ­სა და სა­სი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბებს მო­გი­ტანთ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. თუ არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გსურთ, ენას კბი­ლი უნდა და­ა­ჭი­როთ. ნუ მო­უყ­ვე­ბით ნა­თე­სა­ვებს, თუ რა ხდე­ბა თქვენს შო­რის. და­ი­ცა­ვით დის­ტან­ცია თქვენ­სა და იმ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, ვინც თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ცდი­ლობს ჩა­რე­ვას.

გა­ზა­ფხულ­ზე მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით მოგ­ზა­უ­რო­ბის ან მივ­ლი­ნებს დროს. გრძნო­ბა იქ­ნე­ბა ძლი­ე­რი და გულ­წრფე­ლი. შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­ახ­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმ ადა­მი­ან­თან, ვის­თა­ნაც სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა­ში იყა­ვით. გრძნო­ბე­ბი მის მი­მართ მას შემ­დეგ გა­გი­ახ­ლებ­ლად, როცა ის რთულ მო­მენ­ტში გვერ­დში და­გიდ­გე­ბათ.

ზა­ფხულ­ში გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პარტნი­ორ­თან. ვნე­ბა და რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რებს თქვენს კავ­შირს. ეცა­დეთ, თქვე­ნი ამ­ბე­ბი არა­ვის მო­უყ­ვეთ. თუმ­ცა, ხან­და­ხან ნურც საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან იქ­ნე­ბით გუ­ლახ­დი­ლი. ზა­ფხულ­ში­ვე შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდეთ ადა­მი­ანს, რო­მელ­თა­ნაც ადრე რო­მა­ნი გქონ­დათ. ნუ გა­ნა­ახ­ლებთ ურ­თი­ერ­თო­ბას, თუ ისევ იმ სცე­ნა­რით უნდა გან­ვი­თარ­დეს, რის გა­მოც და­შორ­დით. აგ­ვის­ტოს ბო­ლოს და­უ­ვი­წყა­რი რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით.

თუ პარტნი­ო­რის მი­მართ ცი­ნი­კუ­რი იქ­ნე­ბით, ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ურ­თი­ერ­თო­ბა და­გე­ძა­ბე­ბათ და მარ­ტოდ დარ­ჩე­ნის სა­შიშ­რო­ე­ბა და­გე­მუქ­რე­ბათ. სი­მარ­თლის თქმა მუ­დამ კარ­გს არ მო­გი­ტანთ. შე­იც­ვა­ლეთ უკე­თე­სო­ბის­კენ, რომ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს თქვენ მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი და ნდო­ბა გა­უჩ­ნდეს.

  • სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი მო­რი­ე­ლე­ბის­თვის

გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორ­თან. ეს უფრო შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს ეხე­ბათ. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს შო­რის მო­ი­მა­ტებს გა­ურ­კვევ­ლო­ბა, კა­მა­თი. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში კი და­შო­რე­ბის სურ­ვი­ლიც. ნაკ­ლე­ბი პრე­ტენ­ზი­ე­ბი წა­მო­ა­ყე­ნეთ და მე­ტად იზ­რუ­ნეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­ზე. ეჭ­ვი­ა­ნო­ბა და კონ­ფლიქ­ტი კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ. გან­სა­კუთ­რე­ბით, გა­ზა­ფხულ­ზე.

მარ­ტო­ხე­ლებს მარ­ტში რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­წყე­ბა და ბედ­ნი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბა მო­გინ­დე­ბათ. იყა­ვით პო­ზი­ტი­უ­რი, მზრუნ­ვე­ლი პარტნი­ო­რის მი­მართ. და­აკ­ვირ­დით ნათ­ქვამს, რათა ადა­მი­ანს გული არ ატ­კი­ნოთ. თუ ერ­თჭერ­ქვეშ ცხოვ­რობთ, გა­მო­ნა­ხეთ დრო სა­ო­ჯა­ხო და სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის. გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეთ ბინა ძველ­მა­ნე­ბის­გან. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი და თაფ­ლობს თვე მო­ი­წყოს. ზოგ­მა კი და­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტოს.

იყა­ვით რე­ა­ლის­ტუ­რი და თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი, მაგ­რამ ხან­მოკ­ლე რო­მა­ნის გამო ნუ და­ინ­გრევთ წლო­ბით აწყო­ბილ ურ­თი­ერ­თო­ბას.

ზა­ფხულ­ში ფი­ნან­სე­ბის გამო ნუ და­ძა­ბავთ მდგო­მა­რე­ო­ბას მე­უღ­ლეს­თან. ერ­თად და მშვი­დად მო­აგ­ვა­რეთ ყვე­ლა რთუ­ლი სა­კი­თხი. არ გირ­ჩევთ ყო­ფი­ლებ­თან შე­რი­გე­ბას, ან მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ნახ­ლე­ბას. წარ­სუ­ლი წყე­ნა არას­დროს მოგ­ცემთ ბედ­ნი­ე­რი მო­მავ­ლის შექ­მნის იმედს. ზო­გი­ერ­თმა და­ქორ­წი­ნე­ბულ­მა ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა გან­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტოს. მარ­ტო­ხე­ლებ­მა კი ურ­თი­ერ­თო­ბის და­კა­ნო­ნე­ბა.

წლის ბო­ლოს ცვლი­ლე­ბე­ბის მო­რევ­ში გა­და­ეშ­ვე­ბით. გაფრ­თხილ­დით, ემო­ცი­ებს აყო­ლილ­მა არ გა­ი­ფუ­ჭოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მე­წყვი­ლეს­თან. არ მის­ცეთ თავს უფ­ლე­ბა, რომ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო თე­მე­ბი­სა და ფუ­ლის გამო და­უ­პი­რის­პირ­დეთ მე­უღ­ლეს. მოთ­მი­ნე­ბით აღი­ჭურ­ვეთ, და­ი­ვი­წყეთ წყე­ნა და მხო­ლოდ კარ­გზე გა­ა­მახ­ვი­ლეთ ყუ­რა­დღე­ბა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დასავლეთ საქართველოში სტიქიაა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცი დაიღუპა
ავტორი:

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2021 წელს სიყვარულში დიდი გამართლება ელით - სასიყვარულო ასტროპროგნოზი 12-ვე ნიშნისთვის

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2021 წელს სიყვარულში დიდი გამართლება ელით - სასიყვარულო ასტროპროგნოზი 12-ვე ნიშნისთვის

ყველა შეყვარებულ და დაოჯახებულ ადამიანს ხარის წელი ბედნიერებასა და ურთიერთგაგებას ჰპირდება თავის რჩეულთან. თუმცა, პრიორიტეტების სწორად წარმართვაც უნდა შეგეძლოთ, კავშირი რომ გაამყაროთ და შეინარჩუნოთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ნათესავებთან და ბავშვებთან. ნუ დაივიწყებთ ოჯახურ ტრადიციებს, მეტად იზრუნეთ შვილებზე. განსაკუთრებით, თინეიჯერებეზე. თუ ისინი თქვენგან შორს ცხოვრობენ ან სწავლობენ, დაეხმარეთ მატერიალურად. ზედმეტი ტვინის ბურღვის გარეშე ასწავლეთ ჭკუა. ეცადეთ, აუმაღლოთ თვითშეფასება. დაეხმარეთ, რომ თანატოლებზე უკეთესი გახდეს.

  • სასიყვარულო პროგნოზი ვერძისთვის

რომანტიკული გრძნობების ტყვეობში იქნებით. შეიძლება ყოფილი დაგიბრუნდეთ. გრძნობამ ახალი ძალით იფეთქოს და დილემის წინაშე აღმოჩნდეთ - მომავალში მეგობრებად დარჩეთ, თუ გააგრძელოთ ვნებიანი რომანი. თუ წინა ურთიერთობამ ჭკუა ვერ გასწავლათ, ორჯერ უნდა დაფიქრდეთ, იგივე შეცდომები რომ არ დაუშვათ.

რაც შეეხება მარტოხელებს, სასიამოვნო ნაცნობობაც გელით და დაუვიწყარი პაემნებიც. ისეთ ადამიანს გაიცნობთ, რომელიც სრულიად დააკმაყოფილებს თქვენს გემოვნებას. მაგრამ თქვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა.

გაზაფხულზე რომანტიკულ და ამაღლებულ განწყობაზე იქნებით. შეიძლება მეგობრულ-რომანტიკული ურთიერთობა გააბათ ადამიანთან, ვინც ადრე არ მოგწონდათ. ეცადეთ, იუმორით შეხედოთ ყველაფერს, მეტად დატკბით ფლირტით. გაფრთხილდით, მოშურნეებს ნუ გაუმხელთ თქვენს საგმირო საქმეებს, რათა “თვალი არ გეცეთ“.

მთელი წლის განმავლობაში საწინააღმდეგო სქესისგან განებივრებული იქნებით ყურადღებითა და მზრუნველობით. წელს სიყვარულის გარეშე არ დარჩებით. თუ მყარი კავშირის შექმნა გსურთ კონკრეტულ ადამიანთან, სხვებთან კავშირი უნდა გაწყვიტოთ. ნუღარ გაეკიდებით ყველას, ვინც თვალს ჩაგიპაჭუნებთ და წუთიერი სიამოვნებისთვის ნუ დაკარგავთ იმას, ვინც ნამდვილ სიყვარულს გპირდებათ.

წლის ბოლოს აზრთა სხვადასხვაობის გამო ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან, თუ არ გსურთ, სადღესასწაულო დღეები მარტოობაში გაატაროთ. თქვენს მეწყვილეს დაოჯახება და სტაბილურობა სურს ურთიერთობაში, თქვენ კი ჯერ ამისთვის მზად არ ხართ. ემოციები რომ დაცხრება, მშვიდად აუხსენით თქვენი პოზიცია. მთავარია, თავად არ გამოიწვიოთ პარტნიორი პროვოკაციაზე. კონფლიქტებისგან შეიკავეთ თავი დაწყვილებულმა ნიშნებმაც. განსაკუთრებით როცა საქმე ფინანსებს ეხება.

  • სასიყვარულო პროგნოზი კუროსთვის

იყავით მზად ახალი რომანტიკული ურთიერთობებისთვის. თუ ზედმეტად სენტიმენტალური იქნებით, შეიძლება იმედი გაგიცრუვდეთ ჯერ საკუთარ თავში და შემდეგ პარტნიორში. ეცადეთ, რეალურად შეაფასოთ მოვლენები, საკუთარი თავიც და მოთხოვნებიც. თუ ადამიანი მოგწონთ, ნუ დაიშურებთ მისთვის კომპლიმენტების თქმას, გამოუტყდით სიყვარულში. სხვათა შორის, დაქორწინებულებსაც გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება, თუ, რა თქმა უნდა, თავად იაქტიურებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ პარტნიორიც თანახმა იქნება, უმეტესობა წერტილს დაუსვამს არსებულ კავშირს, რომელსაც მომავალში განვითარების შანსი არა აქვს.

ზოგიერთი დაქორწინებული შეიძლება მიხვდეს, რომ შეცდომა დაუშვა მეუღლის არჩევაში. ეს დასანანი და ორივესთვის რთულად გადასატანი იქნება. იყავით გულახდილი პარტნიორთან, მოერიდეთ ჩხუბს, რაც საბოლოოდ დაგინგრევთ ნერვებს. 2021 წელს გირჩევთ, შვიდჯერ დაფიქრდეთ, სანამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებთ. ნუ იქნებით ზედმეტად ამბიციური და ამაყი. ფულის გამო საყვარელ ადამიანს ნუ დაუპირისპირდებით; ფინანსურ საკითხებს მოაგვარებთ, სიყვარულს და ერთმანეთის პატივისცემას კი ვეღარ აღიდგენთ.

ზაფხულში ამოსუნთქვის შესაძლებლობა მოგეცემათ. უმეტესობა თავს ახალგაზრდულად და მხნედ იგრძნობს. რაც საშუალებას მოგცემთ, გააბათ ახალი რომანტიკული კავშირები. შეყვარებულებმა შეიძლება საერთო ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტონ. თუ კომერციულ საკითხებში კარგად ერკვევით, საერთო საქმე კიდევ უფრო გაგაერთიანებთ.

ზაფხულის ბოლოს შეყვარებული კუროების უმეტესობა დაქორწინებას გადაწყვეტს. სანამ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ, კარგად დაფიქრდით, კარგად იცნობთ თქვენს მომავალ მეუღლეს, ის რამეს ხომ არ გიმალავთ, რამე საეჭვო ხომ არ გაფიქრებთ?..

ნოემბერსა და დეკემბერში სითბო და ჩახუტება მოგინდებათ და გამორიცხული არაა, დაუბრუნდეთ ყოფილ შეყვარებულს. ზოგიერთი კი თავით გადაეშვება რომანტიკულ თავგადასავალში.

  • სასიყვარულო პროგნოზი ტყუპისთვის

2021 წელს მოგეჩვენებათ, რომ საქანელაზე ზიხართ. ხან ბედნიერი იქნებით პირად ცხოვრებაში მომხდარი სიახლეებით და ხან, იმედგაცრუებული. შეიძლება განაახლოთ ურთიერთობა ძველ პარტნიორთან და მიიღოთ სერიოზული ცხოვრებისეული გაკვეთილი. გადახედეთ თქვენს ცხოვრებას. ახლა თქვენთვის მთავარია, შეინარჩუნოთ სულიერი ჰარმონია. არ მისცეთ ემოციებს უფლება, რომ ბალანსი დაგირღვიოთ. ეცადეთ ჰარმონიული იყოთ საყვარელი ადამიანის მიმართაც. არც მას მოუშალოთ ნერვები თქვენი ქარაფშუტულობის გამო. იყავით აკურატული, რათა არ დაარღვიოთ არსებული კავშირი. გახსოვდეთ, ნამდვილი სიყვარულის მოსაპოვებლად მეორე შანსი შეიძლება დიდი ხანი აღარ მოგეცეთ.

თავადაც იცით, რომ მუდმივი არ ხართ, ცვალებადობა გახასიათებთ და გადახედეთ თქვენს შეხედულებებს, რათა შეინარჩუნოთ ლამაზი და მყარი კავშირი. ეცადეთ, მეტად ენდოთ პარტნიორს, ნუ შეადარებთ სხვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაშორების შემდეგ თქვენთან მეგობრობაზეც უარს იტყვის.

2021 წელს აუცილებლად გაგიმართლებთ მარტოხელებს, "მეორე ნახევარს" შეხვდებით. მისგან იგრძნობთ იმ კავშირს, რის გამოც ერთად წლებს გაატარებთ ბედნიერად.

დაოჯახებულებს ზაფხულში სურვილები აგისრულდებათ. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად წაკინკლავდებით, კომპრომისს მარტივად გამონახავთ. მთავარია, ერთმანეთის შეურაცხყოფაზე არ გადახვიდეთ. ზოგჯერ გულახდილი საუბარი ყველა უსიამოვნებას გადაგალახვინებთ.

შემოდგომაზე მშვიდი და მოსიყვარულე გახდებით პარტნიორის მიმართ. მოგეცემათ ერთად განვითარების შანსი. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ურთიერთობის გაუმჯობესების ინიციატივა მუდმივად თქვენგან უნდა მოდიოდეს. ხარს სურს, თბილი და მოსიყვარულ იყოთ მის მიმართ. გაანებივროთ მზრუნველობით. ხშირად გამონახოთ მისთვის სანუგეშო სიტყვები. მოინდომეთ, რომ მზიანი შემოდგომა დაუვიწყარი გახდეს თქვენი წყვილისთვის.

დეკემბერში მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა და რომანტიკულ თავგადასავალში თავით გადაშვება გელით. ამ კავშირის შემდეგ აღიარებთ, რომ სიყვარული ნამდვილად არსებობს. ის ყველა ძველ გატაცებას დაგავიწყებთ. ერთად საინტერესო და ბედნიერი ცხოვრება გელით. თუმცა, თუ არ გაფრთხილდებით, ამ ადამიანსაც დაკარგავთ.

  • სასიყვარულო პროგნოზი კირჩხიბისთვის

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პარტნიორის არ გესმით, სხვადასხვა ენაზე საუბრობთ. განსხვავებული შეხედულებების გამო კონფლიქტები და განშორებები გარდაუვალი იქნება. თუ კავშირის შენარჩუნება გსურთ, უნდა დააკვირდეთ სიტყვებსაც და ქმედებებსაც. საყვარელი ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოთ, ხანდახან მაინც.

მარტოხელებს პირადი ცხოვრების დალაგების შესაძლებლობა მოგეცემათ. შეხვდებით ადამიანს, რომელთან სულიერ სითბოს იგრძნობთ. თუ ადამიანი გარეგნულად თქვენს იდეალებს არ შეესაბამება, ნუ იტყვით მასზე უარს, სანამ მის შინაგან სამყაროს რა გაეცნობით. იყავით რეალისტური, მხოლოდ ვნების ან მხოლოდ ფულის გამო ნუ გადაწყვეტთ ვინმესთან ყოფნას.

საყვარელი ადამიანის მიმართ ნუ იქნებით კრიტიკულად განწყობილი. არ ღირს ყველაფერზე წუწუნი. ასეთი დამოკიდებულება კარგს არაფერს მოგიტანთ. პარტნიორს ხშირად უთხარით ის, რაც გაახარებს მას. მეტად გამოავლინეთ თბილი ემოციები. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა მსურს ამ კავშირისგან, ადამიანისგან? თუ პასუხს მომენტალურად ვერ გასცემთ, ეს თქვენი ბედი არ ყოფილა.

გაზაფხულზე შეიძლება ერთდროულად რამდენიმე რომანიც კი გააბათ. თავგადასავლები სრულიად დაგიპყრობთ. სხვათა შორის, რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ ერთად უჩვეულო სიტუაციებში, მით უკეთ გაიცნობთ ერთმანეთს. მერე კი ადვილად მიიღებთ გადაწყვეტილებას, ვინ აირჩიო და გსურთ თუ არა ამა ადამიანს დაუკავშიროთ თქვენი ბედი.

დაწყვილებულებმა ძალიან უნდა მოითმინოთ, დაშორება რომ აიცილოთ. ზოგჯერ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოგიწევთ ყოფნა. კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ: დარჩეთ ერთად თუ დაშორდეთ. "ნახვამდის" თქმა ადვილია, მაგრამ ჯერ ურთიერთობის ყველა პლუს-მინუსი აწონ-დაწონეთ, მომავალში წარსულზე ფიქრმა რომ არ გაგაწამოთ.

მარტოხელებს თეთრი ხარი დაუვიწყარ შეხვედრებს გპირდებათ. ეცადეთ, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის მუდამ მიმზიდველი და საინტერესო იყოთ.

  • სასიყვარულო პროგნოზი ლომებისთვის

ყველაზე სასიამოვნო პერიოდი დაგიდგათ, თქვენი გრძნობების ღიად გამოხატვას შეძლებთ. ყველაზე პრეტენზიული ლომიც კი იპოვის თავის სასურველ პარტნიორს და გაანებივრებს თბილი და ტკბილი მოქცევით. მარტოხელებს სასიამოვნო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში. ურთიერთობაში იყავით გულწრფელი და მხოლოდ დადებითი ემოციები გამოხატეთ. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს ისე მიიზიდავთ, როგორც თაფლს ფუტკარი. ერთი სიტყვით, ხარის წელი, დაუვიწყარი რომანებით დაგასაჩუქრებთ.

დაქორწინებულებმა გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეუღლესთან. ჯერ მისი პრეტენზიები მოისმინეთ და მერე საკუთარი წამოაყენეთ. თუ ხვდებით, რომ ურთიერთობაში ვნების ალმა იკლო, იზრუნეთ მის გაღვივებაზე. გაამრავალფეროვნეთ ინტიმური ცხოვრება. თუნდაც, მეუღლესთან ერთად ფსიქოლოგთან გაირეთ კონსულტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ქარაფშუტული დამოკიდებულებით აპრილში განქორწინებას დაელოდეთ. უმნიშვნელო უსიამოვნებას ხელჩართულ ბრძოლასა და ჭურჭლის ლეწვაში ნუ გადაზრდით.

ზაფხულის დასაწყისში დაქორწინებულებს მეუღლის ღალატისკენ გაუწევთ გული. რასაც საშინელი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. აგრეთვე, არ გირჩევთ, თქვენი უსიამოვნებების შესახებ მოუყვეთ ნათესავებსა და მეგობრებს. ენდეთ თქვენს მეუღლეს და ისწავლეთ ერთმანეთის მოსმენა. შემოდგომის დასაწყისში ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ნათესავებთან. განსაკუთრებით, მეუღლის გამო. თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაქვთ მისაღები, რჩევა აუცილებლად ჰკითხეთ მეუღლეს და ოჯახის წევრებს. არ უღალატოთ თქვენს მორალურ პრინციპებს.

წლის ბოლოს პირად ცხოვრებაში ბედნიერებას მიაღწევთ. განსაკუთრებით მიმზიდველი იქნებით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის. გადაეხედეთ წლის განმავლობაში მომხდარ ცვლილებებს. მოერიდეთ ჩახლართულობასა და გაურკვევლობას. სიყვარული თავად მოგიკაკუნებთ კარზე, ეჭვი არ შეგეპაროთ. მთავარია, საკუთარ თავში გაერკვეთ.

  • სასიყვარულო პროგნოზი ქალწულისთვის

დაუვიწყებელი შეხვედრებისა და დასამახსოვრებელი მოვლენების წელი დაგიდგათ. განსაკუთრებით გაუმართლებთ მარტოხელა ნიშნებს. თუმცა, არ დაქორწინებულები იქნებიან რომანტიკას მოკლებულნი. მარტის დასაწყისში ცხოვრება გაცილებით მრავალფეროვანი და საინტერესო გახდება თქვენთვის. გაქრება ჩვეული დეპრესია და მოწყენილობა. რაც უფრო მეტად თავდაჯერებული იქნებით, მით მეტად მოიზიდავთ საიმედო პარტნიორებს. ახალგაცნობილებთან ნუ გაიმეორებთ წარსულ შეცდომებს. ნუ მოგერიდებათ და მეტად გამოავლინეთ თქვენი გრძნობები. მეუღლესთან იყავით გულწრფელი და გულახდილი საუბრისას.

ხარის წელში ენერგიულობის მომატებას იგრძნობთ, მოიმატებს ინიციატივის გამოვლენის სურვილიც. შეიძება საკუთარ თავში ახალი ნიჭიც კი აღმოაჩინოთ. რაც სასარგებლოდ აისახება თქვენს პირად ცხოვრებაზეც. რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ რჩეულის გვერდით. ხანდახან სპონტანურად უნდა იმოქმედოთ, ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა გაგიჭირდებათ.

შუა ზაფხულიდან ქარაფშუტულ განწყობაზე დადგებით და სასიყვარულო რომანების გაბმა მოგინდებათ. თანაც, ერთდროულად რამდენიმეს. ზოგიერთი კი ოჯახის შექმნას და შვილების გაჩენას გადაწყვეტს. ზოგიერთ შემთხვევაში რაღაცაზე თვალის დახუჭვა მოგიწევთ, რადგან თქვენნაირ რაციონალურ და პასუხისმგებლიან ადამიანს იშვიათად მოძებნით. გაქვთ შანსი, რომ ზაფხულში გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც მყარ ოჯახს შექმნით, ისეთს, როგორზეც ოცნებობდით.

წლის ბოლოსკენ თავისუფლების სურვილი მოგეძალებათ. შეიძლება დაგეძაბოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. თუმცა, მოთმენა ჯობია, მნიშვნელოვანი და გაუთვალისწინებელი ნაბიჯის გადადგმას. თუმცა, თუ ხვდებით, ინტიმური ცხოვრება მოსაწყენი გაგიხდათ და აღარც პარტნიორი გახარებთ, შეიძლება კავშირის გაწყვეტა გადაწყვიტოთ. წლის ბოლოსთვის ზოგიერთი შეიძლება დაშორდეს ადამიანს, ვისთანაც დიდი ხნის განმავლობაში სამოქალაქო ქორწინება აკავშირებდა.

  • სასიყვარულო პროგნოზი სასწორისთვის

თავად უნდა იყოთ საკუთარი ბედნიერების შემქმნელი. წყვილში თანასწორობა მოგინდებათ. ოჯახში - ჰარმონია და კეთილდღეობა. თქვენ აუცილებლად მიაღწევთ ყველაფერს, რისკენაც ისწრაფვით. მშობლების უმეტესობა გადაწყვეტს, კიდევ ერთი (მესამე, მეოთხე) შვილი იყოლიოს. მარტოხელებს სტატუსის შეცვლა მოგინდებათ, მყარი და მეგობრული ოჯახის შექმნა. განსაკუთრებით, მათ, ვინც ცოტა ხნის წინ დარჩით მარტო.

გაზაფხული რომანტიკსა და სასიამოვნო ცვლილებებს მოგიტანთ პირად ცხოვრებაში. თუ არსებული კავშირის შენარჩუნება გსურთ, ენას კბილი უნდა დააჭიროთ. ნუ მოუყვებით ნათესავებს, თუ რა ხდება თქვენს შორის. დაიცავით დისტანცია თქვენსა და იმ ადამიანებს შორის, ვინც თქვენს ცხოვრებაში ცდილობს ჩარევას.

გაზაფხულზე მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით მოგზაურობის ან მივლინებს დროს. გრძნობა იქნება ძლიერი და გულწრფელი. შეიძლება განაახლოთ დამოკიდებულება იმ ადამიანთან, ვისთანაც სამოქალაქო ქორწინებაში იყავით. გრძნობები მის მიმართ მას შემდეგ გაგიახლებლად, როცა ის რთულ მომენტში გვერდში დაგიდგებათ.

ზაფხულში გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება პარტნიორთან. ვნება და რომანტიკული თავგადასავალი კიდევ უფრო გააძლიერებს თქვენს კავშირს. ეცადეთ, თქვენი ამბები არავის მოუყვეთ. თუმცა, ხანდახან ნურც საყვარელ ადამიანთან იქნებით გულახდილი. ზაფხულშივე შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც ადრე რომანი გქონდათ. ნუ განაახლებთ ურთიერთობას, თუ ისევ იმ სცენარით უნდა განვითარდეს, რის გამოც დაშორდით. აგვისტოს ბოლოს დაუვიწყარი რომანტიკული ნაცნობობა გელით.

თუ პარტნიორის მიმართ ცინიკური იქნებით, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ურთიერთობა დაგეძაბებათ და მარტოდ დარჩენის საშიშროება დაგემუქრებათ. სიმართლის თქმა მუდამ კარგს არ მოგიტანთ. შეიცვალეთ უკეთესობისკენ, რომ საყვარელ ადამიანს თქვენ მიმართ სიყვარული და ნდობა გაუჩნდეს.

  • სასიყვარულო პროგნოზი მორიელებისთვის

გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. ეს უფრო შეყვარებულებს ეხებათ. დაქორწინებულებს შორის მოიმატებს გაურკვევლობა, კამათი. ზოგ შემთხვევაში კი დაშორების სურვილიც. ნაკლები პრეტენზიები წამოაყენეთ და მეტად იზრუნეთ საყვარელ ადამიანზე. ეჭვიანობა და კონფლიქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. განსაკუთრებით, გაზაფხულზე.

მარტოხელებს მარტში რომანტიკული ურთიერთობების დაწყება და ბედნიერების შეგრძნება მოგინდებათ. იყავით პოზიტიური, მზრუნველი პარტნიორის მიმართ. დააკვირდით ნათქვამს, რათა ადამიანს გული არ ატკინოთ. თუ ერთჭერქვეშ ცხოვრობთ, გამონახეთ დრო საოჯახო და სარემონტო სამუშაოებისთვის. გაათავისუფლეთ ბინა ძველმანებისგან. ზოგიერთმა შეიძლება რომანტიკული თავგადასავალი და თაფლობს თვე მოიწყოს. ზოგმა კი დაქორწინება გადაწყვიტოს.

იყავით რეალისტური და თავბრუდამხვევი, მაგრამ ხანმოკლე რომანის გამო ნუ დაინგრევთ წლობით აწყობილ ურთიერთობას.

ზაფხულში ფინანსების გამო ნუ დაძაბავთ მდგომარეობას მეუღლესთან. ერთად და მშვიდად მოაგვარეთ ყველა რთული საკითხი. არ გირჩევთ ყოფილებთან შერიგებას, ან მათთან ურთიერთობის განახლებას. წარსული წყენა არასდროს მოგცემთ ბედნიერი მომავლის შექმნის იმედს. ზოგიერთმა დაქორწინებულმა ზაფხულის ბოლოს შეიძლება განქორწინება გადაწყვიტოს. მარტოხელებმა კი ურთიერთობის დაკანონება.

წლის ბოლოს ცვლილებების მორევში გადაეშვებით. გაფრთხილდით, ემოციებს აყოლილმა არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება მეწყვილესთან. არ მისცეთ თავს უფლება, რომ საყოფაცხოვრებო თემებისა და ფულის გამო დაუპირისპირდეთ მეუღლეს. მოთმინებით აღიჭურვეთ, დაივიწყეთ წყენა და მხოლოდ კარგზე გაამახვილეთ ყურადღება. წაიკითხეთ სრულად

2021 წლის აღმოსავლური სასიყვარულო ასტროპროგნოზი - რომელი მარტოხელა ნიშნებისთვის იქნება იღბლიანი ხარის წელი

3 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას მომავალი არ აქვს და ტყუილად კარგავთ დროს

რას ითხოვს კაცი ქალისგან სინამდვილეში? - ნამდვილი მამაკაცის 13 დაუწერელი კანონი