მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვერძი ქალი & მორიელი მამაკაცი
ვერძი ქალი & მორიელი მამაკაცი

იდე­ა­ლუ­რი წყვი­ლი – ფერ­ჯი და ჯოშ დუ­ჰა­მე­ლი

მა­მა­კა­ცი მო­რი­ე­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ იგი მა­ღა­ლინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბაა, მუდ­მი­ვად ცხოვ­რე­ბის არ­სის ძი­ე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. იგი არა­სო­დეს კმა­ყო­ფილ­დე­ბა, ფაქ­ტე­ბის ზე­და­პი­რუ­ლი აღ­ქმით და ცდი­ლობს, ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი სიღ­რმი­სე­უ­ლად შე­ის­წავ­ლოს და გა­ა­ნა­ლი­ზოს. ამი­ტომ ქალს, რო­მე­ლიც მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე მი­დის, არ უნდა აში­ნებ­დეს ის ფაქ­ტი, რომ ეს კაცი მას აუ­ცი­ლებ­ლად აი­ძუ­ლებს, კუ­ლი­სებ­სმიღ­მა შე­ი­ხე­დოს და მისი ერთი შე­ხედ­ვით გულ­გრი­ლი ვი­ზუ­ა­ლის უკან და­ფა­რულ, არ­ცთუ მარ­ტივ პი­როვ­ნე­ბას გა­უს­წო­როს თვა­ლი. და რას აკე­თებს ამ დროს მან­დი­ლო­სა­ნი, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­რი­ე­ლის ნამ­დვილ სა­ხეს აღ­მო­ა­ჩენს? თუ ის სუს­ტი პი­როვ­ნე­ბაა, რაღა თქმა უნდა, თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯი­ლი გა­იქ­ცე­ვა მის­გან, მაგ­რამ თუ ეს ქალი ვარ­ძია, შე­იძ­ლე­ბა სა­მუ­და­მოდ და თავ­და­ვი­წყე­ბით შე­უყ­ვარ­დეს იგი, სწო­რედ მისი ამ არ­ცთუ მარ­ტი­ვი ხა­სი­ა­თის გამო. რა გა­საკ­ვი­რია, ვერ­ძე­ბი ხომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე გა­მუდ­მე­ბით ეძე­ბენ სირ­თუ­ლე­ებს.

Astrologia

სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ იგი მას ხში­რად ჩა­ა­ხე­დებს სა­კუ­თა­რი სუ­ლის სიღ­რმე­ებ­ში, ეს იმი­ტომ რომ ვერ­ძის ბავ­შვუ­რო­ბა და სი­ა­ლა­ლე აძ­ლევს მო­რი­ელს იმის გა­რან­ტი­ას, რომ ეს ქალი არა­სო­დეს ისარ­გებ­ლებს მო­მენ­ტით, ზურ­გი­დან მი­ა­ყე­ნოს დარ­ტყმა. იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ სა­კუ­თარ, ყვე­ლა­ზე ბნელ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს გა­ან­დობს მას. იგი ძა­ლი­ან იხიბ­ლე­ბა ამ ქა­ლის უპი­რო­ბო რწმე­ნით მისი პი­როვ­ნე­ბის მი­მართ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვად არა­სო­დეს უქ­მნის ამ უკა­ნას­კნელს იმის ილუ­ზი­ას რომ იდე­ა­ლუ­რი ან უნაკ­ლოა. უფრო კი – პი­რი­ქით. ამას­თან ერ­თად, მოკ­ლე მეხ­სი­ე­რე­ბის გამო, შუ­რის­ძი­ე­ბა არა­სო­დე­საა ვერ­ძის­თვის ია­რა­ღი კონ­ფლიქ­ტი­სას, მა­შინ როცა მო­რი­ე­ლის­თვის იგი სავ­სე­ბით მი­სა­ღე­ბი საქ­ცი­ე­ლია, ცხოვ­რე­ბის გზა­ზე ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მო­რი­ე­ლი ვერ­ძში სწო­რედ ამ უბო­რო­ტო ხა­სი­ათს აფა­სებს ყვე­ლა­ზე მე­ტად.

თუკი მზი­სა და მთვა­რის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტა­ცი­ით და­ი­ბად­ნენ, ამ ორის სიყ­ვა­რუ­ლი შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ძლი­ე­რი, ხან­გრძლი­ვი და ინ­ტენ­სი­უ­რი იყოს, რო­მე­ლიც ბევრ გან­საც­დელს, პრობ­ლე­მას, კონ­ფლიქტსა და სირ­თუ­ლეს გა­და­ი­ტანს, მაგ­რამ მა­ინც არ ჩაქ­რე­ბა. ამას­თან ერ­თად, მარ­სით მარ­თუ­ლი ეს ორი მებ­რძო­ლი ემო­ცი­უ­რი კუ­თხი­თაც კარ­გად ეწყო­ბა ერ­თმა­ნეთს. იმი­ტომ რომ, ცხოვ­რე­ბა ორი­ვეს­თვის უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ბრძო­ლაა. რუ­ტი­ნუ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა კი ვერძსაც და მო­რი­ელ­საც მალე ბეზ­რდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არც არა­სო­დეს იქ­ნე­ბა დუ­ღი­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის დე­ფი­ცი­ტი. თუმ­ცა, ემო­ცი­უ­რი თავ­სე­ბა­დო­ბა, სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას რომ ისი­ნი გო­ნებ­რი­ვა­დაც იდე­ა­ლუ­რად ეწყო­ბი­ან ერ­თმა­ნეთს და აი, სწო­რედ აქ იწყე­ბა პრობ­ლე­მე­ბი. მო­რი­ე­ლი ეჭ­ვი­ა­ნი, ფრთხი­ლი და წინ­და­ხე­დუ­ლია. ვერ­ძი – იმ­პულ­სუ­რი, პირ­და­პი­რი და ბავ­შვუ­რად მე­ა­მი­ტი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხა­სი­ა­თის ასეთ­მა სხა­ვა­ო­ბამ, შე­იძ­ლე­ბა ან და­ა­შო­როს ისი­ნი, ან პი­რი­ქით, მათ შო­რის მი­ზი­დუ­ლო­ბა კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­როს. ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მათი მთა­ვა­რი მნა­თო­ბე­ბის ჰარ­მო­ნი­ულ თავ­სე­ბა­დო­ბა­ზე პი­რად რუ­კებ­ში.

ვერ­ძი ქალი არა­ერ­თგზის გახ­დე­ბა მო­რი­ე­ლის მხრი­დან, მის­თვის მო­წყო­ბი­ლი არ­ცთუ მარ­ტი­ვი გა­მოც­დე­ბის მსხვერ­პლი. იგი ხში­რად გა­და­ა­მოწ­მებს საყ­ვა­რელ ქალს ემო­ცი­ურ მდგრა­დო­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სცე­ნე­ბი და მარ­სი­ა­ნუ­ლი ცე­ცხლი, რო­მელ­საც იგი ვერ­ძის მხრი­დან მი­ი­ღებს, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნას მო­უ­მა­ტებს მო­რი­ელს. ეს ხომ ყვე­ლა­ზე დიდი და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თია სა­ი­მი­სოდ, რომ მას იგი მარ­თლა მთე­ლი გუ­ლით უყ­ვარს. თუმ­ცა, იმე­დი იმი­სა, რომ იგი ამ ქალს სიმ­შვი­დე­სა და სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის ფლო­ბას ას­წავ­ლის, უტო­პი­უ­რია და მო­რი­ე­ლი ადრე თუ გვი­ან ამას უნდა შე­ე­გუ­ოს. თუმ­ცა, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ იგი ამა­ოდ შე­ეც­დე­ბა მის გა­და­კე­თე­ბას, ომი გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა ამ ორს შო­რის და მა­შინ იმის­და მი­უ­ხე­და­ვად, რომ იგი ძა­ლი­ან იხიბ­ლე­ბა ამ ქა­ლის მებ­რძო­ლი სუ­ლით, ეს უკა­ნას­კნე­ლი სა­კუ­თარ ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნებს. მო­რი­ე­ლი კი იშ­ვი­ა­თად პა­ტი­ობს, კუდ­ზე ფე­ხის დამ­ბი­ჯე­ბელს. არა­და, რო­მე­ლი ჭკუ­ათ­მყო­ფე­ლი გა­ბე­დავს მო­რი­ელს კუდ­ზე ფეხი გა­აზ­რე­ბუ­ლად და­ად­გას, თუ არა ვერ­ძი.

როცა მო­რი­ე­ლი, სირ­თუ­ლე­ებს აწყდე­ბა, იგი რო­გორც წესი, ზრუ­ნავს იმა­ზე, რომ ეს სირ­თუ­ლე ერთხელ და სა­მუ­და­მოდ გა­ა­ნად­გუ­როს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ომი რო­მე­ლიც ამ ორს შო­რის შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს, ნამ­დვი­ლად არ დას­რულ­დე­ბა სა­ხარ­ბი­ე­ლო შე­დე­გით არც ერ­თის­თვის. ამას­თან ერ­თად, გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან რომ ვერ­ძის­თვის მო­რი­ე­ლი ვექ­ტო­რუ­ლი კავ­ში­რის მი­ხედ­ვით მერ­ვე ნი­შა­ნია, იგი სიმ­ბო­ლურ ბა­ტო­ნად ით­ვლე­ბა მის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, ერთი შე­ხედ­ვით თავ­ნე­ბა და და­უ­მორ­ჩი­ლე­ბელ ვერძ ქალს, ქვეც­ნო­ბი­ე­რად ყო­ველ­თვის აქვს იმის გან­ცდა, რომ ეს სწო­რედ ის კა­ცია, რო­მელ­საც ღირს რომ და­ე­მორ­ჩი­ლოს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იგი ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე მე­ტად აპ­რო­ტეს­ტებს მორ­ჩი­ლე­ბას ვინ­მეს მი­მართ.

პრობ­ლე­მად ამ ორს შო­რის შე­იძ­ლე­ბა ეჭ­ვი­ა­ნო­ბაც იქ­ცეს. თუმ­ცა, ვერ­ძის მხრი­დან მო­რი­ე­ლის არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა, მხო­ლოდ იმი­ტომ რომ იგი ძა­ლი­ან იზი­დავს სა­პი­რის­პი­რო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს აბ­სურ­დუ­ლია. ამ კაცს საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის ერ­თგუ­ლე­ბა მარ­თლა შე­უძ­ლია, თუკი ეს უკა­ნას­კნე­ლი მას ყო­ველ­მხრივ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ანა­ლო­გი­უ­რად აბ­სურ­დუ­ლია, იგი­ვე ეჭ­ვი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მა მო­რი­ე­ლის მხრი­და­ნაც, როცა იგი ვერ­ძი ქა­ლის მე­გობ­რულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მა­მა­კა­ცე­ბის მი­მართ, აღიქ­ვამს რო­გორც ფლირტს ან მო­სა­ლოდ­ნე­ლი ღა­ლა­ტის საფრ­თხეს. მას, რა თქმა უნდა, სჯე­რა ამ ქა­ლის ერ­თგუ­ლე­ბის, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბად სჯე­რა იმ მა­მა­კა­ცე­ბის სან­დო­ო­ბის ვის­თა­ნაც მას თუნ­დაც პრო­ფე­სი­უ­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, კონ­ფლიქ­ტი ამ ორს შო­რის მძაფ­რი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე არ­ცთუ იშ­ვი­ა­თი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში მათი ჩხუ­ბი, სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც გრან­დი­ო­ზუ­ლი და ამა­ღელ­ვე­ბე­ლი შე­რი­გე­ბით დას­რულ­დე­ბა.

Astrologia

თუკი ვერ­ძი ქალი შეძ­ლებს, მეტ-ნაკ­ლე­ბი მოთ­მი­ნე­ბით შეხ­ვდეს მო­რი­ე­ლის მხრი­დან გა­მოვ­ლე­ნილ ეგო­ის­ტურ ქმე­დე­ბებს, გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბელ სი­ჩუ­მეს (როცა იგი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად ეძებს გზებს, რო­გოც წესი პირ­ქუ­შად დუმს), ფულ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გა­ცი­ლე­ბით უფრო ხელ­მომ­ჭირ­ნე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, მის "ჩარ­კი­ნა­ბე­ტო­ნე­ბულ" შე­ხე­დუ­ლე­ბას რა არის კარ­გი და რა – ცუდი, იგი მო­რი­ელ მა­მა­კაც­თან ხან­გრძლივ და ბედ­ნი­ერ ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას მო­ი­წყობს. თუმ­ცა სა­ი­მი­სოდ, რომ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი რჩე­ვე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, ქალ ვერძს მაქ­სი­მა­ლუ­რი მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი დას­ჭირ­დე­ბა, რაც რო­გორც წესი, ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ულ ქა­ლებს ნაკ­ლე­ბად გა­აჩ­ნი­ათ, მით უმე­ტეს ად­რე­ულ ასაკ­ში. ამი­ტომ, სა­ი­მი­სოდ რომ მან მო­რი­ე­ლის საქ­ცი­ე­ლის რე­ა­ლუ­რი მო­ტი­ვე­ბი გა­ი­გოს, უნდა იცო­დეს რომ მისი ეს უკომ­პრო­მი­სო შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თაც იგი არაფ­რის დი­დე­ბით არ ცვლის, კარ­მუ­ლი პრო­ცე­სის ნა­წი­ლია და მო­რი­ე­ლის­თვის უბ­რა­ლოდ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მო­იქ­ცეს სხვაგ­ვა­რად.

თა­ვის მხრივ, მო­რი­ელ­საც მო­ე­თხო­ვე­ბა, ვერ­ძის მხრი­დან მძაფ­რად გა­მო­ხა­ტულ ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სცე­ნებს (თუნ­დაც სრუ­ლი­ად აბ­სურ­დულს), ღი­მი­ლი­თა და მოთ­მი­ნე­ბით შეხ­ვდეს და რო­გორ­მე აი­ტა­ნოს მის­გან, ბავ­შვუ­რი და ზე­და­პი­რუ­ლი მიდ­გო­მა, ზო­გა­დად ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მი­მართ. იმი­ტომ რომ, ზუს­ტად ეს სი­მარ­ტი­ვე და უშუ­ა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა მო­რი­ე­ლი-ვერ­ძის წყვილს სა­ი­მი­სოდ რომ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ბა­ლან­სი შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ. და თუკი მათი პი­რა­დი კოს­მოგ­რა­მე­ბის მი­ხედ­ვით, უმ­თავ­რე­სი ანუ მზე-მთვა­რის კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბი, ჰარ­მო­ნი­ულ თან­ხვედ­რა­შია, ეს ორი წლე­ბის მან­ძილ­ზე მო­ა­ხერ­ხებს იმას, რომ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და ფი­ზი­კუ­რი ლტოლ­ვა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, რაც უმ­თავ­რე­სი პი­რო­ბაა ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხის შე­საქ­მნე­ლად.

ვერძი ქალი & მორიელი მამაკაცი

ვერძი ქალი & მორიელი მამაკაცი

იდეალური წყვილი – ფერჯი და ჯოშ დუჰამელი

მამაკაცი მორიელი, განსაკუთრებით თუ იგი მაღალინტელექტუალური პიროვნებაა, მუდმივად ცხოვრების არსის ძიებითაა დაკავებული. იგი არასოდეს კმაყოფილდება, ფაქტების ზედაპირული აღქმით და ცდილობს, ყველა და ყველაფერი სიღრმისეულად შეისწავლოს და გაანალიზოს. ამიტომ ქალს, რომელიც მასთან ურთიერთობაზე მიდის, არ უნდა აშინებდეს ის ფაქტი, რომ ეს კაცი მას აუცილებლად აიძულებს, კულისებსმიღმა შეიხედოს და მისი ერთი შეხედვით გულგრილი ვიზუალის უკან დაფარულ, არცთუ მარტივ პიროვნებას გაუსწოროს თვალი. და რას აკეთებს ამ დროს მანდილოსანი, რომელიც სრულიად მოულოდნელად მორიელის ნამდვილ სახეს აღმოაჩენს? თუ ის სუსტი პიროვნებაა, რაღა თქმა უნდა, თავქუდმოგლეჯილი გაიქცევა მისგან, მაგრამ თუ ეს ქალი ვარძია, შეიძლება სამუდამოდ და თავდავიწყებით შეუყვარდეს იგი, სწორედ მისი ამ არცთუ მარტივი ხასიათის გამო. რა გასაკვირია, ვერძები ხომ მთელი ცხოვრების მანძილზე გამუდმებით ეძებენ სირთულეებს.

Astrologia

საოცარია, მაგრამ იგი მას ხშირად ჩაახედებს საკუთარი სულის სიღრმეებში, ეს იმიტომ რომ ვერძის ბავშვურობა და სიალალე აძლევს მორიელს იმის გარანტიას, რომ ეს ქალი არასოდეს ისარგებლებს მომენტით, ზურგიდან მიაყენოს დარტყმა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკუთარ, ყველაზე ბნელ საიდუმლოებებს გაანდობს მას. იგი ძალიან იხიბლება ამ ქალის უპირობო რწმენით მისი პიროვნების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ თავად არასოდეს უქმნის ამ უკანასკნელს იმის ილუზიას რომ იდეალური ან უნაკლოა. უფრო კი – პირიქით. ამასთან ერთად, მოკლე მეხსიერების გამო, შურისძიება არასოდესაა ვერძისთვის იარაღი კონფლიქტისას, მაშინ როცა მორიელისთვის იგი სავსებით მისაღები საქციელია, ცხოვრების გზაზე ადამიანებთან ურთიერთობაში. თუმცა, მიუხედავად ამისა, მორიელი ვერძში სწორედ ამ უბოროტო ხასიათს აფასებს ყველაზე მეტად.

თუკი მზისა და მთვარის ჰარმონიული ასპექტაციით დაიბადნენ, ამ ორის სიყვარული შეიძლება ძალიან ძლიერი, ხანგრძლივი და ინტენსიური იყოს, რომელიც ბევრ განსაცდელს, პრობლემას, კონფლიქტსა და სირთულეს გადაიტანს, მაგრამ მაინც არ ჩაქრება. ამასთან ერთად, მარსით მართული ეს ორი მებრძოლი ემოციური კუთხითაც კარგად ეწყობა ერთმანეთს. იმიტომ რომ, ცხოვრება ორივესთვის უპირველეს ყოვლისა ბრძოლაა. რუტინული ყოველდღიურობა კი ვერძსაც და მორიელსაც მალე ბეზრდება. შესაბამისად, მათ ურთიერთობაში არც არასოდეს იქნება დუღილის ტემპერატურის დეფიციტი. თუმცა, ემოციური თავსებადობა, სულაც არ ნიშნავს იმას რომ ისინი გონებრივადაც იდეალურად ეწყობიან ერთმანეთს და აი, სწორედ აქ იწყება პრობლემები. მორიელი ეჭვიანი, ფრთხილი და წინდახედულია. ვერძი – იმპულსური, პირდაპირი და ბავშვურად მეამიტი. აქედან გამომდინარე, ხასიათის ასეთმა სხავაობამ, შეიძლება ან დააშოროს ისინი, ან პირიქით, მათ შორის მიზიდულობა კიდევ უფრო გააძლიეროს. ყველაფერი დამოკიდებულია მათი მთავარი მნათობების ჰარმონიულ თავსებადობაზე პირად რუკებში.

ვერძი ქალი არაერთგზის გახდება მორიელის მხრიდან, მისთვის მოწყობილი არცთუ მარტივი გამოცდების მსხვერპლი. იგი ხშირად გადაამოწმებს საყვარელ ქალს ემოციურ მდგრადობაზე. შესაბამისად, ეჭვიანობის სცენები და მარსიანული ცეცხლი, რომელსაც იგი ვერძის მხრიდან მიიღებს, მხოლოდ საკუთარი თავის რწმენას მოუმატებს მორიელს. ეს ხომ ყველაზე დიდი დამადასტურებელი საბუთია საიმისოდ, რომ მას იგი მართლა მთელი გულით უყვარს. თუმცა, იმედი იმისა, რომ იგი ამ ქალს სიმშვიდესა და საკუთარი ემოციების ფლობას ასწავლის, უტოპიურია და მორიელი ადრე თუ გვიან ამას უნდა შეეგუოს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ იგი ამაოდ შეეცდება მის გადაკეთებას, ომი გარდაუვალი იქნება ამ ორს შორის და მაშინ იმისდა მიუხედავად, რომ იგი ძალიან იხიბლება ამ ქალის მებრძოლი სულით, ეს უკანასკნელი საკუთარ ბრძოლისუნარიანობას მის წინააღმდეგ გამოიყენებს. მორიელი კი იშვიათად პატიობს, კუდზე ფეხის დამბიჯებელს. არადა, რომელი ჭკუათმყოფელი გაბედავს მორიელს კუდზე ფეხი გააზრებულად დაადგას, თუ არა ვერძი.

როცა მორიელი, სირთულეებს აწყდება, იგი როგორც წესი, ზრუნავს იმაზე, რომ ეს სირთულე ერთხელ და სამუდამოდ გაანადგუროს. აქედან გამომდინარე, ომი რომელიც ამ ორს შორის შეიძლება დაიწყოს, ნამდვილად არ დასრულდება სახარბიელო შედეგით არც ერთისთვის. ამასთან ერთად, გამომდინარე იქედან რომ ვერძისთვის მორიელი ვექტორული კავშირის მიხედვით მერვე ნიშანია, იგი სიმბოლურ ბატონად ითვლება მისთვის. შესაბამისად, ერთი შეხედვით თავნება და დაუმორჩილებელ ვერძ ქალს, ქვეცნობიერად ყოველთვის აქვს იმის განცდა, რომ ეს სწორედ ის კაცია, რომელსაც ღირს რომ დაემორჩილოს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ამქვეყნად ყველაზე მეტად აპროტესტებს მორჩილებას ვინმეს მიმართ.

პრობლემად ამ ორს შორის შეიძლება ეჭვიანობაც იქცეს. თუმცა, ვერძის მხრიდან მორიელის არასტაბილურობაში დადანაშაულება, მხოლოდ იმიტომ რომ იგი ძალიან იზიდავს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს აბსურდულია. ამ კაცს საყვარელი ქალის ერთგულება მართლა შეუძლია, თუკი ეს უკანასკნელი მას ყოველმხრივ აკმაყოფილებს. ანალოგიურად აბსურდულია, იგივე ეჭვიანობის პრობლემა მორიელის მხრიდანაც, როცა იგი ვერძი ქალის მეგობრულ დამოკიდებულებას მამაკაცების მიმართ, აღიქვამს როგორც ფლირტს ან მოსალოდნელი ღალატის საფრთხეს. მას, რა თქმა უნდა, სჯერა ამ ქალის ერთგულების, მაგრამ ნაკლებად სჯერა იმ მამაკაცების სანდოობის ვისთანაც მას თუნდაც პროფესიული კონტაქტები აქვს. შესაბამისად, კონფლიქტი ამ ორს შორის მძაფრი ეჭვიანობის ნიადაგზე არცთუ იშვიათი იქნება. თუმცა, ორივე შემთხვევაში მათი ჩხუბი, საბოლოოდ მაინც გრანდიოზული და ამაღელვებელი შერიგებით დასრულდება.

Astrologia

თუკი ვერძი ქალი შეძლებს, მეტ-ნაკლები მოთმინებით შეხვდეს მორიელის მხრიდან გამოვლენილ ეგოისტურ ქმედებებს, გამაღიზიანებელ სიჩუმეს (როცა იგი პრობლემების გადასაჭრელად ეძებს გზებს, როგოც წესი პირქუშად დუმს), ფულთან მიმართებაში გაცილებით უფრო ხელმომჭირნე დამოკიდებულებას, მის "ჩარკინაბეტონებულ" შეხედულებას რა არის კარგი და რა – ცუდი, იგი მორიელ მამაკაცთან ხანგრძლივ და ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას მოიწყობს. თუმცა საიმისოდ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები გაითვალისწინოს, ქალ ვერძს მაქსიმალური მოთმინების უნარი დასჭირდება, რაც როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადეულ ქალებს ნაკლებად გააჩნიათ, მით უმეტეს ადრეულ ასაკში. ამიტომ, საიმისოდ რომ მან მორიელის საქციელის რეალური მოტივები გაიგოს, უნდა იცოდეს რომ მისი ეს უკომპრომისო შეხედულებები, რომელთაც იგი არაფრის დიდებით არ ცვლის, კარმული პროცესის ნაწილია და მორიელისთვის უბრალოდ წარმოუდგენელია მოიქცეს სხვაგვარად.

თავის მხრივ, მორიელსაც მოეთხოვება, ვერძის მხრიდან მძაფრად გამოხატულ ეჭვიანობის სცენებს (თუნდაც სრულიად აბსურდულს), ღიმილითა და მოთმინებით შეხვდეს და როგორმე აიტანოს მისგან, ბავშვური და ზედაპირული მიდგომა, ზოგადად ცხოვრებისეული პრობლემების მიმართ. იმიტომ რომ, ზუსტად ეს სიმარტივე და უშუალობა ესაჭიროება მორიელი-ვერძის წყვილს საიმისოდ რომ ურთიერთობაში ბალანსი შეინარჩუნონ. და თუკი მათი პირადი კოსმოგრამების მიხედვით, უმთავრესი ანუ მზე-მთვარის კომბინაციები, ჰარმონიულ თანხვედრაშია, ეს ორი წლების მანძილზე მოახერხებს იმას, რომ ერთმანეთის მიმართ დიდი სიყვარული და ფიზიკური ლტოლვა შეინარჩუნოს, რაც უმთავრესი პირობაა ბედნიერი ოჯახის შესაქმნელად.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?