მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვერძი მამაკაცი & სასწორი ქალი
ვერძი მამაკაცი & სასწორი ქალი

იდე­ა­ლუ­რი წყვი­ლი – მა­რი­ონ კო­ტი­ა­რი და გი­ი­ომ კანე

სას­წო­რი ქალი ისე მო­იქ­ცე­ვა, რომ ვერ­ძი მა­მა­კა­ცი თა­ვის გუ­ლის კარს სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­უ­ღებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვერ­ძი უხე­ში რკი­ნა და ფო­ლა­დია, სას­წო­რის ხელ­ში იგი პლას­ტე­ლი­ნი­ვით დამ­ყოლ ხდე­ბა. სას­წო­რი მას­ში ისეთ თვი­სე­ბებს ხე­დავს და აფა­სებს, რომ­ლებ­საც სხვე­ბი ვერც კი ამ­ჩნე­ვენ. ვერ­ძი უძ­ლუ­რია სას­წო­რის ქა­ლუ­რო­ბის, სექ­სუ­ა­ლუ­რი მი­ზი­დუ­ლო­ბის წი­ნა­შე. თა­ნაც, სას­წო­რი ქა­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ძა­ლი­ან ლა­მა­ზია, მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი ღი­მი­ლი აქვს. ვერ­ძი მა­მა­კა­ცი კი ამა­ყია, როცა მის მე­გო­ბარ ქალს მისი ძმა­კა­ცე­ბი შუ­რით აყო­ლე­ბენ თვალს.

როცა ტრფო­ბის ხანა გა­ივ­ლის, სას­წო­რი ქალი ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბის ზღვარ­ზე იქ­ნე­ბა. მას არ შე­უძ­ლია ვერ­ძი­ვით და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. ვერ­ძი კი მო­ი­თხოვს, რომ მისი მო­თხოვ­ნე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შეს­რულ­დეს. ურ­თი­ერ­თო­ბა მა­შინ დათ­ბე­ბა, როცა ვერ­ძი აღი­ა­რებს, რომ ეგო­ის­ტია და სა­კუ­თა­რი საქ­ცი­ე­ლის გამო ბო­დიშს მო­იხ­დის. სხვა­თა შო­რის, ვერძს არ უჭირს ბო­დი­შის მოხ­და და სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბის აღი­ა­რე­ბა. თუმ­ცა, აღი­ა­რე­ბა კი გა­მოს­დის, მაგ­რამ მათი გა­მოს­წო­რე­ბა – იშ­ვი­ა­თად.

Astrologia

ვერ­ძი გა­ო­ცე­ბას ვერ მა­ლავს, როცა მის გარ­შე­მო მყო­ფებს ისე­ვე მალე არ ავი­წყდე­ბათ წყე­ნა, რო­გორც მას. იგი დღე­ის მტრებს, ხვალ მე­გობ­რე­ბად გა­იხ­დის. მაგ­რამ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვერ­ძი სას­წორ­თან ეძებს ნუ­გეშ­სა და მხარ­და­ჭე­რას სა­მარ­თლი­ა­ნი სას­წო­რი კი ყვე­ლას თა­ვის ად­გილს მი­უ­ჩენს. გა­აფ­თრე­ბუ­ლი ვერ­ძი ვერ ხვდე­ბა, რომ დამ­ნა­შა­ვეა და სას­წორ­საც საყ­ვე­დუ­რე­ბით აავ­სებს: "თუ სხვის მხა­რეს იცავ, ე.ი. არ გიყ­ვარ­ვარ! რომ გიყ­ვარ­დე ჩემს მხა­რე­ზე იქ­ნე­ბო­დი!" სა­ნამ ვერ­ძი გაბ­რა­ზე­ბუ­ლია, უჭირს სი­ტუ­ა­ცი­ის ობი­ექ­ტუ­რად გა­აზ­რე­ბა. მე­ო­რე დღეს კი კრა­ვად გა­და­იქ­ცე­ვა.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, სას­წორ ქალს, დე­ლი­კა­ტუ­რად შე­უძ­ლია სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვა. მას იმ­დე­ნი ტვი­ნი ჰყოფ­ნის, რომ ნა­ტის ხელ­თათ­მან­ში და­მა­ლუ­ლი რკი­ნის მუშ­ტი არ მო­უქ­ნი­ოს რე­ა­ლო­ბა­და­კარ­გულ ვერძს. მთა­ვა­რია, ვერ­ძი არ მიხ­ვდეს, რომ მას სას­წო­რი მარ­თავს. მას არა­ვინ არ უნდა უკარ­ნა­ხოს რა გა­ა­კე­თოს, ის თა­ვი­სი ბე­დის მჭე­დე­ლია.

სას­წორ ქალს ძა­ლი­ან ახა­ლი­სებს კა­მა­თი. ნე­ბის­მი­ე­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გან­ხილ­ვა, რაც ძა­ლი­ან ხიბ­ლავს ვერძს. მას გული შე­უ­ღონ­დე­ბო­და ისე­თი ქა­ლის გვერ­დით, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერ­ში უსი­ტყვოდ და­ე­თან­ხმე­ბო­და. მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, რა სა­კითხს ეხე­ბა კა­მა­თი, ვერ­ძი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი უნდა იყოს. გა­მარ­ჯვე­ბის "მო­პო­ვე­ბა­ში" კი სას­წო­რი ქალი ეხ­მა­რე­ბა. როცა ვერ­ძი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, ის ამა­ყი და ბედ­ნი­ე­რია. პარტნი­ორს კი სი­ნა­ზით, სიყ­ვა­რუ­ლი­თა და ვნე­ბით აავ­სებს.

იგი ბედ­ნი­ე­რია, როცა ქალი, რო­მე­ლიც მას თავ­და­ვი­წყე­ბით უყ­ვარს, ამა­ყობს მი­სით, რჩე­ვას ეკი­თხე­ბა, პა­ტივს სცემს. როცა მის აზრს არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ან აიგ­ნო­რე­ბენ, იგი აის­ბერ­გი­ვით ცივი ხდე­ბა. სას­წო­რი ქალი უნდა ეცა­დოს, რომ მის გვერ­დით ვერ­ძი სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი, რო­მა­ნი­კუ­ლი, მგრძნო­ბი­ა­რე, ვნე­ბი­ა­ნი საყ­ვა­რე­ლი იყოს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ვერ­ძი ტი­რა­ნად იქ­ცე­ვა.

Astrologia

სას­წორ ქალ­ში ქა­ლუ­რო­ბა და სი­ნა­ზე მა­მა­კა­ცურ სიძ­ლი­ე­რე­სა და მი­ზან­სწრა­ფუ­ლო­ბას­თა­ნაა კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი. ეს წყვი­ლი ერ­თად იმ შემ­თხვე­ვა­ში შეძ­ლებს ბედ­ნი­ერ არ­სე­ბო­ბას, თუ დათ­მო­ბას ის­წავ­ლის. ვერ­ძიც და სას­წო­რიც – ლი­დე­რის ნიშ­ნე­ბია. მათ შო­რის მუდ­მი­ვი ბრძო­ლაა გა­ჩა­ღე­ბუ­ლი პირ­ვე­ლო­ბის­თვის. მათ უნდა ის­წავ­ლონ გვერ­დიგ­ვერდ სი­ა­რუ­ლი და არა უფ­როს-უმ­ცრო­სო­ბა. ეს ერ­თა­დერ­თი გზაა, რო­მე­ლიც მათ ერ­თმა­ნე­თის გუ­ლებ­თან მი­იყ­ვანს.

ვერძი მამაკაცი & სასწორი ქალი

ვერძი მამაკაცი & სასწორი ქალი

იდეალური წყვილი – მარიონ კოტიარი და გიიომ კანე

სასწორი ქალი ისე მოიქცევა, რომ ვერძი მამაკაცი თავის გულის კარს სიამოვნებით გაუღებს. მიუხედავად იმისა, რომ ვერძი უხეში რკინა და ფოლადია, სასწორის ხელში იგი პლასტელინივით დამყოლ ხდება. სასწორი მასში ისეთ თვისებებს ხედავს და აფასებს, რომლებსაც სხვები ვერც კი ამჩნევენ. ვერძი უძლურია სასწორის ქალურობის, სექსუალური მიზიდულობის წინაშე. თანაც, სასწორი ქალების უმრავლესობა ძალიან ლამაზია, მომაჯადოებელი ღიმილი აქვს. ვერძი მამაკაცი კი ამაყია, როცა მის მეგობარ ქალს მისი ძმაკაცები შურით აყოლებენ თვალს.

როცა ტრფობის ხანა გაივლის, სასწორი ქალი ნერვული აშლილობის ზღვარზე იქნება. მას არ შეუძლია ვერძივით დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილებები. ვერძი კი მოითხოვს, რომ მისი მოთხოვნები დაუყოვნებლივ შესრულდეს. ურთიერთობა მაშინ დათბება, როცა ვერძი აღიარებს, რომ ეგოისტია და საკუთარი საქციელის გამო ბოდიშს მოიხდის. სხვათა შორის, ვერძს არ უჭირს ბოდიშის მოხდა და საკუთარი შეცდომების აღიარება. თუმცა, აღიარება კი გამოსდის, მაგრამ მათი გამოსწორება – იშვიათად.

Astrologia

ვერძი გაოცებას ვერ მალავს, როცა მის გარშემო მყოფებს ისევე მალე არ ავიწყდებათ წყენა, როგორც მას. იგი დღეის მტრებს, ხვალ მეგობრებად გაიხდის. მაგრამ გაბრაზებული ვერძი სასწორთან ეძებს ნუგეშსა და მხარდაჭერას სამართლიანი სასწორი კი ყველას თავის ადგილს მიუჩენს. გააფთრებული ვერძი ვერ ხვდება, რომ დამნაშავეა და სასწორსაც საყვედურებით აავსებს: "თუ სხვის მხარეს იცავ, ე.ი. არ გიყვარვარ! რომ გიყვარდე ჩემს მხარეზე იქნებოდი!" სანამ ვერძი გაბრაზებულია, უჭირს სიტუაციის ობიექტურად გააზრება. მეორე დღეს კი კრავად გადაიქცევა.

საბედნიეროდ, სასწორ ქალს, დელიკატურად შეუძლია სიტუაციის განმუხტვა. მას იმდენი ტვინი ჰყოფნის, რომ ნატის ხელთათმანში დამალული რკინის მუშტი არ მოუქნიოს რეალობადაკარგულ ვერძს. მთავარია, ვერძი არ მიხვდეს, რომ მას სასწორი მართავს. მას არავინ არ უნდა უკარნახოს რა გააკეთოს, ის თავისი ბედის მჭედელია.

სასწორ ქალს ძალიან ახალისებს კამათი. ნებისმიერი სიტუაციის განხილვა, რაც ძალიან ხიბლავს ვერძს. მას გული შეუღონდებოდა ისეთი ქალის გვერდით, რომელიც ყველაფერში უსიტყვოდ დაეთანხმებოდა. მაგრამ მნიშვნელობა არა აქვს, რა საკითხს ეხება კამათი, ვერძი გამარჯვებული უნდა იყოს. გამარჯვების "მოპოვებაში" კი სასწორი ქალი ეხმარება. როცა ვერძი გამარჯვებულია, ის ამაყი და ბედნიერია. პარტნიორს კი სინაზით, სიყვარულითა და ვნებით აავსებს.

იგი ბედნიერია, როცა ქალი, რომელიც მას თავდავიწყებით უყვარს, ამაყობს მისით, რჩევას ეკითხება, პატივს სცემს. როცა მის აზრს არ ითვალისწინებენ ან აიგნორებენ, იგი აისბერგივით ცივი ხდება. სასწორი ქალი უნდა ეცადოს, რომ მის გვერდით ვერძი სენტიმენტალური, რომანიკული, მგრძნობიარე, ვნებიანი საყვარელი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერძი ტირანად იქცევა.

Astrologia

სასწორ ქალში ქალურობა და სინაზე მამაკაცურ სიძლიერესა და მიზანსწრაფულობასთანაა კომბინირებული. ეს წყვილი ერთად იმ შემთხვევაში შეძლებს ბედნიერ არსებობას, თუ დათმობას ისწავლის. ვერძიც და სასწორიც – ლიდერის ნიშნებია. მათ შორის მუდმივი ბრძოლაა გაჩაღებული პირველობისთვის. მათ უნდა ისწავლონ გვერდიგვერდ სიარული და არა უფროს-უმცროსობა. ეს ერთადერთი გზაა, რომელიც მათ ერთმანეთის გულებთან მიიყვანს.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?